imedi /  21 აგვისტო 2019, 18:22 / სანდო წყარო

ნინო შუბლაძე: საქმემან ჩემმან წარმომაჩინოს

ნინო შუბლაძე

ნინო შუბლაძე

ჟურნალისტი ნინო შუბლაძე, რომელიც „რუსთავი 2“-ის საინფორმაციოს ხელმძღვანელად მოიაზრება, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც ის წერს, მან შეთავაზება მიიღო, თუმცა მედიაში,  კერძოდ კი „რუსთავი  2-ში“  დაბრუნების გადაწყვეტილება არ მიუღია. 

  „სალამი ყველას, სახე დაკარგულებსაც! პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და კერძოდ რუსთავი 2-ში დაბრუნების თაობაზე. შემოთავაზება მივიღე მხოლოდ ... მეორე დღეა ვყურებ სრულ ისტერიას … ოდესმე ამ შოკიდანაც ალბათ გამოვალ ... ენას ძვალი არ აქვს, თუმცა ვინც მიცნობს, ზუსტად იცის არასოდეს არც მორალურ ზღვარს გადამიბიჯებია ადამიანებთან, ჩემს კოლეგებთან ურთერთობაში, მიუხედავად იმისა, რომ მარტივი წლები არ გაგვივლია ერთად ... არც ახლა გადავალ ამ ზღვარს... ამიფეთქდა ტელეფონი - თქვენი პიროვნული გამხნევება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პ.ს. როგორც ჩემმა დამ მითხრა - საქმემან ჩემმან წარმომაჩინოს ..."- წერს შუბლაძე. 

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ნინო შუბლაძე უხელმძღვანელებს. Imedinews-ის ინფორმაციით, ის არხის გენერალური დირექტორის პაატა სალიას შეთავაზებას დათანხმდა, თავად შუბლაძეს კი გუშინ ეს ცნობა არ უარუყვია.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ნიკა გვარამიამ წარსულში შუბლაძის „რუსთავი 2“-დან წასვლის დეტალები გაიხსენა და თქვა, რომ 2013 წელს ჟურნალისტი ხელისუფლებას „რუსთავი 2“-ის განადგურებაზე უთანხმდებოდა.      

20 აგვისტოს დღისით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ესენი არიან ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და გიორგი ლაფერაშვილი.

ამ დროისთვის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა ეთერში არ გადის.

ნინო შუბლაძე 2000-ანი წლების დასაწყისიდან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე მუშაობდა - ჯერ კორესპონდენტად, შემდეგ კი საინფორმაციო სამსახურის უფროსად და არხის დირექტორის მოადგილედ. ამავე არხზე მას მიჰყავდა პოლიტიკური თოქ-შოუ „პოზიცია“. „რუსთავი 2“ მან 2014 წლის ზაფხულში დატოვა და მალევე მუშაობა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლად (საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით) დაიწყო. ბოლოს, 2019 წლის გაზაფხულამდე ჟურნალისტი პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობდა. 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 100%-ანი წილის მფლობელმა ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა 18 ივლისს  არხის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.

17 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამიამ ახალი არხი დააფუძნა.

ყველა სიახლე

ლეო ნაფტა

06 სექტემბერი 2026, 14:44

პოლიტიკა

ოპოზიციის პროპაგანდისტი ლეო ნაფტა პუტინის, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის შეხვედრაზე: არ ვიცი, ამ სირცხვილს, რასაც ტრამპისნაირი უროდის ორჯერ არჩევა ჰქვია, როდის ჩამოირეცხავს ეს ქვეყანა. აი, ამ მახინჯების ჯინაზე, ტრამპის დროს უნდა გადაჯეგოს უკრაინამ ღორეთი

ოპოზიციის პროპაგანდისტი ლეო ნაფტა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის შეხვედრას დონალდ ტრამპის მომლაპარაკებლებთან - სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან.

ჯარედ კუშნერი და სტივენ უიტკოფი

06 სექტემბერი 2026, 14:41

მსოფლიო

მედია: კუშნერი და უიტკოფი კიევში ჩავიდნენ

უკრაინული მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ჩავიდნენ. ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი უკრაინის დედაქალაქში მატარებლით ჩავიდნენ და ქვეყნის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავენ.

06 სექტემბერი 2026, 14:39

სპორტი

ირაკლი ეგოიანმა „ტილბუგს“ გოლი გაუტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა

ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. ერედივიზიონის მე-5 ტურში „ექსელსიორმა“ სტუმრად „ტილბურგი“ 3-0 დაამარცხა. გამარჯვებულებს შორის კი საუკეთესო ეგოიანი იყო, რომელმაც მე-8 წუთზე ასისტი შეასრულა, 85-ე წუთზე კი გოლი გაიტანა.

