www.imedi.ge /  21 იანვარი 2021, 14:37 / სანდო წყარო

მიქელაძე მელაშვილს: რატომ მივეცით ეს ტერიტორია, რა მუღამი იყო

პროკურატურა დავით გარეჯის საქმეზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე გადაღებული ფარულ აუდიო და ვიდეო მასალას ასაჯაროებს. კერძოდ, მასალაში ივერი მელაშვილისა და სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მ.მიქელაძის საუბარია ასახული.

ამასთან მას ერთვის გრაფიკულად დამუშავებული კარტოგრაფიული მასალა, სადაც ნაჩვენებია საზღვრის რამოდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის დავით-გარეჯის მიმდებარედ, საზღვრის ხაზის ის მონაკვეთები, რომელზედაც ბრალდებულებმა განზრახ, მიღებული დავალების შესაბამისად, შეათანხმეს საქართველოს ინტერესების საზიანოდ.

ჩანაწერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტში, 2020 წლის 28 სექტემბერს, მის დაკავებამდე არის გაკეთებული. მელაშვილისა და მიქელაძის საუბარი შეეხება საქართველოს საზღვრის რამოდენიმე შეთანხმებულ მონაკვეთს, კერძოდ მე-17 არხის, დავით გარეჯის და ჯანდარის ტბის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთებს. საუბარში მელაშვილის ადასტურებს, რომ 2006 წლის აგვისტოს შეთანხმებისას, დავით გარეჯის მიმდებარედ, ქართულმა მხარემ უარყო საქართველოს თავდაპირველი პოზიცია, რაც საზღვრის უდაბნოს მთის ძირში გატარებას გულისხმობდა, რის შედეგადაც თითქმის ყველა ისტორიული ძეგლი ექცეოდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში. მან, მიღებული დავალების შესაბამისად, თავდაპირველი შეთავაზების საწინააღმდეგოდ, დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვრის მონაკვეთი შეათანხმა უდაბნოს მთის თხემზე.

ბრალდებული საუბარში ასევე აცხადებს, რომ წინააღმდეგი იყო დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვრის მოცემული მდგომარეობით შეთანხმებაზე, მას არ მიაჩნდა სწორედ აღნიშნული, თუმცა მიუხედავად ამისა, ი.მ. ხელს აწერს შეთანხმების ოქმს, რის შედეგადაც დასახელებული მონაკვეთი საქართველოს ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

საუბრის დროს მიქელაძე მელაშვილის ეკითხება: „რატომ მივეცით ეს ტერიტორია, რა მუღამი იყო?“, რაზეც მელაშვილი პასუხობს: „ისეთი ადგილია, ეს ჩვეულებრივად ტექნიკურია, ეს გასწორდა. ეს აქ რომ ხატია, ეს არ ნიშნავს, რომ ასე არის. ეს არის სწორი ხაზებით“. მიქელაძე ასევე ეკითხება მელაშვილს, ახსენდება თუ არა აზერბაიჯანის მიერ მსგავსი ტექნიკური გადაწყვეტის გამოყენებას, რომლის შედეგადაც საქართველო მიიღებდა ტერიტორიებს.

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რომელიც შეეხება საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე სხვა თანამდებობის პირთა ქმედებების კანონიერებას.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება.

ყველა სიახლე

გურამ მაჭარაშვილი

15 მარტი 2025, 18:14

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ის ფაქტი, რომ თავად შეერთებული შტატების ელჩი მიდის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბუნებრივია, თავისთავად ეს არ ხდება და რა თქმა უნდა, ტრამპის ადმინისტრაციის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა

ის ფაქტი, რომ თავად შეერთებული შტატების ელჩი მიდის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბუნებრივია, თავისთავად ეს არ ხდება და რა თქმა უნდა, ტრამპის ადმინისტრაციის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა, - განუცხადა ჟურნალისტებს პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა.

