IMEDI /  12 იანვარი 2021, 15:22 / სანდო წყარო

ბაკურ აბულაძე: საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ფულის გათეთრებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეებზე ეფექტიან გამოძიებას აწარმოებენ

ბაკურ აბუალძე
გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე

ბაკურ აბუალძე
გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე

საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ფულის გათეთრებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეების ეფექტიანი გამოძიება წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ გენერალური პროკურატურის 2020 წლის მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციაზე საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბუალძემ ისაუბრა.

მისი თქმით, 2020 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 21 ფიზიკური და 2 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის დროს, დანაშაულებრივ საქმიანობაში იურიდიული პირების გამოყენება და ჩართულობა მზარდ ხასიათს ატარებს. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დიდი ოდენობით ე.წ „შავი ფულის“ შემოდინების და მათი ლეგალურ ფინანსურ სისტემებში ინტეგრირების მიზნით, იურიდიული პირების საბანკო ანგარიშების გამოყენების მზარდი ტენდენცია შეინიშნება. ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიშის თანახმად, იურიდიული პირებიდან გამომდინარე, ფულის გათეთრების რისკი შეფასებულია როგორც საშუალო-მაღალი. ამდენად, იურიდიულ პირთა ჩართულობის გამოვლენა დანაშაულებრივ საქმიანობაში და მათ მიმართ ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება საქართველოს პროკურატურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ბაკურ აბულაძემ.

რაც შეეხება გამამტყუნებელ განაჩენებს, როგორც გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეებზე ეფექტიან გამოძიებას აწარმოებენ. აღნიშნულზე ყადაღადადებული და ჩამორთმეული, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების მოცულობა მიუთითებს. ბაკურ აბულაძის თქმით, საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით ჩატარებულმა სამუშაო ჯგუფის შეხვედრებმა, რომელშიც საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების გარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობენ, ცხადყო, რომ ჯგუფის ფუნქციონირებამ უფრო ეფექტიანი და მოქნილი გახადა კომპეტენტური ორგანოები ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

აღნიშნულის დადასტურებაა საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა, რომლის თანახმადაც, ,,საგამოძიებო უწყებებს შორის არსებობს ქმედითი თანამშრომლობა და კოორდინაცია, რომელიც საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლების სტრატეგიის ფარგლებში შექმნილმა მუდმივმოქმედმა სამუშაო ჯგუფმა გააძლიერა. როგორც გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, 2020 წელს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით და სხვა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენელთა ჩართულობით, საქართველოს პროკურატურაში შემუშავდა ვირტუალური აქტივების ამოღების შესახებ სახელმძღვანელო რეკომენდაცია, რომელიც 2021 წლიდან პროკურორებს და გამომძიებლებს სათანადო პროცედურების დაცვით, მესამე პირების მფლობელობაში არსებული, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ვირტუალური აქტივების კანონიერად ამოღებაში დაეხმარება. ასევე, ბაკურ აბულაძის თქმით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი წარმოადგენს ფულის გათეთრების, საფინანსო სექტორში ჩადენილ და მატერიალური სარგებლის მიღებით მოტივირებულ კომპლექსურ დანაშაულებზე, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე საერთაშორისო თანამშრომლობის არხებით შემოსული შუამდგომლობების შემსრულებელ კომპეტენტურ სტრუქტურულ დანაყოფს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის 2020 წლის 16 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოს აქვს ეფექტიანი სამართლებრივი და ინსტიტუციური სისტემა ფულის გათეთრების დანაშაულის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნისთვის.

Moneyval-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ სამართალდამცავი უწყებები, განსაკუთრებით კი საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალიზირებული დანაყოფი, ეფექტურად იძიებენ ფულის გათეთრების პოტენციურ დანაშაულებს ფართო საგამოძიებო ტექნიკის გამოყენებით. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი ყველა ტიპის ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. ასევე, ქართული კანონმდებლობით შესაძლებელია დაუსაბუთებელი ქონების ლეგალიზაციისთვის პირის მსჯავრდება. აღნიშნული სამართლებრივი ნორმის გამოყენება ცხადყოფს ქართული მხარის პასუხისმგებლობას ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის განცხადებით, ფულის გათეთრების (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით პროკურატურის მუშაობა ასევე პოზიტიურად შეფასდა ვიზა-ლიბერალიზაციის მზადების პროცესშიც. „საქართველოს პროკურატურა განაგრძობს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ქმედითი ღონისძიებების გატარებას“, - აღნიშნა ბაკურ აბულაძემ.

