imedi /  03 სექტემბერი 2019, 11:39 / სანდო წყარო

მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებს პარლამენტის სამივე შესასვლელი ბლოკირებული აქვთ

მოძრაობა „სირცხვილია“

მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები პრემიერმინისტრად გიორგი გახარიას კანდიდატურის დასახელებას აპროტესტებენ. აქტივისტები თავდაპირველად მმართველი პარტიის ოფისთან შეიკრიბნენ, რის შემდეგად გადაინაცვლეს პარლამენტთან და დეპუტატებს შეძახილებით ხვდებიან.

მათ შენობის სამივე შესასვლელი დაიკავეს და აცხადებენ, რომ მოაწყობენ „სირცხვილის კორიდორს“, რათა საშემოდგომო სესიაზე შესულ დეპუტატებს ამ გზის გავლა მოუწიოთ. მოძრაობის ორგანიზატორები აქციაზე ბანერებით არიან მისულები. მათი თქმით, გიორგი გახარიას მორალური უფლება არა აქვს გახდეს ქვეყნის პრემიერმინისტრი. 

აქციაზე ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც მივიდნენ, ძირითადად „ევროპული საქართველოს“ და  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათთვის მიუღებელია გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე წარდგენა, შესაბამისად, პროტესტის ნიშნად მოაწყობენ „სირცხვილის კორიდორს“.

პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა 3 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი არიან წარდგენილი. 

რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრ ლევან იზორიას, ის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დასახელდა.

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით რამდენიმე თვის მანძილზე მოსახლეობის ნაწილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს მართავდა.

20 ივნისს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი თვალი დაკარგა.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა. 

20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.

ყველა სიახლე

ჟან-კლოდ ვანდამი

22 ნოემბერი 2019, 22:31

ტაბლოიდი

აზერბაიჯანის სოფელ ვანდამში ჟან-კლოდ ვანდამს ძეგლი გაუხსნეს

აზერბაიჯანის სოფელ ვანდამში ცნობილ მსახიობ ჟან-კლოდ ვან დამს ძეგლი დაუდგეს. ძეგლის ავტორი შაკირ ემინბეილია, მისი იდეა კი მოქანდაკე აზად ალიევმა განახორციელა. მსახიობის ოფიციალურ გვერდზე ქანდაკების ფოტო გამოქვეყნდა, ვანდამმა მის შექმნელებს მადლობა გადაუხდა.

ჩაგოსის არქიპელაგი

22 ნოემბერი 2019, 22:30

მსოფლიო

ჩაგოსის კუნძულების დაბრუნებაზე უარის თქმის გამო ბრიტანეთს კოლონიალიზმში ადანაშაულებენ

ჩაგოსი უკანასკნელი ტერიტორიაა აფრიკაში, რომელსაც ბრიტანეთი აკონტროლებს. ბრიტანელები არქიპელაგს 1814 წლიდან მართავენ. მავრიკიში ამტკიცებენ, რომ 1968 წელს არქიპელაგზე უარის თქმა დამოუკიდებლობის სანაცვლოდ მოუწიათ.

ჯეფრი ეპშტეინი

22 ნოემბერი 2019, 22:00

მსოფლიო

აშშ-ის გენპროკურორი ჯეფრი ეპშტეინის სიკვდილს შეცდომების სერიას აბრალებს

ამის შესხებ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა განაცხადა. „მესმის იმ ადამიანების, ვინც ყველაზე ცუდი სცენარი წარმოიდგინა, რადგნ ეს შეცდომების იდეალური შტორმი იყო“, - განაცხადა ბარმა. მილიარდერმა თავი 10 აგვისტოს მოიკლა.

დაკავებულები

22 ნოემბერი 2019, 21:59

ძალოვნები

„ქართული ოცნების“ ოფისთან დაკავებული 3 აქტივისტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

სასამართლო მათ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე 25 ნოემბერს, 16:00 საათზე იმსჯელებს. მანამდე სასამართლომ „შეცვალეს“ კიდევ ერთი წევრი ტიტე გედენიძე არ სცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ვიკინგები

22 ნოემბერი 2019, 21:47

კულტურა

ნორვეგიაში ვიკინგების კიდევ ერთი ხომალდი იპოვეს

„ამ აღმოჩენას შესაძლოა ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობა ჰქონდეს“, - განაცხადა ნორვეგიის კლიმატისა და ეკოლოგიის მინისტრმა ულა ულვესტუენმა. არქეოლოგების თქმით, ჯერ ადრეა გემის ზუსტ ასაკზე საუბარი, თუმცა ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ის 1000 წელს მეტი ხნისაა.