ლევან მაჭავარიანი

15 მარტი 2025, 17:59

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიცია ძალიან რთულ ვითარებაშია, საბაბებს ეძებენ, თავიდან აიცილონ არჩევნებში მონაწილეობა, ვინაიდან იციან, რომ მათი რეიტინგი კიდევ უფრო მკვეთრად და დრამატულად შემცირებულია, ვიდრე იყო საპარლამენტო არჩევნების დროს

ოპოზიცია არის ძალიან რთულ ვითარებაში, ისინი საბაბებს ეძებენ, რომ თავიდან აიცილონ ამ არჩევნებში მონაწილეობა, ვინაიდან იციან, რომ მათი რეიტინგი არის კიდევ უფრო მკვეთრად და დრამატულად შემცირებული, ვიდრე ეს იყო საპარლამენტო არჩევნების დროს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

15 მარტი 2025, 17:56

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა ფედერალური მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო, რაც იმას ნიშნავს რომ ქვეყანამ ე.წ. „შათდაუნი“ თავიდან აიცილა

აშშ-ის სენატმა ფედერალური მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო, რაც იმას ნიშნავს რომ ქვეყანამ ე.წ. „შათდაუნი“ თავიდან აიცილა.

მიშო ჯავახიშვილი

15 მარტი 2025, 17:40

საზოგადოება

მიშო ჯავახიშვილი მარიამ შენგელიას მიმართ ბულიგზე: საქართველო დგას სცენაზე - გარკვეული მასა ებრძვის ეროვნულობას

დღევანდელი არსებული მდგომარეობა შესაძლოა, შეფასდეს ასე - რაღაც მომენტში გარკვეული მასა ებრძვის ეროვნულობას, - განაცხადა ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, მიშო ჯავახიშვილმა მარიამ შენგელიაზე სოციალურ ქსელებში განხორციელებულ ბულინგზე საუბრისას.

გურამ მაჭარაშვილი

15 მარტი 2025, 17:38

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და მისმა ანასხლეტებმა არათუ არ უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, არამედ საერთოდ უნდა გაქრნენ ქართული პოლიტიკიდან

კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და მისმა ანასხლეტებმა არათუ არ უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, არამედ საერთოდ უნდა გაქრნენ ქართული პოლიტიკიდან, - განუცხადა ჟურნალისტებს პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა.

15 მარტი 2025, 17:32

მსოფლიო

კირ სტარმერი: ჩვენ არ შეგვიძლია ნება დავრთოთ პრეზიდენტ პუტინს ითამაშოს პრეზიდენტ ტრამპის შეთანხმებით

ჩვენ არ შეგვიძლია ნება დავრთოთ პრეზიდენტ პუტინს ითამაშოს პრეზიდენტ ტრამპის შეთანხმებით.

ბაბი კირკიტაძე

15 მარტი 2025, 17:25

საზოგადოება

ბაბი კირკიტაძე მარიამ შენგელიას მიმართ ბულინგზე: მიკვირს, გული მტკივა და საწყენია. ეს ქვეყანა არის ყველასი და მგონია, რომ ამ დროს ყველა უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებულები, რათა შენმა ქვეყანამ კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგას

მიკვირს, გული მტკივა და საწყენია, - ასე გამოეხმაურა „ქრონიკასთან“ საუბრისას ბაბი კირკიტაძე ევროვიზიის მონაწილე მარიამ შენგელიას მიმართ ბულინგს.

ზურა მანჯავიძე

15 მარტი 2025, 17:20

საზოგადოება

ზურაბ მანჯავიძე: სოლიდარობა მარიამ შენგელიას და გამძლეობა! ყურადღება არაფერს მიაქციოს. ერთი კითხვა მიჩნდება - ასე რატომ სძულთ საკუთარი ქვეყანა?

სოლიდარობა მარიამ შენგელიას და გამძლეობა! ყურადღება არაფერს მიაქციოს, - განაცხადა მომღერალმა, ზურაბ მანჯავიძემ მომღერლის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელებში მარიამ შენგელიას წინააღმდეგ გამოქვეყნებული პოსტების გამო.

15 მარტი 2025, 17:08

პოლიტიკა

ფსევდოლიბერალების მხრიდან ბულინგის სამიზნე ამჯერად ევროვიზიის კონკურსანტი მარიამ შენგელია გახდა

ფსევდოლიბერალების მორიგი შეტევა საქართველოს წინააღმდეგ. ამჯერად მათი სამიზნეა მარიამ შენგელია. მომღერალი, რომელიც ევროვიზიის სცენაზე საქართველოს წარადგენს.

