imedi /  14 აგვისტო 2017, 11:42 / სანდო წყარო

გონიოში მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს

გონიოში ზღვაში შესული და გაუჩინარებული ქალის ცხედარი მაშველებმა შეტყობინებიდან ერთ საათში იპოვეს. ცხედარი იდენტიფიცირებულია. დაღუპული ადგილობრივი არ არის. წინასწარი ინფორმაციით, ქალი ზღვაში ნასვამ მდგომარეობაში შევიდა. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ყველა სიახლე

ტიერი მარიანი

06 მაისი 2026, 15:31

პოლიტიკა

ტიერი მარიანი იუკნევიჩიენეს რეზოლუციაზე: როცა ზოგიერთი ევროპარლამენტარი ამბობს, რომ ზოგიერთი მედია უნდა ავკრძალოთო, ამით ისინი დემოკრატიას კრძალავენ, კრძალავენ სიტყვის თავისუფლებას და აზრთა მრავალფეროვნებას. ამიტომაც, გაოგნებული ვარ

9 მაისი ევროპის დღეა და აქ ევროპის ყველა მოქალაქეს შეუძლია დასვას შეკითხვა თუ რა ხდება. გარეთ თუ შეხედავთ შენობას, წერია - დემოკრატია, რაც ორუელისეულ დიდ რეკლამას მოგვაგონებს. რეალურად კი მე შეშფოთებული ვარ, რადგან დემოკრატია საჭიროებს პრესის თავისუფლებას იმ შემთხვევაშიც კი თუკი ეს პრესა არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რასაც ამ პარლამენტის უმრავლესობა, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ, რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ რეზოლუციაზე, რომელშიც ის მედიასაშუალებების - „იმედის“, „რუსთავი2“-ისა და „პოსტივის“ სანქცირებას ითხოვს.

ანდრაშ ლასლო

06 მაისი 2026, 15:23

პოლიტიკა

ევროდეპუტატი ანდრაშ ლასლო მედიის დასანქცირებაზე საუბარს არასწორს უწოდებს - ევროპარლამენტს აქვს ასეთი პრაქტიკა, რომ აუქმებს იმ მოსაზრებებსა და ფაქტებს, რომლებიც არ მოსწონს

„ჩემი აზრით, ყველა მედია საშუალების, რეპორტაჟისა თუ პოლიტიკური დებატების შეფასება უნდა ეყრდნობოდეს ფაქტებს, არგუმენტებსა და დამსახურებას და არა ეროვნებას, კონკრეტულ მედია საშუალებას, პოლიტიკურ ჯგუფსა თუ აფილირებას. უნდა შეგვეძლოს ჩვენი იდეების, ფაქტებისა და ინფორმაციის წარდგენა გადაწყვეტილებების მიმღებთათვის, მათ შორის ევროპარლამენტარებისთვის, რომ გადავწყვიტოთ თუ რა არის სწორი პოლიტიკა ევროპისთვის, ჩემი ქვეყნისთვის და ა.შ. ვფიქრობ, მოსაზრებებისა და ხმების დაბლოკვა, მხოლოდ მათ წარმომავლობაზე დაყრდნობით, არასწორია“, - აცხადებს ლასლო.

ვოლოდიმირ ზელენსკი

06 მაისი 2026, 15:04

მსოფლიო

POLITICO: უკრაინა Patriot-ის ტიპის სისტემების ნაკლებობას განიცდის. კიევი რუსული ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად ამერიკულ იარაღზეა დამოკიდებული, თუმცა მისი მარაგი იწურება

გამოცემა POLITICO წერს, რომ უკრაინა Patriot-ის ტიპის სისტემების ნაკლებობას განიცდის, რის გამოც სარაკეტო თავდაცვითი სისტემების ადგილობრივი წარმოების დაწყება სურს.

