შს მინისტრი მოადგილე: ტყუილია, რომ ნინო გიორგობიანმა გელაშვილი, შკოდას ფირმის ავტომანქანით გაგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად
ფოტო: IMEDI
ტყუილია, რომ ნინო გიორგობიანმა მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე გელაშვილი, შკოდას ფირმის ავტომანქანით, გაგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად. ეს გამოძიებით დადასტურებულია და აქ კითხვის ნიშანი აღარ არსებობს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
„რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოკადრებს... „შკოდას“ ტიპის ავტომობილს-ეს არის სრული სიცრუე და ტყუილი, ვინაიდან, გამოძიებით დადგენილია, რომ ის კადრები, სადაც, ვითომდა მოძრაობს „შკოდა“ და ავტომანქანაში ისვამენ მოქალაქეებს, სინამდვილეში არის „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილი და არის ტაქსი. დადგენილია აღნიშნული ტაქსის მძღოლი, დაკითხულია და ეს ფაქტი დასტურდება.
რაც შეეხება მანიპულაციას „შკოდას“ ფირმის ავტომობილთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო გიორგობიანმა, ჩემმა კოლეგამ, „შკოდას“ ფირმის ავტომობილით, მცხეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე გელაშვილი გაგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად, ეს არის სრული სიცრუე და ტყუილი. ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. გელაშვილი იმ ღამით, მორიგე არ იყო და დადასტურებულია , რომ იმყოფებოდა ქარელში, თავის საცხოვრებელ სახლში“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ.
რაც შეეხება ნინო გიორგობიანის კომუნიკაციას, ბრეგვაძესთან და მის ოჯახთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე აცხადებს, რომ გიორგობინს მათთან დანაშაულის დღეს და მომდევნო დღეებში კომუნიკაცოა არ ჰქონია. „რამდენადაც ჩემთვის ცნობილი, იმ დღეს როცა ეს ტრაგედია მოხდა და შემდგომ რამდენიმე დღეს, ნინო გიორგობიანს ოჯახთან და იაკობ ბრეგვაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია. იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული, მას მინიჭებული ავს დაზარალებულის სტატუსი ვინაიდან მის მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას ჰქონდა ადგილი“, - აღნიშნა ბორცვაძემ.
შსს-მ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებულ ზარი და უკუკავშირი გაასაჯაროვა.
3 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე მისი ნათესავია.
28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.
ყველა სიახლე
06 მარტი 2026, 01:52
მსოფლიო
The Washington Post: ირანის რეჟიმი ინარჩუნებს ძალაუფლებას, მიუხედავად გამანადგურებელი დანაკარგებისა
აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო კამპანიამ ირანის წინააღმდეგ გაანადგურა პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები, მწყობრიდან გამოიყვანა კრიტიკული სამხედრო მართვისა და კონტროლის ინფრასტრუქტურა და საბრძოლო შესაძლებლობები, ასევე დააზიანა სამოქალაქო შენობები მთელი ქვეყნის მასშტაბით, - წერს ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი სტატიაში სათაურით „ირანის რეჟიმი ინარჩუნებს ძალაუფლებას, მიუხედავად გამანადგურებელი დანაკარგებისა“.
06 მარტი 2026, 01:23
მსოფლიო
ზელენსკი „დრუჟბას“ ნავთობსადენზე: პირადად მე მას არ აღვადგენდი - იმიტომ, რომ ეს რუსული ნავთობია
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხისტი პოზიცია დააფიქსირა ნავთობსადენ „დრუჟბასთან“ დაკავშირებით. მისი განცხადებით, რუსული ნავთობის ტრანზიტის აღდგენა უკრაინისთვის პრინციპულად მიუღებელია.
06 მარტი 2026, 01:10
მსოფლიო
The Wall Street Journal: გაეროს ატომური სააგენტოს დავაში, რომელიც უკრაინის ბირთვულ ენერგოობიექტებზე თავდასხმების საფრთხეს ეხებოდა, აშშ პირველად დადგა რუსეთისა და ჩინეთის მხარეს
ხუთშაბათს, გაეროს ატომური სააგენტოს დავაში, რომელიც უკრაინის ბირთვულ ენერგოობიექტებზე თავდასხმების საფრთხეს ეხებოდა, აშშ პირველად დადგა რუსეთისა და ჩინეთის მხარეს, რაც ვაშინგტონის მოსკოვთან მზარდ დაახლოებაზე მიუთითებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
06 მარტი 2026, 00:53
რეგიონი
კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
რთული მეტეოროლოგიური პირობების (შეზღუდული ხილვადობა და ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ146 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
06 მარტი 2026, 00:51
პოლიტიკა
ირაკლი გოგავა: ამერიკაში მოქმედებს ერთი წესი, ის, რაც ხდება არჩევნების წელს, ყველაფერი ეხება არჩევნებს, თუ ტრამპის ეს ოპერაცია იქნება წარუმატებელი, მას ოპონენტები აუცილებლად მოსთხოვენ პასუხს
ამერიკაში მოქმედებს ერთი წესი, ის რაც ხდება არჩევნების წელს, ყველაფერი ეხება არჩევნებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას. პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ შეერთებულ შტატებში ნოემბერში დაგეგმილი არჩევნები მიმდინარე პროცესებზე გავლენას მოახდენს.
