imedi /  17 სექტემბერი 2018, 13:03 / სანდო წყარო

ლაშა გოგიამ ზუგდიდის სავარაუდო კორუფციულ სკანდალზე პირველი კომენტარი გააკეთა

ლაშა გოგია

ლაშა გოგია

ქრთამის სავარაუდო აღების ფაქტთან დაკავშირებით ზუგდიდის ყოფილმა მერმა ლაშა გოგიამ პრესკონფერენცია ჩაატარა. როგორც მან თქვა, ბოლო პერიოდში მის წინააღმდეგ მიზანმიმართულად ხდებოდა სიცრუის და ფაბრიკაციის ტირაჟირება.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვარ უდანაშაულო და გავრცელებული ჩანაწერი არის მიზანმიმართული პროვოკაცია ჩემს წინააღმდეგ. ჩემთვის თანამდებობაზე ყოფნა თვითმიზანი არასდროს ყოფილა - ჩემი მიზანი იმ სიმართლის დამტკიცებაა, რაც მაქვს და მჯერა, ჩვენს ქვეყანაში არსებული ობიექტური გამოძიების პირობებში ეს უახლოეს პერიოდში დამტკიცდება. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ. 

ვრჩები გუნდში, ქართული ოცნების დაარსების დღიდან ვიყავი და ვიქნები მისი პრინციპებისა და იდეების ერთგული მებრძოლი. აქვე ვაცხადებ, ვრჩები პარტიის ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ და პარტიული სტრუქტურის გასაძლიერებლად მეტი დრო მექნება.

მე აღმოვჩნდი პროვოკაციის მსხვერპლი და დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას,"- თქვა გოგიამ.

16 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ექსმოადგილის, დათო კოდუას გამოკითხვა დასრულდა. 

ასევე დასრულდა სუსში სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორ ლევან შონიას გამოკითხვა. ის 5 საათის განმავლობაში იკითხებოდა. "კითხვები რაც იყო, ყველაფერზე გავეცი პასუხი. თუ საჭირო გახდება, ისევ დამიბარებენ“, - განაცხადა შონიამ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.

ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოძიება დაიწყო ქრთამის აღების ფაქტზე. "ქრონიკის" ინფორმაციით, დაკავებულია ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას დაცვის უფროსი ზაზა ხასაია.

15 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასა და „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, კახა მიქაიას გარდა, ქრთამის აღების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ბიზნესმენი ზურაბ კვირკვიაც გამოკითხეს.

სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელშიც ბიზნემენი ზურაბ კვირკვია ზუგდიდის უკვე ყოფილ მერს, ლაშა გოგიას ესაუბრება, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ჩანაწერში ბიზნესმენი გოგიას ახსენებს, როგორ გადასცა გარიგების სანაცვლოდ მის მოადგილეს, გია გულორდავას 10 ათასი დოლარი კონვერტით. ასევე დამატებით როგორ ჩარიცხა კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე 30 ათასი ლარი. 

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან თავის Facebook-ზე დაწერა. 11 სექტემბერს ლაშა გოგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ზუგდიდის მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმიანობის შესწავლა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო

ყველა სიახლე

29 ივლისი 2026, 11:41

მსოფლიო

მედია: სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, პოლონეთში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხზე აზრი გაიყო, ხოლო ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება

კომპანია Opinia24-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, პოლონეთში აზრი გაიყო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხზე, ხოლო ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. კვლევის შედეგებს RMF24 ავრცელებს.

29 ივლისი 2026, 11:37

საზოგადოება

ღრმაღელის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონის გამგეობა ღრმაღელის ქუჩაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

29 ივლისი 2026, 11:35

საზოგადოება

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის- „ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს“, ფარგლებში გურიის რეგიონში თვითმმართველობების, რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და კომუნალური კომპანიების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

29 ივლისი 2026, 11:34

საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

29 ივლისი 2026, 11:33

საზოგადოება

გლდანში, ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება

გლდანის გამგეობამ ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

29 ივლისი 2026, 11:31

მსოფლიო

The Telegraph: მინესოტაში 4 წლის ბავშვებს ქაღალდის ტრანსგენდერ თოჯინებს დაურიგებენ

აშშ-ის მინესოტის შტატი გეგმავს ოთხი წლის ასაკის ბავშვებისთვის ქაღალდის ტრანსგენდერი თოჯინები ხელმისაწვდომი გახადოს. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

ილონ მასკი

29 ივლისი 2026, 11:22

ტაბლოიდი

იაპონიაში თაღლითებმა პენსიონერს ილონ მასკის სახელით სიყვარული აუხსნეს და ფული გამოსძალეს💔

ერთ-ერთი მსხვერპლი 65 წლის პენსიონერი აღმოჩნდა, რომელსაც თაღლითი სიყვარულს უხსნიდა, ეუბნებოდა, რომ ის სჭირდებოდა, მოგვიანებით კი ფულის თხოვნა დაიწყო. მეტი დამაჯერებლობისთვის მან ქალთან ვიდეოზარითაც ისაუბრა, რა დროსაც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მასკად გაასაღა თავი.

