IMEDI /  25 ივლისი 2020, 19:38 / სანდო წყარო

მირიან ნიკოლაძე: მთლიანად აღდგენილია გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტი, გამოკვეთილია მისი ჩამდენი პირები

მირიან ნიკოლაძე

მირიან ნიკოლაძე

„მიუხედავად იმისა, რომ როგორც მინიმუმ უკვე მესამე დღეა, საქმეში განთავსებული მასალებით მთლიანად აღდგენილია გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი და გამოკვეთილია მისი ჩამდენი პირები, გაუთავებელ მითქმა-მოთქმას ბოლო არ უჩანს“, - ამის შესახებ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის ბიძა მირიან ნიკოლაძე Facebook-ის გვერდზე წერს.

მისი თქმით, ამის მიუხედავად, საქმის გაფუჭების მცდელობები სახეზეა: „მივეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ ჟურნალისტიკისა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჩვენზე მეტად უყვარდა გიორგი და ჩვენზე კვალიფიციურები არიან სისხლის სამართალწარმოებაში, მაგრამ როგორი შესაგუებელია მათი მხრიდან დამნაშავეების მხარდაჭერა და საქმის „გაფუჭების“ ყოველდღიური მცდელობა?!

პირველ რიგში განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი დამოუკიდებელ ექსპერტს, ქალბატონ მაია ნიკოლეიშვილს, რომლის დამაჯერებელმა და მაღალკვალიფიციურმა რამდენიმე კომენტარმა ყველასთვის გასაგები გახადა, რომ სახელდახელოდ გაექსპერტებული უცხოელი მეგზურთუხუცესების, „ბოტასას“ და მსგავსი კარიკატურული პერსონაჟების გამოყენება საკუთარი მიზნებისათვის ბოლოს ყველას დასაცინი ხდება და სამარცხვინო საქმეა.

რომ არა სისხლის სამართლის საქმის წარმოებისათვის ხელოვნურად ხელის შეშლა, მგონი ყველამ იცით, რომ იმ ფანატიკოსი მრევლის ისტერიკა და წყევლა-კრულვა, ჩემთვის წლების წინ უკვე გადატანილი სანახაობაა და დღესაც თანაგრძნობის თვალით ვუყურებ“, - წერს ნიკოლაძე.

ასევე ის განმარტებას აკეთებს, თუ ვინ და რატომ უქმნის საფრთხეს ამ სისხლის სამართლის საქმეს. „რატომ ექმნება საფრთხე სისხლის სამართლის საქმეს და რატომ ხდება დამნაშავეებისათვის ხელშეწყობა, არის ანბანური პროცესუალური ხრიკი, დებილიზმამდე მისული ტრიუკი, რომელიც პირველკურსელმა იურისტმაც კი იცის და ზოგიერთი ექსპერტ-პოლიტილოგით დაწყებული, ნაფტანილჩამოფერთხილი პოლიტიკოსებით დამთავრებული მე რომ მსაყვედურობს: „რა გინდა, იძიონ თავისთვის ეს საქმე, შენ რას გიშლიანო“, ცოტა უხერხულია.

ერთ-ერთ არხზე, როგორც იქნა, მოახერხეს და „გამოააშკარავეს“ ვიღაც მოწმე, რომელსაც თურმე ნუ იტყვით და, დეტალურად მოუსმენია, საკუთარი ყურით: „როგორ გადააგდეს გიორგი და როგორ არ უნდა სცოდნოდა ეს შაქარაშვილების ოჯახს“, ამავე სიუჟეტში ჭკუა დაგვარიგეს, რომ „აგერ ბატონო ვიდეო კამერები და გამოიძიეთ რა უბედურება ხდებაო“.

ამ დროს რა ხდება?

