imedi /  04 ნოემბერი 2019, 13:43 / სანდო წყარო

რომან გოცირიძემ შალვა თადუმაძის კურსელები ვერ იპოვა, ამიტომ სახინკლეში მის ლექტორებს ეპატიჟება

რომან გოცირიძე სახინკლე

რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის წევრის", დეპუტატ რომან გოცირიძის განცხადებით, მას გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის კურსელები სახინკლეში დაპატიჟებასთან დაკავშირებით არ გამოხმაურებიან, ამიტომ ახლა გოცირიძე თადუმაძის ლექტორებს ეპატიჟება ხინკლის საჭმელად. ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ნინო ქადაგიძეს უსმენენ.

"მეგობრებო, ვერ ვიპოვე თადუმაძის ვერც ერთი კურსელი. ამიტომ, ახლა მივმართავ თადუმაძის ლექტორებს. თუ ერთი ლექტორი მაინც გამოჩნდება, ვინც მას ასწავლიდა, მთაწმინდის რესტორანში ვეპატიჟები. კურსელები ვერ მოვძებნეთ, ლექტორები გამოგვეხმაურეთ", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის კურსელების სახინკლეში დაპატიჟებასთან დაკავშირებით 9 ოქტომბერს კომიტეტის სხდომაზე თქვა, სადაც თადუმაძეს უსმენდნენ. მაშინ მსჯელობის საგანი გენპროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი იყო. 

თადუმაძემ განაცხადა, რომ წელიწადნახევარია, ადამიანთა ჯგუფი ცდილობს, შექმნას ლეგენდა, რომ ამ ქვეყანას ჰყავს უდიპლომო გენერალური პროკურორი, ახლა არის მცდელობა, შექმნან ლეგენდა, რომ ამ ქვეყანას ეყოლება უდიპლომო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, თადუმაძის დიპლომში მითითებულია, რომ მან დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩააბარა, მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი მომდევნო წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის ცნობით, შეუსაბამობა იკვეთება სასწავლებლის დამთავრების თარიღთან დაკავშირებითაც.

ყველა სიახლე

ქართული ოცნება

14 დეკემბერი 2019, 18:08

საქართველო

„ქართულმა ოცნებამ“ თავისუფლების მოედანზე ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გამართა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გამართა. პარტიაში აცხადებენ, რომ ღონისძიების ინიციატორი მათი ახალგაზრდული ორგანიზაციაა და ის საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას ეძღვნება.

დავით ზალკალიანი

14 დეკემბერი 2019, 17:56

საქართველო

ზალკალიანი: ამოქმედებულია ყველა საერთაშორისო მექანიზმი, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა დასრულდეს

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის უმაღლესი თანამდებობის პირი თუ მაღალი ტრიბუნა, მიღებულია მინისტერიალის ერთობლივი განცხადებები იმ მოწოდებით, რომ დაუყოვნებლივ დასრულდეს ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა. ქვეყანა აგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობის კიდევ უფრო მეტ აქტიურ ჩართულობას.

ბიძინა ივანიშვილი

14 დეკემბერი 2019, 17:48

საქართველო

ივანიშვილი: აუცილებლად ვიზეიმებთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას

„საქართველო ევროპაში არა უბრალოდ, ფორმალურად უნდა დაბრუნდეს, არამედ თავისი კუთვნილი, კაშკაშა ადგილი უნდა დაიმკვიდროს ევროპის თანავარსკვლავედში. მე ამის მწამს და მტკიცედ მჯერა!“ - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე, ღონისძიებაზე „საქართველოს გზა ევროპისკენ“ განაცხადა.

გიორგი გახარია

14 დეკემბერი 2019, 17:25

საქართველო

გახარია: ევროპა არის საქართველოს წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი

„აქ ყოველთვის ევროპა იყო და ამას ჩვენი ისტორია ადასტურებს“, - ამ სიტყვებით პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს მიმართა, სადაც „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ მართავს. გიორგი გახარიას თქმით, არასდროს ყოფილა საქართველო ისე ახლოს ევროპასთან როგორც დღეს.

