imedi /  07 ოქტომბერი 2019, 13:36 / სანდო წყარო

ვანო ზარდიაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს

ვანო ზარდიაშვილი

ვანო ზარდიაშვილი

ვანო ზარდიაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ ზარდიაშვილი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერს. 

ვანო ზარდიაშვილის თქმით, ის სხვის პირად მორალს არასდროს შეხებია და არც დღეს აპირებს ამის გაკეთებას. 

"2016 წლიდან მქონდა პატივი ვყოფილიყავი მე-9 მოწვევის პარლამენტის და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდის წევრი, სადაც ბევრი ღირსეული ადამიანი გავიცანი. საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს, რომ სხვადასხვა მხრიდან თითოეული მათგანის მიმართ მუდმივად მიდის ტალახის სროლა, თუმცა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, სხვადასხვა გარემოების გამო, ამ გუნდში მეც აღმოვჩნდი.

მიუხედავად იმისა, რომ 2003-2012 წლებში ჩემი ყველაზე დიდი თანამდებობა განყოფილების უფროსობა იყო, მე ამომარჩიეს იმ დროსთან დაკავშირებული შავი პიარის სამიზნედ. ამისდა მიუხედავად ამ სამწლიანი ბინძური, ნეგატიური კამპანიის ფონზე ვერ მოიძიეს ვერცერთი ფაქტი, ვერც ერთი მტკიცებულება, რომ რაიმე კანონის საწინააღმდეგო ან რამე ცუდი ჩამედინოს. სამწუხაროდ, პოლიტიკაში მრავლად აღმოჩნდნენ ასეთი კამპანიის ავტორი ადამიანები - ხალხი, რომლებსაც არანაირი პოლიტიკური მორალი არ გააჩნიათ.

სხვის პირად მორალს არც არასდროს შევხებივარ და არც დღეს ვაპირებ ამის გაკეთებას. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ სამ წელზე მეტი ვიმუშავე საქართველოს მთავარი აუდიტორის პირველ მოადგილედ და ყველამ იცის, რომ სერიოზული პოზიტიური შედეგებიც მქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, მაშინ შავი პიარის სამიზნე არ ვიყავი. განტევების ვაცის გამოყვანა ჩემგან მხოლოდ პარლამენტში შემოსვლის შემდეგ განიზრახეს. არ აქვს მნიშვნელობა როგორი ბინძური გზებით შეძლეს ჩემი დაკავშირება კონკრეტულ თემებთან თუ გამოგონილ ინტერესებთან.

დღეს, პირველ რიგში ჩემს უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები, რომლებსაც ამ ყველაფრის გამო ყოველდღიურად უდიდესი სტრესის გადატანა უწევთ. ღირსება და ადამიანური მხარე ჩემთვის ყველაფერზე მაღლა დგას. ასევე, ჩემს უკან არის გუნდი, რომელსაც ქვეყნის განვითარებასთან ერთად სიმართლისთვის ბრძოლაც უწევს ყოველდღიურად. მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე კონკრეტულ შემთხვევაშიც ჩემს მხარესაა, ნამდვილად არ მინდა ვიყო პროვოკაციების წყარო იმ ადამიანების თუ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც პოლიტიკური დღისწესრიგის შექმნას და პოზიტიური პროცესების დაზიანებას ჩემზე შეტევით თუ ტალახის სროლით ცდილობენ.

დგება მომენტი, როდესაც ვალდებული ხარ გაუფრთხილდე საკუთარ ოჯახს და შენს გუნდს. აქამდე მე ვიცხოვრე ისე, რომ არასდროს შემრცხვება სხვისთვის თვალებში ჩახედვის და ასე ვიცხოვრებ მომავალშიც, სხვებს კი მოვუწოდებ ნაკლები სიძულვილი და მეტი საქმე აკეთონ პოლიტიკაში და გააკეთონ ეს ღირსეულად. მე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო საქართველოს პარლამენტი და დეპუტატის მანდატი. ამით კიდევ ერთხელ მივანიშნებ საზოგადოებას, რომ თანამდებობა არის მხოლოდ საშუალება გამოადგე შენს ქვეყანას და ემსახურო თითოულ მოქალაქეს.

აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ვუსურვო მათ წარმატება და მხარდაჭერა გამოვუცხადო ქვეყნის განვითარების საქმეში", - წერს ვანო ზარდიაშვილი განცხადებაში. 

26 სექტემბერს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენის დროს ეკა ბესელია უმრავლესობის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა, რაც კამათის დროს ზარდიაშვილის მხრიდან ბესელიას მორალზე მინიშნებას მოჰყვა. მოგვიანებით ბესელიამ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს, რომლის პარტიის სახელითაც ვანო ზარდიაშვილი ლაპარაკობდა.

ეკა ბესელია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი ვანო ზარდიაშვილს უვადო მოსამართლეების დანიშვნის პროცესში ჩარევაში და სასამართლოს სისტემაში საკუთარი ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებს. 

