imedi /  30 ნოემბერი 2024, 17:16 / სანდო წყარო

შსს: საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად მძიმედ დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 42 თანამშრომელი. ისინი დამწვრობებითა და მოტეხილობებით სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს

ალექსანდრე დარახველიძე

ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ყველა შეკრება-მანიფესტაციის დროს არიან მობილიზებულნი და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

„გვსურს საზოგადოებას, კიდევ ერთხელ მივაწოდოთ ინფორმაცია, ბოლო დღეებში, რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შესახებ.

როგორც საზოგადოებამ ნათლად იხილა, საპროტესტო აქცია არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დაშვებულ ნორმებს და გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში.

დეტალურად მივყვეთ აქციის მონაწილეთა ქმედებებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირების ქრონოლოგიას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ყველა შეკრება-მანიფესტაციის დროს არიან მობილიზებულნი და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

საპროტესტო აქციის დაწყების შემდეგ, საპოლიციო ძალები განლაგდნენ ჩიტაძისა და პარლამენტის უკანა შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმგვარად, რომ შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეებს, საშუალება ჰქონდათ მშვიდ ვითარებაში,
თავისუფლად გამოეხატათ პროტესტი.

მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეთა ნაწილმა გადაინაცვლა პარლამენტის უკანა შესასვლელის მიმდებარედ და დაიწყეს პროვოკაციული ქმედებების განხორციელება, რაც გამოიხატა პოლიციის მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში. ასევე, აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან და ჩიტაძის ქუჩაზე მყოფ პოლიციელებს ესროდნენ ქვებს, შუშის
ბოთლებს, პიროტექნიკას, სხვადასხვა რკინის საგანს, კვერცხებს, საღებავებს, პოლიციელებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, რამდენიმე პოლიციელმა სხვადასხვა, მათ შორის, მძიმე სახის დაზიანება მიიღო.

სიტუაციის დეესკალაციისა და სამართალდამცველთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები ჩაენაცვლებინა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური აღჭურვილობის მქონე თანამშრომლებით, თუმცა სამართალდამცველთა მიმართ ძალადობრივი ქმედებები მაინც გრძელდებოდა საათების განმავლობაში.

პირდაპირი ეთერების საშუალებით, ყველამ ნათლად იხილა, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილმა გადაინაცვლა ჭიჭინაძის ქუჩაზე მდებარე პარლამენტის შენობის ჭიშკართან და დაიწყო ჭიშკრის ჯგუფური დაზიანება, რომლის სავარაუდო მიზანსაც საკანონმდებლო ორგანოში შეჭრა წარმოადგენდა.

მიუხედავად აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცველების მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებებისა, რომ მათ შეეწყვიტათ ძალადობრივი ქმედებები და პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიან ფორმებში, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აქციის მონაწილეთა დესტრუქციული ქმედებები, საფრთხეს უქმნიდა როგორც პროტესტის მონაწილეთა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

პროტესტის გამომხატველთა ქმედებები, არაერთხელ გასცდა შეკრება-მანიფესტაციის კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებს და გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში. შესაბამისად, პოლიციის მხრიდან, კანონის შესაბამისად განხორციელდა პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩების გათავისუფლება მოძალადე ჯგუფებისგან.

აღნიშნულის მიუხედავად, ძალადობრივი ჯგუფის წევრები განთავსდნენ რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ წინ, კვლავ აგრძელებდნენ პოლიციის მიმართ აგრესიულ და ძალადობრივ ქმედებებს, რაც გამოიხატა სხვადასხვა
ნივთების და პიროტექნიკის სროლაში.

გარდა ამისა, მოძალადე ჯგუფებმა, ხელოვნურად ჩახერგეს რუსთაველის გამზირი სკამებით, ნაგვის ურნებით, ე.წ. „სკუტერებით“ , მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კაფე-ბარების საკუთრებაში არსებული ინვენტარით და შემდეგ ცეცხლი
წაუკიდეს.

ასევე, დააზიანეს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული, როგორც კერძო ისე მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებული ინფრასტრუქტურა, ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის ურნებსა და ხის სკამებს.

საზოგადოება ნათლად ხედავდა, რომ ძალადობრივი ჯგუფები მუდმივად აგროვებდნენ დიდი ზომის ქვებსა და სხვადასხვა სამშენებლო ნარჩენებს, პოლიციელებზე თავდასხმის მიზნით. შესაბამისად, პოლიციამ მიიღო გადაწყვეტილება და რუსთაველის გამზირზე უზრუნველყო საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა და ხელოვნურად მოწყობილი ბარიკადებისგან გათავისუფლება. აღნიშნულ პროცესში პოლიციის მხრიდან დაკავებული იქნა 107 პირი.

