Imedi /  24 ნოემბერი 2019, 15:59 / სანდო წყარო

ჯაფარიძე გარანტიებს ითხოვს, რომ ცვლილებების შემთხვევაში ძალოვანი უწყებები „ნაცმოძრაობის“ ხელში არ აღმოჩნდეს

ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე

„უნდა შეიქმნას გარანტიები, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, ძალოვანი უწყებები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ აღმოჩნდება“, - „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ამ თემაზე მათ უკვე აქვთ ინდივიდულური კონსულტაციები სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან.

„მიუხედავად იმისა, ვინ როგორ აფასებს წარსულს, და გასაგებია, რომ წარსულს ადამიანები სხვადასხვანაირად აფასებენ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ დაიბრუნა ადამიანების ნდობა, რომ ისინი ამ ძალისმიერ ბერკეტებს აღარ გამოიყენებენ ბოროტი მიზნებისთვის. ამიტომ, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ დაიდოს წინასწარ საგარანტიო მექანიზმი, რომელსაც დავიჯერებ მე, დაიჯერებს ყველა, დაიჯერებენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც აქ არიან, რომ თოფიანი ხალხი მათ ხელში არ იქნება.

სხვა რაღაცები პრობლემა არ არის, ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ, როგორ უნდა მოვაწყოთ ჯანდაცვის სისტემა, ან განათლების სისტემაც, მაგრამ პრინციპული რაც არის, არის ის, რომ ადამიანებს დღესაც ეშინიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ უნდა აღმოჩნდეს ძალოვანი უწყებები“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ინიციატივას გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია. 

„საინტერესო იდეაა. აქვე მინდა, ჩვენი პოზიცია ძალიან ცხადად გითხრათ - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოთხოვნების ნაწილში ვუერთდებით საერთო ოპოზიციურ მოთხოვნას, რომელიც გულისხმობს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას და ა.შ, მაგრამ როდესაც მომავლისკენ ვიყურებით, არც საარჩევნო ბლოკია და არც ერთიანი ორგანიზაციაა შემქნილი.

ჩვენ ყველას გვინდა, რომ თანაბარ საარჩევნო პირობებში აღმოჩნდეს ყველა ოპოზიციური პარტია, ყველა პოლიტიკური პარტია, რომ ხალხმა გადაწყვიტოს ვინ უნდა მას. ამ ნაწილშიც, მეც პირადად ვარ იმ პოზიციაზე, რაზეც ვიყავი – ნამდვილად არ შევუწყობ ხელს იმას, რომ „ქართული ოცნება“ წავიდეს და „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდეს. საჭიროა ცვლილებები სწორედ იმიტომ, რომ რაღაც ახალი შეიქმნას ამ ქვეყანაში“, - აცხადებს ეკა ბესელია.

ყველა სიახლე

პროკურატურა

22 იანვარი 2020, 20:43

ძალოვნები

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატთა რაოდენობა შემცირდა

ადვოკატმა გრიგოლ გაგნიძემ კანდიდატურა მოხსნა და ირაკლი შოთაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა. შესაძლოა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღოს იურისტმა გელა ჩივაძემაც. გენერალური პროკურორის პოსტზე 17 კანდიდატი იყო წარდგენილი.

კორონავირუსი

22 იანვარი 2020, 20:38

საქართველო

ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საელჩო მოუწოდებს უხანში არ ჩავიდნენ

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქალაქ უხანში გამგზავრებისაგან, ვინაიდან ეს ქალაქი წარმოადგენს ინფექციის კერას. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი 440 პაციენტს დაუსვეს. დაავადებას 17 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსის შემთხვევები ასევე დაფიქსირდა ტაილანდში, ტაივანში, ჰონგ-კონგში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-შიც.

კონგრესმენების წერილი

22 იანვარი 2020, 20:33

საქართველო

მთავრობის ადმინისტრაციამ ამერიკელი კონგრესმენების წერილი გამოაქვეყნა

წერილში, რომელიც ჯერი კონოლიმ, ადამ კინზინგერმა, მაიკლ მაკკაულმა და ელიოტ ენჯელიმ გიორგი გახარიას მისწერეს, კონგრესმენები საქართველოში მიმდინარე პროცესებს კრიტიკულად აფასებენ.

ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი

22 იანვარი 2020, 20:10

საქართველო

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემა იქმნება

„ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი“ (IRC) ახალ პროექტს იწყებს. ევროკავშირის მხარდაჭერით „საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემა შემუშავდება. პროექტის პრეზენტაცია დღეს თბილისში, სასტურმო „რუმსში“ შედგა. ღონისძიებას საჯარო მმართველობის მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო, საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი გახარია ილჰამ ალიევი

22 იანვარი 2020, 20:04

საქართველო

გიორგი გახარია დავოსში ილჰამ ალიევს შეხვდა

ლიდერებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობასა და რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებზე ისაუბრებს, რომლებსაც თბილის და ბაქო ერთობლივად ახორციელებენ. ისინი ინტენსიური კომუნიკაციის მომავალში გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

კუპატა

22 იანვარი 2020, 19:41

ტაბლოიდი

პოპულარულ ქუჩის ძაღლ კუპატას თავისი სახლი აქვს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმში პოპულარულ ქუჩის ძაღლ კუპატას უკვე თავისი კერა აქვს. „მიზნად მხოლოდ ბავშვების უსაფრთხოდ ქუჩაზე გადასვლა ჰქონდა, მაგრამ აშკარად უფრო მეტი გამოუვიდა 😊დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვუყიდეთ კერა წარწერით „ხალხის რჩეული“, რაც ნამდვილად დაიმსახურა❤️“, -წერს უწყება სოციალურ ქსელში. ბათუმელი ქუჩის ძაღლი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ABC News-მა გამოაქვეყნა ძაღლის ვიდეო სათაურით „ქუჩის ძაღლი აცილებს ბავშვებს გადასასვლელზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა საქართველოში.“

Tesla

22 იანვარი 2020, 19:31

ეკონომიკა

Tesla-ს კაპიტალიზაციამ $100 მილიარდს პირველად გადააჭარბა

21 იანვარს Tesla-ს ერთი აქციის ღირებულებამ $555,1 დოლარი შეადგინა, კომპანიის კაპიტალიზაცია კი 110,1 მილიარდ დოლარს მიაღწია. მეორე დღეს აქციის ღირებულება 547,2 დოლარამდე შემცირდა, კაპიტალიზაცია კი 98,6 მილიარდამდე. აქციების ფასის ზრდა 2019 წლის მესამე კვარტალში კომპანიის ფინანსურმა წარმატებამ და ჩინეთში ქარხნის გახსნას უკავშირდება.

წყნეთის აგარაკები

22 იანვარი 2020, 19:11

ეკონომიკა

წყნეთის სამთავრობო აგარაკებზე გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა

წყნეთის სამთავრობო აგარაკებს მყუდველი არ გამოუჩნდა. 23 დეკემბერს გამოცხადებული აუქციონი ცოტა ხნის წინ დასრულდა. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში ჯერ არ ამბობენ, როდის და რა პირობებით გამოცხადდება ახალი აუქციონი.

სასამართლო

22 იანვარი 2020, 18:48

ძალოვნები

ზუგდიდში, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობაში ბრალდებულ 51 წლის გელა ქანთარიას, რაიონულმა სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნატრული აკობიამ მიიღო. შსს-ს ინფორმაციით, გელა ქანთარიამ მიმდინარე წლის 17 იანვარს ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სამართალდამცველების მისამართით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

წყალბურთი

22 იანვარი 2020, 18:28

სპორტი

წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თურქეთი დაამარცხა

ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. დღეს, რევაზ ჩომახიძის მომზადებულმა გუნდმა თურქეთის ნაკრები 12:6 დაამარცხა და ათეულში ადგილი მოიპოვა. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მეტი 3-3 ბურთი ანდრია ბითაძემ და მიხეილ ბაღათურიამ გაიტანეს.

ჯეიმს აპატურაი

22 იანვარი 2020, 18:23

საქართველო

აპატურაი: ნატო რუსეთთან ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს და აგრესიულ პოლიტიკას დაგმობს

„ნატო რუსეთთან კომუნიკაციის დროს ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს და მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას დაგმობს, “- ეს განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

კახა კალაძე

22 იანვარი 2020, 18:16

საქართველო

კახა კალაძე ევროპარლამენტარებზე: საგარეო მიმართულებით მუშაობა ჩვენი მხრიდანაც გასაძლიერებელია

კახა კალაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებით აშკარად იკვეთება, რომ მათ არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოში არსებულ ვითარებაზე, „ან კარგად იციან რა ხდება, მაგრამ ეს მათი სუბიექტური განცხადებებია“.

