ბაკურ აბულაძე: პროკურატურის მიერ კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა ხორციელდება
ბაკურ აბულაძე
ფოტო: გენერალური პროკურატურა
საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს კორუფციის პრევენცია, გამოვლენა და მის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, ბაკურ აბულაძემ გენერალური პროკურატურის 2020 წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის გაანალიზებისა და კოორდინირებული, ეფექტიანი ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარების მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურის სისტემაში შექმნილია სპეციალიზირებული საგამოძიებო დანაყოფი - კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო.
აგრეთვე, კორუფციულ დანაშაულებზე გამოძიებას და სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებენ პროკურატურის ცენტრალური და რეგიონალური საგამოძიებო დანაყოფები.
გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ კორუფციული დანაშაულის გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით დაგეგმილ რეფორმაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვით, საქართველოს პროკურატურის სისტემაში მოქმედი ანტიკორუფციული საგამოძიებო დანაყოფები საქმიანობას ერთი სტრუქტურული ქოლგის ქვეშ განახორციელებენ.
კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს სპეციალიზებული გამომძიებელი ეყოლება პროკურატურის ყველა საგამოძიებო დანაყოფში და მათი კოორდინირებული მართვა ცენტრალიზებულად განხორციელდება.
ბაკურ აბულაძის განცხადებით, ანტიკორუფციული პოლიტიკის ფარგლებში, 2020 წელს საქართველოს პროკურატურაში კორუფციასთან დაკავშირებულ 169 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება.
„ამავე პერიოდში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 67 პირის მიმართ. 2020 წელს კი, სასამართლო განაჩენი დადგა კორუფციულ დანაშაულში მხილებული 58 პირის მიმართ. „პროკურატურის მიერ კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ ხორციელდება მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა”, - აღნიშნა გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ.
მისივე თქმით, კორუფციასთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანია ერთიანი პოლიტიკის დანერგვა და ეფექტიანი აღსრულების მექანიზმის არსებობა.
ამ მიზნით საქართველოს პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან, კოორდინაციას უწევს კორუფციასთან ბრძოლას და უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას.
როგორც ბაკურ აბულაძემ აღნიშნა, ანალიტიკური მიმართულების გასაძლიერებლად, საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 14 აგვისტოს ბრძანებით, პროკურატურის სტრუქტურულ ერთეულებს დაევალათ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების/შეწყვეტის, ასევე სასამართლოს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოსთვის.
კორუფციის კუთხით ქვეყანაში არსებული ერთიანი სურათის ანალიზის შედეგად მოხდება რისკ-ფაქტორებისა და კორუფციული ინდიკატორების იდენტიფიცირება, პრიორიტეტების განსაზღვრა და ქმედითი პრევენციული მექანიზმების შემუშავება.
„მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საჯარო სექტორში კორუფციის პრევენციისა და კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მოქალაქეთა ჩართულობა და მათი ინფორმირებულობის გაზრდა. ამ მიმართულებითაც დაგეგმილია ქმედითი ღონისძიებების გატარება მამხილებელთა დაცვის და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით”, - განაცხადა ბაკურ აბულაძემ.
ყველა სიახლე
04 ნოემბერი 2024, 22:31
არჩევნები აშშ
77 მილიონზე მეტმა ამერიკელმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა წინასწარ მისცა
77 მილიონზე მეტმა ამერიკელმა 5 ნოემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა უკვე წინასწარ მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
04 ნოემბერი 2024, 22:02
მსოფლიო
დავით საყვარელიძე: ტრამპისა და ჰარისის გუნდები პუტინის დამარცხებას მიზნად არ ისახავენ - უკრაინაზე ზეწოლა უფრო ადვილია, ვიდრე პუტინზე
უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ განაცხადა, რომ ტრამპისა და ჰარისის გუნდები პუტინის დამარცხებას მიზნად არ ისახავენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
04 ნოემბერი 2024, 21:27
მსოფლიო
ოლაფ შოლცი: ნატო იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ მასზე თავდასხმა არავის მოუვიდეს თავში
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ნატო იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ მასზე თავდასხმა არავის მოუვიდეს თავში.
04 ნოემბერი 2024, 21:01
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროინტეგრაციაზე, როგორც დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესზე, ეს პრინციპი არ უნდა იქნას გამოყენებული შერჩევითად. საქართველოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი
სერბეთში, ბელგრადში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში მონაწილე სახელმწიფოთა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების XX საიუბილეო კონფერენციაში (COSAP) გაიმართა. მასში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია, მაკა ბოჭორიშვილის, ვიქტორ სანიკიძის და გიორგი ხახუბიას შემადგენლობით მონაწილეობდა.
04 ნოემბერი 2024, 20:59
მსოფლიო
სლოვაკეთის პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა სლოვაკეთის მოქალაქეების მოთხოვნა უკრაინის ჯარში მსახურების თაობაზე
სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ არ დააკმაყოფილა სლოვაკეთის მოქალაქეების მოთხოვნა უკრაინის ჯარში მსახურების თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
04 ნოემბერი 2024, 20:57
ჯანდაცვა
რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი მუშაობას იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კლინიკა კრიტიკული მედიცინისა და ინტენსიური თერაპიისთვის საჭირო ყველა ინვენტარითაა აღჭურვილი. რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი და სტაციონარი, პაციენტებს ხვალიდან მოემსახურება.
04 ნოემბერი 2024, 20:50
პოლიტიკა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია ბელგრადში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების საპარლამენტო კონფერენციაში მონაწილეობდა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციამ, მაკა ბოჭორიშვილის, ვიქტორ სანიკიძის და გიორგი ხახუბიას შემადგენლობით, მონაწილეობა მიიღო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში მონაწილე სახელმწიფოთა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების XX საიუბილეო კონფერენციაში (COSAP), რომელიც სერბეთში, ბელგრადში გაიმართა.