ყველა სიახლე

ლა-პასი

20 ოქტომბერი 2019, 10:38

მსოფლიო

ბოლივიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ექსპერტების აზრით, პრეზიდენტის თანამდებობისთვის ძირითადი ბრძოლა ქვეყნის მოქმედ ლიდერ ევო მორალესსა და ექსპრეზიდენტ კარლოს მესას (2003-2005) შორის გაიმართება. ევო მორალესის გამარჯვების შემთხვევაში ეს მისი ზედიზედ მეოთხე საპრეზიდენტო ვადა იქნება.

სალომე ზურაბიშვილი

20 ოქტომბერი 2019, 10:22

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი იაპონიის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან და იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება. ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კონორ მაკგრეგორი

20 ოქტომბერი 2019, 10:13

მსოფლიო

20 წლის ქალი კონორ მაკგრეგორს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ირლანდიელ მებრძოლ კონორ მაკგრეგორს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Fox News-ი ავრცელებს. მისი ცნობით, მსხვერპლი 20 წლის ქალია, რომლის მტკიცებითაც, ინციდენტი დუბლინის ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ელექტრონული კრიალოსანი

20 ოქტომბერი 2019, 09:53

ტექნოლოგიები

ვატიკანში შექმნილი ელექტრონული კრიალოსანი ჰაკერმა 15 წუთში „გატეხა“

კრიალოსანის „გასატეხად“ კიბერუსაფრთხოების ექსპერტს მხოლოდ 15 წუთი დასჭირდა. კრიალოსანზე მიბმული ელექტრონული ფოსტის მისამართის საშუალებით ჰაკერი მისი მფლობელის ანგარიშს დაეპატრონა და მოწყობილობის მიერ შეგროვებული ინფორმაცია - მომხმარებლის დაბადების თარიღი, სქესი, სიმაღლე, წონა და გადაადგილების მარშრუტები გადაიწერა.

საქართველო დიდი ბრიტანეთი

20 ოქტომბერი 2019, 09:42

საქართველო

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება

ლონდონში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება, რომელიც ამ უკანასკნელის ევროკავშირიდან გასვლის შემდგომ შევა ძალაში. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბორის ჯონსონი

20 ოქტომბერი 2019, 09:23

მსოფლიო

ბორის ჯონსონმა ევროკავშირს Brexit-ის გადავადების მოთხოვნა გაუგზავნა

ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მიმართვის მიღება ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა დაადასტურა. კანონით გათვალისწინებულ მიმართვასთან ერთად ჯონსონმა ევროკავშირს წერილიც მისწერა, რომელშიც განაცხადა, რომ Brexit-ის გადავადება შეცდომა იქნებოდა.

Snoop Dogg

20 ოქტომბერი 2019, 08:59

ტაბლოიდი

Snoop Dogg-მა მოსაწევის შემკეთებელი დაიქირავა

ამის შესახებ მან ჰოვარდ სტერნის რადიოშოუს ეთერში განაცხადა. მუსიკოსი მოსაწევის შემკეთებელს წელიწადში 40-50 ათას დოლარს უხდის, „ბონუსად“ კი ხელშეკრულებაში მარიხუანაზე შეუზღუდავი წვდომა არის მითითებული. ამის სანაცვლოდ მოსაწევის შემკეთებელი მომღერალს ყველა ტურსა და კონცერტზე დაჰყვება.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

20 ოქტომბერი 2019, 08:45

სპორტი

იბრაჰიმოვიჩმა იტალიის ჩემპიონატში დაბრუნების სურვილი გამოთქვა

შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იტალიის ჩემპიონატში დაბრუნება არ გამორიცხა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Marca ავრცელებს. კალიფორნიულ კლუბთან კონტრაქტის ვადა იბრაჰიმოვიჩს მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება. იტალიაში ასპარეზობის დროს იბრაჰიმოვიჩი მილანის „ინტერის“, „მილანის“ და ტურინის „იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა.

პრინსი

20 ოქტომბერი 2019, 08:37

კულტურა

პრინსის სიმღერის აქამდე უცნობი ვერსია გამოქვეყნდა

ამერიკელი მომღერლის პრინსის მეორე ალბომის გამოსვლიდან მე-40 წლისთავთან დაკავშირებით კომპოზიციის I Feel For You აქამდე უცნობი ვერსია გამოქვეყნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. სიმღერის აკუსტიკური დემოვერსია რამდენიმე სტრიმინგ-პლატფორმაზე გამოქვეყნდა.

ტრამპი გოლფის კურორტი

20 ოქტომბერი 2019, 08:30

მსოფლიო

ტრამპმა G7-ის სამიტის თავის გოლფის კურორტზე ჩატარება გადაიფიქრა

„ამას ვაკეთებდი ყოველგვარი ფინანსური სარგებლის გარეშე. სამიტის ჩატარება აშშ-ს 0 დოლარი დაუჯდებოდა. თუმცა, როგორც ყოველთვის, მტრულად განწყობილი მედია და მათი დემოკრატი პარტნიორები შეიშალნენ!“ - წერს თეთრი სახლის ლიდერი Twitter-ზე.

