ზუგდიდის ყოფილი მერი სავარაუდო კორუფციულ სკანდალზე განცხადებას დღეს გააკეთებს
ლაშა გოგია
ფოტო: არქივი
ქრთამის სავარაუდო აღების ფაქტთან დაკავშირებით ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია ვრცელ განცხადებას დღეს გააკეთებს. როგორც გოგიამ განაცხადა, ის საქმესთან დაკავშირებით დეტალურად პრესკონფერენციაზე ილაპარაკებს.
16 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ექსმოადგილის, დათო კოდუას გამოკითხვა დასრულდა.
ასევე დასრულდა სუსში სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორ ლევან შონიას გამოკითხვა. ის 5 საათის განმავლობაში იკითხებოდა. "კითხვები რაც იყო, ყველაფერზე გავეცი პასუხი. თუ საჭირო გახდება, ისევ დამიბარებენ“, - განაცხადა შონიამ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.
ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოძიება დაიწყო ქრთამის აღების ფაქტზე. "ქრონიკის" ინფორმაციით, დაკავებულია ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას დაცვის უფროსი ზაზა ხასაია.
15 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასა და „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, კახა მიქაიას გარდა, ქრთამის აღების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ბიზნესმენი ზურაბ კვირკვიაც გამოკითხეს.
სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელშიც ბიზნემენი ზურაბ კვირკვია ზუგდიდის უკვე ყოფილ მერს, ლაშა გოგიას ესაუბრება, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ჩანაწერში ბიზნესმენი გოგიას ახსენებს, როგორ გადასცა გარიგების სანაცვლოდ მის მოადგილეს, გია გულორდავას 10 ათასი დოლარი კონვერტით. ასევე დამატებით როგორ ჩარიცხა კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე 30 ათასი ლარი.
ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან თავის Facebook-ზე დაწერა. 11 სექტემბერს ლაშა გოგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ზუგდიდის მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმიანობის შესწავლა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.
ყველა სიახლე
29 ივლისი 2026, 12:37
სამართალი
პროკურატურამ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
29 ივლისი 2026, 12:23
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი Foundation Plant Services-ის წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ორგანიზაციის Foundation Plant Services (FPS) დირექტორს, მაჰერ ალ-რვაჰნიჰს და ორგანიზაციის „საქართველოს აგრარული გაერთიანება“ დამფუძნებელს, ვალერი გორგიშელს შეხვდა.
29 ივლისი 2026, 12:20
საზოგადოება
გივი მიქანაძემ და ანკარის უნივერსიტეტის რექტორმა საქართველოს უნივერსიტეტებთან პარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ანკარის უნივერსიტეტს ეწვია, სადაც უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნეჯდეთ უნუვარმა უმასპინძლა.
29 ივლისი 2026, 12:15
მსოფლიო
Financial Times: უნგრეთში ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, ბუდაპეშტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს კვლავ აფერხებს
გასული წლის გაზაფხულზე უნგრეთში ვიქტორ ორბანის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზა გაცილებით მარტივი ჩანდა, თუმცა, როგორც ოფიციალური ბუდაპეშტი პროცესის შენელებას კვლავ განაგრძობს. ანალიტიკურ სტატიას ამ შინაარსით Financial Times-ი ავრცელებს.
29 ივლისი 2026, 12:12
საზოგადოება
იოსებიძის ქუჩაზე IV ხარისხის ავარიული საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლება განხორციელდება
იოსებიძის ქუჩის N71-ში მდებარე IV ხარისხის დაზიანების მქონე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლება იწყება, - განაცხადა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.
29 ივლისი 2026, 12:08
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, უცვლელად, 8.25 პროცენტზე ინარჩუნებს
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 29 ივლისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს, - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
29 ივლისი 2026, 12:04
საზოგადოება
ლოტკინის დასახლებაში ლაითურის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ნაძალადევის გამგეობა სამუშაოებს ლოტკინის დასახლებაში, ლაითურის ქუჩაზე ახორციელებს. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2 500 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს, -განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
29 ივლისი 2026, 11:51
მსოფლიო
აშშ-მა და საუდის არაბეთმა ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები დაბომბეს
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა საუდის არაბეთთან ერთად ერაყში ზუსტი დარტყმები განახორციელეს ირანის მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ, რომლებსაც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აშშ-ის ძალებსა და საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების განხორციელებას ავალებდა.
29 ივლისი 2026, 11:50
რეგიონი
ბათუმში მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ბათუმში მცენარეთა დაცვის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა, მეცნიერებმა და აგრარული სექტორის წარმომადგენლებმა კლიმატის ცვლილებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებები და პესტიციდების უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენების საკითხები განიხილეს.
29 ივლისი 2026, 11:41
მსოფლიო
მედია: სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, პოლონეთში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხზე აზრი გაიყო, ხოლო ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება
კომპანია Opinia24-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, პოლონეთში აზრი გაიყო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხზე, ხოლო ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. კვლევის შედეგებს RMF24 ავრცელებს.
29 ივლისი 2026, 11:37
საზოგადოება
ღრმაღელის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონის გამგეობა ღრმაღელის ქუჩაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
29 ივლისი 2026, 11:35
საზოგადოება
ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის- „ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს“, ფარგლებში გურიის რეგიონში თვითმმართველობების, რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და კომუნალური კომპანიების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.
29 ივლისი 2026, 11:34
საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
29 ივლისი 2026, 11:33
საზოგადოება
გლდანში, ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება
გლდანის გამგეობამ ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
29 ივლისი 2026, 11:22
ტაბლოიდი
იაპონიაში თაღლითებმა პენსიონერს ილონ მასკის სახელით სიყვარული აუხსნეს და ფული გამოსძალეს💔
ერთ-ერთი მსხვერპლი 65 წლის პენსიონერი აღმოჩნდა, რომელსაც თაღლითი სიყვარულს უხსნიდა, ეუბნებოდა, რომ ის სჭირდებოდა, მოგვიანებით კი ფულის თხოვნა დაიწყო. მეტი დამაჯერებლობისთვის მან ქალთან ვიდეოზარითაც ისაუბრა, რა დროსაც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მასკად გაასაღა თავი.
29 ივლისი 2026, 11:16
საზოგადოება
აბიტურიენტებისათვის 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს პირველად შედეგებს შემდეგ საგამოცდო საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ოსური ენა, ისტორია, ქიმია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება
29 ივლისი 2026, 11:06
სამართალი
დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
29 ივლისი 2026, 10:59
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე კორეის რესპუბლიკის ელჩს ჰიონ დუ კიმს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს შეხვდა.
29 ივლისი 2026, 10:55
რეგიონი
რუსთავში, ძველი რუსთავის რესტავრაცია-რეაბილიტაციის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი ხორციელდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავის ისტორიულ უბნებში 100 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაციას, არქიტექტურული სტილის სრული შენარჩუნებით, განახორციელებს.
29 ივლისი 2026, 10:55
მსოფლიო
აშშ-ის სენატმა პროცედურულ კენჭისყრაზე რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა
აშშ-ის სენატმა იშვიათი ორპარტიული მხარდაჭერით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთისა და რუსული ნავთობისა და გაზის მყიდველების წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას, ასევე ირანის მიმართ უკვე არსებული სანქციების გაფართოებას ითვალისწინებს. ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.


