გორში ალეკო ელისაშვილის მოსახლეობასთან შეხვედრას ხმაური მოჰყვა
დაპირისპირება გორის აგრარულ ბაზარში
ფოტო: ანა შეპკინა
ალეკო ელისაშვილის შეხვედრას მოსახლეობასთან გორში ხმაური მოჰყვა.
„სამოქალაქო მოძრაობა“ კამპანიის „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“ ფარგლებში კახეთის შემდეგ გორის აგრარულ ბაზარში მივიდა. ელისაშვილი გორისა და გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარების იოსებ მაკრახიძისა და თემურ ხუბულურის კორუფციულ სქემებსა და პროპორციული სისტემის უპირატესობებზე ესაუბრებოდა, რის გამოც იქ მყოფი ხალხი ელისაშვილსა და მის თანაგუნდელებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.
რამდენჯერმე შეხლა-შემოხლაც იყო, ვითარება სამართალდამცველებმა განმუხტეს. ელისაშვილის განცხადებით, ,,2016 წლიდან დღემდე, მაკრახიძისა და მისი ცოლის კომპანიებს 92 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს მაშინ, როდესაც ხალხს უჭირს.
რაც შეეხება დაპირისპირებას, ელისაშვილი ამბობს, რომ მას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულები დაუპირისპირდნენ და არა რიგითი მოქალაქეები.
ყველა სიახლე
03 ივლისი 2026, 00:37
სპორტი
ლუკა ლოჩოშვილმა კონტრაქტი „კიოლნთან“ გააფორმა
ლუკა ლოჩოშვილმა „კიოლნში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და ბუნდესლიგის გუნდის მოთამაშე გახდა. საქართველოს ნაკრებისა და „ნიურნბერგის“ ყოფილი წევრის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
03 ივლისი 2026, 00:27
სამართალი
პენიტენციური სამსახური: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ნანა სანდერის განცხადება სრულ გაშიშვლებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. უზრუნველყოფილია ვეგანური კვების მენიუთი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მის მიერ დაწესებულების მაღაზიაში შეძენილ იქნა არავეგანური პროდუქტი. ნანა სანდერი პერმანენტულად არღვევს სარეჟიმო მოთხოვნებს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს, სიტყვიერად შეურაცხყოფს დაწესებულების მოსამსახურეებს
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ნანა სანდერის განცხადება სრულ გაშიშვლებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. უზრუნველყოფილია ვეგანური კვების მენიუთი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მის მიერ დაწესებულების მაღაზიაში შეძენილ იქნა არავეგანური პროდუქტი. ნანა სანდერი პერმანენტულად არღვევს სარეჟიმო მოთხოვნებს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს, სიტყვიერად შეურაცხყოფს დაწესებულების მოსამსახურეებს, - აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
03 ივლისი 2026, 00:27
სპორტი
20-წლამდელთა მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ურუგვაისთან 7 ივლისს გამართავს. 20-წლამდელთა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო 18 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. ჩემპიონატში 16 ქვეყანა მონაწილეობს, თამაშები კი თბილისსა და ქუთაისში იმართება.
03 ივლისი 2026, 00:15
მსოფლიო
The Telegraph: დონალდ ტრამპის გეგმების თანახმად, რომელიც ამჟამად განიხილება, ფეხმძიმე ქალებს შესაძლოა აშშ-ში შესვლა აეკრძალოთ
დონალდ ტრამპის გეგმების თანახმად, რომელიც ამჟამად განიხილება, ფეხმძიმე ქალებს შესაძლოა აშშ-ში შესვლა აეკრძალოთ, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
03 ივლისი 2026, 00:10
ეკონომიკა
შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი პოლიტიკა არ არის აგრესიული ჩარევა. ჩვენი პოლიტიკა არის, რომ ბაზრის საქციელიდან გამომდინარე, მათ შევუქმნათ საუკეთესო ფონი, რომ ჯანსაღი კონკურენცია იყოს და ისინი თანაბარ პირობებში იყვნენ. შემდეგ ბაზრის უხილავი ხელი განსაზღვრავს საუკეთესო ფასს
ჩვენი პოლიტიკა არ არის აგრესიული ჩარევა. ჩვენი პოლიტიკა არის, რომ ბაზრის საქციელიდან გამომდინარე, კერძო სექტორის საქციელიდან გამომდინარე, მათ შევუქმნათ საუკეთესო ფონი, რომ ჯანსაღი კონკურენცია იყოს და ისინი თანაბარ პირობებში იყვნენ. შემდეგ ბაზრის უხილავი ხელი განსაზღვრავს საუკეთესო ფასს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.
