imedi /  14 თებერვალი 2020, 18:40 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: საერთაშორისო პარტნიორების პოზიციაა - კი, ძალიან მძიმე რეპუტაცია აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ იქნებ ეს სუსტი ოპოზიცია რაღაცნაირად საკუთარი მხრებით ათრიოთ

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

არის გარკვეული ლოგიკა, რომელიც იკვეთება ჩვენი მეგობრების, ევროპარლამენტარების, კონგრესმენების საუბრებიდან. ლოგიკა არის შემდეგი: ისინი ხედავენ, რომ ხელისუფლება დღეს არის ძლიერი და ამ სიძლიერეში იგულისხმება რა თქმა უნდა, ხალხის მხარდაჭერა- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი ასევე ხედავენ, რომ ოპოზიცია უკიდურესად სუსტია ამ ვითარებაში. „შესაბამისად მათი პოზიცია არის ასეთი, რაც ერთი შეხედვით შეიძლება ცოტა მძიმე მოსასმენი იყოს: კი ბატონო, არის ცუდი და სუსტი ოპოზიცია და აქედან გამომდინარე, ეს სუსტი ოპოზიცია უნდა შეინარჩუნოთ“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ერთი არის ლობისტური ხაზი და იქ სხვანაირად წარიმართება მუშაობა, მეორე კი არის ხაზი, რომელიც ლობისტებთან არ არის კავშირში.

„ისინიც გვეუბნებიან, რომ კი, არის ცუდი ოპოზიცია, მძიმე წარსულით, მძიმე რეპუტაციით, მაგრამ უნდა იყოს ასეთი ოპოზიცია, რადგან მათ იციან, რომ ვერ შექმნიან ახალ ოპოზიციას საქართველოში, ჩვენც იცით, რომ ხელოვნურად არ ვერევით ოპოზიციის შექმნის პროცესში. ამიტომ ეს არის მათი ერთგვარი დამოკიდებულება და მოწოდება: კი, ცუდია ეს ოპოზიცია, ცუდია „ნაციონალური მოძრაობა“, ძალიან მძიმე რეპუტაცია აქვს, მაგრამ იქნებ გაუფრთხილდეთ და ეს სუსტი ოპოზიცია იქნებ რაღაცნაირად საკუთარი მხრებით ათრიოთ"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა საარჩევნო სისტემაზეც ისაუბრა. „ჩვენი მეგობრების სურვილია, რომ ოპოზიცია არ გაქრეს. ცუდია, მაგრამ ოპოზიცია უნდა არსებობდეს. აქედან გამომდინარე მოგვიწოდებენ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შედგეს დიალოგი და დისკუსია და ამას ეფუძნება ჩვენი შეთავაზებაც 100/50 მოდელის თაობაზე. ეს არის მოდელი, რომელიც ამ სუსტი ოპოზიციის არსებობასა და შენარჩუნებას უზრუნველყოფს“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

18 აგვისტო 2026, 09:51

სპორტი

ლაგოდეხში, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული და კახეთის რეგიონული ფედერაციების ორგანიზებით, რიგით მესამე ტრადიციული ტურნირი ჩატარდა

ლაგოდეხში, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული და კახეთის რეგიონული ფედერაციების ორგანიზებით, რიგით მესამე ტრადიციული ტურნირი ჩატარდა, სადაც ადგილობრივ გუნდებთან ერთად, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიების კლუბებიც მონაწილეობდნენ.

18 აგვისტო 2026, 09:40

მსოფლიო

ფინეთის მთავრობა ბავშვების მიერ სოციალური მედიის გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს

ფინეთის მთავრობა ბავშვების მიერ სოციალური მედიის გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. ინიციატივის ავტორი, ფინეთის სოციალურ საკითხთა მინისტრი, მოტივად სოციალური მედიის მიერ გამოწვეული ზიანისგან მცირეწლოვნების დაცვას ასახელებს.

18 აგვისტო 2026, 09:31

მსოფლიო

მოლდოვის საჰაერო სივრცე უცნობმა ობიექტმა დაარღვია, რის შემდეგაც აფეთქდა

მოლდოვის საჰაერო სივრცე უცნობმა ობიექტმა დაარღვია, რის შემდეგაც აფეთქდა. ობიექტი ეროვნული არმიის სისტემებმა დააფიქსირეს. ინციდენტი მოლდოვის საგარეო უწყებამ დაგმო. თუმცა, ამ დრომდე არ კონკრეტდება, თუ რა ტიპის მოწყობილობამ დაარღვია ქვეყნის საჰაერო სივრცე. მიმდინარეობს გამოძიება.