ყველა სიახლე

15 ივლისი 2026, 12:21

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის არარსებული საქართველო, ევროპელი მოგზაურებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. ისინი საქართველოს ირჩევენ როგორც კულტურული, გასტრონომიული, სათავგადასავლო და ღვინის ტურიზმის მიმართულებას

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპელი ტურისტების რაოდენობის ზრდის სტატისტიკას. ანალიტიკოსი წერს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 96 226 ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-იანი ზრდაა. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ეს რიცხვები ეწინააღმდეგება ურსულა ფონ დერ ლაიენის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ:

15 ივლისი 2026, 12:19

ტექნოლოგიები

ბრიტანეთში 16-17 წლის მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე „კომენდანტის საათის“ დაწესებას განიხილავენ

მთავრობას ასევე სურს, რომ გამორთული იყოს „მიჩვევის გამომწვევი“ ფუნქციები, როგორიცაა ვიდეოს ავტომატური გაშვება და უსასრულო სქროლვა. ხელისუფლების განცხადებით, „კომენდანტის საათთან“ კომბინაციაში ეს ზომები გააუმჯობესებს მოზარდების კონცენტრაციას, ძილის ხარისხსა და ოჯახურ ცხოვრებას.

ლევან მაჭავარიანი

15 ივლისი 2026, 12:12

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გერმანია AFD-ს აკრძალვას მხოლოდ პოტენციური რიტორიკის გამო აპირებს, საქართველოს ხელისუფლებას კი 9-წლიანი რეჟიმის მიერ დადასტურებული წამების ფაქტების შემდეგ ეკითხება, თუ რატომ შეაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გადაცემაში „პოსტ-ანალიტიკა“ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გერმანიის დამოკიდებულებაზე ისაუბრა და ასევე, ოპოზიციის ქმედებები შეაფასა, როგორც „მტრული საქმიანობა“ და „სამშობლოს ღალატი.“

15 ივლისი 2026, 12:10

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

15 ივლისი 2026, 12:10

საზოგადოება

კახა კალაძე: გაძლევთ პირობას, რომ „ამერის“ საფეხბურთო ცენტრი დაიბრუნებს თავის დიდებას და იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სივრცე

ე.წ. ამერის სტადიონის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, თბილისის მუნიციპალიტეტმა შესაბამისი ტენდერი გამოაცხადა და საპროექტო დოკუმენტაცია შეისყიდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

15 ივლისი 2026, 12:07

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი წევრი: ნუ აჰყვებით ბინძურ სპეკულაციებს, აშშ-ში ჩემს წამოსვლასა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ჩემს ურთიერთობას არანაირი კავშირი აქვს

ის ფაქტი, რომ ამჟამად ვიმყოფები აშშ - ში სიმართლეა, მაგრამ გაუგებარია ჩემთვის სპეკულაცია, რომ თითქოს ჩემი გადაწყვეტილება უკავშირდება ჩემს ყოფილ სამსახურს და იქაურ ამბებს, - წერს უჩა ინაძე „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოს ის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო, აშშ-ში ემიგრაციაში „ჩუმად გაიპარა“.

15 ივლისი 2026, 12:02

საზოგადოება

კახა კალაძე: მეტროსადგურ „სარაჯიშვილსა“ და მინდელის ხიდის მიმდებარედ დახაზულმა „ბასლეინმა“ მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება გაუუმჯობესა

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც გლდანის რაიონში, მეტროსადგურ „სარაჯიშვილსა“ და მინდელის სახელობის ხიდის (ე.წ. შეშელიძის)მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო, მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

15 ივლისი 2026, 11:55

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, კატარის სახელმწიფოს ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდა

დოჰაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა კატარის სახელმწიფოს ემირს პირადად მიუსამძიმრა ყოფილი ემირის, შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის გარდაცვალების გამო და პატივი მიაგო მის ღვაწლს თანამედროვე კატარის განვითარების საქმეში.

