imedi /  19 სექტემბერი 2019, 10:47 / სანდო წყარო

NDI: გამოკითხულთა 68 % ფიქრობს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლისას ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა

20 ივნისის ღამე

20 ივნისის ღამე

აშშ-ის „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „CRRC-საქართველოს“ მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 68 პროცენტი აცხადებს, რომ 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლისას ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა; 22 % კი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ აქციის დასაშლელად სათანადო ძალა გამოიყენა.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 43% ფიქრობს, რომ ივნისის აქციის მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, 14% მიიჩნევს, რომ მოვლენებზე ყველა ერთნაირად არის პასუხისმგებელი. გამოკითხულთა 9% გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ხედავს, ხოლო 8% მიიჩნევს, რომ 20 ივნისის მოვლენებზე „ნაციონალური მოძრაობაა“ პასუხისმგებელი.

20-21 ივნისის აქციებთან დაკავშირებით უკვე 20 პირზე მეტის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა.

20 ივნისს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად, საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან - 80 სამართალდამცველი. 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი თვალი დაკარგა.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა. 

20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.

ყველა სიახლე

„საგრადა ფამილია“

18 ოქტომბერი 2019, 15:52

მსოფლიო

ბარსელონაში საპროტესტო აქციების გამო „საგრადა ფამილიაში“ შესვლა შეიზღუდა

ბარსელონაში დემონსტრანტებმა „საგრადა ფამილიას“ შესასვლელი გადაკეტეს. ინფორმაცია ტაძრის Twitter-ის გვერდზე გავრცელდა. მათი თქმით, ამ ინციდენტის გამო დამთვალიერებლების უსაფრთხოებაზე პასუხს ვერ აგებენ და ტაძარს დროებით დაკეტავენ. „ჩვენ გარანტიას ვერ მივცემთ დამთვალიერებლებს, შეძლებენ თუ არა ისინი ტაძრის ტერიტორიაზე შესვლას

აფეთქება ავღანეთი

18 ოქტომბერი 2019, 15:36

მსოფლიო

ავღანეთში მეჩეთში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციის ქალაქ ჯავ დარას მეჩეთში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო Pajhwok-ი ავრცელებს. მისი ცნობით, პარასკევის ლოცვის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად მეჩეთში სახურავი ჩაინგრა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის 31 ადამიანია დაღუპული, ათობით დაშავებული კი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

რას-ელ-აინი სირია

18 ოქტომბერი 2019, 15:24

მსოფლიო

Reuters: დროებითი ზავის მიუხედავად თურქეთის მხრიდან სროლა ისმის

სირიის ჩრდილოეთში, ქალაქ რას-ელ-აინში ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების მიუხედავად სროლა ისმის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. მისი ცნობით, ცეცხლი თურქეთის ტერიტორიიდან, ქალაქ ჯეილანპინარიდან გაიხსნა. მოყვა თუ არა სროლას მსხვერპლი ან ნგრევა, ჯერჯერობით უცნობია.

გიგა ჭიკაძე

18 ოქტომბერი 2019, 14:54

სპორტი

ჯიუ-ჯიცუს მსოფლიო ჩემპიონატზე გიგა ჭიკაძე იასპარეზებს

19-20 ოქტომბერს ლოს-ანჯელესში ჯიუ-ჯიცუში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, სადაც ქართველი სპორტსმენი გიგა ჭიკაძე გამოვა. მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭიკაძე შარშანაც გამოვიდა და ოქროს მედალი მოიპოვა. აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში კი ქართველმა მებრძოლმა სადებიუტო ორთაბრძოლაში ამერიკელი ბრენდონ დევისი დაამარცხა.

თორნიკე შენგელია

18 ოქტომბერი 2019, 14:47

სპორტი

ევროლიგის მესამე ტურში თორნიკე შენგელიამ გამორჩეული მატჩი ჩაატარა

საკალათბურთო ევროლიგის მესამე ტურში თორნიკე შენგელიამ გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. „ბასკონია“ სტამბულში „ფენერბახჩესთან“ 7-ქულიანი სხვაობით, 80:87 დამარცხდა. 28 წლის ქართველმა კალათბურთელმა კი 24 წუთში 18 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.ევროლიგის მომდევნო შეხვედრას „ბასკონია“ საბერძნეთის „ოლიმპიაკოსთან“ გამართავს.

