Imedi /  24 ივნისი 2019, 13:11 / სანდო წყარო

ელენე ხოშტარია: მოეშვით ვაჭრობას და გადააყენეთ გახარია

ელენე ხოშტარია, გიორგი გახარია

ელენე ხოშტარია, გიორგი გახარია

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. 

„სამარცხვინოა გახარიას თანამდებობაზე დატოვება და ხალხთან ვაჭრობა თანამდებობებით. ისინი ერთი დღე ვაჭრობდნენ კობახიძით, ახლა ვაჭრობენ გახარიათი. გახარია არის შს მინისტრი, რომელმაც იყიდა სასიკვდილო ტყვიები და გასცა ბრძანება ადამიანებისთვის დამიზნებით ესროლათ და დაესახიჩრებინათ. დღემდე სამი ადამიანი ებრძვის სიკვდილს, ადამიანებმა დაკარგეს თვალი. ეს ვერ შერჩება მას. ის არის ამ პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი გამომწვევი, ამიტომ, მოეშვით ვაჭრობას და გადააყენეთ გახარია“,- განაცხადა ხოშტარიამ ჟურნალისტბთან საუბრისას.

„ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში უნდა ჩატარდეს.

აქციის მონაწილეები 20 ივნისს დაკავებულების გათავისუფლებას, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას, არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას და იმ ძალოვნების დასჯას ითხოვენ, რომელთაც, მათი შეფასებით, დარბევისას ძალას გადაამეტეს.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ყველა სიახლე

რკინიგზა

22 სექტემბერი 2019, 16:41

საქართველო

23 სექტემბრიდან თბილისი-ბათუმის რეისზე ერთ-ერთი მატარებელი მოიხსნება

23 სექტემბრიდან თბილისი-ბათუმის ერთ-ერთი სამგზავრო მატარებელი რეისიდან მოიხსნება. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ერთ-ერთი მატარებლის მოხსნის მიზეზი საკურორტო სეზონის დასრულების გამო მგზავრთნაკადის შემცირებაა. ყველას ვისაც 30 სექტემბრამდე აქვს ბილეთი ნაყიდი, ფული დაუბრუნდება.

ტუბერკულოზი

22 სექტემბერი 2019, 16:40

ტექნოლოგიები

აშშ-ში ტუბერკულოზის სამკურნალოდ ახალი პრეპარატი შეიქმნა

ტუბერკულოზი 21-ე საუკუნის ყველაზე საშიშ დაავადებად რჩება. დაავადებას კოხის ჩხირი იწვევს, რომელიც ძალიან ადვილად ეჩვევა პრეპარატებს. თუმცა აშშ-ში მეცნიერებმა ახლახანს შექმნეს პრეპარატი PA-824 (პრეტომანიდი), რომელიც დაავადების რთული ფორმების სამკურნალოდ გამოიყენება.

პოლიცია სროლა

22 სექტემბერი 2019, 16:35

მსოფლიო

ინდიანაპოლისში სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიჭრა

ტელეარხი CBS4-ის ინფორმაციით, შემთხვევა რესტორან Steak N Shake-თან მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ​დაიჭრა 6 ადამიანი, ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. დაჭრილთა შორის არასრულწლოვნებიც არიან.

ნოვიჩოკი

22 სექტემბერი 2019, 16:24

მსოფლიო

„ნოვიჩოკით“ მოწამლული ბრიტანელი რუსეთის წინააღმდეგ სასამართლო დავას გეგმავს

ჩარლი როულის თქმით, მომხდარმა მის ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. მისი ადვოკატის, პატრიკ მაგუაირის განცხადებით, როულის სურს გაარკვიოს რა გახდა მოწამვლისა და მისი მეუღლის გარდაცვალების მიზეზი. ის რუსეთისგან 1 მილიონი ფუნტი სტერლინგის მოთხოვნას აპირებს.

BTS

22 სექტემბერი 2019, 15:44

კულტურა

BTS-ის წევრები სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან არ გათავისუფლდებიან

სამხრეთ კორეაში 1957 წლიდან სამხედრო სამსახურში 18-დან 28 წლამდე მამრობითი სქესის მოქალაქეებს იწვევენ. გამონაკლისი შემთხვევები მხოლოდ საერთაშორისო კონკურსებსა და შეჯიბრებებზე გამარჯვებულ სპორტსმენებსა და ხელოვანებს ეხებათ.

