www.imedi.ge /  06 დეკემბერი 2022, 14:58 / სანდო წყარო

ბაკურ აბულაძე: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს

ბაკურ აბულაძე

ბაკურ აბულაძე

საქართველოს პროკურატურის 2022-2027 წლების სტრატეგიის თანახმად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა, - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში, საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ განაცხადა.

გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის თქმით, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა დემოკრატიულ საზოგადოებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, რადგან კორუფცია საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს.

„კორუფციული დანაშაული მისი სპეციფიკიდან, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხიდან და სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რის გამოც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს“ - აღნიშნა ბაკურ აბულაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პროკურატურის სისტემაში შექმნილია სპეციალიზებული დანაყოფი - კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო, რომელიც დაკომპლექტებულია გამოცდილი და მაღალპროფესიონალი კადრებით და სრულად უზრუნველყოფილია სათანადო რესურსებით, რაც იძლევა მათი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების გარანტიას.

„უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს მუშაობა სტრუქტურულ რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს სპეციალიზებული ანტიკორუფციული დანაყოფის გაძლიერებას და ყველა რეგიონალურ დანაყოფში სპეციალიზებული გამომძიებლების დანიშვნას“ - განაცხადა გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ.

ბაკურ აბულაძემ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2022 წელს გამოძიება დაიწყო საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებულ 172 სისხლის სამართლის საქმეზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 115 პირის მიმართ, ყველაზე მეტი - 45 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტებზე; სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 22 პირის მიმართ. ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 90 პირის მიმართ, რომლებიც კორუფციული დანაშაულის ჩადენის მომენტში დასაქმებულნი იყვნენ საჯარო სამსახურში, ხოლო მათგან 5 ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას მაღალი თანამდებობის პირს წარმოადგენდა. სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულში მხილებული 95 პირის მიმართ. სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე დამნაშავედ იქნა ცნობილი 27 პირი, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე - 22 პირი.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 9 თვეში კორუფციული დანაშაულის ჩადენაში სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი 6 პირი, რომლებიც დანაშაულის ჩადენის მომენტში იკავებდნენ მაღალ თანამდებობას.

გარდა ამისა, 2022 წლის 9 თვეში გამოძიება დაიწყო კერძო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებულ 89 სისხლის სამართლის საქმეზე. აღსანიშნავია, რომ კერძო სექტორში ჩადენილ კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო 52 საქმეზე. რაც შეეხება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება - გაფლანგვის ფაქტებს, გამოძიება დაიწყო 34 საქმეზე.

კერძო სექტორში კორუფციული დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე საქართველოს პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 95 პირის მიმართ. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება - გაფლანგვის ფაქტებზე დევნა დაიწყო 43 პირის მიმართ.

სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა კერძო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულში მხილებული 57 პირის მიმართ. სასამართლომ დამნაშავედ კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე ბრალდებული 38 პირი დამნაშავედ ცნო, ხოლო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება - გაფლანგვის ფაქტებზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 18 პირის მიმართ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის საქმიანობის 2022 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.

ყველა სიახლე

თენგიზ შარმანაშვილი

15 ივლისი 2026, 08:54

პოლიტიკა

შარმანაშვილი გვარამიაზე: კიდევ არის კითხვები უნდათ თუ არა ამათ საქართველოს ომში ჩათრევა? უნდათ დანგრეული საქართველო, უკანონოდ მოსვლა ქაოსში, შემდეგ დიდ თანხებთან ოპერირება - თავად მიუგდებენ პატრონები რაღაც საჯიჯგნს და ესეც დააკმაყოფილებთ

გეუბნებით, არაფრის გაკეთებაა საჭირო ამათი მხილებისათვის. რა თქვა ახლა? იმ დიდ თანხებთან არ მიასუნინებენ საქართველოს, ვინაიდან არ არის დანგრეულიო. ესმის მაინც რას ამბობს? - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ უკრაინის აღსადგენად გამოყოფილ ტრილიონებთან “საქართველოს არ მიასუნინებენ”.

15 ივლისი 2026, 08:47

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 15 ივლისს საქართველოში

15 ივლისი 2026, 08:43

მსოფლიო

ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, ირანის პარლამენტმა მუშაობა განაახლა

სხდომაზე უზენაესი ლიდერის, მოჯტაბა ხამენეის განცხადება წაიკითხეს, რომელსაც მაღალი რანგის წყაროების ცნობით, დარტყმის დროს სახე დაუმახინჯდა და დაზიანებები მიიღო, ირანელებს ის 8 მარტს დანიშვნის შემდეგ აღარ უნახავთ.

15 ივლისი 2026, 08:39

რეგიონი

რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტების პარალელურად, გზის ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრა მიმდინარეობს

რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტების პარალელურად, გზის ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, გზის აღდგენითი სამუშაოები ტარდება ახმეტელის ქუჩაზე და ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერთან.

15 ივლისი 2026, 08:38

საზოგადოება

სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

15 ივლისი 2026, 08:34

რეგიონი

თელავში, კავკასიონის ქუჩიდან ქვა-ღორღისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის ნარჩენების დიდი ნაწილი უკვე გატანილია

თელავში, კავკასიონის ქუჩიდან ქვა-ღორღისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის ნარჩენების დიდი ნაწილი უკვე გატანილია. მძიმე ტექნიკა ამ ეტაპზე ძირითადად სეხნიაშვილის ქუჩაზე მუშაობს, სადაც გაწმენდითი სამუშაო გრძელდება.