NGC 6240

22 ნოემბერი 2019, 21:29

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ერთ გალაქტიკაში სამი შავი ხვრელი აღმოაჩინეს

გალაქტიკა NGC 6240 მზიდან 300 მილიონი მზის სინათლის მანძილზე მდებარეობს. სავარაუდოდ ის ორი გალაქტიკის შერწყმის შედეგად წარმოიქმნა. ამის გამო სპეციალისტები ფიქრობდნენ, რომ ასეთი შერწყმის გამო გალაქტიკაში ორი ხვრელი იქნებოდა, მაგრამ დაკვირვების შედეგად მესამეც აღმოაჩინეს.

ერაყი

22 ნოემბერი 2019, 21:06

მსოფლიო

ერაყში მორიგ შეტაკებას ისევ მსხვერპლი მოჰყვა

ბაღდადში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ საბრძოლო ტყვიები გამოიყენა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში შეტაკებებს უკვე 320-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური გამოსვლებია.

Amnesty International

22 ნოემბერი 2019, 20:56

საქართველო

Amnesty International-ი ცხინვალის რეჟიმს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ორგანიზაცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტსაც გამოეხმაურა, მის გატაცებას თვითნებური უწოდა და აღნიშნა, რომ ცხინვალის რეჟიმმა მას კომპენსაცია უნდა დაუნიშნოს. Amnesty International-ი ცხინვალის რეჟიმს გამშვები პუნქტების გახსნისკენ მოუწოდებს.

მამუკა მდინარაძე

22 ნოემბერი 2019, 20:40

საქართველო

მამუკა მდინარაძე: ზოიძის ინიციატივაზე უმრავლესობის სხდომაზე ვიმსჯელებთ

მამუკა მდინარაძის განცხადებით, დეპუტატ აკაკი ზოიძის ინიციატივაზე, რომელიც 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარების თაობაზე რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას ითვალისწინებს, უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებენ.

რომის პაპი ფრანცისკე

22 ნოემბერი 2019, 20:37

მსოფლიო

რომის პაპის აზრით ტექნოლოგიები და გლობალიზაცია ახალგაზრდებს უნიკალურობას ართმევს

82 წლის ფრანცისკემ ასეთი განცხადება ტაილანდში ვიზიტის დროს გააკეთა. მან ახალგაზრდებს წინაპრების მიერ შემონახული კულტურული ტრადიციების დაცვისკენ მოუწოდა. რომის პაპმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდები ადგილობრივ ღირებულებებზე უარს საერთო, გლობალური მოდელის გამო უარს ამბობენ, რასაც სოციალური ქსელების განვითარება უწყობს ხელს.

სოხუმი სროლა

22 ნოემბერი 2019, 20:14

ძალოვნები

სოხუმში სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა

სოხუმში სროლას 3 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 3 კი დაშავდა. შემთხვევა რესტორან „სან-რემოსთან“ მოხდა. ცეცხლი უცნობმა ნიღბიანმა პირებმა გახსნეს. მომხდართან დაკავშირებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა.

სილვიო ბერლუსკონი

22 ნოემბერი 2019, 20:08

მსოფლიო

სილვიო ბერლუსკონი საავადმყოფოში მოხვდა

ინციდენტი ხორვატიაში, ქალაქ ზაგრებში მოხდა. 83 წლის პოლიტიკოსმა ტრავმა მაშინ მიიღო, როცა მასთან ფოტოს გადაღების მსურველების სიმრავლის გამო ჭყლეტა დაიწყო. კონგრესის დასრულების შემდეგ ბერლუსკონი იტალიაში დაბრუნდა და შემოწმება მილანის ერთ-ერთ კლინიკაში გაიარა.