სალომე ზურაბიშვილი  მუნ ჰი-სანგი

18 ოქტომბერი 2019, 14:40

საქართველო

ზურაბიშვილი კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სეულში მიიწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს მუნ ჰი-სანგის შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ- საგანმანათლებლო სფეროებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილა.

ნათია მეზვრიშვილი

18 ოქტომბერი 2019, 14:35

საქართველო

ევროკავშირისა და გაეროს ანგარიშში სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეფასდა

ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ევროკავშირისა და გაეროს ანგარიშში ასახულია პროგრესი და დადებითად არის შეფასებული სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები,- ამის შესახებ ქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ევროკავშირისა და გაეროს დამოუკიდებელი ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

18 ოქტომბერი 2019, 14:29

საქართველო

ჯორჯიან მანგანეზი: მაღარო სადაც მუშა დაიღუპა 2 თვის წინ შემოწმდა

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, „ჯორჯიან მანგანეზმა“ შიდა მოკვლევა დაიწყო. შსს-მ გამოძიება 240 მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. ჭიათურის მაღაროში მუშა 17 ოქტომბერს დაიღუპა.

ლედი გაგა

18 ოქტომბერი 2019, 14:17

ტაბლოიდი

ლედი გაგა კონცერტის დროს სცენიდან გადავარდა. ვიდეო

ცნობილი მომღერალი ლედი გაგა კონცერტის დროს სცენიდან გადავარდა. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, გაგა გულშემატკივართან იყო ჩახუტებული, როვა კაცმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ორივე სცენის ქვემოთ გადაცვივდნენ. ინციდენტი ლას ვეგასის საკონცერტო დარბაზში მოხდა და პოპვარსკვალავი მძიმე ვარდნის მიუხედავად სცენას მალევე დაუბრუნდა.

ნიკოლას მადურო

18 ოქტომბერი 2019, 14:06

მსოფლიო

გაერომ ვენესუელა ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩია

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ვენესუელა 2020-2022 წლების ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩია. ვენესუელას მხარი 193-დან 105-მა ქვეყანამ დაუჭირა. Washingtonpost-ის ინფორმაციით, ამ ფაქტს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გამოეხმაურა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ ვენესუელის არჩევას თვალთმაქცობა უწოდა.

ირაკლი მირცხულავა

18 ოქტომბერი 2019, 13:58

ძალოვნები

ირაკლი მირცხულავა: მინდა ჩემი წვლილი შევიტანო პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის ზრდაში

„მინდა ჩემი წვლილი შევიტანო პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და მისი ეფექტიანობის ზრდაში“, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატმა ირაკლი მირცხულავამ პროკურორთა კონფერენციაზე განაცხადა. მირცხულავამ იმედი გამოთქვა, რომ შესაბამის მხარდაჭერას მიიღებს კონფერენციისგან და გახდება საპროკურორო საბჭოს წევრი.

კარლეს პუჩდემონი

18 ოქტომბერი 2019, 13:28

მსოფლიო

კარლეს პუჩდემონი ბელგიის პოლიციას ჩაბარდა

ბელგიური მედიის ინფორმაციით, სამართალდაცმველები პუჩდემონს დაკითხავენ, შემდეგ კი საქმე სასამართლოს გადაეცემა. სასამართლო პუჩდემონს ესპანეთის მიერ მასზე გაცემული ორდერის შესახებ შეატყობინებს, შემდეგ კი კატალონიის ყოფილ ლიდერს ან ექსტრადირებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე დააპატიმრებენ, ან გაათავისუფლებენ, როგორც ეს ორი წლის წინ მოხდა.

აშშ უკრაინა

18 ოქტომბერი 2019, 13:18

მსოფლიო

თეთრმა სახლმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების მიზეზები დაასახელა

აშშ-მა უკრაინის სამხედრო დახმარება კორუფციის შესაძლო შემთხვევებისა და სხვა ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერის არარსებობის გამო შეაჩერა. ამის შესახებ თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მიკ მალვეინიმ განაცხადა. მისი თქმით, მედიამ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა მის სიტყვებს, თითქოსდა დახმარების შეჩერება 2016 წელს დემოკრატიული პარტიის სერვერების გატეხვის გამო შესაძლო გამოძიებას უკავშირდება.

