IMEDI /  10 ივლისი 2020, 17:06 / სანდო წყარო

მირიან ნიკოლაძე: ამ ექსპერტიზის დასკვნით, ცალსახად არის დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს

მირიან ნიკოლაძე

მირიან ნიკოლაძე

ექსპერტიზის დასკვნით, ცალსახად არის დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს, მოკლეს ჩვენი შვილი და შემდეგ ის გადააგდეს მდინარე არაგვში, - ეს განცხადება მირიან ნიკოლაძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

„გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ამ ექსპერტიზის დასკვნას ოჯახი ველოდით ძალიან დიდხანს, იმ თვალსაზრისით რომ იმს იყო ერთ-ერთი გარდამტეხი ეტაპი გამოძიებაში. ამ ექსპერტიზის პასუხის მიხედვით უნდა დაგვედასტურებინა ჩვენი პოზიცია, რამდენად რეალური იყო ოჯახის ვერსია გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.

მისი თქმით, დაახლოებით 12 სახის დაზიანება, ბავშვს მიყენებული აქვს სიცოცხლის პერიოდში. „რაც ადასტურებს უტყუარად, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, რასაც შემდგომში მოჰყვა გიორგის მდინარეში გადაგდება. წარმოუდგენელია და გამორიცხულია, რომ ეს დაზიანებები, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული მიადგეს ადამინს თუნდაც იმ ფერდობზე ჩაგორებით, თუნდაც სირბილის ან წაქცევის დროს. ეს არის წარმოუდგენელი. დაზიანებები არის დაწყებული სახის არიდან, დამთავრებული ტანის არეში. ხელების მიდამოებში და ყველგან“, - აცხადებს ნიკოლაძე.

მისი თქმით, ოჯახს დღეიდან ექნება კატეგორიული პოზიცია შსს-სა და გენერალური პროკურატურის წინაშე, რომ ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის გამო. „ის კვალიფიკაცია, რაც შემოგვთავაზა პროკურატურამ არის სისხლის სამართლის საქმის სწორი კვალიფიკაცია. ჩვენ ვითხოვთ დამნაშავეების დასჯას საქართველოს სისხლის სამართლის 109-ე მუხლით და შესაბამისად ველოდებით, როდის იქნება წარდგენილი კონკრეტული ბრალდებები გამოძიების ფარგლებში და როდის დაისჯებიან დამნაშავეები გიორგის განზრახ მკვლელობის გამო“, - აღნიშნა გიორგი შაქარაშვილის ბიძამ.

დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.

დღეს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

ყველა სიახლე

09 აგვისტო 2020, 17:23

რეგიონი

აბაშაში ქართული ხალხური ცხენოსნობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი იმართება

აბაშის მუნიციპალიტეტის საცხენოსნო იპოდრომზე, ქართული ხალხური ცხენოსნობის დღისადმი ფესტივალი იმართება. ტურნირი ერთდღიანია და მასში სხვადასხვა კუთხის საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კორონავირუსი საქართველო

09 აგვისტო 2020, 17:18

COVID19

გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე ტესტირების მეორე ეტაპი დაიწყო

„დავიწყეთ მეორე ეტაპი ფართომასშტაბიანი ტესტირების. ჯამში ამ დროისთვის მთლიანად არის დაახლოებით 1 500-ზე მეტი ნიმუში აღებული. ნაწილი უკვე ჩატანილია და ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებულია. ჯერჯერობით გვაქვს 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა. რა თმა უნდა, ეპიდემიოლოგები უკვე მუშაობენ, გამოვლენილია კონტაქტები, რომლებიც, შესაბამისად, გადასულები არიან საკარანტინო სივრცეებში, ხოლო პაციენტი გადაყვანილია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში“, - აღნიშნა ბეგაშვილმა.