22 ნოემბერი 2019, 19:53

ტექნოლოგიები

ინჟინრებმა გამოიგონეს უსადენო კანი, რომელსაც შეხების შეგრძნების გადაცემა შეუძლია

მოხუცი ქალი ვიდეოკავშირის საშუალებით სხვა ქალაქში მყოფ შვილიშვილს ელაპარაკება. რაღაც მომენტში ბავშვი ბებიას გამოსახულებას ხელით ეფერება და ბებიაც რეალურ შეხებას გრძნობს; კაცი მხარის რობოტიზებული პროტეზით რიგრიგობით იღებს ჭიქას, მარკერს და სმარტფონს და მის სახეზე გაკვირვებული ღიმილი ჩნდება.

ტოდ ფილიპსი და ხოაკინ ფენიქსი

22 ნოემბერი 2019, 19:39

კულტურა

ტოდ ფილიპსმა „ჯოკერის“ გაგრძელების შესახებ ინფორმაცია უარყო

ფილმის სპეციალურ ჩვენებაზე ფილიპსმა განაცხადა, რომ სტუდია Warner-ის ხელმძღვანელ ტობი ემერიხს არ შეხვედრია, შესაძლო სიქველზე საუბრები კი ამ ეტაპზე მხოლოდ საუბრებად რჩება. ინფორმაცია გაგრძელების შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. „ჯოკერის“ შემოსავალმა უკვე 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

22 ნოემბერი 2019, 19:32

ძალოვნები

სუს-ი პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს ეხმიანება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) განცხადებით, საპროტესტო აქციებზე ან სხვა მასობრივი შეკრების ადგილებში უწყების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. უწყება ამ საკითხზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს ეხმიანება.

ოპერაციული ძალები

22 ნოემბერი 2019, 19:22

ძალოვნები

თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები 20 წლისაა

სპეციალური ოპერაციების ძალების პირადმა შემადგენლობამ და პარტნიორი პოლონეთის სპეცდანიშნულების ჯგუფმა მოწინააღმდეგეზე შეტევითი ოპერაცია განახორციელეს, სადაც ტაქტიკური გადაადგილების, ობიექტზე შეტევის, წმენდის, პერიმეტრის უსაფრთხოების, ევაკუაციის და ობიექტის განადგურების ამოცანები შეასრულეს.

პოლიტიკური რეკლამა

22 ნოემბერი 2019, 19:09

ტექნოლოგიები

Twitter-მა ფასიანი პოლიტიკური რეკლამა აკრძალა

Twitter-ზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე დაწესებული აკრძალვა ოფიალურად ამოქმედდა. ამიერიდან მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ პროპაგანდის გამოქვეყნებას, რომელიმე კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერის მოწოდებასა და მათთვის ფინანსური დახმარების გაწევას.

მარი იოვანოვიჩი

22 ნოემბერი 2019, 19:07

მსოფლიო

ტრამპმა გააკრიტიკა უკრაინაში ყოფილი ელჩი, რომელმაც საელჩოში მისი სურათი არ ჩამოკიდა

„ელჩმა, რომელსაც ყველა ასე აქებდა, საელჩოში ჩემ ფოტოს არ ჩამოკიდა. ამისთვის მას ორი წელი დასჭირდა. საელჩოში აშშ-ის პრეზიდენტის სურათის დაკიდება სტანდარტია. ეს ქალი ანგელოზი არ არის, გასაგებია?“ - თქვა ტრამპმა. მარი იოვანოვიჩი ერთ-ერთია იმ 12 მოწმიდან, ვინც ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე კონგრესს ჩვენება მისცა.

22 ნოემბერი 2019, 18:58

ვიდეო

ხალდეში დაბრუნება

მიგრანტები საბერძნეთი

22 ნოემბერი 2019, 18:42

მსოფლიო

საბერძნეთი არასასურველი მიგრაციის აღსაკვეთად მესაზღვრეების რაოდენობას ზრდის

საბერძნეთის თურქეთთან სახმელეთო საზღვარზე დამატებით 400 მესაზღვრე იმუშავებს, კუნძულებზე კი 800. ამასთან, გაიზრდება საზღვაო საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობაც. რამდენიმე დღის წინ საბერძნეთის მთავრობამ მიგრანტების 3 უმსხვილესი ბანაკის დახურვის შესახებ განაცხადა.