06 მარტი 2026, 00:49
პოლიტიკა
ირაკლი გოგავა: დისტანციური ომით ირანის დამარცხება შეუძლებელია, ამას სჭირდება სახმელეთო ოპერაცია. ჯობია სამშვიდობო მოლაპარაკებაზე გადავიდნენ. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. 90 მილიონიანი ქვეყნის წაქცევა ასე იოლი არ არის
დისტანციური ომით ირანის დამარცხება შეუძლებელია. ამას სჭირდება სახმელეთო ოპერაცია. მინდა გავიხსენო მაგალითად, ერაყში საერთაშორისო კოალიციის ინტერვენცია განხორციელდა თითქმის ნახევარი მილიონი ჯარისკაცით. შეერთებულ შტატებს ახლა რეგიონში ჰყავთ 50 ათასი, ამ ოპერაციაში ჩართული. ავღანეთშიც კი, რომელიც ერაყზე და ირანზე მეტად მცირე რესურსების მქონეა, 2001 წელს განხორციელდა 200 ათასი ჯარისკაცით. შესაბამისად, შეერთებულ შტატებს არ ჰყავს იმდენი ცოცხალი ძალა რეგიონში, რომ განახორციელოს სახმელეთო ოპერაცია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას.
06 მარტი 2026, 00:44
პოლიტიკა
ირაკლი გოგავა: მშვიდობა რომ გაქვს, თითქოს გგონია, რომ ეს ნაჩუქარია, ამ დროს ეს ყველაზე დიდი გამარჯვებაა, ამიტომ აქ არსებულ მყიფე მშვიდობას უნდა გავუფრთხილდეთ
მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს ეს ფაქტია, არის ასეთი აფორიზმი, რომ ომების ისტორია ეს ადამიანური შეცდომების ისტორია, არის მეორე აფორიზმიც რომ მშვიდობა ეს არის გამარჯვება, რომელზეც წიგნები არ იწერება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას. პოლიტოლოგი არსებულ ვითარებაში საქართველოს პოზიციას იწონებს და მას მოზომილს უწოდებს.
06 მარტი 2026, 00:43
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: აშშ-სთან ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკა ცალსახაა. მიუხედავად მცდელობისა, რომ ეს პროცესი დააზიანონ და ძირშივე წარუმატებელი გახადონ, წარმატებით გავალთ ბოლომდე
პოზიტიური დინამიკა ცალსახაა. საზოგადოება ხედავს უკვე რამდენიმე თვეა სხვადასხვა სექტორში, სხვადასხვა მიმართულებით პოზიტიურ დინამიკას და მიუხედავად მცდელობისა, რომ ეს პროცესი დააზიანონ და ძირშივე წარუმატებელი გახადონ, წარმატებით გავალთ ბოლომდე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
06 მარტი 2026, 00:37
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: იმდენად აღვირახსნილი კამპანია ვიხილეთ და ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატების მხრიდან, დიდი მოლოდინები გაგვაქვსთქო ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართულებით, მოგატყუებთ
„იმდენად აღვირახსნილი კამპანია ვიხილეთ და ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატების მხრიდან, დიდი მოლოდინები გაგვაქვსთქო ამ [ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვის] მიმართულებით, მოგატყუებთ, თუმცა ჯანსაღი განვითარებები ნამდვილად არის წევრ სახელმწიფოებში. მათთან ჯანსაღი ურთიერთობები გვაქვს და ეს მარტო უნგრეთს და სლოვაკეთს არ ეხება.
06 მარტი 2026, 00:26
პოლიტიკა
ირაკლი გოგავა: მსოფლიო ომების ეპოქაში შევიდა
მსოფლიო ომების ეპოქაში შევიდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას. მისივე თქმით, ამის მიზეზი საერთაშორისო წესრიგის მოშლაა.
06 მარტი 2026, 00:21
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისაკენ, რომ საქართველოს-აშშ-ს შორის ურთიერთობები გადავიდეს უფრო პოზიტიურ დინამიკაში და დავიწყოთ ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებისთვის მზადება
ეს არის პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისაკენ, რომ საქართველოს და აშშ-ს შორის ურთიერთობები გადავიდეს უფრო პოზიტიურ დინამიკაში და რეალურად დავიწყოთ ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებისთვის მზადება, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.
06 მარტი 2026, 00:20
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი კითხვაზე, ეშინია თუ არა აშშ-ის შესაძლო სახმელეთო ინტერვენციის: არა, ჩვენ მათ ველოდებით
ამერიკულ ტელეკომპანია NBC News-თან ინტერვიუში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის ამერიკული ჯარების სახმელეთო ინტერვენციისთვის.