06 სექტემბერი 2026, 14:34

სპორტი

ლისაბონში მიმდინარე ფიფას საკონტინენტთაშორისო თასის ჯგუფური ეტაპი საქართველოს კიბერფეხბურთის ნაკრებმა პირველ ადგილზე დაასრულა

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ფიფას საკონტინენტთაშორისო თასის ჯგუფური ეტაპი საქართველოს კიბერფეხბურთის ნაკრებმა პირველ ადგილზე დაასრულა. ქართველმა კიბერსპორტსმენებმა გიორგი გაბუნიამ და საბა პეტრიაშვილმა პორტუგალიის, ყაზახეთის, სერბეთის, ბოსნიის, საბერძნეთისა და თურქეთის წარმომადგენლები დაამარცხეს, ხორვატებთან კი ფრედ ითამაშეს.

06 სექტემბერი 2026, 14:34

მსოფლიო

პარიზში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ადგილზე სამაშველო და სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული. აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

06 სექტემბერი 2026, 14:31

მსოფლიო

ისრაელმა ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელმა ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ეს იყო პასუხი უსაფრთხოების ზონაში ისრაელელ სამხედროებზე თავდასხმისთვის. შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი.

06 სექტემბერი 2026, 14:29

მსოფლიო

საბერძნეთში ფერმერების საპროტესტო აქცია გაიმართა

ფერმერების აქციები იანვარში შეწყდა, მას შემდეგ, რაც მთავრობამ მათ მხარდაჭერა აღუთქვა. ფერმერები წარმოების ხარჯების შემცირებას, სუბსიდირების შენარჩუნებას, სადაზღვევო სისტემის რეფორმირებას და იმპორტის შეზღუდვას მოითხოვდნენ.

რობერტ ფიცო

06 სექტემბერი 2026, 14:23

მსოფლიო

რობერტ ფიცო: დასავლეთის მიერ უკრაინის შეიარაღების გაგრძელება ომს გლობალურ დაპირისპირებაში გადაიყვანს

დასავლეთის მიერ უკრაინის შეიარაღების გაგრძელება ომს გლობალურ დაპირისპირებაში გადაიყვანს, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

06 სექტემბერი 2026, 14:22

მსოფლიო

Axios: ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში მოსკოვში სანქციებზე პასუხისმგებელი ჯინ ლენგიც იმყოფებოდა

Axios-ის ცნობით, ლენგი რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელ, კირილ დმიტრევთან მოლაპარაკებებს ესწრებოდა, პუტინთან შეხვედრაში კი მონაწილეობა არ მიუღია. როგორც გამოცემა წერს, ამერიკულ დელეგაციაში ლენგის ყოფნა იმაზე მიანიშნებს, რომ ვიზიტისას შესაძლოა სანქციების საკითხი განხილულიყო. ცნობისათვის, უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში გუშინ იმყოფებოდნენ, დღეს კი ისინი შეხვედრებს კიევში გამართავენ.

გიორგი ვოლსკი

06 სექტემბერი 2026, 14:13

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ნიკა გვარამიას მუქარაზე: მთელი საქართველო იყო ტერორის ქვეშ და ის ამ ტერორის განახლების შესაძლებლობაზე მიუთითებს

ნიკა გვარამიას განცხადება, რომლითაც ის პარლამენტის ვიცე-სპიკერს დაემუქრა, შეფასებების თემაა „ქართულ ოცნებაში“. გიორგი ვოლსკი გვარამიას და „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულს იხსენებს.

06 სექტემბერი 2026, 14:08

საზოგადოება

„ექსპო ჯორჯიაში“ ყვავილების ფესტივალი გაიმართა

თბილისის მერიის მხარდაჭერილი ფესტივალის მიზანია, გახდეს პროფესიული და ბიზნესპლატფორმა, სადაც ქართველი მწარმოებლები, იმპორტიორები, ფლორისტები და სავაჭრო ქსელები დაამყარებენ ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს, წარადგენენ საკუთარ პროდუქციას და ხელს შეუწყობენ საქართველოში ყვავილების ინდუსტრიის განვითარებას.