კახა კალაძე

14 დეკემბერი 2019, 17:13

საქართველო

კალაძე: დარწმუნებული ვარ საქართველოს ევროპული მომავალი გარდაუვალია

„რა არის ჩვენთვის ევროპა?! პირადად ჩემთვის, ევროპა ის სივრცეა, სადაც აფასებენ ადამიანს, როგორც ყველაზე ღირებულს, არ არღვევენ მის უფლებებს და არ იტაცებენ ექიმებს - თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს!“ - ეს განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანმა კახა კალაძემ დღეს თავისუფლების მოედანზე შეკრებილი საზოგადოების წინაშე გააკეთა.

განათლების სამინისტრო

14 დეკემბერი 2019, 17:02

საქართველო

განათლების სამინისტრო „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იმედოვნებს, რომ დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა გაუმჯობესდება. უწყების განცხადებით, სამინისტრო, მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებით აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში.

14 დეკემბერი 2019, 16:42

სპორტი

ვარლამ ლიპარტელიანმა ჩინეთის მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიგო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ნახევარფინალში ჰოლანდიელ მიხაელ კორელთან დამარცხდა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი, რუსეთის სახელით მოჭიდავე არმან ადამიანი ვაზარით დაამარცხა.

ალსტის კარნავალი

14 დეკემბერი 2019, 16:39

კულტურა

იუნესკომ ბელგიური კარნავალი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოიღო

„რასისტული და ანტისემიტური წარმოდგენების სისტემატური გამეორება 2003 წლის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის პრინციპებს არ ესაბამება“, - ნათქვამია იუნესკოს ოფიციალურ განცხადებაში.

თეა წულუკიანი

14 დეკემბერი 2019, 16:09

საქართველო

წულუკიანი ვაჟა გაფრინდაშვილზე: ძალისხმევის უპრეცედენტო მობილიზებაა

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის გასათავისუფლებლად ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. თეა წულუკიანის თქმით, ემოციები არ არის ის, რაც ამ შემთხვევაში წარმატებისთვის უნდა გამოვიყენოთ. 15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

ძაღლის თათი კოალა

14 დეკემბერი 2019, 16:03

ტაბლოიდი

ინტერნეტმომხმარებლებმა ძაღლის თათები კოალებს მიამსგავსეს

Twitter-ის მომხმარებელმა 41Strange-მ აღმოაჩინა, რომ ძაღლის თათი პატარა კოალას ჰგავს. მისი თქმით, ყველაზე დიდი ბალიში კოალას თავს, დანარჩენი ოთხი კი თათებს ჰგავს. მას აყვნენ სხვა ინტერნეტმომხმარებლებიც, რომლებმაც თავიანთი ძაღლების თათების ფოტოები გამოაქვეყნეს.

თეა წულუკიანი

14 დეკემბერი 2019, 15:53

საქართველო

წულუკიანი: ყველა ევროპელი ვალდებულია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას პატივი სცეს

წულუკიანი ევროპელებს ახსენებს, რომ ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაშიც კი არ არსებობს ამგვარი გამჭვირვალე წესები უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეების ასარჩევად, რჩევას აძლევს მათ, რომ ჩვენი კანონები გაიზიარონ და თავისი მოსამართლეები სწორედ ღია, „ლაივში“ ჩატარებული ინტერვიუების შედეგად შეარჩიონ. „რაც შეეხება კონკრეტულ გვარებსა და სახელებს, საქართველოს პარლამენტმა აირჩია ეს ადამიანები“.

ჩისკო მუნიოსი ფელის ვისენტე

14 დეკემბერი 2019, 15:50

სპორტი

თბილისის „დინამო“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის გამარჯვებული, თბილისის „დინამო" დროებით მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. ჩისკო მუნიოსისა და ფელის ვისენტეს ესპანურ დუეტს კლუბთან კონტრაქტი 1 დეკემბერს ამოეწურა და მის გახანგრძლივებაზე მხარეები ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ აღწევენ.