22 სექტემბერი 2019, 15:30

კულტურა

სერიალ „დედოფლის“ მესამე სეზონის თიზერი გამოქვეყნდა

Netflix -მა სერიალ „დედოფლის“ მესამე სეზონის თიზერი წარმოადგინა. სერიალი „დედოფალი“ 2016 წლიდან გამოდის და ბრიტანეთის სამეფო ოჯახში განვითარებულ მოვლენებს აღწერს. ახალი სეზონი პრინცესა მარგარეტის და 25 წლის ოლიმპიელი ბადროსმტყორცნელის როდი ლეველინის რომანს ეძღვნება.

ტურისტების მძევლად აყვანა

22 სექტემბერი 2019, 15:14

მსოფლიო

ტუნისში სასტუმროს პერსონალმა ტურისტები მძევლად აიყვანა

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს. სასტუმრო Les Orangers-ის პერსონალმა ტერიტორიიდან ყველა გასასვლელი გადაკეტა, ინტერნეტი გათიშა და არ შეუშვა სასტუმროს ტერიტორიაზე ავტობუსები, რომლებსაც ტურისტები აეროპორტში უნდა წაეყვანათ.

22 სექტემბერი 2019, 15:02

ტაბლოიდი

აშშ-ში დათვი 3 მონადირეს თავს დაესხა

გამოცემის ცნობით, პირველი შემთხვევა გამთენიისას მოხდა, როცა ცხოველი ორ მონადირეს დაესხა თავს, მეორე შემთხვევის დროს კი, რომელიც საღამოს დაფიქსირდა, დათვმა დაზიანებები ერთ მონადირეს მიაყენა.

ჯგუფი Maroon 5

22 სექტემბერი 2019, 14:57

კულტურა

Maroon 5-მა ახალი მუსიკალური ვიდეო წარმოადგინა

ამერიკულმა პოპ-ჯგუფმა ჯგუფი Maroon 5-მა ახალ სიმღერა Memories-ზე მუსიკალური ვიდეო წარმოადგინა. ეს ჯგუფის პირველი სინგლია მიმიდინარე წელს. კომპოზიციის თანაავტორია ჯონ ბელიონი, რომელიც ჰიტით All Time Low-ით არის ცნობილი. ჯგუფის ფრონტმენის ალამ ლევინის განცხადებით, სიმღერა მათთვისაა ვისაც დანაკარგი გადაუტანია.

არჩილ თალაკვაძე

22 სექტემბერი 2019, 14:56

საქართველო

მცხეთაში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა მიმდინარეობს

დისკუსიაში პარტიები, კონსტიტუციონალისტები და მესამე სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. განხილვის მთავარი საკითხი არის მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

ნიგერიელი სამხედროები

22 სექტემბერი 2019, 14:43

მსოფლიო

ნიგერიაში ტერორისტების გამოსავლენად მასშტაბური რეიდები ჩატარდება

ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე სამ შტატში ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ წევრთა გამოვლენის მიზნით შეიარაღებული ძალები რეიდებს ჩაატარებენ და მოქალაქეთა პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს შეამოწმებენ. ამის შესახებ ქვეყნის შეიარაღებული ძალების განცხადებაშია ნათქვამი.

BMW

22 სექტემბერი 2019, 14:31

ეკონომიკა

BMW 6 000 სამუშაო ადგილს შეამცირებს

ავტომწარმოებელი გერმანული ბრენდის BMW-ს ახალი ხელმძღვანელი ოლივერ ციპსე კომპანიაში სამუშაო ადგილების გაუქმებას აპირებს. Bloomberg-ის ცნობით, 2022 წლისთვის, მწარმოებელი სავარაუდოდ 5000-დან 6000 სამუშაო ადგილს შეამცირებს.

Emmy-ის დაჯილდოება

22 სექტემბერი 2019, 13:55

კულტურა

23 სექტემბერს Emmy-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

HBO-ს სერიალ „სამეფო კარის თამაშებს“ Emmy-ის დაჯილდოების 7 კატეგორიაში 14 ნომინანტი ჰყავს, მათ შორის არის საუკეთესო დრამატული სერიალის, საუკეთესო კაცი და ქალი მსახიობების და საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის კაცი და ქალი შემსრულებლების კატეგორიები.