ორი დღის განმავლობაში, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად მძიმედ დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 42 თანამშრომელი. ისინი აქციიდან სხვადასხვა დაზიანებით, მათ შორის, დამწვრობებითა და მოტეხილობებით სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ და მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დასაშვებ ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, გაატარებს კანონით
მინიჭებულ ყველა ღონისძიებას“, - აღნიშნა დარახველიძემ.

ყველა სიახლე

ირაკლი ჭეიშვილი

26 სექტემბერი 2026, 11:20

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: ეკა გიგაურმა საჭიროდ ჩათვალა, თავის მოხსენებაში მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად მოეხსენიებინა - მანამდე კი არ ჰყოფნიდა არც კომპეტენცია და არც შესაძლებლობა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დაეყენებინა. შემდეგ თავისივე თანაგუნდელებისგან ბულინგის მსხვერპლი გახდა და ვხედავთ, რაც გააკეთა

ეკა გიგაური და მსგავსი „ეჯეოშნიკები“ არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და შესაბამისად, არაფერია გასაკვირი, თუ ესენი მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.

ჯასემ მოჰამედ ალ-ბუდაივი
მაკა ბოჭორიშვილი

26 სექტემბერი 2026, 11:19

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ყურის ქვეყნებთან საქართველოს მზარდ ურთიერთობებზე და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

26 სექტემბერი 2026, 11:18

მსოფლიო

მედია: უკრაინამ რუსეთის ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტია. ობიექტზე ხანძარი გაჩნდა

რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 26 სექტემბრის ღამით უკრაინული დრონებით სამიზნე გახდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

26 სექტემბერი 2026, 11:05

პოლიტიკა

„გაკვირვებია აგენტურას, თუ რატომ ვახსენე, რომ მჩხიბავები მიჰყავდათ „უწყვეტ“ აქციებზე და „სატანისტურ“ რიტუალებს ატარებდნენ“ - ლევან მაჭავარიანი საპროტესტო აქციებზე ჩატარებულ რიტუალებს იხსენებს და ვიდეოს აქვეყნებს

მჩხიბავები აქციებზე და რიტუალები, 2024-2025 წლების მოვლენებს და აქტივისტთა ქმედებებს ლევან მაჭავარიანი იხსენებს. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფეისბუკში აქვეყნებს კადრებს, სადაც პროტესტის მონაწილეთა ქცევებია ასახული.

26 სექტემბერი 2026, 10:38

ეკონომიკა

საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ სამი გამარჯვებული მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოვლინდა

სააგენტოს ინფორმაციით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან, მიმდინარე წლის 3 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები, რომელიც შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით დაკომპლექტებულმა კომისიამ შეაფასა.

26 სექტემბერი 2026, 10:33

სამართალი

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

დაკავებული, შვეიცარიის კონფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, მკვლელობის ბრალდებით იძებნებოდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

26 სექტემბერი 2026, 10:28

სამართალი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

სამართალდამცველებმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 76 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. პოლიციის მიერ, ნივთმტკიცებად, ასევე ამოღებულია, ცეცხლსასროლი პისტოლეტი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

26 სექტემბერი 2026, 10:27

სამართალი

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი პირის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

26 სექტემბერი 2026, 10:19

მსოფლიო

Bloomberg: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა ჩავიდეს მოსკოვში და პუტინს შეხვდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე კვირაში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის კვლავ მოუწოდა რუსეთის ლიდერთან ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩასულიყო, მიუხედავად უკრაინის პრეზიდენტის არაერთი უარისა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

26 სექტემბერი 2026, 10:16

თავდაცვა

მუხროვანში სნაიპერის საერთაშორისო კურსი დასრულდა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს, რუმინეთისა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები ქართველმა ინსტრუქტორებმა მოამზადეს. ორი კვირის განმავლობაში, კურსანტებმა რთული რელიეფის პირობებში სხვადასხვა დისტანციიდან საცეცხლე სავარჯიშოები შეასრულეს და შორ მანძილზე სროლის უნარები დახვეწეს. სწავლების დასკვნითი ნაწილი მუხროვანის პოლიგონზე გაიმართა, სადაც მათ სნაიპერული შაშხანებით სხვადასხვა მანძილზე ისროლეს.

ელისო ბოლქვაძე

26 სექტემბერი 2026, 10:03

კულტურა

ელისო ბოლქვაძე: მუდამ დიდი სიხარულია ქართველ მევიოლინესთან, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსთან, ვიტალი იმერელთან შეხვედრა და მისი საოცარი ნიჭიერებით გადმოცემულ ჯაზის სამყაროში მოგზაურობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, ცნობილი მუსიკოსის, მევიოლინე ვიტალი იმერელის საქართველოში ვიზიტს ეხმიანება და იმედოვნებს, რომ მსმენელი მის შემოქმედებას კიდევ მოისმენს.