ლადო სადღობელაშვილი

06 მაისი 2026, 15:03

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: მეუფე ზენონის განცხადება ეკლესიის შიდა ერთიანობაზე პირდაპირი დარტყმაა. მეუფე შიოს წინააღმდეგ ასეთი ტონით გამოსვლა ჰგავს არა პრინციპულ პოზიციას, არამედ პირად დაპირისპირებას, რომელიც საჯარო სივრცეში გამოიტანეს

„მეუფე ზენონის განცხადება, სადაც იგი ფაქტობრივად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მეუფე შიოს როლსა და ავტორიტეტს, არის არა უბრალოდ კრიტიკა, არამედ ეკლესიის შიდა ერთიანობაზე პირდაპირი დარტყმა“- წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი.

06 მაისი 2026, 14:48

საზოგადოება

დავით სონღულაშვილმ ბაქოში, კონფერენციაში „თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო თანამშრომლობა, როგორც მდგრადი განვითარების საფუძველი და სასურსათო უსაფრთხოების გარანტია“ მიიღო მონაწილეობა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ქ. ბაქოში, კონფერენციაში „თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო თანამშრომლობა, როგორც მდგრადი განვითარების საფუძველი და სასურსათო უსაფრთხოების გარანტია“ მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გივი მიქანაძე

06 მაისი 2026, 14:47

საზოგადოება

კომაროვის სკოლის 60 წლის იუბილე აღინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯარო სკოლის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მარიამ ლაშხი

06 მაისი 2026, 14:47

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: ეკლესიაზე მიზანმიმართული თავდასხმა ემსახურება პირველ რიგში ერის იდენტობაზე თავდასხმას

„ილია მეორის პანაშვიდებზე ერმა პასუხი გასცა ეკლესიაზე თავდასხმას იმ ერთსულოვნებითა და პატივისცემით, რაც იმ დღეებში გამოხატული იყო. შესაბამისად, საუკუნეების განმავლობაში ეკლესია ინარჩუნებდა როგორც ჩვენი ერის ერთობას, ასევე ერის იდენტობას და სწორედ ეს არის მიზეზი და მიზანი იმ მავნებლებისა, რომლებიც თავს ესხმიან არა მხოლოდ ეკლესიას და კონკრეტულ კანდიდატს, არამედ, თავს ესხმიან ერის იდენტობას“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

თენგიზ შარმანაშვილი

06 მაისი 2026, 14:43

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: მკვდარი ოპოზიციის გაცოცხლება ხალხს არ შეუძლია - არც მძინარეს და არც გაღვიძებულს

„მკვდარი ოპოზიციის გაცოცხლება ხალხს არ შეუძლია - არც მძინარეს და არც გაღვიძებულს. თავის თავში ეძებონ, რატომ არიან ასეთ მდგომარეობაში. ისინი დიდი ხანია დაშორდნენ ხალხს, არჩევნების პერიოდშიც კი არ მუშაობდნენ საქართველოს ამომრჩეველზე და უცხოეთზე უფრო მეტ დროს ატარებდნენ, ვიდრე საკუთარ ამომრჩევლებთან. ამიტომ იცოდეთ, რომ მკვდრების გაცოცხლება ქართველ ხალხს არ შეუძლია“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

06 მაისი 2026, 14:35

პოლიტიკა

თეონა ფანქველაშვილი ზურა გირჩი ჯაფარიძეს: პოლიტიკა არ არის ადგილი, სადაც მარცხს სპექტაკლად აქცევ და მერე საზოგადოებას ადანაშაულებ. თუ ვერ შეძელი, თქვი, აღიარე და წადი

სამოქალაქო აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 26 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გაჟღერებულ სხვადასხვა კრიტიკულ მოსაზრებას ეხმიანება.

06 მაისი 2026, 14:32

მსოფლიო

Euractiv-ის ცნობით, უკრაინაში ომის მიუხედავად, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის მოქალაქეებზე ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ტურისტულ ვიზას გასცემენ

გამოცემა Euractiv-ის ცნობით, უკრაინაში ომის მიუხედავად, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის მოქალაქეებზე ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ტურისტულ ვიზას გასცემენ.

06 მაისი 2026, 14:31

სამართალი

სამართალდამცველებმა 103 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინი“ ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთაშორისო ნარკოტრეფიკის მორიგი ფაქტი გამოავლინეს.

