imedi /  13 დეკემბერი 2019, 17:10 / სანდო წყარო

პარლამენტის სხდომათა დარბაზში რამდენიმე ადამიანი დღესაც შეუძლოდ გახდა

12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჯერჯერობით დაუდგენელი ქიმიური  ნივთიერების გამოყენების შემდეგ პლენარული სხდომის მიმდინარეობისას რამდენიმე ადამიანი დღესაც შეუძლოდ გახდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების განმარტებით, ამ მიზეზის გამო სხდომა დღის მეორე ნახევარში აღარ განახლდება. ასევე გადაიდო ,,მინისტრის საათის“ ჩატარება. სასესიო დარბაზი დამატებით დამუშავდება სხდომების განახლებამდე.

პარლამენტში 12 დეკემბერს მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 12 დეკემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სხდომათა დარბაზში ორი დეპუტატი შევიდა და დარბაზში გარკვეული ნივთიერება დაასხა. ამის გამო მან, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. დეპუტატების თქმით, დარბაზში სუნი მას შემდეგ დადგა, რაც იქ ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია გამოჩნდნენ.

თუმცა, „ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას არ იღებს და უმრავლესობის დეპუტატებისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს. ტელეკომპანია „იმედმა“ და „მაესტრომ“ კი გადაიღეს კადრები, სადაც ჩანს როგორ გადაადგილდებიან პარლამენტის სხდომათა დარბაზში „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია. 

მომხდართან დაკავშირებით Facebook-ზე მოძრაობა „სირცხვილიამ“ გაავრცელა განცხადება და სხდომათა დარბაზში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობა აიღო. 

სითხის დაღვრის შემდეგ პარლამენტში რამდენიმე ადამიანს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ყველა სიახლე

იემენი

19 იანვარი 2020, 18:21

მსოფლიო

იემენში სამხედრო ბანაკაზე თავდასხმისას დაღუპულთა რაოდენობამ 80-ს მიაღწია

იემენში, ქალაქ მარიბში სამხედროების საწვრთნელ ბაზაზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმას სულ ცოტა 80 ჯარისკაცი ემსხვერპლა. თავდასხმის შედეგად კიდევ ათობით ადამიანი დაიჭრა. ბანაკი დედაქალაქიდან 170 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

გიორგი ვოლსკი

19 იანვარი 2020, 18:15

საქართველო

ვოლსკი კონგრესმენის წერილზე: განცხადება არის მიკერძოებული და კონკრეტული კომპანიის ინტერესს უკავშირდება

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გიორგი ვოლსკი კონგრესმენ მარკუეინ მალინის წერილს მიკერძოებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ის კონკრეტული კომპანიის, „ფრონტერას“ ინტერესს უკავშირდება.

მიანმარი

19 იანვარი 2020, 18:02

მსოფლიო

Facebook-მა ჩინეთის პრეზიდენტის სახელის არასწორი თარგმანის გამო მოიბოდიშა

სოციალური ქსელის მიერ სი ძინპინის სახელის უხეში თარგმანი ჩინეთის პრეზიდენტის მიერ მიანმარში ვიზიტის მეორე დღეს გამოჩნდა ქსელში, როდესაც ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია დაიპოსტა. შაბათს სი ძინპინი მიანმარის ლიდერს, აუნ სან სუ ჩის შეხვდა.

ანგელა მერკელი

19 იანვარი 2020, 17:50

მსოფლიო

გერმანია ლიბიის საკითხზე სამიტს მასპინძლობს

გაეროს ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებაზე ელოდებიან აშშ-ის სახელმწფიფო მდივანს მაიკ პომპეოს, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, იტალიის და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრებს.

დიდთოვლობა კანადა

19 იანვარი 2020, 17:21

მსოფლიო

კანადაში დიდთოვლობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, უამინდობა პროვინციაში ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორი ფიქსირდება. ზოგ ადგილებში თოვლის საფარის სიმაღლე 76 სანტიმეტრს აღწევს, რის გამოც მოსახლეობა სახლებიდან ვერ გამოდის. ათასობით ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

შავი ყუთი

19 იანვარი 2020, 17:05

მსოფლიო

ირანი ჩამოგდებული ლაინერის შავი ყუთების უკრაინისთვის გადაცემას უარყოფს

„შავი ყუთების გაშიფრვას აქ, ირანში ვცდილობთ. უკრაინის და საფრანგეთის ვარიანტებსაც განვიხილავთ, მაგრამ ყუთების სხვა ქვეყანაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია“, - განაცხადა ჰასან რეზაიფირმა. 18 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეირანი შავ ყუთებს კიევში გაგზავნის.

ავსტრალია წყალდიდობა

19 იანვარი 2020, 16:40

მსოფლიო

ავსტრალიაში ხანძრით და წყალდიდობით დაზარალებულ შტატში ქარიშხლისთვის ემზადებიან

სპეციალისტები ძლიერი ქარის და უხვი ნალექის პროგნოზს აკეთებენ. ასეთი ამინდი შტატში სავარაუდოდ 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ბოლო მონაცემებით, შტატის ტერიტორიაზე ცეცხლის 14 კერა ფიქსირდება. ტყის ხანძრებით დაზარალებულ შტატებში 16 იანვარს გაწვიმდა.

ბრიჯიტ მაკრონი

19 იანვარი 2020, 16:35

ტაბლოიდი

ბრიჯიტ მაკრონი: საფრანგეთის პრეზიდენტი შესაძლოა ზოგს ამპარტავანი ჰგონია

საფრანგეთის პრეზიდენტი შესაძლოა ზოგს ამპარტავანი და რეალობისგან მოწყვეტილი ჰქგონია. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა ლედიმ ბრიჯიტ მაკრონმა განაცხადა. ის ფიქრობს, რომ ემანუელ მაკრონის თავდაჯერებულობა საკითხების ღრმა ცოდნითა და შემეცნებით არის გამოწვეული, თუმცა თუ მასზე ასეთი წარმოდგენა აქვს არსებობს, ეს პრობლემაზე მიუთითებს.