09 აგვისტო 2020, 17:13

საზოგადოება

გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ნახშირღელეს კვანძამდე 10 აგვისტოს მოძრაობა შეიზღუდება

გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ნახშირღელეს კვანძამდე 10 აგვისტოს მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

09 აგვისტო 2020, 17:05

პოლიტიკა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

პრესისა და პოლიტიკის სამმართველოს მიერ გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად, მაიკ პომპეოს უწყება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას გმობს და მოსკოვს აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

საიმონ ქაუელი

09 აგვისტო 2020, 16:57

ტაბლოიდი

საიმონ ქაუელი ელექტრო ველოსიპედიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა

საიმონ ქაუელი ელექტრო ველოსიპედიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. საიმონის სპიკერის განმარტებით, 60 წლის მუსიკოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია უტარდება. სპიკერის თქმით, საიმონი თავს კარგად გრძნობს და საიმედო ხელში იმყოფება. საიმონი ფართო აუდიტორიისთვის The X Factor-იდან და Britain's Got Talent-იდანაა ცნობილი.

09 აგვისტო 2020, 16:51

მსოფლიო

ინდოეთში მეწყერს, სულ მცირე, 29 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ-დასავლეთ ინდოეთში, იდუკის დასახლებაში, მეწყერს, სულ მცირე, 29 ადამიანი ემსხვერპლა. გადაუღებელი წვიმების გამო, მიწის მასა 7 აგვისტოს ჩამოიშალა, თუმცა, სამძებრო და სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე შეფერხებულია.

09 აგვისტო 2020, 16:33

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსს 5 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 721 ათასს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 721 594 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ვირუსით კი 19 432 244 ადამიანი დაინფიცირდა.

09 აგვისტო 2020, 16:31

მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს ღამურამ უკბინა

„მას შემდეგ, რაც წინასაარჩევნო ტურის დასაწყისში ღამურამ მიკბინა, სიფრთხილე გამოვიჩინე და ცოფზე აცრას გავიკეთებ“, - დაწერა ჯორგენსონმა.

09 აგვისტო 2020, 16:19

მსოფლიო

მინსკში „დოჟდის“ ჟურნალისტები დააკავეს

ბელარუსის დედაქალაქში „დოჟდის“ 2 ჟურნალისტი, ვლადიმერ რომენსკი და ვასილი პოლონსკი, ასევე ოპერატორი ნიკოლაი ანტიპოვი დააკავეს. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის სბეტლანა ტიხანოვკაიას შტაბის წარმომადგენლის განცხადებით, ჟურნალისტები მას შემდეგ დააკავეს, რაც კანდიდატს ქუჩაში გამოელაპარაკნენ.

ნაგასაკი

09 აგვისტო 2020, 16:13

მსოფლიო

იაპონიაში 75 წლის წინ ატომური დაბომბვის შედეგად დაღუპულები გაიხსენეს

75 წლის წინ, 9 აგვისტოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბ-29 ტიპის ბომდამშენმა Bockscar-მა, ნაგასაკიში ატომური ბომბი „მსუქანა“ (Fat Man) ჩააგდო. დაიღუპა 74 000 ადამიანი.

09 აგვისტო 2020, 15:53

რეგიონი

2020 წლის ივლისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 213 ფაქტი გამოვლინდა

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი, 77 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 49 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში - 26, აჭარაში - 15, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 14, შიდა ქართლში -11.

09 აგვისტო 2020, 15:52

რეგიონი

ბიზნესომბუდსმენი ზუგდიდში კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ბიზნესომბუდსმენი ზუგდიდში კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა შეხვედრის მთავარი თემა კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ეკონომიკური საქმიანობის მდგრადი აღდგენა და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეგულაციებს შეეხებოდა.

09 აგვისტო 2020, 15:38

საზოგადოება

თბილისში, ალექსანდრეს ბაღსა და ორბელიანის მოედანზე ადგილობრივი ნაწარმისა და მეორეული ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

ალექსანდრეს ბაღსა და ორბელიანის მოედანზე ადგილობრივი ნაწარმისა და მეორეული ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ორდღიანი ღონისძიების მხარდამჭერი თბილისის მერია იყო. გამოფენა გაყიდვაში ხელოვანებთან ერთად მეწარმეებიც მონაწილეობდნენ.