ჩრდილოეთ კორეა რაკეტა

14 დეკემბერი 2019, 15:37

მსოფლიო

ფხენიანმა სავარაუდოდ კიდევ ერთი რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, კიდევ ერთი რაკეტა გამოსცადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ჩრდილოკორეული სახელმწიფო მედიის ცნობით, „მნიშვნელოვანი ექსპერიმენტი“ სოჰეს კოსმოდრომზე ჩატარდა და წარმატებით დასრულდა.

თათა გაფრინდაშვილი

14 დეკემბერი 2019, 14:56

საქართველო

ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი: ცილისწამებისთვის ყველას სასამართლოში მოეთხოვება პასუხი

თბილისის საკრებულოს დეპუტატის, „ქართული ოცნების“ წევრი ერეკლე კუხიანიძის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მისამართით გაკეთებულ განცხადებას შეფასებები მოჰყვა. ექიმის შვილი, თათა გაფრინდაშვილი არ გამორიცხავს, რომ ოჯახმა სასამართლოს მიმართოს, რათა ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის ყველამ პასუხი აგოს.

ირაკლი კობახიძე

14 დეკემბერი 2019, 14:53

საქართველო

კობახიძე: ევროსაბჭოს წარმომადგენლებს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები დეტალურად განემარტებათ

„განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც ევროსაბჭოს უწოდებს ძალიან დაავადებულ ინსტიტუტს, (გიგა ბოკერიას განცხადება გახსოვთ), ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ევროსაბჭოსთან, რომ ყოველდღიურად წინ წავწიოთ ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ამგვარი ინსტიტუციების მიმართ, ევროსაბჭოს მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.

ქართული ოცნება

14 დეკემბერი 2019, 14:35

საქართველო

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა ხვალ გაიმართება

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა ხვალ სასტუმრო შერატონში 12:00 საათზე გამართება. ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს დიპლომატებთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განუცხადა. დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით 8 დეკემბერს გამართულ მორიგ შეხვედრაზე მმართველი გუნდი და ოპოზიცია მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის განხილვაზე შეთანხმდნენ.

გიორგი ვაშაძე

14 დეკემბერი 2019, 14:31

საქართველო

უგულავა: თბილისის საქალაქო სასამართლო ოპოზიციის შტაბბინად გადაიქცა

ოპოზიციის ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სასტუმრო Holiday Inn-ში შეხვედრაზე ოპოზიციამ დიპლომატებთან საარჩევნო სისტემაზე საუბარს გეგმავს. ამის გარდა, პოლიტიკოსები 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების თემასაც შეეხნენ. ლიდერებმა სასამართლო სისტემაზეც გაამახვილეს ყურადღებას.

ომარ ალ-ბაშირი

14 დეკემბერი 2019, 14:18

მსოფლიო

სუდანის ექსპრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი კორუფციის საქმეზე დამნაშავედ ცნეს

სუდანის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი კორუფციის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც სასამართლო პროცესზე მოსამართლემ განაცხადა, ხანდაზმული ასაკის გამო 75 წლის ალ-ბაშირს სასჯელი 10-დან 2 წლამდე შეუმცირდა.

ვაჟა გაფრინდაშვილი

14 დეკემბერი 2019, 13:52

საქართველო

სუსი: ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში ჩართულნი არიან EUMM და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები

,,ცხელი ხაზით’’ მიღებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობაში რჩება. მისი გათავისუფლების პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავება ართულებს ადგილზე არსებულ ვითარებას და მნიშვნელოვნად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს.

ლაშა ბექაური

14 დეკემბერი 2019, 13:46

სპორტი

ლაშა ბექაური ჩინეთის მასტერსის გამარჯვებულია

ლაშა ბექაური ცინდაოს მასტერსის გამარჯვებულია. ფინალურ შეხვედრაში ლაშამ ესპანეთის ნაკრების წევრი ნიკოლოზ შერაზადიშვილი იპონით დაამარცხა.