ამოღებული ვიდეო ფირები, რომლებიც უამრავი საათისაგან შედგება და მათზე არაფერი არ ხდება, უნდა თუ არ უნდა სასამართლოს, ბრალდებულების მხარის მოთხოვნით უნდა გამოიკვლიოს სრულად. მოკლედ, რომ ვთქვათ მხოლოდ ამ კონკრეტული შემთხვევის გამოსაკვლევად საჭიროა რამდენიმე სასამართლო პროცესი. გადაინაგარიშეთ ახლა ეს იმ ვიდეო ფირების საერთო რაოდენობაზე, რომელთა ალბათ 10% კი არ შეადგენს ეს მასალა და მიხვდებით, რომ მხოლოდ ვიდეო ფირების გამოკვლევას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე თვე და რა ეშველება დანარჩენ მტკიცებულებებს? ვიღაცა ქმნის სათანადო საფუძველს, რომ გავიდეს პატიმრობისათვის კანონით დადგენილი ვადა (რომელიც არ აღემატება 9 თვეს, საიდანც სასამართლოში საქმის განხილვის დროს დარჩენილი იქნება 6 თვეზე ოდნავ მეტი) და დამნაშავეები გამოვიდნენ ციხიდან.

გაგიკვირდებათ და, მოწმე აცხადებს, რომ „ამის სათქმელად“ ასეულობით პოლიციის განყოფილებიდან ვერ მიაგნო ვერც ერთს, მაგრამ მიაგნო „ბოტასას“ ტელეფონს, შემდეგ ამავე „ბოტასას“ რჩევით ერთ-ერთ არხთან ჩაწერა ინტერვიუ და გამოძიება არც კი გახსენებია.

ასეთი მცდელობები არის ურიცხვი და ისინი საფრთხეს უქმნის საპატიმრო ვადებს.

კატეგორიულად ვამბობ, რომ ამის გამკეთებლები მუშაობენ ბრალდებულების ინტერესებზე!

ახლა რაც შეეხება პირველ აბზაცში მითითებულ გარემოებას. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ უკვე სამი დღეა ყველას, ვინც იცნობს საქმის მასალებს, ვინც იცის წერა-კითხვა, ვინც ელემენტარულად ერკვევა დაკითხვებსა და სხვა საგამოძიებო მოქმედებებში, მარტივად მიხვდებოდა, რომ გიორგის გაეკიდნენ „ტოიოტა“-დან გადმოსული მხეცები, რომელთაგან სამი მათგანი გაეკიდა ხიდის გასწვრივ სირბილისას და ჩაჰყვნენ ხიდების ბურჯებამდე, ხოლო ორმა მათგანმა ხიდზე გადმოუსვლელად ჩაუხვია ამავე ბურჯებთან ჩამავალ გზაზე მეორე მხრიდან, სადაც გიორგი აღმოჩნდა ალყაში და იძულებული გახდა სირბილი გაეგრძელებინა მდ. არაგვისკენ მიმავალ ფერდობზე. სადაც დაეწივნენ, გაუსწორდნენ ფიზიკურად და გადააგდეს მდინარეში.

ეს მასალები დიდი ხანია უკვე დევს სისხლის სამართლის საქმეში, გადაცემული აქვთ მხარეებს და შეგიძლიათ მისი წაკითხვა“, - წერს ნიკოლაძე.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ყველა სიახლე

24 აგვისტო 2026, 17:16

თემა

მეორე ტიპის დიაბეტი ქალებში სულ უფრო ახალგაზრდავდება. რატომ?

მეცნიერები 40 წლამდე ასაკის ქალებში მე-2 ტიპის დიაბეტის შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობენ. თუმცა აღნიშნული დიაგნოზის დასმა ხშირად გვიანდება.

კონსტანტინე პეტრიაშვილი

23 აგვისტო 2026, 23:23

სპორტი

კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ბრატისლავაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

23 აგვისტო 2026, 21:22

სპორტი

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა

ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელის ნაკრებს უმასპინძლა.

23 აგვისტო 2026, 18:15

მსოფლიო

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის, ასევე პოლონეთისა და ბელარუსის ტერიტორიას ძლიერმა ციკლონმა „პრისკამ“ გადაუარა. ქარის სიჩქარე წამში 30 მეტრს აღემატებოდა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა: ერთი ადამიანი ლიეტუვის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაიღუპა, მას წაქცეული ხე დაეცა; მეორე კი ლატვიის ქალაქ ელგავაში შენობის ნანგრევებში მოჰყვა.