09 აგვისტო 2020, 15:36

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ოცნების ქალაქის მოსახლეობისთვის ბინების გადასაცემად საჭირო კრიტერიუმების დოკუმენტზე კომისიამ მუშაობა დაიწყო. ამ ეტაპზე აჭარის სამთავრობო კომისიის მუშაობაში მონაწილეობს იუნისეფი, წითელი ჯვარი და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. სამუშაო პროცესში დაახლოებით 120 ადამიანია დასაქმებული.

09 აგვისტო 2020, 15:35

რეგიონი

დაცული ტერიტორიების თანამშრომლები პირველადი სამედიცინო დახმარების კურსს გადიან

დაცული ტერიტორიების თანამშრომლები გადაუდებელ სიტუაციაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სასწავლო კურსს გადიან. ამჯერად ტრენინგი მარტვილისა და ოკაცეს კანიონების ადმინისტრაციის გიდების, რეინჯერებისა და ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტებისთვის ჩატარდა.

09 აგვისტო 2020, 15:21

მსოფლიო

ვაშინგტონში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ის დედაქალაქში სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 9 კი დაიჭრა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაშავებულები საავადამყოფოში გადაიყვანეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ჯასინდა არდერნი

09 აგვისტო 2020, 15:17

COVID19

ახალ ზელანდიაში მე-100 დღეა კორონავირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ახალ ზელანდიაში მე-100 დღეა კორონავირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ ინფორმაციას UniLad-ი ავრცელებს. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა მთელი მსოფლიოსგან ქება დაიმსახურა, რადგან მის მიერ მიღებულმა სწრაფმა და მკაცრმა ზომებმა კორონავირუსის პანდემიის შეჩერება გამოიწვია, ქვეყანაში კორონავირუსის ბოლო შემთხვევა 1-ელ მაისს დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ვირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დადასტურდ, ხოლო სულ რაღაც 63 დღის შემდეგ პრემიერის მიერ მიღებული სწრაფი ზომების ხარჯზე ქვეყანამ ეპიდემია დაამარცხა.

09 აგვისტო 2020, 15:12

მსოფლიო

ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთის შესწავლა დაიწყეს

ინდოეთში 4 დღის წინ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთის შესწავლა დაიწყეს. ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელი, არუნ კუმარი აცხადებს, რომ დაცულ ჩანაწერებს საერთაშორისო გამომძიებლებთან და ბოინგის მწარმოებლებთან ერთად შეისწავლიან.

09 აგვისტო 2020, 14:57

რეგიონი

პრემიერ-მინისტრი ახალციხეში ახლად აშენებული საკათედრო ტაძრის გახსნას დაესწრო

მეუფემ ახალი ტაძრის კურთხევასა და საზეიმო წირვაზე დასწრებისთვის საქართველოს მთავრობის წევრებს მადლობა გადაუხადა და დალოცა ყველა მოქალაქე, ვინც ტაძრის შეჩერებული მშენებლობის დასრულებაში წვლილი შეიტანა. გიორგი გახარიას განცხადებით, ახალციხეში შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძრის ამოქმედება არის დიდი ზეიმი არა მარტო ახალციხელებისთვის, არამედ დიდი ზეიმია მთლიანად საქართველოსთვის.

კიმ ჩენ ინი

09 აგვისტო 2020, 14:51

მსოფლიო

Reuters-ი: ფხენიანმა ჩაკეტილ სასაზღვრო ქალაქში დახმარება გაგზავნა

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ, სამხრეთ კორეასთან მოსაზღვრე ქალაქის, კესონის მოსახლეობას საკვები და სამედიცინო აღჭურვილობა გაუგზავნდა. ფხენიანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ოფიციალური ცნობით, ქვეყანაში ვირუსი შეიტანა 24 წლის კაცმა, რომელიც 2017 წელს ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთში გაიქცა.