ვიცეპრემიერი და ანაკლიის კონსორციუმის დირექტორი პარლამენტში დაბარებაზე დეპუტატებს პასუხობენ
მაია ცქიტიშვილი
ფოტო: Facebook
„პოლიტიკური სანახაობა არც მთავრობას და არც ანაკლიიის განვითარების კონსორციუმს სჭირდება. მხარეები მზად არიან საქმიანი შეხვედრისთვის“, - ასე უპასუხეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა დეპუტატებს, რომლებიც მათ პარლამენტში, ღია ფორმატის შეხვედრაზე იბარებენ.
„ანაკლიის განვითარების პროექტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი და პარლამენტში ღია განხილვის მოწყობა. ჩვენ ამ შეხვედრებს აუცილებლად გამართავთ იმ სამუშაო ფორმატში და არა პარლამენტში, რომელიც ორივე მხარეს საშუალებას მოგვცემს ამ პროექტის წარმატებისთვის აუცილებელი გამოსავალი მოვძებნოთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
„პოლიტიკური შოუს მოწყობა ჩვენს ინტერესებშიც არ შედის.. ჩვენ თუ მივალთ [პარლამენტში] ჩვენ გვინდა რომ ეს იყოს საქმიან გარემოში და საქმიან ვითარებაში მივაწოდოთ ის მნიშვნელოვანია ინფორმაცია“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
პორტის მნიშვნელობაზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე სასაუბროდ დამოუკიდებელმა დეპუტატებმა მხარეები პარლამენტში მიიწვიეს. დეპუტატების აზრით, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის“პროექტის საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, აღნიშნული შეხვედრა საშუალებას მისცემს ყველა მხარეს ღიად ისაუბროს ანაკლიის პორტის თემაზე, რათა საზოგადოებამ ამომწურავი პასუხები მიიღოს და ორივე მხარის პოზიცია გაიგოს.
ყოფილი თანაგუნდელების პათოსს მმართველ გუნდში არ იზიარებენ და განმარტავენ, რომ ასეთი ფორმატის შეხვედრის აუცილებლობა წლის ბოლოს იქნება.
21 ოქტომბერს „ანაკლიის კონსორციუმის“ 4%-ის მფლობელი ჰოლანდიური Van Oord-ი გახდა.
16 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „ანაკლიის კონსორციუმს“ ხელშეკრულება არ შეუწყვიტა.
15 ოქტომბერს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა და კონსორციუმის ორმა უცხოელმა წევრმა ბრიფინგი გამართეს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.
26 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაწყებული გამოძიების გამო, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.
ასევე, ცოტა ხნის წინ, ანაკლიის პროექტი მსხვილმა ამერიკულმა ინვესტორმა - „კონტი ჯგუფმა“ დატოვა. ამ ეტაპზე, კონსორციუმი, ინვესტორებთან დაკავშირებით, მთავრობასთან მოლაპარაკებას მართავს.
რას აპირებდა მთავრობა, თუკი „ანაკლიის კონსორციუმი“ ვერ შეასრულებდა ვალდებულებებს - ამ თემაზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ინტერვიუ.
ყველა სიახლე
28 ივლისი 2026, 13:20
ეკონომიკა
გამოვიდა ჟურნალ „მონეტარული ეკონომიკის“ მორიგი ნომერი
გამოვიდა სებ-ის სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის - „მონეტარული ეკონომიკა“ - მიმდინარე წლის მეორე ნომერი. გამოცემაში ქვეყნდება როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების, ისე გარე ავტორების მიერ მომზადებული სტატიები, კერძოდ:
28 ივლისი 2026, 13:09
მსოფლიო
WSJ: უკრაინის ბრძოლის ველზე მიღწეული წარმატებებით მოხიბლული ტრამპი ზელენსკის მიმართ დამოკიდებულებას ცვლის
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირად საუბრებში მრჩევლებთან აცხადებდა, რომ უკრაინა ომს აგებდა.
28 ივლისი 2026, 13:03
საზოგადოება
გლდანის რაიონის გამგეობა ავჭალაში სკვერს აწყობს
პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია ბავშვთა გასართობი ზონების და ფიტნეს სივრცის მოწყობა, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დაიგება საფეხმავლო ბილიკები, ტერიტორია გამწვანდება და განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სპორტულ მოედანს და მოეწყობა საპარკინგე სივრცეც.
28 ივლისი 2026, 12:55
რეგიონი
აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა
ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც რეგიონი ბუნების მოყვარულთათვის „ნამდვილ სამოთხედ“ არის შეფასებული. სტატიის ავტორი მკითხველს პირველივე აბზაციდან აცნობს აჭარის მთავარ უპირატესობას და წერს: „დილით შავ ზღვაში ბანაობა, შუადღეს კი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის უძველეს კოლხურ ტყეებში ლაშქრობა — აჭარა, ბათუმის გარშემო მდებარე რეგიონი, ნამდვილი სამოთხეა ბუნების მოყვარულთათვის.“
28 ივლისი 2026, 12:52
თავდაცვა
გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში დაიწყო
ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში მიმდინარეობს, რომლის შედეგადაც სტრუქტურული ერთეულების პირველადგილოსანი გუნდები გამოვლინდებიან. საფინალო ეტაპზე გადასული საუკეთესო გუნდები 5 და 6 აგვისტოს ქუთაისში იასპარეზებენ. გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცემა, ხოლო საპრიზო ადგილების მფლობელები შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან. ფინალურ ღონისძიებაზე დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შორის პარაკალათბურთში საჩვენებელი თამაშიც გაიმართება.