ახალციხე სასამართლო

19 იანვარი 2020, 16:30

ძალოვნები

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულს 7000 ლარის გირაო შეეფარდა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარის საქმეზე დღეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა. ბრალდების მხარემ ვახტანგ რობაქიძისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

ხანძარი

19 იანვარი 2020, 16:14

ძალოვნები

ბელიაშვილზე ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

„მიონის“ ქარხნის შენობაში ხანძარია. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. ცეცხლი მეექვსე სართულზე გაჩნდა. ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

უკრაინა

19 იანვარი 2020, 15:44

მსოფლიო

თვითმფრინავის ჩამოგდებისას დაღუპული უკრაინელების ცხედრები კიევს გადასცეს

ირანის მიერ თვითმფრინავის ჩამოგდებისას დაღუპულთა ცხედრების უკრაინას გადასცეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, კიევს 11 ცხედარი გადაეცა. წერს Washington Post-ი.

ხელვაჩაური ხანძარი

19 იანვარი 2020, 15:41

ძალოვნები

ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში ხანძარს ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში ხანძარს ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. დაშავებულია მათი 31 წლის შვილი, რომელიც რეანიმობილით თბილისში გადმოჰყავთ. ხანძარი ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე გაჩნდა. მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ძმამ გადაარჩინა, ცეცხლი სწრაფად გავრცელდა, რის გამოც ცოლ-ქმრის გამოყვანა შეუძლებელი გახდა.

ილია მეორე

19 იანვარი 2020, 14:56

საქართველო

ილია მეორე: დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით თქვენი სახლები, ეზო-კარი

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ნაკურთხი წყლით სახლების და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცა. ამის შესახებ პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას თქვა. ნათლისღებასთან დაკავშირებით პატრიარქმა თქვა, რომ „ეს არის უდიდესი დღესასწაული, როცა განიდევნება ბოროტი სული და მადლი ღვთისა დაისადგურებს ჩვენ შორის“.

ჩეხეთი ხანძარი

19 იანვარი 2020, 14:47

მსოფლიო

ჩეხეთში მოხუცთა თავშესაფარში ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა

ჩეხეთში, გერმანიის საზღვართან მდებარე ქალაქ ვეიპრტიში, მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. კიდევ 3 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცეცხლი შენობაში გამთენიისას გაჩნდა.

პერის ჰილტონი

19 იანვარი 2020, 14:05

კულტურა

პერის ჰილტონის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

38 წლის ტელევარსკვლავის, პერის ჰილტონის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. გამოცემა The Hollywood Reporter-ის ცნობით, YouTube Originals-ის მიერ გადაღებული ფილმის, This is Paris-ის პრემიერა მაისში შედგება. ფილმი რეჟისორმა ალექსანდრა დინმა გადაიღო.

დიდი ბრიტანეთი ირანი

19 იანვარი 2020, 13:45

მსოფლიო

ირანელი კანონმდებლები დიდ ბრიტანეთთან დიპლომატიური ურთიერთობის შესუსტებას ითხოვენ

ირანელმა პარლამენტარებმა კანონპროექტი დაარეგისტრირეს, რომლის მიხედვითაც დიდ ბრიტანეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შესუსტებას ითხოვენ. ამის შესახებ ადგილობრიი მედია წერს.

მარკუეინ მალინი

19 იანვარი 2020, 12:53

საქართველო

ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს პრემიერმინისტრს წერილით მიმართავს

რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერმინისტრს წერილს უგზავნის. გიორგი გახარიასადმი გაგზავნილ წერილში ამერიკელი კონგრესმენი „საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკის გაუარესებით“ შეშფოთებულია.

iPhone 11

19 იანვარი 2020, 12:38

ტექნოლოგიები

iPhone11-ში ადგილმდებარეობის დადგენის სრული ბლოკირება იქნება შესაძლებელი

ოპერაციული სისტემა iOS 13.3.1-ის ბეტა ვერსიაში, შესაძლებელი იქნება ჩიპ U1-ის გათიშვა, რომელიც მომხმარებლის ადგილმდებარეობას გეოლოკაციის ფუნქციის გათიშვის დროსაც ადგენს. ამის შესახებ გამოცემა Mashable წერს. ჩიპი U1 მუშაობისას ფართოზოლიან კავშირს იყენებს, რომელიც გეოლოკაციას 5-10 სანტიმეტრის სიზუსტით ადგენს.

მიგრანტთა ბანაკი

19 იანვარი 2020, 11:52

ძალოვნები

იტალიაში, მიგრანტთა ბანაკში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

იტალიის ქალაქ გრადისკა დ'იზონცოში საქართველოს 20 წლის მოქალაქე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს. გამოცემა RaiNews-ის ცნობით, 16 იანვარს გრადისკა დ'იზონცოს მიგრანტთა ბანაკში სხვადასხვა ეროვნების მიგრანტებმა იჩხუბეს, რის გამოც პოლიციელების ჩარევა გახდა საჭირო.

ჩინეთი

19 იანვარი 2020, 11:40

მსოფლიო

ჩინეთმა კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოავლინა

ჩინეთში კორონავირუსის ახალი 17 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ Reuters-ი ჯანდაცვის კომიტეტზე დაყრდნობით იტყობინება. 3 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. ოფიციალური ინფორმაციით, ჯამში ჩინეთის ცენტრალურ ქალაქ უჰანში, ინფიცირებულთა რაოდენობა 62-ს შეადგენს.