თადუმაძე: ცდილობენ ლეგენდის შექმნას, რომ ქვეყანას უდიპლომო მოსამართლე ეყოლება
შალვა თადუმაძე
ფოტო: მაესტრო
წელიწადნახევარია, ადამიანთა ჯგუფი ცდილობს, შექმნას ლეგენდა, რომ ამ ქვეყანას ჰყავს უდიპლომო გენერალური პროკურორი, ახლა არის მცდელობა, შექმნან ლეგენდა, რომ ამ ქვეყანას ეყოლება უდიპლომო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
როგორც თადუმაძემ აღნიშნა, გარდა ეჭვებისა, არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც დაასაბუთებს, რომ მას იურიდიული განათლება არ აქვს.
„1998 წელს არ დასრულებულა ჩემი იურიდიული განათლება და მერე ამ სფეროში საქმიანობა. მესმის, ეს პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფის ინტერესია, ამას კიდევ დავუბრუნდები ამ გასაუბრების ფარგლებში. 18 წლის განმავლობაში, როდესაც ვმუშაობდი იურისტად, არასდროს ჩემი დიპლომი ეჭვის ქვეშ არ დამდგარა. ჩემი დიპლომი ავტობიოგრაფია და ჩემი ინტერესები დაფიქსირებული მქონდა ყველგან, ჩემი დიპლომი ეჭვის ქვეშ არასოდეს დამდგარა“, – განაცხადა თადუმაძემ.
თადუმაძეს დიპლომთან დაკავშირებული კითხვები ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დაუსვა. დეპუტატი დაინტერესდა, რატომ არ ფიქსირდება მისი უნივერსიტეტი იმ იურიდიული სახელწოდებით არც 2003 წლამდე და არც 2003 წლის შემდეგ, რაც მის დიპლომშია მითითებული.
„2003 წლის შემდეგ არ ვიცი რა სახელწოდება და როგორი რეორგანიზაცია განიცადა აღნიშნულმა უმაღლესმა სასწავლებელმა, თუმცა დიპლომში რაც წერია, იმ სახელით ოპერირებდა თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი. წელიწადნახევარია ადამიანთა ჯგუფი ცდილობს შექმნას ლეგენდა, რომ ამ ქვეყანას ჰყავს უდიპლომო გენერალური პროკურორი. ახლა არის მცდელობა შექმნან ლეგენდა, რომ ამ ქვეყანას ეყოლება უდიპლომო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. მაგრამ გარდა ეჭვებისა, არ არსებობს დოკუმენტი, რადგან ბუნებაში არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც დაასაბუთებს, რომ მე იურიდიული განათლება არ მაქვს. 1998 წელს არ დამთავრებულა ჩემი იურიდიული განათლება და ამ სფეროში საქმიანობა. მესმის, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფის ინტერესია. 18 წლის მანძილზე არასოდეს შექმნილა არც ერთი დოკუმენტი, რომ ჩემი დიპლომი ეჭვქვეშ დამდგარიყო, ვიყავი რა აქტიური იურისტი“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, თადუმაძის დიპლომში მითითებულია, რომ მან დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩააბარა, მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი მომდევნო წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის ცნობით, შეუსაბამობა იკვეთება სასწავლებლის დამთავრების თარიღთან დაკავშირებითაც.
ყველა სიახლე
27 მაისი 2026, 12:30
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.
27 მაისი 2026, 12:29
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
27 მაისი 2026, 12:28
ეკონომიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ტურიზმის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
მომხსენებლის, პარლამენტის წევრის ანტონ ობოლაშვილის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, ტურისტული საქმიანობის სუბიექტები, მათი აღრიცხვისა და მონაცემების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ადმინისტრაციის ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში სავალდებულო რეგისტრაციას დაექვემდებარებიან.
