www.imedi.ge /  06 დეკემბერი 2022, 14:52 / სანდო წყარო

გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე: კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კომპიუტერული სისტემების გამოყენებით კიბერსივრცეში ჩადენილ დანაშაულთა მზარდი სტატისტიკა გახდა

ბაკურ აბულაძე

ბაკურ აბულაძე

საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენისას, გენერალური პროკურორის მოადგილემ, ბაკურ აბულაძემ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით, სპეციალიზირებული დანაყოფის, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კომპიუტერული სისტემების გამოყენებით კიბერსივრცეში ჩადენილ დანაშაულთა მზარდი სტატისტიკა გახდა, რაც მათ შორის აქტიურად ვლინდებოდა პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულებში.

„ახლად შექმნილი, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ძირითადი მიზანია გამოავლინოს პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული და მასთან დაკავშირებული კიბერდანაშაულების ფაქტები, რეაგირება მოახდინოს კიბერდანაშაულის შესახებ შეტყობინებებზე და განახორციელოს კიბერდანაშაულის ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა.“ - განაცხადა ბაკურ აბულაძემ.

მისივე თქმით, სამმართველოს საქმიანობის 3 თვის სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება: გამოძიება დაიწყო 9 სისხლის სამართლის საქმეზე, სისხლისსამართლებრივი დევნა - 3 პირის მიმართ, ხოლო განხორციელდა 1 643 000 ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონების და 1 500 000 ლარის ღირებულების კრიპტო ვალუტის ყადაღა/ამოღება.

სპეციალიზირებული დანაყოფის ჩამოყალიბების პარალელურად, აშშ-ის საელჩოს და იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ციფრული გამოძიების სპეციალური ლიცენზირებული პროგრამით და დაკავშირებული საჭირო ტექნიკით აღჭურვილი ციფრული ლაბორატორია შეიქმნა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დანაყოფის შესაძლებლობებს და ეფექტიანს ხდის კიბერდანაშაულის მასშტაბური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

როგორც ბაკურ აბულაძემ აღნიშნა, ციფრული ლაბორატორიის მხარდაჭერით, 2022 წელს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ელექტრონული მოწყობილობებიდან ინფორმაციის გამოთხოვის ახალი მიდგომის დანერგვა დაიწყო.

„საკითხისადმი ახლებული მიდგომა გულისხმობს გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ელექტრონული მოწყობილობებიდან ინფორმაციის ამოღებას გამოძიების მწარმოებელი უწყების სათანადო ცოდნის მქონე გამომძიებლის ან სხვა უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.“ - აღნიშნა გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ.

როგორც ბაკურ აბულაძემ განაცხადა, საქართველოს პროკურატურაში, აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, დაინერგა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, ამჟამადაც მიმდინარეობს ერთწლიანი სალექციო და პრაქტიკული სასწავლო კურსი, რომლის მიზანია პროკურორებისა და გამომძიებლების შესაძლებლობების გაძლიერება ციფრული მტკიცებულებების გამოვლენის, შენახვისა და გაანალიზების მიმართულებით.

ასევე, კიბერსივრცეში ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა, აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, 2022 წელს შეიმუშავა ვირტუალური აქტივების ამოღების შესახებ სახელმძღვანელო, რომლის შექმნის მიზანია სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს, გამომძიებლებს, ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში მისი ამოღება წარმატებით მოახდინონ.

„ვირტუალური აქტივების სახელმძღვანელოში განხილულია ის საუკეთესო პრაქტიკები, რომელიც დაეხმარება პროკურორებს და გამომძიებლებს სათანადო პროცედურების დაცვით, ეფექტიანად ამოიღონ მესამე პირების მფლობელობაში არსებული დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ვირტუალური აქტივები.

სახელმძღვანელოს შექმნა განაპირობა ვირტუალური აქტივების პოპულარიზაციასთან ერთად მისი გამოყენების არეალის ზრდამ დანაშაულებრივ საქმიანობაში, რის გამოც დღის წესრიგში დადგა საგამოძიებო ორგანოების მიერ დროული და ეფექტიანი რეაგირების აუცილებლობა ვირტუალური აქტივების მოძიებისა და ამოღების მიმართულებით.“ - განაცხადა გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ.

მანვე ხაზი გაუსვა სახელმძღვანელოში გაწერილი პროცედურების დაცვით, საანგარიშო პერიოდში, საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალიზებული დანაყოფის თანამშრომლების მიერ სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, დიდი ოდენობით ღირებულების კრიპტოვალუტის მოძიებას და ამოღებას, რაც საქართველოს სამართალდამცავი უწყებების პრაქტიკაში იმ მომენტისათვის უპრეცენდენტო შემთხვევა იყო.

საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის საპროკურორო საბჭოსთვის წარდგენისას, ბაკურ აბულაძემ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, თანამშრომელთა სპეციალიზაციის და გადამზადების მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიერ გადადგმული ნაბიჯები მიმოიხილა. როგორც მან აღნიშნა, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, კიბერდანაშაულის თემაზე განხორციელდა არაერთი სასწავლო აქტივობა, მათ შორის ტრენინგები კრიპტოვალუტის მოძიებისა და ამოღების თემაზე. ასევე, საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობის მიზნით პროკურორებმა და პროკურატურის გამომძიებლებმა მონაწილეობა მიიღეს საზღვარგარეთ სასწავლო ვიზიტებში, ტრენინგებში, კონფერენციებსა და რეგიონულ ფორუმებში.

გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის თქმით, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მსგავსი კატეგორიის დანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი ბოლო წლების მანძილზე მზარდია, რაც განპირობებულია კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების შესაბამისი უნარების მქონე გამომძიებლების და ამ მიმართულების სპეციალიზირებული საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორების ეფექტიანი საქმიანობით.

ყველა სიახლე

თენგიზ შარმანაშვილი

15 ივლისი 2026, 08:54

პოლიტიკა

შარმანაშვილი გვარამიაზე: კიდევ არის კითხვები უნდათ თუ არა ამათ საქართველოს ომში ჩათრევა? უნდათ დანგრეული საქართველო, უკანონოდ მოსვლა ქაოსში, შემდეგ დიდ თანხებთან ოპერირება - თავად მიუგდებენ პატრონები რაღაც საჯიჯგნს და ესეც დააკმაყოფილებთ

გეუბნებით, არაფრის გაკეთებაა საჭირო ამათი მხილებისათვის. რა თქვა ახლა? იმ დიდ თანხებთან არ მიასუნინებენ საქართველოს, ვინაიდან არ არის დანგრეულიო. ესმის მაინც რას ამბობს? - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ უკრაინის აღსადგენად გამოყოფილ ტრილიონებთან “საქართველოს არ მიასუნინებენ”.

15 ივლისი 2026, 08:47

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 15 ივლისს საქართველოში

15 ივლისი 2026, 08:43

მსოფლიო

ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, ირანის პარლამენტმა მუშაობა განაახლა

სხდომაზე უზენაესი ლიდერის, მოჯტაბა ხამენეის განცხადება წაიკითხეს, რომელსაც მაღალი რანგის წყაროების ცნობით, დარტყმის დროს სახე დაუმახინჯდა და დაზიანებები მიიღო, ირანელებს ის 8 მარტს დანიშვნის შემდეგ აღარ უნახავთ.

15 ივლისი 2026, 08:39

რეგიონი

რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტების პარალელურად, გზის ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრა მიმდინარეობს

რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტების პარალელურად, გზის ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, გზის აღდგენითი სამუშაოები ტარდება ახმეტელის ქუჩაზე და ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერთან.

15 ივლისი 2026, 08:38

საზოგადოება

სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

15 ივლისი 2026, 08:34

რეგიონი

თელავში, კავკასიონის ქუჩიდან ქვა-ღორღისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის ნარჩენების დიდი ნაწილი უკვე გატანილია

თელავში, კავკასიონის ქუჩიდან ქვა-ღორღისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის ნარჩენების დიდი ნაწილი უკვე გატანილია. მძიმე ტექნიკა ამ ეტაპზე ძირითადად სეხნიაშვილის ქუჩაზე მუშაობს, სადაც გაწმენდითი სამუშაო გრძელდება.

დავით მათიკაშვილი

15 ივლისი 2026, 08:33

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ეუთო-ს ძირითადი ოფისი ემიჯნება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას, რეზოლუციას, ეს იგივეა, რომ საქართველოს მთავრობა გაემიჯნოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ქრონიკის“ მიერ გაგზავნილ კითხვებს ეუთო-ს სათავო ოფისმა არ უპასუხა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში გადაამისამართა.

ლევან მაჭავარიანი

15 ივლისი 2026, 08:28

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ეუთო-ს ოფისის მისამართით გაგზავნილ კითხვებზე: პირდაპირ უნდა აღიარონ, რომ ამ ინსტიტუტების პოლიტიზება ხდება და იყენებენ დამატებითი წნეხის მექანიზმად, ამას არ იზამენ და თავს აარიდებენ კითხვაზე პასუხს

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ქრონიკის“ მიერ გაგზავნილ კითხვებს ეუთო-ს სათავო ოფისმა არ უპასუხა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში გადაამისამართა.

