imedi /  11 ივლისი 2018, 15:26 / სანდო წყარო

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის კანდიდატების მოსმენა დაასრულა

იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის სამინისტრო

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურის პოსტზე წარდგენილ ორივე კანდიდატს მოუსმინა. შალვა თადუმაძის განცხადებით, საბჭოს მან საკუთარი ხედვა დეტალურად წარუდგინა.

"მე წარვადგინე ჩემი ხედვა იმასთან, დაკავშირებით თუ რა ღონისძიებებს გავატარებ პროკურორობის შემთხვევაში. რაც შეეხება იუსტიციის მინისტრს, ის არ მონაწილეობდა შესარჩევ კონკურსში. მას ჩემთვის შეკითხვები არ დაუსვამს. სხვა ყველა წევრის შეკითხვებზე ამომწურავი პასუხო გავეცი. იმედი მაქვს საბჭოს მხარდაჭერის", - განაცხადა თადუმაძემ.

დღეს საბჭოს ასევე მოუსმინა კიდევ ერთ კანდიდატს ნინო გოგნიაშვილს.

"პროკურორობის კანდიდატად ჩემი შერჩევა ჩემი განვლილი საქმიანობის გათვალისწინებით მოხდა და არა იმის გამო, რომ ქალი ვარ. ფაქტობრივად ყველა წევრმა დასვა კითხვა. მინისტრს ჩემთან კითხვა არ დაუსვამს. ეს კითხვები შეეხებოდა ჩემს ხედვას თუ როგორ წარმომიდგენია პროკურატურა. არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს საპროკურორო საბჭო, თუმცა იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება ობიექტური. არ ვთვლი რომ ფორმალური პროცესი მიმდინარეობს თუნდაც იმ კითხვებიდან გამომდინარე, რაც მე დამისვეს. ფაქტობრივად 2 საათი ვიყავი საპროკურორო საბჭოზე. ბევრმა პოლიტიკოსმა გააკეთა განცხადება, რომ მე ვავსებდი ადგილს და ქალი კანდიდატი მხოლოდ იმის გამო შეირჩა, რომ გენდერული კვოტა შევსებულიყო. ამ პოზიციას არ ვეთანხმები",- განაცხადა გოგნიაშვილმა.

სხდომის დასაწყისში ევროპული საქართველოს კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კანდიდატურა მოხსნა. 

კენჭისყრის პროცედურას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ დაესწრება. ამის შესახებ მან თავად განაცხადა. 

მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე უყრიან კენჭს, პროცედურა ფარული იქნება. დამტკიცებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.

ამის  შემდეგ, მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად წარუდგენს საქართველოს მთავრობას, მთავრობას კი ორი კვირის ვადა აქვს ახალი კანდიდატის დასამტკიცებლად.

მთავარი პროკურორი თანამდებობიდან 31 მაისს გადადგა. ირაკლი შოთაძის განცხადებით, მას არ უღირს ზაზა სარალიძის შვილის სიცოცხლედ საკუთარი თანამდებობა. ზაზა სარალიძე გასული წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამაა. 31 მაისს მან სასამართლოს განაჩენი გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც პროკურატურის მიერ წარდგენილი ორი ბრალდებულისგან არცერთს დაუდასტურდა მისი შვილის განზრახ მკვლელობა.

51-ე სკოლის ორი მოსწავლე დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 აგვისტო 2026, 21:58

მსოფლიო

დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

კირილო ბუდანოვი

28 აგვისტო 2026, 21:42

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ამჟამად გამყოფი ხაზის გასწვრივ ომის შეწყვეტა შეუძლებელია, ხოლო რუსეთთან მოლაპარაკებები, ძირითადად, ტყვეების გაცვლის საკითხებს ეხება.

კირილო ბუდანოვი

28 აგვისტო 2026, 21:35

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს მიაჩნია, რომ უკრაინაში არსებული მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულობას წარმოადგენს, თუმცა ჯერ არა კრიზისს - მან მოუწოდა საზოგადოებას, არ დაუშვან შიდა განხეთქილება და არჩევნები ომისშემდგომ პერიოდამდე გადადონ.

გვიდო კროზეტო მიხაილო ფედოროვი

28 აგვისტო 2026, 21:18

მსოფლიო

მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი

უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი.