ზურაბ ქადაგიძე

15 ივლისი 2026, 11:50

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყანა ნანგრევებად ვაქციოთ იმისთვის, რომ მერე ვიღაცამ ამ ნანგრევების აღსადგენად გამოყოფილი ფონდებიდან ჯიბეები გაისქელოს!

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ უკრაინა ომის მოგების შემდეგ ტრილიონებს მიიღებს აღდგენისთვის, ხოლო საქართველოს ამ თანხებთან „არ მიასუნინებენ“. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ესაა „გლობალური ომის პარტიისა“ და საქართველოში მისი აგენტურული ქსელის აღიარებითი ჩვენება.

15 ივლისი 2026, 11:46

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულებს 18-18 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

15 ივლისი 2026, 11:45

რეგიონი

თელავში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თელავში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

15 ივლისი 2026, 11:40

საზოგადოება

ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე ფერდის გამაგრების სამუშაოები იწყება

ვაკის რაიონში, ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე ფერდის გამაგრების მასშტაბური სამუშაოები იწყება, რომლის მიზანი გზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მეწყერსაშიში პროცესების პრევენცია და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებაა.

15 ივლისი 2026, 11:40

საზოგადოება

NAP პროექტის ფარგლებში სექტორული სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს ეროვნული ადაპტაციის გეგმის პროცესის მხარდასაჭერად“ – ფარგლებში, ეროვნული ადაპტაციის გეგმის (NAP) შემუშავების მიზნით სამი სექტორული სამუშაო ჯგუფი შექმნა, - ინფორმაციას სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

15 ივლისი 2026, 11:35

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

„ეს განსაკუთრებული მომენტია. უკრაინამ ძლიერი სამხედრო იმპულსი აკრიფა. სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება“, - წერს ევროკომისიის ხელმძღვანელი.

15 ივლისი 2026, 11:33

საზოგადოება

N344 მარშრუტი სადგურის მოედნამდე გაგრძელდა და ექვსი ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი დაემატა

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქში კიდევ ერთ მარშრუტზე ცვლილება განხორციელდა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

15 ივლისი 2026, 11:31

საზოგადოება

ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში თურქეთში რეგისტრირებულმა ერთობლივმა საწარმომ გაიმარჯვა

ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში თურქეთში რეგისტრირებულმა ერთობლივმა საწარმო EYE-მ (EmreRay + Yüksel + Erk) გაიმარჯვა.

15 ივლისი 2026, 11:28

სპორტი

„იბერია“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავიდა

შვიდწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს საფეხბურთო კლუბმა UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა. „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გამართული „იბერია“ - „ფლორას“ დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა, ორი შეხვედრის ჯამში კი თბილისის გუნდმა ესტონელები 5:4 დაამარცხა.

15 ივლისი 2026, 11:21

რეგიონი

თელავში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სპეციალისტებმა ვარდოშვილის ქუჩაზე არსებული ვითარება შეისწავლეს, სადაც ღვარცოფმა რამდენიმე კომერციული ობიექტის საძირკველი დააზიანა

თელავში სალიკვიდაციო სამუშაო ამ დროისთვის ქალაქის სამ სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობს. პარალელურად, აქტიურად გრძელდება ხევის ნაპირსამაგრი სამუშაო, რაც სპეციალისტების შეფასებით, დატბორვის საფრთხეს პრაქტიკულად გამორიცხავს. მუნიციპალიტეტის სამ სოფელს სასმელი წყალი კვლავ შეფერხებით მიეწოდება, თუმცა მუშაობა უწყვეტი რეჟიმით მიმდინარეობს.

15 ივლისი 2026, 11:20

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს აღნიშნავს

ტაძარში სადღესასწაულო წირვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე აღავლენს. წირვას პარლამენტის თავმჯდომარე, ხელისუფლებისა და მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებიან.

მარკო რუბიო

15 ივლისი 2026, 11:16

მსოფლიო

მარკო რუბიომ ირანის მიერ რეგიონის ქვეყნებზე თავდასხმები დაგმო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ირანის მიერ საზღვაო გადაზიდვებსა და რეგიონის ქვეყნებზე, მათ შორის იორდანიაზე მიმდინარე თავდასხმები დაგმო. ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება მარკო რუბიომ იორდანიის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განიხილა და ირანის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ დარტყმებს, მიუღებელი უწოდა.