მატარებელი ცეცხლი

20 ოქტომბერი 2019, 08:16

სპორტი

გერმანიაში „ფრაიბურგის“ გულშემატკივართა მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Berliner Morgenpost-ი ავრცელებს. მისი ცნობით, შემთხვევა ბერლინის ცენტრში მოხდა. დაშავდა სამი ადამიანი, საერთო ჯამში კი მატარებელში, რომელიც სპეციალურად „ფრაიბურგის“ გულშემატკივრებისთვის იყო გამოყოფილი, 700 ადამიანი იმყოფებოდა.

ირანი

20 ოქტომბერი 2019, 00:50

ტაბლოიდი

ირანში მუსიკალურმა ვებგვერდმა ალბომების ყდებიდან ქალი მუსიკოსები წაშალა

ირანულმა მუსიკალურმა ვებგვერდმა Melovaz-მა ალბომებისა და სინგლების ყდებიდან ქალი მუსიკოსები წაშალა. როგორც უცხოურ გამოცემას Boredpanda-ს, გვერდის წარმომადგენელმა განუცხადა, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ მომხმარებლებზე მავნე ზეგავლენა აერიდებინათ.

რიზ უიზერსპუნი ჯენიფერ ენისტონი

20 ოქტომბერი 2019, 00:15

ტაბლოიდი

ჯენიფერ ენისტონმა და რიზ უიზერსპუნმა „მეგობრების“ ცნობილი სცენა გაიმეორეს

ეს ერთ-ერთი ინტერვიუს დროს მოხდა, როცა მსახიობები თავიანთ ახალ სერიალ „დილის შოუზე“ საუბრობდნენ. ვიდეო უიზერსპუნმა თავის Instagram-ზე გამოაქვეყნა. ნისტონი და უიზერსპუნი „მეგობრებში“ დებს - რეიჩელ და ჯილ გრინებს თამაშობდნენ.

დემონსტრაცია ლონდონში

19 ოქტომბერი 2019, 23:55

მსოფლიო

ლონდონში ათობით ათასმა ადამიანმა Brexit-ი გააპროტესტა

აქციის მონაწილეებმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ახალი რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვეს. დემონსტრანტები პირდაპირ ეთერში უყურებდნენ პარლამენტის საგანგებო სხდომას, რომელზეც Brexit-ის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს. აქციის მონაწილეები ამ ცვლილებას სიხარულით შეხვდნენ.

ვალიადოლიდი

19 ოქტომბერი 2019, 23:40

კულტურა

ვალიადოლიდის ფესტივალზე ქართული ფილმების რეტროსპექტივას „მანდარინები“ გახსნის

ესპანეთში ვალიადოლიდის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ქართული ფილმების რეტროსპექტივას ოსკარის ნომინანტი ფილმი - ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ გახსნის.

19 ოქტომბერი 2019, 23:12

ძალოვნები

ნინოწმინდაში მეხის ჩამოვარდნას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან,მეხის ჩამოვარდნას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია imedinews-s შსს-ში დაუდასტურეს. პირველადი ინფორმაციით, დაღუპულია დგილობრივი მწყემსი და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია დახოცილი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

19 ოქტომბერი 2019, 22:55

მსოფლიო

ერდოღანი ქურთებს სამხედრო ოპერაციის განახლებით ემუქრება

შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა მხარდამჭერებთან შეხვედრაზე გააკეთა. მისი თქმით, თუ ქურთები განსაზღვრულ ვადაში „უსაფრთხო ზონიდან“ არ გავლენ, თურქეთი მათ წინააღმდეგ ოპერაციას განაახლებს. მანამდე თურქეთმა და ქურთულმა დაჯგუფებებმა ერთმანეთი შეთანხმების პირობების შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს.

წყალბურთი

19 ოქტომბერი 2019, 22:35

სპორტი

წყალბურთში თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურშიც დამარცხდა

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში თბილისის „დინამო“ ზაგრების „მლადოსტს“ შეხვდა და 11:20 დამარცხდა. მატჩი ხორვატიაში გაიმართა. წყალბურთში ევროპის ჩემპიონთა ლიგის თამაშები მიდინარეობს, სადაც პირველ მატჩშიც დამარცხდა

ძილი დედა-შვილი

19 ოქტომბერი 2019, 22:07

ტექნოლოგიები

მეცნიერები: ჩაძინებისას მშობელთან ჩახუტება ბავშვისთვის სასარგებლოა

მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ასეთი მიდგომა ბავშვებში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაძლიერებას უწყობს ხელს და მომავალში მათ წარმატებაზე დადებითი გავლენა აქვს.

მეგან მარკლი

19 ოქტომბერი 2019, 22:06

ტაბლოიდი

მეგან მარკლი: მე არ ვგრძნობ თავს კარგად

სამხრეთ აფრიკის სამეფო ტურში, მეგან მარკლთან Itv-ის ჟურნალისტმა ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც დოკუმენტური გადაცემის ნაწილი იქნება. პრინც ჰარისთან ნიშნობის შემდეგ, ეს მეგანისთვის პირველი ინტერვიუა.ჰერცოგინია საკმაოდ გულახდილი აღმოჩნდა.