27 მაისი 2026, 12:27
საზოგადოება
ბავშვთა დაცვის დღეს დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე გასართობი აქტივობები გაიმართება
თბილისის მერიის მხარდაჭერით, 1-ელ ივნისს დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
27 მაისი 2026, 12:27
საზოგადოება
კახა კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ - ვავალებ შიდა აუდიტის სამსახურს, მოიკვლიოს ეს ფაქტი
„უხვი ნალექის გამო, გარკვეული პრობლემები შეიქმნა „ავლაბრის“ მეტროსადგურში, რომლის რეაბილიტაციაც რამდენიმე წლის წინ დასრულდა. კადრები ყველამ ვიხილეთ - ფაქტობრივად ისე წვიმდა, როგორც გარეთ. სადგური მანამდე მძიმე მდგომარეობაში იყო, ამორტიზებული, ავარიული. გარკვეული დრო დასჭირდა პროექტის შეთანხმებას და პროცედურებს, მაგრამ პროექტი მაინც განხორციელდა, ახლა კი ფაქტია, არსებობს ხარვეზი, რაც უხერხულობასა და დისკომფორტს ქმნის“.
27 მაისი 2026, 12:25
საზოგადოება
აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
თბილისის განვითარების ფონდი დავით აღმაშენებლის გამზირის N184-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციას გეგმავს.
27 მაისი 2026, 12:24
რეგიონი
სენაკი-ფოთი-სარფის გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე, არსებული სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოები დასრულდა და ამავე გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგენილია“.
27 მაისი 2026, 12:22
ჯანდაცვა
თბილისის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამით დღემდე 2 769 შემთხვევა დააფინანსა
დედაქალაქის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამის დაწყებიდან დღემდე, მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების 2 769 შემთხვევა დააფინანსა, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
27 მაისი 2026, 12:17
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი სურვილი არის საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან, რომელიც იქნება კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული
არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი სურვილი არის საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან, რომელიც იქნება კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობა, აშშ-ს წინა ადმინისტრაციამ ცალმხრივად და უსამართლოდ გააუქმა იმისთვის, რომ ზიანი მიეყენებინა ჩვენი ქვეყნისთვის.
27 მაისი 2026, 12:15
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მთელმა საზოგადოებამ წვევამდელებისგან ჩავიბარეთ ქართული არმიის ფიცი. ხოლო ბატონი პეტერი ზიზღის ესკადრონების ფიცს იბარებს ხოლმე. თავისი ადგილი ალბათ უფრო ამ ზიზღის ესკადრონებთან დაინახა, ვიდრე საქართველოს არმიასთან
მთელმა საზოგადოებამ წვევამდელებისგან ჩავიბარეთ ქართული არმიის ფიცი. ხოლო ბატონი პეტერი ზიზღის ესკადრონების ფიცს იბარებს ხოლმე. თავისი ადგილი ალბათ უფრო ამ ზიზღის ესკადრონებთან დაინახა, ვიდრე საქართველოს არმიასთან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ არ ესწრებოდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი.
27 მაისი 2026, 12:14
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: შეხედეთ გიორგი კანდელაკს და მიხვდებით, როგორი ტიპაჟი იყო სერგო ორჯონიკიძე
„სერგო ორჯონიკიძეზე რომ ვსაუბრობთ ხოლმე, ხომ გვაინტერესებს რა ადამიანი იყო, რატომ ჩაიდინა ის, რაც ჩაიდინა - საქართველოში უცხო ქვეყნის ჯარს შემოუძღვა და ისე დააკარგვინა დამოუკიდებლობა. შეხედეთ გიორგი კანდელაკს და მიხვდებით, როგორი ტიპაჟი იყო სერგო ორჯონიკიძე. ასეთები იყვნენ. ხომ გვიკვირს ხოლმე , როგორ ცხოვრობდნენ ისინი იმ საზოგადოებაში, როგორ ჰქონდათ ურთიერთობა სხვებთან. აი, შეხედეთ გიორგი კანდელაკს. ყველას, ვინც საკუთარ ქვეყანას ღალატობს, თავისი გულშემატკივრებიც და გარშემო ხალხიც ჰყავს - ჯგუფი, რომელიც ყოველთვის ერთმანეთს აგულიანებს და ამ ღალატში ამყარებს. მაგრამ როგორც სერგო ორჯონიკიძის უკან იდგა სხვების ხელი და ზრახვები, ზუსტად ასე დგას გიორგი კანდელაკის უკანაც სხვების ხელი და განზრახვები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
27 მაისი 2026, 12:02
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური: დიდი ბრიტანეთის მიერ გუშინ დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო
დიდი ბრიტანეთის მიერ გუშინ დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
27 მაისი 2026, 11:59
მსოფლიო
„ცაჰალმა“ „ჰამასის“ ახალი ხელმძღვანელის ლიკვიდაცია დაადასტურა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა („ცაჰალმა“) გუშინ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ სამხედრო ფრთის ხელმძღვანელის მოჰამედ ოდეს ლიკვიდაცია მოახდინა. ინფორმაციას „ცაჰალი“ ავრცელებს.