28 ივლისი 2026, 12:37
მსოფლიო
AXIOS: აშშ-ის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ სანქციებმა ირანი შესაძლოა ბომბებზე მეტად დააზიანოს
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებულმა ეკონომიკურმა ზეწოლამ გაცილებით ნაკლები ყურადღება მიიპყრო, ვიდრე მისმა დაბომბვის კამპანიამ, თუმცა აშშ-ის მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ საბოლოოდ სწორედ ეკონომიკურმა ზომებმა შესაძლოა თეირანის რეჟიმს უფრო მძიმე დარტყმა მიაყენოს. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 12:35
კულტურა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საგასტროლო ტურნე გაიმართა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საგასტროლო ტურნე გაიმართა.
28 ივლისი 2026, 12:34
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში რესტორანს ,,ჯარგვალი“ საწარმოო პროცესი შეუჩერა
სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს კვების ობიექტი შპს ,,ჯარგვალი 2026“ (მის: ფოთი, გურიის ქუჩა N220). ინსპექტირებისას ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები-არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. გარდა ამისა, დარღვეული იყო მიკვლევადობისა და ეტიკეტირების მოთხოვნები. ასევე, ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.
28 ივლისი 2026, 12:27
კულტურა
The Sun: კრიშტიანუ რონალდუ მხატვრულ სერიალზე მუშაობს
The Sun-ის ცნობით, სერიალი მოგვითხრობს გამოგონილ ბრიტანელ საფეხბურთო აგენტზე, სტენლი დალტონზე, რომლის როლსაც „სამშობლოსა“ და „მილიარდების“ ვარსკვლავი დემიენ ლუისი შეასრულებს. პროექტის იდეა ცნობილ საფეხბურთო აგენტს, დარენ დეინს ეკუთვნის, გადაღებები კი ლონდონში უკვე მიმდინარეობს. რონალდუსთან ერთად სერიალში ასევე გამოჩნდება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ტიერი ანრი.
28 ივლისი 2026, 12:20
მსოფლიო
იაპონიაში 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე
სამხრეთ იაპონიაში ცოტა ხნის წინ 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ არიაკესა და იაცუშიროს ზღვების სანაპიროებისთვის ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოსცა. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 12:19
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, ხოლო 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი „კანონიერი ქურდია"
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 12:13
მსოფლიო
გამოკითხვა: ირანთან ომს ამერიკელების მხოლოდ მესამედი უჭერს მხარს, უმეტესობა კი ტრამპის მიზნებს გაურკვევლად მიიჩნევს
სააგენტო Reuters-ის დაკვეთით კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების მხოლოდ მესამედი უჭერს მხარს ირანთან მიმდინარე ომს. ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც კონფლიქტი ხუთი თვის წინ დაიწყო.
28 ივლისი 2026, 12:04
რეგიონი
იმერეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ პრეზენტაცია ჩატარდა
ქუთაისში იმერეთის მხარის ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობი წარმომადგენლებს, ფერმერებსა და მეწარმეებს სოფლის განვითარების სააგენტომ „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ წარუდგინა.
28 ივლისი 2026, 11:42
კულტურა
„ოდისეას“ მეკობრული ვერსია ინტერნეტში მოხვდა
კრისტოფერ ნოლანის „ოდისეა“ ინტერნეტში აიტვირთა - სრული ფილმი HD-ხარისხში სოციალურ ქსელ X-ში გამოჩნდა და სულ რაღაც 2,5 საათში 2 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. საავტორო უფლებების მფლობელების საჩივრის შემდეგ პოსტი წაშალეს, ხოლო ანგარიში, რომელმაც ფილმი განათავსა, დაბლოკეს. მომდევნო დღეს ქსელში კიდევ ერთი, შედარებით დაბალი ხარისხის ვერსია გამოჩნდა, თუმცა ისიც სწრაფად წაშალეს.
28 ივლისი 2026, 11:36
მსოფლიო
თურქეთის ანტალიის პროვინციაში ტყის ხანძარს ებრძვიან
თურქეთის ანტალიის პროვინციის ქაშის რაიონში, უზუმლუს დასახლებასთან მდებარე ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 11:19
მსოფლიო
BBC: ესპანეთი და საფრანგეთი სიცხის ახალ ტალღას ელოდებიან, ხოლო ტყის ხანძარი უკვე ბორდოს უახლოვდება
ესპანეთი და საფრანგეთი სიცხის ახალ ტალღას ელოდებიან. სინოპტიკოსების პროგნოზით, ზოგიერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბებს, იუწყება BBC.
28 ივლისი 2026, 11:13
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი: ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის ზრდა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სომელიეთა საერთაშორისო გილდიის (ISG) პრეზიდენტს, ჯოზეფ მილერს შეხვდა.
28 ივლისი 2026, 11:01
ტაბლოიდი
ბრიტანეთის ახალი პრემიერი თავის ძაღლს დაუნინგ-სტრიტზე კატა ლარის გამო არ გადაიყვანს 🐱
„არ მგონია, ქვეყანას ჩემთვის მადლობა გადაეხადა, ექსელი აქ რომ მომეყვანა და ლარის ჩვეული მშვიდობა დარღვეულიყო“, - აღნიშნა ბერნემმა.
28 ივლისი 2026, 10:53
საზოგადოება
დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 300-მდე ოჯახს საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის
იმ ოჯახების სია, რომელთა განსახლების თაობაზე დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ და სააგენტოს წარუდგინონ.
28 ივლისი 2026, 10:51
პოლიტიკა
გივი მიქანაძემ ანკარაში ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა
ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (Middle East Technical University – METU) მოქმედ პრეზიდენტ ენდერ ჯიეროღლუს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.