29 ივლისი 2026, 11:16

საზოგადოება

აბიტურიენტებისათვის 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს პირველად შედეგებს შემდეგ საგამოცდო საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ოსური ენა, ისტორია, ქიმია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება

29 ივლისი 2026, 11:06

სამართალი

დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

29 ივლისი 2026, 10:59

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე კორეის რესპუბლიკის ელჩს ჰიონ დუ კიმს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს შეხვდა.

29 ივლისი 2026, 10:55

რეგიონი

რუსთავში, ძველი რუსთავის რესტავრაცია-რეაბილიტაციის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი ხორციელდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავის ისტორიულ უბნებში 100 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაციას, არქიტექტურული სტილის სრული შენარჩუნებით, განახორციელებს.

29 ივლისი 2026, 10:55

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა პროცედურულ კენჭისყრაზე რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა იშვიათი ორპარტიული მხარდაჭერით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთისა და რუსული ნავთობისა და გაზის მყიდველების წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას, ასევე ირანის მიმართ უკვე არსებული სანქციების გაფართოებას ითვალისწინებს. ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.

29 ივლისი 2026, 10:50

ტექნოლოგიები

კვლევა: ფინანსური სირთულეები ტვინის დაბერებას აჩქარებს

მკვლევრებმა დიდი ბრიტანეთის 2 759 მცხოვრების მონაცემები გააანალიზეს, რომლებიც ჯანმრთელობისა და განვითარების ეროვნულ კვლევაში იღებდნენ მონაწილეობას. პროექტის ფარგლებში სპეციალისტები ათწლეულების განმავლობაში აგროვებენ ინფორმაციას იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ინგლისში, შოტლანდიასა და უელსში 1946 წლის ერთი კვირის განმავლობაში დაიბადნენ.

29 ივლისი 2026, 10:48

რეგიონი

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა - სრულად დაფინანსებული სწავლების მოდელი 12-18 წლის ახალგაზრდებისთვის

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში „თუმო ქუთაისი“ (TUMO Kutaisi) დაფუძნდა. თუმოს პირველი ცენტრი საქართველოში გათვლილია ერთდროულად 1 200-მდე მოსწავლეზე და მიზნად ისახავს მოზარდებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო გამოცდილების შეთავაზებას. ინფორმაციას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

29 ივლისი 2026, 10:32

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საერთაშორისო დიპლომატია თანდათან ემზადება არა ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმებისთვის, არამედ პირველი, ბევრად უფრო რეალისტური ნაბიჯისთვის - ცეცხლის შეწყვეტისთვის

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრას, რომლის შემდეგაც პრეზიდენტებს საჯარო განცხადებები არ გაუკეთებიათ.

პაველ დუროვი

29 ივლისი 2026, 10:29

მსოფლიო

რუსეთში „ტელეგრამის“ დამფუძნებელს პაველ დუროვს ტერორიზმის ხელშეწყობის მუხლით ბრალი წაუყენეს და ძებნა გამოაცხადეს

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მესენჯერ „ტელეგრამის“ დამფუძნებელს პაველ დუროვს ტერორიზმის ხელშეწყობის მუხლით ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ჯარედ ლეტო

29 ივლისი 2026, 10:24

კულტურა

ჯარედ ლეტოს სექსუალურ შევიწროებასა და დანაშაულებრივ ქმედებებში ადანაშაულებენ

BBC-ის ცნობით, ერთ-ერთი ქალი ამტკიცებს, რომ 17 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, მეორემ სექსუალური ხასიათის მუქარებზე განაცხადა, ხოლო მესამემ მსახიობთან სექსუალურ ურთიერთობაზე ისაუბრა, როდესაც ის 17 წლის იყო. კიდევ ერთმა რესპონდენტმა ლეტო გრუმინგში (არასრულწლოვნის ნდობაში შესვლა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით) დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ 16 წლის ასაკში მისგან გამომწვევ სატელეფონო ზარებს იღებდა. დოკუმენტურ ფილმში სულ 10 ქალი ჩნდება, რომელთაგან ცხრამ თავისი ისტორია საჯაროდ პირველად მოყვა.

29 ივლისი 2026, 10:01

საზოგადოება

გივი მიქანაძემ თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან ორმხრივი შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ანკარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ოსმან აშქინ ბაქთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

29 ივლისი 2026, 10:00

მსოფლიო

CENTCOM: ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალებმა ირანიდან ახლო აღმოსავლეთში დისლოცირებულ აშშ-ის ძალების მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ახლო აღმოსავლეთში დისლოცირებული ამერიკული ჯარის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.

29 ივლისი 2026, 09:47

მსოფლიო

Reuters: იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. მაშველები დანგრეული სავაჭრო ცენტრიდან ადამიანების გამოყვანას ცდილობენ

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მომხდარი 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.