15 მარტი 2025, 17:01

მსოფლიო

გადაუღებელმა წვიმამ იტალიის ზოგიერთ ნაწილში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

გადაუღებელმა წვიმამ იტალიის ზოგიერთ ნაწილში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.

მარკ კარნი

15 მარტი 2025, 16:36

მსოფლიო

კანადის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ფიცი დადო და ჯასტინ ტრიუდო თანამდებობაზე ოფიციალურად ჩაანაცვლა

კანადის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ფიცი დადო და ჯასტინ ტრიუდო თანამდებობაზე ოფიციალურად ჩაანაცვლა.

15 მარტი 2025, 16:27

მსოფლიო

სერბეთში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შემთხვევას ევროკავშირის პროკურატურა იძიებს

სერბეთში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შემთხვევას ევროკავშირის პროკურატურა იძიებს.

ტულსი გაბარდი

15 მარტი 2025, 16:21

მსოფლიო

აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორი დაზვერვის სისტემიდან ინფორმაციის გაჟონვასთან ბრძოლას ამკაცრებს

აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორი დაზვერვის სისტემიდან ინფორმაციის გაჟონვასთან ბრძოლას ამკაცრებს.

დონალდ ტრამპი

15 მარტი 2025, 16:12

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ბაიდენის დროს აშშ-ის ნამდვილი პრეზიდენტი იყო ის, ვინც ავტოკალამს აკონტროლებდა

ბაიდენის დროს აშშ-ის ნამდვილი პრეზიდენტი იყო ის, ვინც ავტოკალამს აკონტროლებდა.

15 მარტი 2025, 16:11

საზოგადოება

მიმდინარე სამუშაოების გამო, გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით, ღამის საათებში, საავტომობილო მოძრაობა გზის სხვადასხვა მონაკვეთებში სრულად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კახი კახიაშვილი

15 მარტი 2025, 15:45

სპორტი

კახი კახიაშვილი საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას აღარ უხელმძღვანელებს

სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა გამგეობის სხდომაზე პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. რიგგარეშე არჩევნები 3 აპრილს გაიმართება.

დონალდ ტრამპი

15 მარტი 2025, 15:43

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: CNN-ის და MSNBC-ის პუბლიკაციების 97,6% ჩემს შესახებ ნეგატიური მასალაა, ისინი დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურ ფრთას წარმოადგენენ. კორუმპირებულები არიან და უკანონოდ მოქმედებენ

CNN-ის და MSNBC-ის პუბლიკაციების 97,6% ჩემს შესახებ ნეგატიური მასალაა, ისინი დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურ ფრთას წარმოადგენენ. კორუმპირებულები არიან და უკანონოდ მოქმედებენ.

მიხეილ სარჯველაძე

15 მარტი 2025, 15:30

ჯანდაცვა

ე.წ. VIP პალატით სარგებლობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ პაციენტებისთვის კრიტერიუმები განსაზღვრა

„სიახლის ამოქმედების შემდეგ, ე.წ. VIP პალატით სარგებლობისთვის პაციენტს აღარ მოუწევს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით სარგებლობაზე ერთჯერადი უარის თქმა - მას ექნება შესაძლებლობა, ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში, პროგრამიდან გასვლის გარეშე, ისარგებლოს თანაგადახდით და დამატებით არჩეული პალატის ღირებულება - 350 ლარი (პირველი კატეგორიის), ან 250 ლარი (მეორე კატეგორია) გადაიხადოს.

15 მარტი 2025, 15:22

მსოფლიო

კორუფციული სკანდალის ფონზე, ევროპარლამენტმა თავის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა ლობისტებს, რომლებიც ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Huawei-თვის მუშაობენ

კორუფციული სკანდალის ფონზე, ევროპარლამენტმა თავის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა ლობისტებს, რომლებიც ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Huawei-თვის მუშაობენ.

15 მარტი 2025, 15:21

სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ხვალ ესპანეთის გუნდს დაუპირისპირდება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ესპანეთის გუნდს დაუპირისპირდება. მატჩამდე 1 დღით ადრე მიხეილ მესხის სტადიონზე კაპიტნის ვარჯიში გაიმართა.