დავით მათიკაშვილი

15 ივლისი 2026, 08:33

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ეუთო-ს ძირითადი ოფისი ემიჯნება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას, რეზოლუციას, ეს იგივეა, რომ საქართველოს მთავრობა გაემიჯნოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ქრონიკის“ მიერ გაგზავნილ კითხვებს ეუთო-ს სათავო ოფისმა არ უპასუხა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში გადაამისამართა.

ლევან მაჭავარიანი

15 ივლისი 2026, 08:28

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ეუთო-ს ოფისის მისამართით გაგზავნილ კითხვებზე: პირდაპირ უნდა აღიარონ, რომ ამ ინსტიტუტების პოლიტიზება ხდება და იყენებენ დამატებითი წნეხის მექანიზმად, ამას არ იზამენ და თავს აარიდებენ კითხვაზე პასუხს

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ქრონიკის“ მიერ გაგზავნილ კითხვებს ეუთო-ს სათავო ოფისმა არ უპასუხა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში გადაამისამართა.

ლევან მახაშვილი

15 ივლისი 2026, 08:22

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: თავადვე გააჩინეს ბევრი, ლეგიტიმური კითხვის ნიშანი ეუთო/ოდირის სანდოობასთან დაკავშირებით. ამ კითხვებს სჭირდება ამომწურავი პასუხები

მაშინ კარგად იცოდნენ როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა აყალბებდა ეუთო/ოდირის დასკვნას, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“.

15 ივლისი 2026, 08:14

სამართალი

დღეს სასამართლოში აშშ-ში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება -გასაღების ფაქტებზე ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიების საქმეზე იმსჯელებენ

საქმეს 4 ბრალდებული ჰყავს. გამოძიების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ მათ მიერ დამზადებული დოკუმენტების დახმარებით, უპრობლემოდ შეძლებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღებას.

15 ივლისი 2026, 07:59

სამართალი

ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ, მასშტაბური ოპერაციის შედეგად დაკავებულთა სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ, მასშტაბური ოპერაციის შედეგად დაკავებულთა სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

დონალდ ტრამპი

15 ივლისი 2026, 02:39

მსოფლიო

ტრამპი: ირანზე დარტყმები მანამ გაგრძელდება, სანამ არ ვიტყვი, რომ საკმარისია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანზე დარტყმები მანამ გაგრძელდება, სანამ თავად არ მიიჩნევს, რომ ეს საკმარისია.

15 ივლისი 2026, 01:10

სპორტი

ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრები ფინალში გავიდა. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, რომელიც დალასში გაიმართა, ესპანელებმა საფრანგეთი 2:0 დაამარცხეს.

დონალდ ტრამპი

15 ივლისი 2026, 00:55

მსოფლიო

ტრამპი ლინდსი გრემზე: მე აქ რაიმე ბოროტ განზრახვას ვერ ვხედავ, ვიცი, რომ სხვადასხვა სახის შეთქმულების თეორია ვრცელდება და ვთვლი, რომ FBI დროს ფუჭად კარგავს - მას არტერიების დახშობა აწუხებდა, ნეტავ, თავის ჯანმრთელობაზე უკეთ ეზრუნა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ იცის, რატომ მივიდა გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის სახლში და დასძინა, რომ ბიურო „დროს ფუჭად კარგავს“.

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპი

15 ივლისი 2026, 00:35

მსოფლიო

AXIOS: ტრამპი ნეთანიაჰუს სირიიდან და ლიბანიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს

აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალური პირების ინფორმაციით, პრეზიდენტმა ტრამპმა ხუთშაბათს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა დაიწყოს თავისი ძალების სირიიდან გაყვანა და მოუწოდა მას, იგივე გააკეთოს ლიბანშიც, - წერს გამოცემა AXIOS-ი.

14 ივლისი 2026, 23:52

მსოფლიო

ევროკავშირი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ მიმართული მუქარა მიუღებელია

ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებზე ზეწოლას მოახდენს, რათა მათ სასამართლო დატოვონ, რაც ჰააგაში დაფუძნებული ინსტიტუტის იზოლირებისკენ მიმართული აშშ-ის ძალისხმევის მკვეთრ ესკალაციას წარმოადგენს.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2026, 23:37

მსოფლიო

ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე: განვიხილავთ ამ საკითხს - ისინი სერიოზულად ფიქრობენ ამაზე და ეს ლინდსის პატივსაცემად კეთდება, ეს მისი ინიციატივა იყო

სენატორ ლინდსი გრემის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების კანონპროექტის დამტკიცების შანსი საკმაოდ მაღალია, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციის დროს.

14 ივლისი 2026, 23:23

პოლიტიკა

ზუგდიდში ლევან ცუცქირიძესა და ოპოზიციურ ალიანსში შემავალ პარტია „ახალის“ პოლიტსაბჭოს წევრ მაია კალანდიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში, სასტუმრო „გარდენ პალასში” პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერებისა და ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დროს პარტია „თავისუფლების მოედანი"-ს თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძესა და ოპოზიციურ ალიანსში შემავალ პარტია „ახალის” პოლიტსაბჭოს წევრ მაია კალანდიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

14 ივლისი 2026, 21:55

საზოგადოება

საქართველოს მასშტაბით, სააგენტოს მიერ ამ დროისათვის უკვე დამონტაჟებულია 278 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, ხოლო წლის ბოლომდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურ/საგუშაგოების რაოდენობა 298 ერთეულს მიაღწევს

გარემოს ეროვნული სააგენტო ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების, თანამედროვე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო და საპროგნოზო სისტემების დანერგვის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

14 ივლისი 2026, 21:34

საზოგადოება

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.