03 ივლისი 2026, 00:10
ეკონომიკა
ირაკლი ლექვინაძე: კომისიის მუშაობის დროსაც კარგად გამოჩნდა, რომ ქსელებს შორის კონკურენცია არის, მსხვილ მომწოდებლებს შორის კონკურენციაც არის
კომისიის მუშაობის დროსაც კარგად გამოჩნდა, რომ ქსელებს შორის კონკურენცია არის, მსხვილ მომწოდებლებს შორის კონკურენციაც არის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ. მისივე თქმით, ქსელში შესვლის ხარჯები მსხვილ მიმწოდებლებს შორის კონკურენციის შედეგია, რადგან ისინი მზად არიან კონკრეტული სივრცისთვის მეტი გადაიხადონ.
03 ივლისი 2026, 00:02
ეკონომიკა
შოთა ბერეკაშვილი: ჩვენ შევძელით, რომ პროდუქტების კატეგორიებს, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია, საუკეთესო ფასი აქვს
ჩვენ შევძელით, რომ პროდუქტების კატეგორიებს, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია, საუკეთესო ფასი აქვს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.
02 ივლისი 2026, 23:59
მსოფლიო
The Telegraph: რუსეთის ახალი რეაქტიული დრონები უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის პრობლემას წარმოადგენს
კიევი სულ უფრო ხშირად ხდება ახალი რუსული რეაქტიული დრონების თავდასხმების სამიზნე, რომლებიც 500 კმ/სთ-მდე სიჩქარეს ავითარებენ და უკრაინის საჰაერო თავდაცვას აიძულებენ, ძვირადღირებული რაკეტები გამოიყენონ, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
02 ივლისი 2026, 23:49
ეკონომიკა
შოთა ბერეკაშვილი: გვესმის განცხადებები, რომ ფასდაკლებები ისედაც იყო, ეს ასე არ არის, ჩვენ ამას სისტემური ხასიათი მივეცით
გვესმის განცხადებები, რომ ფასდაკლებები ისედაც იყო, ეს ასე არ არის, ჩვენ ამას სისტემური ხასიათი მივეცით. თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ [პორტალზე] და ნახოთ, რომ ის 13 პროდუქტი ყოველდღიურად არის საუკეთესო ფასად, - განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა. მისივე თქმით, საპარლამენტო კომისიამ საერთაშორისო გამოცდილების ფარგლებში რუმინული, ბულგარული, უნგრული, ფრანგული და ბერძნული მოდელები შეისწავლა.
02 ივლისი 2026, 23:46
ეკონომიკა
ირაკლი ლექვინაძე www.e-kalata.gov.ge: ფასების გამჭვირვალობა ნიშნავს, რომ მოქალაქე არის ინფორმირებული. ამ პორტალის ფუნქცია სწორედ ეს არის, ინფორმირებულ არჩევანს, რაც უფრო მეტი მოქალაქე აკეთებს, ეს არის კონკურენტული ზეწოლა ქსელებზე. ისინი ყოველთვის ეცდებიან, რომ სხვა ქსელს აჯობონ საუკეთესო შემოთავაზებაში. პროცენტში, რომ ავსახოთ ეს საკმაოდ მოცულობით დანაზოგზე გავალთ
ფასების გამჭვირვალობა ნიშნავს, რომ მოქალაქე არის ინფორმირებული. ამ პორტალის ფუნქცია სწორედ ეს არის, ინფორმირებულ არჩევანს, რაც უფრო მეტი მოქალაქე აკეთებს, ეს არის კონკურენტული ზეწოლა ქსელებზე. ისინი ყოველთვის ეცდებიან, რომ სხვა ქსელს აჯობონ საუკეთესო შემოთავაზებაში. პროცენტში, რომ ავსახოთ ეს საკმაოდ მოცულობით დანაზოგზე გავალთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ GCCA-ის თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ ახალ საინფორმაციო პორტალზე - www.e-kalata.gov.ge საუბრისას
02 ივლისი 2026, 23:46
ეკონომიკა
შოთა ბერეკაშვილი: პირდაპირი თხოვნაც არის, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი შევიდეს www.ekalata.gov.ge პლატფორმაზე, შეადაროს ფასები და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. ეს არის კონკურენციის საუკეთესო, თანამედროვე მოდელი
„აღნიშნული პორტალი შექმნილია მომხმარებლისთვის. რაც უფრო ბევრი მომხმარებელი შევა, მით უფრო გაიზრდება კონკურენცია, მით უფრო საუკეთესო ფასს მიიღებს მომხმარებელი. პირდაპირი თხოვნაც არის, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი შევიდეს პლატფორმაზე, შეადაროს ფასები და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. ეს არის კონკურენციის საუკეთესო, თანამედროვე მოდელი, რაც საბოლოო ჯამში ისევ მომხმარებელს აძლევს საუკეთესო შედეგს“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.