06 სექტემბერი 2026, 13:35

ტექნოლოგიები

მსოფლიოში 65 წელზე უფროსი ადამიანების რაოდენობამ 5 წლამდე ბავშვების რაოდენობას პირველად გადააჭარბა

შობადობის შემცირებამ და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდამ შრომისუნარიან და ხანდაზმულ მოსახლეობას შორის დემოგრაფიული ბალანსი შეცვალა. პროგნოზების თანახმად, 2060 წლისთვის 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების რაოდენობა 852 მილიონიდან (2025 წელი) 2 მილიარდამდე გაიზრდება. პლანეტის მოსახლეობის საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 10 მილიარდს გადააჭარბებს.

06 სექტემბერი 2026, 13:10

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში 40 000-ზე მეტი პირველკლასელი პირველ ნერგს დარგავს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში 40 000-ზე მეტი პირველკლასელი პირველ ნერგს დარგავს.

გლებ სმოლკინი და დიანა დევისი

06 სექტემბერი 2026, 13:10

სპორტი

დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვეს⛸️

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე ფიგურულ ციგურაობაში სპორტულ ცეკვებში მედლების კომპლექტი გათამაშდა. საქართველოს ნაკრების წევრმა წყვილმა - დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა, 188.99 ქულით ტურნირში მოასპარეზე 12 წყვილს შორის პირველი ადგილი დაიკავეს და ოქროს მედლები დაიმსახურეს.

ანა წითლიძე

06 სექტემბერი 2026, 12:53

პოლიტიკა

ანა წითლიძე: ნიკა გვარამია იყო ადამიანი, რომელმაც თავისი თავის კაპიტალიზირება მოახდინა მიშას რესურსზე, აბსოლუტურად ყველანაირად, გინდა ფინანსური, გინდა მაგისი გავლენები - ყველაზე გავლენიანი პირი თუ ვინმე იყო, არაფორმალური მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“ ეგ იყო, „მთავარის“ დირექტორი რომ იყო

[ნიკა გვარამია] იყო ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი თავის კაპიტალიზირება მოახდინა მიშას რესურსზე. ყველანაირად საერთოდ, აბსოლუტურად ყველანაირად, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა“ ანა წითლიძემ პოდკასტში „მისმინე“ ნიკა გვარამიასა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ურთიერთობაზე საუბრისას.

06 სექტემბერი 2026, 12:16

საზოგადოება

„ქოცურ ივენთებზე, სადაც კობახიძე სიტყვით გამოდის წესიერ ადამიანს არ უნდა ვხედავდეთ. ნათია, ისე ნუ იზამ შენს მდგომარეობაზეც შევწუხდეთ“ - საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას გამოჩენას ნინია კაკაბაძისა და ნათია ფანჯიკიძის დაპირისპირება მოჰყვა

სოციალურ ქსელში ნინია კაკაბაძესა და ნათია ფანჯიკიძეს შორის დაპირისპირება ამბასადორის საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას გამოჩენას მოჰყვა, სადაც სიტყვით პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოვიდა.

06 სექტემბერი 2026, 11:56

მსოფლიო

ნატოს სწავლებები ისლანდიის სანაპიროსთან აშშ-ის მონაწილეობის გარეშე პირველად ჩატარდა

„ვხედავთ, როგორ აქტიურდებიან ევროპა და კანადა, და ამას პირდაპირი მნიშვნელობით აქ, ისლანდიაში ვადევნებთ თვალს“, - განაცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თავდაცვის დირექტორატის ხელმძღვანელმა, იონას ალანსონმა.

06 სექტემბერი 2026, 11:41

მსოფლიო

ვულკანის ამოფრქვევამ ინდონეზიაში ავიამიმოსვლა შეაფერხა

ვულკანმა ამოფრქვევა პარასკევს, გვიან ღამით დაიწყო, რასაც თან სდევდა უწყვეტი სეისმური აქტივობა და ლავის შადრევნები. ხელისუფლების ცნობით, კვირას დილით კიდევ ორი ამოფრქვევა მოხდა. რეისების შეჩერებამ, რომელიც 13:30 საათამდე გაგრძელდა, 22 000-ზე მეტი ადამიანი დააზარალა.

ალექსანდარ ვუჩიჩი

06 სექტემბერი 2026, 11:23

მსოფლიო

ვუჩიჩი სერბეთის მმართველი პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელეს

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება „სერბეთის პროგრესული პარტიის“ საბჭომ პარტიულ ყრილობაზე მიიღო.

06 სექტემბერი 2026, 11:15

მსოფლიო

საბერძნეთში ავიაშოუს მიმდინარეობისას სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა ორი პილოტი

საბერძნეთში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი პილოტი დაიღუპა. ინციდენტი ათენის სიახლოვეს, ტანაგრას ბაზაზე მოხდა, სადაც ავიაშოუ იმართებოდა.