შსს

18 ოქტომბერი 2019, 13:08

საქართველო

შსს მშობლებს მოუწოდებს ბავშვის განვითარების რისკებთან დაკავშირებული ვიდეობის გავრცელებისგან თავი შეიკავონ

შსს მშობლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთი შინაარსის ფოტოებისა და ვიდეოების გასაჯაროებისგან, რომელზეც მისი ასაკისთვის შეუსაბამო ქცევის სწავლების ნიშნები იკვეთება. სოციალურ ქსელში 11 სექტემბერს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აწევინებენ მცირეწლოვან გოგოს სავარაუდოდ მარიხუანას.

მაიკ პომპეო

18 ოქტომბერი 2019, 12:48

მსოფლიო

მაიკ პომპეო თურქეთში ვიზიტის შემდეგ ისრაელში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თურქეთში ვიზიტის შემდეგ ისრაელს ეწვია. ადგილობრივი მედიის ინფრომაციით, პომპეო ისრაელის პრემიერმინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება, რომლის დროსაც მხარეები სირიაში განვითარებული მოვლენებს განიხილავენ და ირანის საკითხს შეეხებიან.

დევდორაკის გვირაბი

18 ოქტომბერი 2019, 12:45

საქართველო

დევდორაკის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ133 მონაკვეთზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, 08:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, შპს „ფერის“ მიერ დაგეგმილია გვირაბის კუთვნილებისა და მოწყობილობების მიმდინარე ინსპექტირება.

ჩინეთი იუანი

18 ოქტომბერი 2019, 12:40

ეკონომიკა

ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი 27 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

2019 წლის მესამე კვარტალში ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6,0% შეადგინა, პირველი სამი კვარტლის ჯამში კი ეკონომიკა 6,2%-ით გაიზარდა. BBC-ის ინფორმაციით, შესაბამისი მონაცემები ჩინეთის სტატისტიკის სახელმწიფო ბიურომ გამოაქვეყნა.

მამუკა ხაზარაძე

18 ოქტომბერი 2019, 12:35

საქართველო

მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ კიდევ 12 ახალი წევრი წარადგინა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს საზოგადოებას მოძრაობის მორიგი 12-კაციანი ჯგუფი წარუდგინა. როგორც წინა შემთხვევებშიც, ახალ ჯგუფშიც სხვადახვა სფეროს წარმომადგენლები არიან გაერთიანებულები. ესენი არიან: კახა ხაზარაძე - ბიზნესმენი; ნატალია ბარათელი - ინჟინერია-გეოფიზიკის მაგისტრი, განათლების დამოუკიდებელი ექსპერტი;

რაიკერსის კუნძული

18 ოქტომბერი 2019, 12:26

მსოფლიო

ნიუ-იორკში მსოფლიოში ყველაზე დიდი ციხე დაიხურება

ნიუ-იორკის შტატის ხელისუფლებამ მსოფლიოში ყველაზე დიდი ციხის დახურვა გადაწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ ABC News-ი ავრცელებს. კუნძულ რაიკერსზე არსებული ციხის სანაცვლოდ მანჰეტენის, ბრუკლინის, ბრონქსისა და ქუინსის რაიონებში მცირე ზომის ოთხი ციხე აშენდება. რაიკერსის ციხის დახურვის თარიღად 2026 წელი სახელდება.

18 ოქტომბერი 2019, 12:15

მსოფლიო

მედია: საფრანგეთში დააკავეს კაცი, რომელიც 11 სექტემბრის მსგავსი ტერაქტის მოწყობას გეგმავდა

საფრანგეთში დააკავეს კაცი, რომელიც 11 სექტემბრის მსგავსი ტერაქტის მოწყობას აპირებდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებული თვითმფრინავის გატაცებას გეგმავდა. ფრანგული რადიოს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ დაკავებული 30 წლის კაცი პარიზში ცხოვრობდა.