ლევან მახაშვილი

15 ივლისი 2026, 08:22

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: თავადვე გააჩინეს ბევრი, ლეგიტიმური კითხვის ნიშანი ეუთო/ოდირის სანდოობასთან დაკავშირებით. ამ კითხვებს სჭირდება ამომწურავი პასუხები

მაშინ კარგად იცოდნენ როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა აყალბებდა ეუთო/ოდირის დასკვნას, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“.

15 ივლისი 2026, 08:14

სამართალი

დღეს სასამართლოში აშშ-ში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება -გასაღების ფაქტებზე ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიების საქმეზე იმსჯელებენ

საქმეს 4 ბრალდებული ჰყავს. გამოძიების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ მათ მიერ დამზადებული დოკუმენტების დახმარებით, უპრობლემოდ შეძლებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღებას.

15 ივლისი 2026, 07:59

სამართალი

ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ, მასშტაბური ოპერაციის შედეგად დაკავებულთა სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ, მასშტაბური ოპერაციის შედეგად დაკავებულთა სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

დონალდ ტრამპი

15 ივლისი 2026, 02:39

მსოფლიო

ტრამპი: ირანზე დარტყმები მანამ გაგრძელდება, სანამ არ ვიტყვი, რომ საკმარისია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანზე დარტყმები მანამ გაგრძელდება, სანამ თავად არ მიიჩნევს, რომ ეს საკმარისია.

15 ივლისი 2026, 01:10

სპორტი

ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრები ფინალში გავიდა. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, რომელიც დალასში გაიმართა, ესპანელებმა საფრანგეთი 2:0 დაამარცხეს.

დონალდ ტრამპი

15 ივლისი 2026, 00:55

მსოფლიო

ტრამპი ლინდსი გრემზე: მე აქ რაიმე ბოროტ განზრახვას ვერ ვხედავ, ვიცი, რომ სხვადასხვა სახის შეთქმულების თეორია ვრცელდება და ვთვლი, რომ FBI დროს ფუჭად კარგავს - მას არტერიების დახშობა აწუხებდა, ნეტავ, თავის ჯანმრთელობაზე უკეთ ეზრუნა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ იცის, რატომ მივიდა გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის სახლში და დასძინა, რომ ბიურო „დროს ფუჭად კარგავს“.

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპი

15 ივლისი 2026, 00:35

მსოფლიო

AXIOS: ტრამპი ნეთანიაჰუს სირიიდან და ლიბანიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს

აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალური პირების ინფორმაციით, პრეზიდენტმა ტრამპმა ხუთშაბათს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა დაიწყოს თავისი ძალების სირიიდან გაყვანა და მოუწოდა მას, იგივე გააკეთოს ლიბანშიც, - წერს გამოცემა AXIOS-ი.

14 ივლისი 2026, 23:52

მსოფლიო

ევროკავშირი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ მიმართული მუქარა მიუღებელია

ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებზე ზეწოლას მოახდენს, რათა მათ სასამართლო დატოვონ, რაც ჰააგაში დაფუძნებული ინსტიტუტის იზოლირებისკენ მიმართული აშშ-ის ძალისხმევის მკვეთრ ესკალაციას წარმოადგენს.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2026, 23:37

მსოფლიო

ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე: განვიხილავთ ამ საკითხს - ისინი სერიოზულად ფიქრობენ ამაზე და ეს ლინდსის პატივსაცემად კეთდება, ეს მისი ინიციატივა იყო

სენატორ ლინდსი გრემის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების კანონპროექტის დამტკიცების შანსი საკმაოდ მაღალია, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციის დროს.

14 ივლისი 2026, 23:23

პოლიტიკა

ზუგდიდში ლევან ცუცქირიძესა და ოპოზიციურ ალიანსში შემავალ პარტია „ახალის“ პოლიტსაბჭოს წევრ მაია კალანდიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში, სასტუმრო „გარდენ პალასში” პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერებისა და ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დროს პარტია „თავისუფლების მოედანი"-ს თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძესა და ოპოზიციურ ალიანსში შემავალ პარტია „ახალის” პოლიტსაბჭოს წევრ მაია კალანდიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

14 ივლისი 2026, 21:55

საზოგადოება

საქართველოს მასშტაბით, სააგენტოს მიერ ამ დროისათვის უკვე დამონტაჟებულია 278 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, ხოლო წლის ბოლომდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურ/საგუშაგოების რაოდენობა 298 ერთეულს მიაღწევს

გარემოს ეროვნული სააგენტო ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების, თანამედროვე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო და საპროგნოზო სისტემების დანერგვის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

14 ივლისი 2026, 21:34

საზოგადოება

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.