28 აგვისტო 2026, 21:13

კულტურა

ენტონი ჰოპკინსის პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი „ცხოვრება სიზმარია“, - მუსიკა, რომელსაც მსახიობი 60 წელზე მეტია, ფარულად ქმნიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოსკაროსანმა მსახიობმა სერ ენტონი ჰოპკინსმა, 88 წლის ასაკში თავისი პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი გამოსცა. „ცხოვრება სიზმარია“ - ამ სახელწოდების ალბომში მსახიობი მსმენელს უზიარებს მუსიკას, რომელსაც 60 წელზე მეტია ფარულად ქმნიდა.

28 აგვისტო 2026, 21:11

სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა, მეორეს ცივი იარაღის, ასევე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

კირილო ბუდანოვი

28 აგვისტო 2026, 21:09

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: სამწუხაროდ, მობილიზაციის პროცესი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის - სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს, თვეში 30 ათას კაცზე ნაკლების მობილიზება დაუშვებელია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს ყოველთვიურად 30 ათასი მოქალაქის მობილიზაცია სჭირდება და მოუწოდა საზოგადოებას, მიიღონ მობილიზაცია „ისეთი, როგორიც არის“.

28 აგვისტო 2026, 20:53

მსოფლიო

ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ძლიერი ხანძარია - შეჩერებულია მეტროსა და რკინიგზის მოძრაობა

ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ნარჩენების გადამამუშავებელ ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე მეტროსა და მატარებლების მოძრაობა პარალიზებულია.

28 აგვისტო 2026, 20:47

საზოგადოება

ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციური ბიზნესიდეები და გლობალური თანამშრომლობა - საქართველომ ექვსი ქვეყნის ახალგაზრდებს უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკულ პროექტებზე იმუშავეს, რომლებიც სამომავლოდ რეალურ სტარტაპებად უნდა გარდაიქმნას.

გორდონ ბრაუნი

28 აგვისტო 2026, 20:47

მსოფლიო

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი გორდონ ბრაუნი: უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას - ომში ახლა უაღრესად კრიტიკული ეტაპია

უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას, - განაცხადა გორდონ ბრაუნმა.

28 აგვისტო 2026, 20:45

რეგიონი

მარიამობა რაჭაში - სადღესასწაულო ლიტურგია ბარაკონის ტაძარში და ხელისუფლების პირველი პირების მილოცვა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა აღავლინა. წირვას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

28 აგვისტო 2026, 20:35

საზოგადოება

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგიით აღინიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მორწმუნეებს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიმართა და დღესასწაულის სულიერ მნიშვნელობაზე იქადაგა.

28 აგვისტო 2026, 20:31

რეგიონი

ახალი აეროპორტები მესტიასა და თელავში - როგორ შეცვლის ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმსა და რეგიონულ ეკონომიკას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სვანეთსა და კახეთში თანამედროვე აეროპორტების პროექტების განხორციელება იწყება, რაც შიდა ფრენებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

28 აგვისტო 2026, 20:29

მსოფლიო

Reuters: უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა

უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

28 აგვისტო 2026, 20:28

სამართალი

ამოღებული „მეთადონი“, დაკავებული უცხოელები და მოსალოდნელი უვადო პატიმრობა - ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ჩხრეკის შედეგად მძიმე ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია როგორც საცხოვრებელი ბინიდან, ისე ავტომობილიდან. ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

28 აგვისტო 2026, 20:21

რეგიონი

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიით გამოწვეულ ზარალს ითვლიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრიც. ვაკო მეზურნიშვილის სიუჟეტი.

28 აგვისტო 2026, 20:15

პოლიტიკა

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში სამჯერ ჩავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

2011, 2013 და 2014 წლებში განხორციელებული ვიზიტების მიზნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვები და ბაღდავაძის პასუხი - მაკუნა აბულაძე დეტალებს გიამბობთ.

28 აგვისტო 2026, 20:07

საზოგადოება

პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა - ოპოზიციაში ჩადენილის აღიარების ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დაკავებულთა მიერ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება.

28 აგვისტო 2026, 20:05

მსოფლიო

„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს, შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“ - ბრიუსელის პროკურორმა დედაქალაქში ნარკოტრაფიკთან დაკავშირებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა

„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს. შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“, - განაცხადა ბრიუსელის პროკურორმა ჟულიენ მუანილმა.

ნატალია კვაჭანტირაძე

28 აგვისტო 2026, 19:16

ეკონომიკა

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი: ახალი აეროპორტები ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა როგორც სვანეთს, ასევე თელავის მიმართულებას, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატალია კვაჭანტირაძე.