23 აგვისტო 2026, 18:07

სპორტი

ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა

ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ევროპული გრანდების წინააღმდეგ რამდენიმე საკონტროლო მატჩი გამართეს.

23 აგვისტო 2026, 17:50

მსოფლიო

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

იაპონიის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის ტოკიოს რეგიონში, საშუალო სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ოფიციალური პირების განცხადებით, ცუნამის საფრთხე არ არსებობს.

23 აგვისტო 2026, 17:34

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს - იგი სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას და მხილებას ამჯერად თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს და სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს. პატიმრის ახლანდელი ბრძოლა „კოალიცია ცვლილებების“ წინააღმდეგ, ფედერალისტების ლიდერს ახსენებს პერიოდს, როდესაც, მისივე სიტყვებით, სააკაშვილი, ევროპულ საქართველოს აზიანებდა.

მიხაილო ფედოროვი

23 აგვისტო 2026, 17:32

მსოფლიო

ფედოროვმა ზელენსკის მის გარემოცვაში სავარაუდო კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდა

BBC-სთან ინტერვიუში ფედოროვმა კომენტარი გააკეთა თანხების სავარაუდო გათეთრების სქემასთან დაკავშირებით ახლახან ჩატარებულ ანტიკორუფციულ გამოძიებაზე, რომელშიც, გამოძიების მონაცემებით, შესაძლოა პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსანი ყოფილიყო ჩართული.

23 აგვისტო 2026, 17:17

მსოფლიო

„ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ლიდერები კიევში უკრაინის დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

კიევში „ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ლიდერები ჩავიდნენ. დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ნორვეგიის ხელისუფლებების წარმომადგენელთა ვიზიტი უკრაინის ეროვნული დროშის დღეს დაემთხვა. მათ საზეიმო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

23 აგვისტო 2026, 17:12

მსოფლიო

ძლიერმა სიცხემ ევროპაში პრობლემები გამოიწვია

ძლიერმა სიცხემ და გვალვამ ევროპაში შიდა გადაადგილებისა და ენერგომომარაგების სისტემაში პრობლემები შექმნა. მდინარე რაინსა და დუნაიში წყლის დონის კრიტიკულად დაწევამ საწყლოსნო გადაზიდვები შეაფერხა გერმანიაში.

23 აგვისტო 2026, 17:12

თემა

რა შეუძლია ახალ აბებს, რომლებიც წონის კლებისთვის გამოიყენება?

წონის კლების წამალი ახლა უკვე აბების ფორმით არის ხელმისაწვდომი. ეს შეიძლება შვება იყოს მათთვის, ვისაც ინექციების ეშინია. თუმცა, ახალი აბი ცხოვრების წესის შესაცვლელად უვნებელი გზა ნამდვილად არ არის. ევროკომისიამ ვეგოვი აბების ფორმით უკვე დაამტკიცა. ეს ევროპაში პირველი შემთხვევაა, როდესაც აქტიური ინგრედიენტის - სემაგლუტიდის შემცველი პერორალური წონის მართვის თერაპია ინექციის ნაცვლად ტაბლეტის სახით არის ხელმისაწვდომი. შესაძლოა, ეს შვება იყოს ჭარბი წონის მქონე მრავალი პაციენტისთვის, მაგრამ ისმის კითხვა: არის თუ არა ეს აბი ისეთივე ეფექტური და უსაფრთხო, როგორც ინექცია?

23 აგვისტო 2026, 17:11

რეგიონი

ზუგდიდის სოფელ ალერტკარში, საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ საკვებით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი სამი ქალის ცხედარი იპოვეს

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, დებთან კომუნიკაცია ბოლოს 14 აგვისტოს ჰქონდათ, ხოლო ცხედრები გუშინ გვიან ღამით მეზობლებმა იპოვეს. გარდაცვლილები დღეს დაკრძალეს.

23 აგვისტო 2026, 17:09

მსოფლიო

ჩრდილოეთ მაკედონიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან

ძლიერი ქარის გამო გავრცელებული ალი კი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება, სულ მცირე ერთი საცხოვრებელი სახლი უკვე განადგურდა.