გურამ მაჭარაშვილი

06 მაისი 2026, 14:31

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: უცხოური ძალების ინტერესშია, რომ დაარტყან სწორედ იმას, სადაც არის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი ძალა საქართველოსი

უცხოური ძალების ინტერესშია, რომ დაარტყან სწორედ იმას, სადაც არის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი ძალა საქართველოსი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

06 მაისი 2026, 14:30

ეკონომიკა

თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი: მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდის არგუმენტები, რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერია

ახლო-აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა გამოიწვია საერთაშორისო მასშტაბით ფასების ზრდა და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი , - აღნიშნულის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების შეფასებისას თიბისი კაპიტალის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ განაცხადა.

ნინო წილოსანი

06 მაისი 2026, 14:27

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: აზერბაიჯანიდან ენერგორესურსების ევროპაში გადაზიდვა საქართველოს გარეშე ვერ მოხდება. ამიტომ იმის მიუხედავად, როგორ ცდილობენ, რომ დააიგნორონ საქართველოს ფაქტორი ევროკავშირის ლიდერებმა, საქართველოს როლი ნათელია

აზერბაიჯანიდან ენერგორესურსების ევროპაში ჩასვლა და გადაზიდვა, რა თქმა უნდა, საქართველოს გარეშე ვერ მოხდება. ამიტომ იმის მიუხედავად, როგორ ცდილობენ, რომ დააიგნორონ საქართველოს ფაქტორი ევროკავშირის ლიდერებმა, საქართველოს როლი ნათელია და ჩვენ ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის და იტალიის პრემიერის შეხვედრასთან დაკავშირებით.

კოტე ჟღენტი

06 მაისი 2026, 14:24

პოლიტიკა

კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“

„ნაძირალა ახვლედიანი, პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“ და ახლა კაცმა არ იცის ვინ და რა დარჩა, ბედავს ეკლესიაზე საუბარს, ეს პროფესიონალი იუდა?“, - წერს ჟღენტი.

ლევან მაჭავარიანი

06 მაისი 2026, 14:24

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: შუა კორიდორი არის უალტერნატივო მარშრუტი, სადაც საქართველო აზერბაიჯანთან ერთად არის ხერხემალი

„შუა კორიდორი არის უალტერნატივო მარშრუტი, სადაც საქართველო არის ხერხემალი აზერბაიჯანთან ერთად და ნებისმიერი ტვირთი, პროდუქცია თუ ნავთობრესურსები, რომლებიც ევროპისთვის არის განკუთვნილი ჩინეთიდან, შუა აზიის ქვეყნებიდან თუ აზერბაიჯანიდან, აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გადანაწილდეს საქართველოს გავლით. ეს არის რეალური მოცემულობა და ამას ვერავინ შეცვლის“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

06 მაისი 2026, 14:20

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის ანგარიშზე: ასეთი ტიპის ანგარიშები კარგავს ინტერესს საქართველოშიც და საბოლოო ჯამში ევროპარლამენტის და ევროკავშირის დისკრედიტაციას ემსახურება უფრო მეტად

ეს არის ფაქტობრივად ერთობლივი ნამუშევარი „კოლექტიური ნაცმოძრაობისა“, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ნიკოლოზ სამხარაძე

06 მაისი 2026, 14:19

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპარლამენტის ანგარიშის მომხსენებელს, რასა იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს

რაც უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ და ვისაუბრებთ მათზე, მეტ სისულელეს დაწერენ, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკასთან“.

ლევან მახაშვილი

06 მაისი 2026, 14:17

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპარლამენტი უფრო მეტად ორიენტირებულია საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე, ვიდრე სიმართლეზე და პარტნიორობის შესახებ საუბარზე

„დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპარლამენტი უფრო მეტად ორიენტირებულია საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე, ვიდრე სიმართლეზე და პარტნიორობის შესახებ საუბარზე“, - მიიჩნევს მახაშვილი.

06 მაისი 2026, 14:07

სამართალი

გიორგი უძილაურს, რომელიც სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა, ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

დღეს, გიორგი უძილაურს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. ის გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. არსებული ინფორმაციით, უძილაური, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა, ერთ-ერთი ევროპული ქვეყნისთვის საქმიანობდა.