ბარსელონა

22 სექტემბერი 2019, 13:13

სპორტი

„ბარსელონამ“ ბოლო 25 წელიწადში სეზონის ყველაზე ცუდი სტარტი აჩვენა

„ბარსელონამ“ ბოლო 25 წელიწადში სეზონის ყველაზე ცუდი სტარტი აჩვენა. ესპანეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში კატალონიური გუნდი სტუმრად „გრანადასთან“ დამარცხდა და სატურნირო ცხრილის მეშვიდე ადგილზე იმყოფება. შეხვედრის დასაწყისშივე, მე-2 წუთზე ანგარიში რამონ აზიზმა გახსნა, 66-ე წუთზე კი ალვარო ვადილიომ 11-მეტრიანი ნიშნულიდან „გრანადას“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.

22 სექტემბერი 2019, 13:09

ძალოვნები

ავღანეთში ვასილ ყულჯანიშვილის სახელობის მოედანი გაიხსნა

ვასილ ყულჯანიშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში 2013 წლიდან მსახურობდა. ვასილ ყულჯანიშვილი 2015 წლის 22 სექტემბერს, ავღანეთში პატრულირებისას მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გმირულად დაიღუპა.

ბეტმენი, სუპერგმირი.

22 სექტემბერი 2019, 13:08

კულტურა

სუპერგმირი ბეტმენი 80 წლისაა

მსოფლიო ერთ-ერთი პოპულარული სუპერგმირის ბეტმენის იუბილეს აღნიშნავს. წელს კომიქსის პირველი ნომრის გამოსვლიდან 80 წელი შესრულდა. საზეიმო ღონისძიებები მსოფლიოს 11 ქვეყანაშია დაგეგმილი. პირველებმა ბეტმენის იუბილე იაპონელებმა აღნიშნეს.

ჰასან როუჰანი

22 სექტემბერი 2019, 12:58

მსოფლიო

როუჰანი: უცხო ქვეყნის ჯარებს ტკივილი და უბედურება მოაქვთ

BBC-ის ინფორმაციით, როუჰანი ​ასე აშშ-ის მიერ საუდის არაბეთში ჯარის გაგზავნის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. 1980-1988 წლების ირან-ერაყის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ უცხო ქვეყნის ჯარებს ყოველთვის „ტკივილი და უბედურება მოაქვთ“.

ხის წაქცევა

22 სექტემბერი 2019, 12:24

საქართველო

ხელვაჩაურში ძლიერი ქარის შედეგად ხე საცხოვრებელ სახლს დაეცა

ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში, ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რომელიც ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს დაეცა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, გაზის მილი და ჩაკეტილია ცენტრალური გზა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. წაქცეულმა ხემ ასევე დააზიანა საცხოვრებელი სახლის სახურავი, კედლები და რამდენიმე ოთახი.

ხატია ბუნიათაშვილი

22 სექტემბერი 2019, 12:14

კულტურა

ხატია ბუნიათიშვილის კონცერტის ბილეთები 25 წუთში გაიყიდა

ონლაინპლატფორმა biletebi.ge-ს ინფორმაციით, ხატია ბუნიათიშვილის კონცერტის ბილეთები 25 წუთში გაიყიდა. „რიგში 1521 მომხმარებელი იდგა და კახიძის მუსიკალური ცენტრის 900-ადგილიანი დარბაზი გაიყიდა ზუსტად 25 წუთში“, - აცხადებენ ონლაინ პლატფორმის წარმომადგენლები.

იაპონია, ტაიფუნი

22 სექტემბერი 2019, 11:50

მსოფლიო

ტაიფუნ „ტაპას“ გამო იაპონიასა და სამხრეთ კორეაში 900-მდე ავიარეისი გაუქმდა

ძლიერი ტაიფუნის „ტაპას“ გამო იაპონიასა და სამხრეთ კორეაში 900-მდე ავიარეისი გადადეს. ციკლონმა გამოიწვია ელექტრომომარეგების შეფერხება. დაშავდნენ ადამიანები და არის მსხვერპლი. ტაიფუნ „ტაპას“ მე-17 ნომერი მიენიჭა. ბოლო მონაცემებით, ციკლონი ტროპიკულ წვიმამდე შესუსტდა.