imedi /  20 ივნისი 2019, 19:22 / სანდო წყარო

კარასინი: შეშფოთებულები ვართ საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების ქმედებებით

გრიგორი კარასინი

გრიგორი კარასინი

მოსკოვი შეშფოთებულია საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების ქმედებებით, რის გამოც თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობა ჩაიშალა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.

კარასინის თქმით, მოსკოვი შეშფოთებით აკვირდებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

„საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი, რომელიც მსოფლიოს მართლმადიდებელ ქვეყნებს აერთიანებს, საკუთარი ანტირუსული განწყობების გამჟღავნებისთვის გამოიყენეს. მათი აგრესიული ქმედებების გამო 25 ქვეყნის დეპუტატებს მუშაობის დაგეგმილ დროზე ადრე დასრულება მოუხდათ“, - განაცხადა კარასინმა.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, კრემლი აპირებს, გააგრძელოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კურსი, რომელიც ორივე ქვეყნის ხალხების ინტერესებში შედის.

პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ბაქოდან კომენტარი ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და მის გადადგომას მოითხოვს. 

პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, ასევე განცხადება გააკეთეს ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ

პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე. რუსი დეპუტატის ქცევა "ევროპული საქართველოს" წევრებმაც გააპროტესტეს და მათ სპიკერატის ადგილი დაიკავეს.

თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას მასპინძლობს. ღონისძიებაზე 25 ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლები არიან ჩამოსულები.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარე სერგეი გავრილოვი, რომლის გამოჩენასაც საქართველოს პარლამენტში ვნებათაღელვა მოჰყვა, რუსეთის სახელმწიფო დუმაში კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს. ის რუსეთის პარლამენტის მეხუთე (2007), მეექვსე (2011) და მეშვიდე (2016-დან) მოწვევების წევრია.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გავრილოვი აფხაზეთის ომში სეპარატისტების მხარეს იბრძოდა, რასაც რუსი დეპუტატი კატეგორიულად უარყოფს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გავრილოვი ნამყოფია დნესტრისპირეთში, კოსოვოსა და სირიაში, სადაც ასევე რუსეთის საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობაში ჩადიოდა.

გავრილოვი ასევე არის ორგანიზაცია „საიმპერატორო მართლმადიდებლური პალესტინის საზოგადოების“ საბჭოს წევრი. აღსანიშნავია, რომ „საიმპერატორო მართლმადიდებლური პალესტინის საზოგადოების“ თავმჯდომარე გენერალ-პოლკოვნიკი, რუსეთის ყოფილი შს მინისტრი და პრემიერმინისტრი სერგეი სტეპაშინია.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

18 ივლისი 2019, 17:46

მსოფლიო

ზელენსკიმ დონბასში მეომარ ქართველს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ 9 უცხოელს მოქალაქეობა მიანიჭა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება.

პიცა

18 ივლისი 2019, 17:27

ტაბლოიდი

კვების ობიექტების ამერიკული ქსელი პიცის ახალ სახეობას ყიდის

შეიძლება ითქვას, რომ ადამიანთა ორი კატეგორია არსებობს - 1. ვინც პიცის ნაჭერს მთლიანად ჭამს; 2. ვინც პიცის კუთხეებს ტოვებს. ივლისში კვების ობიექტების ამერიკულმა ქსელმა Villa Italian Kitchen-მა დაიწყო პიცის გაყიდვა, რომელიც მხოლოდ კუთხეებისგან შედგება. ასეთი სახით პიცა პირველად არა Villa Italian Kitchen-მა, არამედ ნიუიორკულმა პიცერია Cuts & Slices-მა გაყიდა.

18 ივლისი 2019, 17:25

მსოფლიო

დასახელდა ქვეყანა, სადაც ნარკოტიკებისგან ყველაზე მეტი ადამიანი კვდება

შოტლანდიის ხელისუფლებამ საჯარო გახადა მონაცემები, რომლითაც დადასტურდა, რომ ქვეყანა ნარკოტიკის მოხმარებით მსოფლიოში ლიდერია. შესაბამისად შოტლანდიაში, ნარკოტიკის ზედოზირებით სულ უფრო მეტი ადამიანი კვდება. სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ევროპაში და მსოფლიოში.

ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი

18 ივლისი 2019, 17:21

მსოფლიო

9 მაისს მოსკოვში აღლუმს ემანუელ მაკრონიც დაესწრება

2020 წლის 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს მოსკოვში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ტოჩინოშინი

18 ივლისი 2019, 17:06

სპორტი

ტოჩინოშინი საქართველოს პოპულარიზებას განაგრძობს

ტოჩინოშინი იაპონიაში საქართველოს წარმოჩენას ქართული რაგბის პოპულარიზაციით განაგრძობს. ქართველმა სუმოისტმა ამჯერად სოციალურ ქსელში რაგბის ბურთით ფოტოები გამოაქვეყნა და ბორჟღალოსნებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

Corvette C8

18 ივლისი 2019, 16:58

ტექნოლოგიები

ავტოკონცერნმა General Motors-მა ახალი სპორტული მოდელი წარადგინა

ამერიკულმა ავტოკონცერნმა General Motors-მა ახალი სპორტული მოდელი ლოს-ანჯელესში წარადგინა. ახალი თაობის Corvette C8 იმით არის უნიკალური რომ ავტომობილში ძრავი შუაში მდებარეობს, ორი სავარძლის უკან. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი მერი ბარა განმარტავს ეს არის წარმოების ისტორიაში ყველაზე განსხვავებული Corvette-ი.

რეპეტიტორი

18 ივლისი 2019, 16:41

ტაბლოიდი

ბრიტანელი წყვილი რეპეტიტორობის მსურველს მოგზაურობასა და $75 000 სთავაზობს

ფრენკმა და ანტუანეტამ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა გადაწყვიტეს, თუმცა 6 და 9 წლის შვილების სწავლისთვის ხელის შეშლა არ სურთ. ერთწლიანი შვებულების ფარგლებში ისინი ევროპის, აზიის, ავსტრალიისა და ჩრდილოეთ ამერიკაში იმოგზაურებენ და სურთ, რომ მოგზაურობის პერიოდში მათმა შვილებმა რეპეტიტორთან იმეცადინონ.

გული

18 ივლისი 2019, 16:38

ტექნოლოგიები

სისხლის წნევის ორივე კომპონენტს ინსულტისა და გულის შეტევის პროგნოზირება შეუძლია

შედეგების ანალიზის თანახმად, მაღალი დიასტოლური წნევა (გულის კუნთის მოდუნებული მდგომარეობის დროს) თითქმის ისეთივე ალბათობით იწვევს მწვავე გულ-სისხლძარღვთა დარღვევებს, როგორც მაღალი სისტოლური წნევა (გულის შეკუმშვის დროს). აქამდე მიიჩნეოდა, რომ დიასტოლური წნევა შეიძლება უგულებელყოფილი იყოს.

პაატა სალია

18 ივლისი 2019, 16:37

საქართველო

„რუსთავი 2“-ს დირექტორად გვარამიას ნაცვლად პაატა სალია დაინიშნა

ქიბარ ხალვაშმა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დირექტორად პაატა სალია დანიშნა და საჯარო რეესტრისგან შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციას ითხოვა. როგორც დოკუმენტში წერია, დღეს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა.

სტრასბურგი

18 ივლისი 2019, 16:04

ეკონომიკა

საჯარო რეესტრმა „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ტელეკომპანია „რუსთავის 2“ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს დაურეგისტრირა. კერძოდ კი ტელევიზიის 60% - ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40% - ქიბარ ხალვაშის კომპანია „პანორამას“ მიეკუთვნა. ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა საჯარო რეესტრს სარეგისტრაციო განცხადებით გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მალევე მიმართა.

ზურაბ წერეთელი

18 ივლისი 2019, 15:59

მსოფლიო

მოსკოვის მერიამ ზურაბ წერეთელს უჩივლა

რას ეხება სარჩელი, უცნობია. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს განმარტებით, საქმეს განიხილავს მოსამართლე, რომლის ძირითადი მიმართულება პრივატიზაციასთან, საკუთრების უფლებასა და არენდასთან დაკავშირებული დავებია. კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია მოქანდაკის წარმომადგენლებსაც. ზურაბ წერეთელი რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტია.

სიგარეტი

18 ივლისი 2019, 15:48

მსოფლიო

კაცმა თავისი ამპუტირებული ფეხის ფოტო სიგარეტის შეფუთვაზე აღმოაჩინა

სურათი დაბეჭდილია სიგარეტის იმ შეფუთვებზე, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში იყიდება და გვერდით წარწერა აქვს "მოწევა ბლოკავს თქვენს არტერიებს". კაცი კი რომლის ამპუტირებული ფეხიც სავარაუდოდ ამ ფოტოზეა გამოსახული, ამბობს, რომ მან ფეხი 1997 წელს ალბანეთში მომხდარი თავდასხმის დროს დაკარგა.