23 აგვისტო 2026, 17:01

მსოფლიო

მედია: ირანელმა ჰაკერებმა ბრიტანეთში ელექტროსადგური გათიშეს

„როგორც ჩანს ირანმა გადაწყვიტა ბრიტანეთს აჩვენოს, რომ ქვეყნის ელექტრომომარაგების გარეშე დატოვებისთვის „შაჰედები“ ერთადერთი საშუალება არ არის“, - წერს გამოცემა Telegraph-ი.

23 აგვისტო 2026, 14:37

მსოფლიო

ევროკავშირმა სერბეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები გაუგზავნა

სერბეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ევროკავშირმა ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები გაუგზავნა. მეხანძრე-მაშველები სტიქიის ზონაში ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში ჩავიდნენ.

მოჰსენ რეზაი

23 აგვისტო 2026, 14:36

მსოფლიო

მოჯტაბა ჰამენეის სამხედრო მრჩეველი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება

„პირველ რიგში, ჩვენს ყველა მეზობელ და მსოფლიოს ყველა ქვეყანას ვეტყვით - არ შეუერთდეთ შეერთებულ შტატებს მის ეკონომიკურ ომში. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება. რა თმა უნდა, თავდაპირველად მათთან მოლაპარაკებას გავმართავთ, დაველაპარაკებით და ვეტყვით რომ განზე გადგნენ და შეერთებული შტატებისგან დისტანცირდნენ, მაგრამ თუ ამას არ გააკეთებენ, მათ დავარტყამთ“, - განაცხადა მან.

23 აგვისტო 2026, 14:31

მსოფლიო

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ცეცხლი 4 250 ჰექტარ ფართობზე მძვინვარებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი და ემანუელ მაკრონი

23 აგვისტო 2026, 14:25

მსოფლიო

მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის

„მშვიდობიანი მოქალაქეების სამიზნეში სისტემატური ამოღებითა და დაშინებასა და ესკალაციაზე არჩევანის გაკეთებით, რუსეთი ძალის დემონსტრირებას ცდილობს. მაგრამ ეს უფრო მეტად საკუთარი უძლურობის დემონსტრირებაა. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ცის დასაცავად საჭირო საშუალებების მოწოდება. პრეზიდენტ ზელენსკის დახმარების გაძლიერების შესახებ უკვე ვაცნობე. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ ძალისხმევას ის ქვეყნებიც შემოუერთდნენ, რომლებიც ასეთ სისტემებს ფლობენ“, - წერს მაკრონი.

გიორგი კალანდარიშვილი

23 აგვისტო 2026, 14:24

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი ყაზახეთში მიმდინარე არჩევნებზე: პროცესი გამოირჩევა ორგანიზებულობით, ადმინისტრირების კარგი ხარისხით, ამომრჩეველთა ინფორმირებულობით, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ამომრჩევლებისთვის სერვისები საკმაოდ კარგ დონეზეა შეთავაზებული

პროცესი გამოირჩევა ორგანიზებულობით, ადმინისტრირების კარგი ხარისხით, ამომრჩეველთა ინფორმირებულობით, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ამომრჩევლებისთვის სერვისები საკმაოდ კარგ დონეზეა შეთავაზებული, - განუცხადა „ქრონიკას“ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, რომელიც ყაზახეთში იმყოფება და დელეგაციასთან ერთად აკვირდება საპარლამენტო არჩევნების პროცესს.

დავით მათიკაშვილი

23 აგვისტო 2026, 14:15

მსოფლიო

დავით მათიკაშვილი საყვარელიძის განცხადებაზე: ეს არის აღიარება იმისა, თუ რა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა მოღალატეობრივმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს სახელმწიფოებრიობა

„ეს არის აღიარება იმისა, თუ რა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა მოღალატეობრივმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ეს არის ის ტყუილები და ტყუილებში წამოცდენები, რითაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ პასუხი ეძლევა იმაზე თუ ვინ იყო რეალური დამნაშავე 2008 წლის ტრაგედიაში - რა თქმა უნდა, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად, პირველ რიგში ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მოღალატეობრივი სისტემა და რეჟიმი, რომელმაც ქვეყანა პრაქტიკულად განადგურების წინაშე დააყენა“, - მიიჩნევს მათიკაშვილი.