კახა კალაძე

22 იანვარი 2020, 18:05

საქართველო

კალაძე: პარლამენტთან რეაბილიტაციაზე განცხადებები მიუღებელია, აზრის გამოხატვაში არავინ იზღუდება

კახა კალაძის თქმით, პარლამენტის წინ ტერიტორიის რეაბილიტაციაზე გაკეთებული განცხადებები მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მისი თქმით, პარლამენტის წინ ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტი მერიამ 2019 წლის მაის-ივნისში შეისყიდა და წინასწარ იყო დაგეგმილი იქ სამუშაოები, რადგან არსებული მდგომარეობა „ძალიან მძიმეა“.

კრისტიან ტერეში

22 იანვარი 2020, 18:03

საქართველო

ევროპარლამენტარი ტერეში: დასანანია, რომ ბევრი ევროპარლამენტარი სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან საუბარს პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს

„მე გული დამწყდა იმის გამო თუ როგორ იყო განხილული საქართველოს საკითხი. დასანანია, რომ ბევრი მათგანი ამ შესაძლებლობას იყენებს პოლიტიკური ქულების დასაწერად“. - განაცხადა ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა.

პარლამენტი

22 იანვარი 2020, 17:55

საქართველო

პარლამენტთან გაკეთებულ კონსტრუქციაზე აქტივისტებმა და ოპოზიციამ წარწერები დატოვეს

პარლამენტთან მოძრაობა „გაბედეს“ წევრები მივიდნენ და მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც რკინის კონსტრუქციით არის შემოსაზღვრული, მავთულხლართი შემოავლეს და ამ ფორმით გააპროტესტეს თბილისის მერიის გადაწყვეტილება პარლამენტის წინ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებაზე.

ლიბია

22 იანვარი 2020, 17:28

მსოფლიო

ლიბიასთან ავიამიმოსვლა შეწყდა

სარაკეტო დაბომბვის შემდეგ ტრიპოლის აეროპორტი დაიხურა, რომელიც ლიბიაში ბოლო მოქმედი აეროპორტი იყო. ინფორმაციას Reuters-ი ტრიპოლის აეროპორტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აეროპორტმა ტუნისის თვითმფრინავი არ მიიღო, რომელიც ტრიპოლიდან 200 კილომეტრით დაშორებით მდებარე აეროპორტში გადაამისამართეს.

მღვდელმონაზონი ანდრია სარია

22 იანვარი 2020, 17:26

საქართველო

მღვდელმონაზონს, რომელმაც სასულიერო იერარქები მამათმავლობაში ამხილა, მსახურება აუკრძალეს

მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდანსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაში, რომელიც 20 იანვრით თარიღდება, წერია, რომ ანდრია სარია გაფრთხილების მიუხედავად, მედიით საპატრიარქოსა და ეკლესიის იერარქთა მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.

ტერი ჯონსი

22 იანვარი 2020, 17:15

კულტურა

„მონტი პაითონის“ წევრი ტერი ჯონსი გარდაიცვალა

ბრიტანული კომიკ-ჯგუფის „მონტი პაითონის“ (Monty Python) წევრი ტერი ჯონსი გარდაიცვალა. ის 77 წლისა იყო. ტერი ჯონსის ნათესავების თქმით, ჯონსი 21 იანვრის საღამოს, საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. ბოლო წლების განმავლობაში ის დემენციის იშვიათი ფორმით იტანჯებოდა.

საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა მესტია

22 იანვარი 2020, 17:13

საქართველო

საკოორდინაციო ჯგუფმა მესტიაში მთის კურორტებზე არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელა

მათ კურორტებზე არსებული პრობლემების მოკლე ვადაში შესაძლო გადაჭრის გზები განიხილეს, იმსჯელეს სვანეთში ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებაზე და მისი ჭარბი გამოყენებით გამოწვეულ შესაძლო შეფერეხებების შემთხვევაში მოქმედების სხვადასხვა ვარიანტი განიხილეს.

მცოცავი ოკუპაცია

22 იანვარი 2020, 17:06

საქართველო

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი სოფელ ოძისში ჩავიდა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სოფელ ოძისში ჩავიდა. სტეფ ბლოკმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია მისიის საქმიანობაზე, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებასა და იმ პრობლემებზე რომლებიც მოსახლეობას ჩაკეტილი გამშვები პუნქტების გამო შეექმნა.