18 ივლისი 2019, 15:46

საქართველო

„რუსთავი 2“-ს თანამშრომლები ნიკა გვარამიას დირექტორად დატოვებას ითხოვენ

რუსთავი2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ტელეკომპანიის საინფორმაციო გადაცემის გუნდის სახელით განცხადებას აკეთებს. თანამშრომელთა ერთობლივი განცხადება პირდაპირ ეთერში ტელეწამყვანმა პაატა იაკობაშვილმა წაიკითხა.

18 ივლისი 2019, 15:34

მსოფლიო

ირანმა სპარსეთის ყურეში ტანკერი დააკავა

ტანკერს კონტრაბანდული ნავთობი გადაჰქონდა. ამასთან, დაკავაბულია ეკიპაჟის 12 წევრი. მათი ეროვნება და ასევე რომელ ქვეყანას ეკუთვნის ტანკერი, უცნობია. 11 ივლისს სპარსეთის ყურეში ირანულმა ხომალდებმა ბრიტანული ნავთობმზიდის დაკავება სცადეს. მანამდე კი აშშ-მა ირანი ომანის ყურეში ნავთობმზიდზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

ფორსაჟი

18 ივლისი 2019, 15:26

ეკონომიკა

საქართველოში „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებზე 31,4 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

საქართველოში ჰოლივუდური ფილმის გადაღებისთვის მაქსიმუმ 31,4 მილიონი ლარი (31 358 162 ლარი) უნდა დაიხარჯოს. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაში წერია, რომელსაც ხელს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს. განკარგულება 10 ივლისით თარიღდება. ფილმი რომლის გადაღებაზეც საუბარია "ფორსაჟი 9" არის.

Gossip Girl

18 ივლისი 2019, 15:18

კულტურა

„ჭორიკანა“ ეკრანს უბრუნდება

ფინალური სეზონის გამოსვლიდან შვიდი წლის შემდეგ CW-ის თინეიჯერული დრამა "ჭორიკანა" ეკრანს ახალი სეზონით, ამჯერად HBO Max-ზე დაუბრუნდება.როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე დაგეგმილია ათი 1-საათიანი ეპიზოდების გადაღება.

18 ივლისი 2019, 15:00

ძალოვნები

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულს 8000 ლარიანი გირაო და შინაპატიმრობა შეეფარდა

20 21 ივნისის საქმეზე დაკავებულ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ვ.გ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით 8 ათასი ლარის ოდენობოთ გირაო და შინაპატიმრობა შეეფარდა. პროკურორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი იყო დანაშაულის ამსახველი ვიდეომტკიცებულება და მოწმეთა ჩვენებები, რომლითაც დგინდება დანაშაულებრივი ქმედება და არსებობდა მიმალვის საფრთხე, თუმცა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის ვერსია არ გაიზიარა.

რუსთავი 2

18 ივლისი 2019, 14:55

საქართველო

„ევროპული საქართველო“ სტრასბურგის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება "საფრთხის შემცველი და ცუდია ქართული დემოკრატიისთვის“.

ნიკა გვარამია

18 ივლისი 2019, 14:47

საქართველო

ნიკა გვარამია: კამუფლაჟი შემთხვევით არ მაცვია, ომი თუ იქნება, ვიომებთ

„არც შემთხვევით არ მაცვია კამუფლაჟი, სრულიად შეგნებულად ვაკეთებ განცხადებას, ომი თუ იქნება ჩვენ ვიომებთ და ჩვენ ეს შეგვიძლია, აქამდე ყოველშემთვევაში ბევრჯერ დავამტკიცეთ და იმედი გვაქვს, რომ მარტო ამ ომში არ ვიქნებით“, - დასძინა ბრიფინგის ბოლოს ნიკა გვარამიამ.

პაატა სალია

18 ივლისი 2019, 14:30

საქართველო

ხალვაშის ადვოკატმა სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად იუსტიციის სახლში წარადგინა

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია „რუსთავი2“-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას აფასებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილების დარეგისტრირება დღესვე შეიძლება. სალია ამბობს, რომ აბსურდია, თითქოს დირექტორის გათავისუფლება არ შეიძლება. განმარტავს, რომ არ იცის, რა ხელშეკრულება აქვს ნიკა გვარამიას და სამართლებრივ ნაწილზე განცხადებას დოკუმენტის გაცნობის შემდეგ გააკეთებს.