27 მაისი 2026, 11:58
საზოგადოება
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
თბილისის განვითარების ფონდი სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
27 მაისი 2026, 11:55
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გუშინდელ დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ფეისბუკის ერთი ფრენდლისტი ხალხი არის შეკრებილი, რომელთაც აქვთ, „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგია. ეს ის ხალხია, რომელსაც უნდა, რომ ქვეყანაში უცხოელმა განსაზღვროს ჩვენი დღის წესრიგი, ამ იდეოლოგიით აქვთ მოწამლული გონება
ეს სამწუხარო მოვლენაა, რომ ჩვენ საზოგადოებაში არის რამდენიმე ათასი ადამიანი „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგიის გამზიარებელი, რომელიც მზად არის დაამხოს ქვეყანა და დაუქვემდებაროს სხვას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებზე საუბრისას.
27 მაისი 2026, 11:52
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ის სიგნალები, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან იმედს გვიტოვებს, რომ ხდება გადააზრება მათი პოლიტიკისა საქართველოსა და ქართველ ხალხთან მიმართებით
„ის სიგნალები, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან იმედს გვიტოვებს, რომ ხდება გადააზრება მათი პოლიტიკისა საქართველოსა და ქართველ ხალხთან მიმართებით. ვნახოთ, დაველოდოთ. მომავალი გვაჩვენებს, რამდენად სერიოზულად მოხდება გადააზრება იმ მცდარი პოლიტიკისა, რაც აქამდე უკრაინის ხელისუფლებას ქართველი ხალხისა და მისი ხელისუფლების მიმართ ჰქონდა“, - აცხადებს პაპუაშვილი.
27 მაისი 2026, 11:50
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი დიპლომატიური აკადემიის შექმნაზე: მიზანი არის, რომ მოხდეს კვალიფიციური დიპლომატებისთვის განათლების მიცემა
მიზანი არის, რომ მოხდეს კვალიფიციური დიპლომატებისთვის განათლების მიცემა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დიპლომატიური აკადემიის შექმნასთან დაკავშირებით.
27 მაისი 2026, 11:47
სამართალი
,,სარფის" მებაჟე ოფიცრებმა მალულად განთავსებული არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
27 მაისი 2026, 11:46
რეგიონი
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, პროკურორებმა ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს.
27 მაისი 2026, 11:45
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი დიქტატორული რეჟიმი გამოვიდა ქუჩაში და საბედნიეროდ, სულ რამდენიმე ათასიღა შემორჩენილან მათი იდეოლოგიის გამზიარებელნი
გუშინ წინა რიგში ვიხილეთ „ნაცმოძრაობის“ ღონისძიება მიხეილ სააკაშვილის პლაკატებით, მიხეილ სააკაშვილის პროკურორებით, მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების საბჭოს მდივნებითა და მინისტრებით, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის მიერ გუშინ გამართულ აქციაზე საუბრისას. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის გამზიარებელ ადამიანთა რიცხვს კიდევ ბევრი გამოაკლდება.