02 ივლისი 2026, 23:36
ეკონომიკა
ირაკლი ლექვინაძე: ამ ეტაპზე www.ekalata.gov.ge პორტალზე წარმოდგენილია სუპერმარკეტის 13 ქსელი, თუმცა ეს მაჩვენებელი ალბათ გაიზრდება
ამ ეტაპზე პორტალზე წარმოდგენილია სუპერმარკეტის 13 ქსელი, რომელიც ჩვენი შეფასებით, „ეფემსიჯი“ ბაზრის დაახლოებით 65%-ს მოიცავს და ეს საკმაოდ მოცულობითი მაჩვენებელია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ.
02 ივლისი 2026, 23:33
ეკონომიკა
შოთა ბერაკაშვილი www.ekalata.gov.ge -ზე: აქტიურად ვაკვირდებით დინამიკას და სახეზეა აქტიური კონკურენცია ქსელებს შორის. როცა ჩვენ დავიწყეთ, ჯამური ჩეკი იყო 43 ლარი და დღეს საღამოს, როდესაც შევამოწმე 13 პროდუქტის საუკეთესო შეთავაზება იყო 37 ლარი და 72 თეთრი ანუ სახეზე გვაქვს აქტიური კონკურენცია და ფასების 10%-იანი კლება
აქტიურად ვაკვირდებით დინამიკას და სახეზეა აქტიური კონკურენცია ქსელებს შორის. როცა ჩვენ დავიწყეთ, ჯამური ჩეკი იყო 43 ლარი და დღეს საღამოს, როდესაც შევამოწმე 13 პროდუქტის საუკეთესო შეთავაზება იყო 37 ლარი და 72 თეთრი ანუ სახეზე გვაქვს აქტიური კონკურენცია და ფასების 10%-იანი კლება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა ახალ საინფორმაციო პორტალზე - www.ekalata.gov.ge -ზე საუბრისას.
02 ივლისი 2026, 23:26
ეკონომიკა
ირაკლი ლექვინაძე: პორტალი www.ekalata.gov.ge არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გავიგოთ საბაზისო სასურსათო პროდუქტზე რომელ ქსელშია საუკეთესო ფასი
პორტალი www.ekalata.gov.ge არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გავიგოთ საბაზისო სასურსათო პროდუქტზე რომელ ქსელშია საუკეთესო ფასი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ. მისივე თქმით, პორტალზე ამ ეტაპზე 13 საბაზისო პროდუქტია განთავსებული.
02 ივლისი 2026, 23:12
მსოფლიო
კიევზე რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა
კიევზე რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.
02 ივლისი 2026, 23:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: რაც გუშინ ბაბუცა პატარაიამ ამერიკის საელჩოში იკადრა, არის უკიდურესი შეურაცხყოფა როგორც ამერიკის, ასევე ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თითოეული ამერიკელის და საელჩოს ყველა წარმომადგენლის. აღარაფერს ვამბობ საქართველოზე, ამ ქალს არც სამშობლო აქვს და არც ქართველობისა სცხია რაიმე
ყველაფერს აქვს თავისი ეტიკეტი, ნორმა და წესი. ის, რაც გუშინ ბაბუცა პატარაიამ ამერიკის საელჩოში იკადრა, არის უკიდურესი შეურაცხყოფა როგორც ამერიკის, ასევე ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თითოეული ამერიკელის და საელჩოს ყველა წარმომადგენლის, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, „საფარის“ ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას მიერ თბილისში, აშშ-ის საელჩოში მოწყობილ პროვოკაციაზე.
02 ივლისი 2026, 21:53
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს, რომელიც საქართველოს, სახელმწიფო ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად ეწვია.
02 ივლისი 2026, 21:49
მსოფლიო
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უფლებამოსილება ამერიკელებზე არ ვრცელდება
აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა, ტოდ ბლანშმა ჰააგის სასამართლოს პრეზიდენტს, მოსამართლე ტომოკო აკანეს ოფიციალური წერილით მიმართა, სადაც ნათქვამია, რომ აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უფლებამოსილებას არ აღიარებს.
02 ივლისი 2026, 21:46
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: როდესაც სიტყვიერი გამოსვლებით ან ჟესტიკულაციით გამომწვევად იქცევი, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება ექნებათ. თან ეს ხდება ვისგან - გახარიას პარტიისგან, რომელიც გახდა ჩვეულებრივი მოღალატე ქვეყნის და გუნდის
პარლამენტში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა და განაცხადა, რომ ახლანდელი დაპირისპირება წინა მოწვევის პარლამენტში დამკვიდრებული ნაციონალური მოძრაობის ხელწერის გაგრძელებაა.
02 ივლისი 2026, 21:45
სპორტი
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ლატვიის დედაქალაქ რიგაში უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი უკრაინის გამარჯვებით, ანგარიშით 92:76, დასრულდა.