დონალდ ტრამპი

26 სექტემბერი 2026, 09:36

მსოფლიო

The Wall Street Journal: ტრამპი ირანის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტას უარყოფს და არჩევნების შემდეგ დაბომბვის განახლებას ელოდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის მიერ შეთავაზებული შვიდდღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო და თანაშემწეებს განუცხადა, რომ ნოემბერში შუალედური არჩევნების დასრულების შემდეგ ირანის დაბომბვის განახლებას ელოდება. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 სექტემბერი 2026, 09:35

საზოგადოება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: მდინარე არაგვზე ცენტრალური წყალმომარაგების მაგისტრალის ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები დაიწყო

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის ფარგლებში, ცენტრალური წყალმომარაგების მაგისტრალის ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები დათქმულ დროს დაიწყო.

26 სექტემბერი 2026, 09:14

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 სექტემბერს საქართველოში

26 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +28 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

26 სექტემბერი 2026, 08:29

მსოფლიო

The Washington Post: ომში მზარდი ხარჯების დასაფარად, უკრაინა პორნოგრაფიის დეკრიმინალიზაციას განიხილავს. შედეგად კიევი დაახლოებით 25 მილიონი დოლარის შემოსავალს მიიღებს, ეს კი 30 ათასი სამხედრო დრონისთვის საკმარისი თანხაა

The Washington Post-ის ცნობით, წლების განმავლობაში უკრაინაში მოქმედი უზარმაზარი, თუმცა უკანონო პორნოინდუსტრია ჩრდილში არსებობდა. სამართალდამცველები, როგორც წესი, ამ სფეროს ყურადღებას არ აქცევდნენ, თუმცა ცალკეული მაღალჩინოსნები კანონის გვერდის ავლაში შემჩნეული ადამიანებისგან ქრთამის გამოძალვის მიზნით საკუთარ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდნენ.

26 სექტემბერი 2026, 08:00

საზოგადოება

„რთველი - 2026“ დაიწყო - ქვეყანა მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელს ელოდება - რა გამოწვევებია პროცესის ორგანიზების კუთხით და როგორ მოქმედებს სახელმწიფო საკოორდინაციო შტაბების სისტემა? - დღეს 20:00 საათზე „ღია ეთერი“ „იმედზე“

„რთველი - 2026“ დაიწყო - ქვეყანა მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელს ელოდება - რა გამოწვევებია პროცესის ორგანიზების კუთხით და როგორ მოქმედებს სახელმწიფო საკოორდინაციო შტაბების სისტემა?

დავით ქართველიშვილი

26 სექტემბერი 2026, 00:06

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი თეა ადეიშვილის და ლაშა ბაქრაძის რეპლიკაზე: როცა ერთი საბაბიც არ გაქვს, პრემიერზე რაიმე ცუდი თქვა და ინგლისურის აქცენტს უწუნებ... სექტაა, აბა რა არის ეს?!

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში პრემიერის შესახებ გაჟღერებულ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც გადაცემის წამყვანმა თეა ადეიშვილმა და სტუმარმა ლაშა ბაქრაძემ ირაკლი კობახიძის უცხო ენების ცოდნა და აქცენტი დაიწუნეს.

ირაკლი დოლაბერიძე

25 სექტემბერი 2026, 23:31

სპორტი

სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე პარაძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნას დაესწრო

ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე დაესწრო. მსოფლიოს პირველობაზე 44 ქვეყნის 312 პარაათლეტი მონაწილეობს, აქედან 16 ქართველი პარაძიუდოისტია.

25 სექტემბერი 2026, 22:42

საზოგადოება

პატრიარქი შიო III ნანული გუგუნავაზე: მზრუნველი, სათნო და კეთილშობილი ადამიანი შეუერთდა მარადისობას. იგი მუდამ ერთგულად ედგა მხარში სახელოვან მეუღლეს, ბატონ ნოდარ დუმბაძეს. მათი სიყვარული მწერლის შემოქმედების მასაზრდოებელ წყაროდ იქცა

საპატრიარქო, ნანული გუგუნავა-დუმბაძის ​გარდაცვალების გამო, კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სამძიმრის წერილს აქვეყნებს. სამძიმრის წერილში შიო მესამე თანაგრძნობასა და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

25 სექტემბერი 2026, 22:03

სპორტი

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ირლანდიის ნაკრების შეხვედრა 0:1 დასრულდა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ირლანდიის ნაკრების შეხვედრა 0:1 დასრულდა. ირლანდიელებმა გოლის გატანა მეორე ტაიმის ბოლოს, დამატებულ დროში, მე-9 წუთზე შეძლეს.