06 მარტი 2026, 00:15
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე: საუბარი შეეხო, როგორ იცავენ ქვეყნები თავიანთ სუვერენულ უფლებებს. იმას, რომ თვითონ ხალხის მოთხოვნების შესაბამისად გადაწყვიტონ შიდა პოლიტიკური საკითხები
დღეს ოფიციალურად გაიხსნა სუვერენული ერების ალიანსის სამიტი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ აქ სხვადასხვა ერების წარმომადგენლები საუბრობდნენ სწორედ იმ ღირებულებებზე, რომელიც ასეთი ძვირფასია ჩვენი ქვეყნისთვის და რომლის დაცვის გამოც საქართველო საერთაშორისო უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ მოექცა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.
06 მარტი 2026, 00:11
მსოფლიო
Deutsche Welle: აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა კომპანია Rosneft Deutschland-ს საქმიანობის გაგრძელების უფლება ყოველგვარი ვადის შეზღუდვის გარეშე მისცა
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა კომპანია Rosneft Deutschland-ს, რომელიც ამჟამად გერმანიის მთავრობის მმართველობის ქვეშ იმყოფება, საქმიანობის გაგრძელების უფლება ყოველგვარი ვადის შეზღუდვის გარეშე მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
06 მარტი 2026, 00:09
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ბრიუსელზე: პრეტენზიის ტონით საუბრობენ ხოლმე, ომის პარტიას რატომ ახსენებთო. ფაქტია, ერთი სული აქვთ, საქართველოს ამ პროცესებში ჩათრევას ცდილობენ
მოცემულობა არის ის, რომ ჩვენ ვართ საინფორმაციო ომში, ვისაც როგორ შეუძლია ამ საინფორმაციო ომში არის ჩართული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა საქართველოს მიმართ ბრიუსელის დამოკიდებულებაზე საუბრისას. მისივე თქმით, საინფორმაციო ჰიბრიდული ომი ამ ეტაპზე ბევრ ფრონტზეა გაშლილი.
06 მარტი 2026, 00:06
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: სიმართლის მოლაპარაკე მედიები კი არ უნდა დაასანქცირონ და შეეცადონ მათ შეზღუდვას, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების დაპირებები აუსრულონ და ამით შეძლებენ უკრაინის დახმარებას
სიმართლის მოლაპარაკე მედიები კი არ უნდა დაასანქცირონ და შეეცადონ მათ შეზღუდვას, ეს დაპირებები აუსრულონ და ამით შეძლებენ უკრაინის დახმარებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა თავისუფალ მედიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით.
06 მარტი 2026, 00:04
მსოფლიო
ორბანი: პრეზიდენტ ზელენსკის მუქარები ჩემ წინააღმდეგ არ არის მიმართული, ის უნგრეთს ემუქრება
პრეზიდენტ ზელენსკის მუქარები ჩემ წინააღმდეგ არ არის მიმართული, ის უნგრეთს ემუქრება, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.
05 მარტი 2026, 23:47
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი აშშ-ში ვიზიტზე: მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესი და ხალხის ხმა გავაჟღეროთ ყველა მნიშვნელოვან წარმომადგენელთან, რაც შემდეგ გადაითარგმნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვით
როგორც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა, დაგეგმილია შეხვედრები კონგრესში, სენატსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
05 მარტი 2026, 23:46
მსოფლიო
ტრამპი: მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ოკლაჰომას შტატის დიდად პატივსაცემი სენატორი, მარკუეინ მალინი გახდება შიდა უსაფრთხოების მდივანი
მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ოკლაჰომას შტატის დიდად პატივსაცემი სენატორი, მარკუეინ მალინი გახდება ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების მდივანი - გადაწყვეტილება ძალაში შევა 2026 წლის 31 მარტიდან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
05 მარტი 2026, 23:46
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: 2018 წლიდან ნუშის ყოველ აყვავებაზე თავიდან ერთიანდებიან, თუმცა ფაქტია მათი სტრატეგია არ შეცვლილა, დასაწყისიდან დღემდე მიზანი არის ქვეყანაში არასტაბილურობის შემოტანა
2018 წლიდან ნუშის ყოველ აყვავებაზე თავიდან ერთიანდებიან, ცდილობენ საზოგადოებას წარმოუჩინონ თითქოს ახალი ძალაა, თუმცა ფაქტია მათი სტრატეგია არ შეცვლილა, დასაწყისიდან დღემდე მიზანი არის ქვეყანაში არასტაბილურობის შემოტანა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ოპოზიციურ ალიანსზე საუბრისას. მისივე თქმით, უცვლელი სცენარით და ძველი გზავნილებით ოპოზიცია წლებია საზოგადოებაში ემოციების გამოწვევას ცდილობს.