04 ნოემბერი 2024, 20:36
პოლიტიკა
ყოფილი დიპლომატი დიპლომატების წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სალომე ზურაბიშვილი ქართველი დიპლომატების წინააღმდეგ, ყოფილი დიპლომატი ელჩებს პირდაპირი მნიშვნელობით ლანძღავს და მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება და არა კონკრეტულად, ზურაბიშვილის რადიკალიზმს.
04 ნოემბერი 2024, 20:27
პოლიტიკა
ოპოზიციის თვალსაჩინო ტყუილი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შალვა პაპუაშვილის პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი ფაქტების გადაფარვა ოპოზიციამ სპეკულაციით სცადა, რისთვისაც საპრეზენტაციო მონიტორზე გამოტანილი საქართველოს რუკა გამოიყენეს. რუკის ის ნაწილი, რომელიც ოკუპირებულია, რუხი ფერის იყო. დეზინფორმაციის მიხედვით კი, რუკაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ იყო ასახული.
04 ნოემბერი 2024, 20:25
არჩევნები 2024
რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს
როგორც აქციიდან „ქრონიკის“ ჟურნალისტი იტყობინება, იგი დაგვიანებით დაიწყო და ამ წუთებში შეკრების მონაწილეებს ლიდერები მიმართავენ.
04 ნოემბერი 2024, 20:10
არჩევნები 2024
ოპოზიცია დამნაშავეებს ისევ სხვაგან ეძებს - რატომ აქციეს პრობლემად საქართველოში ის, რაც ევროპაში არავის გაუპროტესტებია? - „ქრონიკის“ სიუჟეტი
ფარულობის პრინციპის დარღვევის შესახებ განცხადებებს, პარლამენტის თავმჯდომარემ ფაქტები დაუპირისპირა სწორედ იმ ქვეყნებიდან, რომლის არჩევნებში პრობლემა, არც ევროპას დაუნახავს და არც ქართულ ოპოზიციას.
04 ნოემბერი 2024, 19:51
მსოფლიო
ეუთო/ოდირი მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებზე: უცხოური ჩარევითა და ხმების მოსყიდვის სქემებით შექმნილი გამოწვევები კვლავ აქტუალური იყო მეორე ტურში
ეუთო/ოდირმა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა.
04 ნოემბერი 2024, 19:47
მსოფლიო
ეუთო/ოდირი მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებზე: მოქმედი პრეზიდენტი კვლავ სარგებლობდა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, თუმცა მნიშვნელოვნად ნაკლებად, ვიდრე პირველ ტურში
ეუთო/ოდირმა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა.
04 ნოემბერი 2024, 19:46
კულტურა
Coldplay-ის სოლისტი კრის მარტინი კონცერტის დროს სცენის ქვეშ ჩავარდა
მელბურნის მარველის სტადიონზე Coldplay-ის სოლისტი კრის მარტინი მოულოდნელად სცენის ქვეშ ჩავარდა. ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.
04 ნოემბერი 2024, 19:42
მსოფლიო
ეუთო/ოდირი მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებზე: ხმის მიცემის ფარულობა ყოველთვის არ იყო უზრუნველყოფილი
ეუთო/ოდირმა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა.
04 ნოემბერი 2024, 19:35
მსოფლიო
ეუთო/ოდირმა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა - დასკვნაში არსადაა გამოყენებული ისეთი ტერმინოლოგია, როგორიცაა „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“
ეუთო/ოდირმა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა.
04 ნოემბერი 2024, 19:05
არჩევნები 2024
ტრამპი: „დემოკრატიული“ პარტია დემონური პარტიაა
„რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დემოკრატიული“ პარტია დემონური პარტიაა.
04 ნოემბერი 2024, 19:04
არჩევნები 2024
ეკა სეფაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთი სირცხვილის ქვა დაადო თავის პოლიტიკურ სამარეს და საქართველოს ელჩების გალანძღვით ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენა
სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის კარიერა და ამ კარიერის დასასრული, საოცარია - პრეზიდენტობის განმავლობაში ის განუხრელად ცდილობდა საქართველოს რეპუტაციის შელახვას, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების გამოწვევას, არღვევდა კონსტიტუციას, თვეების მანძილზე არ ნიშნავდა ელჩებს და ა.შ. - განაცხადა მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.
04 ნოემბერი 2024, 18:46
პოლიტიკა
ფაქტჩეკერმა ამხილა გოგლა ჟვანიასა და მერაბ მეტრეველის მიერ ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია
ფაქტჩეკერმა გოგლა ჟვანია და მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ამხილა. ირკვევა, რომ მათ ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ მანიპულაციური შინაარსის ინფორმაციები გაავრცელეს.
04 ნოემბერი 2024, 18:30
არჩევნები 2024
ლევან ნიკოლეიშვილი: ერთია, როცა ტელევიზიით იკეკლუცებ, მაგრამ საქმე როდესაც რეალური ფაქტების წარდგენას ეხება და შენ არაფერი გიჭირავს ხელში, ცხადია ეს იწვევს ერთგვარ შიშს ოპოზიციის მხრიდან რომ ვერ მიდიან პროკურატურაში
ერთია, როცა ტელევიზიით იკეკლუცებ, მაგრამ საქმე როდესაც რეალური ფაქტების წარდგენას ეხება და შენ არაფერი გიჭირავს ხელში, ცხადია ეს იწვევს ერთგვარ შიშს მათი მხრიდან რომ ვერ მიდიან პროკურატურაში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ოპოზიციის მისამართით „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ნიკოლეიშვილმა.