ლევან მახაშვილი

18 აგვისტო 2026, 09:22

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი სამადაშვილისა და გვარამიას განცხადებებზე: ეს ემსახურება ძალიან მარტივ რაღაცას, რომ ქვეყანაში არ იყოს განვითარება, თუკი რაიმე პერსპექტივა გაჩნდება ქვეყნის გაერთიანების, საძირკველშივე ეს პერსპექტივა იყოს ჩაკლული

წლების და ათწლეულების განმავლობაში ვხედავთ ამ ძალის მხრიდან ასეთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს. თუმცა, მათი მხრიდანაც კი სრულიად აღმაშფოთებელი და წარმოუდგენელია იმ ტიპის მოღალატეობრივი განცხადებები, რომლებიც საზოგადოებამ იხილა, - ასე შეაფასა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა აფხაზეთთან დაკავშირებით ნიკა გვარამიასა და სალომე სამადაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები.

გიორგი ვოლსკი

18 აგვისტო 2026, 09:11

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი გვარამიას განცხადებაზე: ეს არის მოღალატეობრივი განცხადება, რომლის დანიშნულება საქართველოში დაძაბულობის ახალი კერების შექმნაა

ეს არის მოღალატეობრივი განცხადება. რასაკვირველია, თუ თავს გაიმართლებს ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავუშვათ ვიფიქროთ, რომ მას სხვა რამ ჰქონდა მხედველობაში, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ნიკა გვარამიას განცხადებას, სადაც მან აფხაზეთი, როგორც ტრავმული მეხსიერება ისე მოიხსენია და ამ საკითხზე საუბრისას ფაშინიანის მაგალითი მოიყვანა, რომელმაც მისივე თქმით ყარაბაღის ტერიტორია დათმო.

18 აგვისტო 2026, 09:01

საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში პერიოდულად იწვიმებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში პერიოდულად იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 25-დან 30 გრადუსამდე, აღმოსავლეთში კი 28-დან 33 გრადუსამდე იქნება.

ემანუელ მაკრონი

18 აგვისტო 2026, 01:12

მსოფლიო

მაკრონი: ენდეთ ევროპას - სწორედ ის მოგვცემს საშუალებას, ერთად შევინარჩუნოთ პოზიციები ამ არეულ მსოფლიოში, სადაც საერთაშორისო სამართალი ყოველდღიურად ირღვევა და ბლოკების ლოგიკა ბრუნდება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპის მნიშვნელობასა და გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე ილაპარაკა და საზოგადოებას ევროპული პროექტის მიმართ ნდობისკენ მოუწოდა.

18 აგვისტო 2026, 01:03

მსოფლიო

ჯარედ კუშნერი: თუ „ჰამასი“ უარს იტყვის განიარაღებაზე, ვაშინგტონი ღაზაში ისრაელის შემდგომ სამხედრო ოპერაციებს მხარს დაუჭერს

აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ ორივე მხარის თანამშრომლობის შემთხვევაში ღაზაში „პროგრესი შესაძლოა ძალიან მალე ვიხილოთ“, თუმცა მან იქვე მიანიშნა, რომ თუ „ჰამასი“ უარს იტყვის განიარაღებაზე, ვაშინგტონი ანკლავში ისრაელის შემდგომ სამხედრო ოპერაციებს მხარს დაუჭერს.

17 აგვისტო 2026, 22:39

რეგიონი

დავით კოდუამ საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებულ ზუგდიდელ სპორტსმენებს ფულადი ჯილდო გადასცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებულ ზუგდიდელ სპორტსმენებს - ნათია გადელიას, ელენე ქარჩავას, ანასტასია ჩოკორაიასა და სალომე ქაქუთიას შეხვდა. მერმა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ფულადი ჯილდო გადასცა.

დონალდ ტრამპი

17 აგვისტო 2026, 22:28

მსოფლიო

ტრამპი: კიმ ჩენ ინი ჩემ მიმართ ყოველთვის დიდ პატივისცემას იჩენდა - მე მესმის მისი, მას კი ჩემი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან ურთიერთობაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მათ შორის კარგი ურთიერთგაგება არსებობს.

დონალდ ტრამპი

17 აგვისტო 2026, 22:02

მსოფლიო

ტრამპი ირანზე: მათ კაპიტულაციის თეთრი დროშა უნდა აღმართონ

60-დღიანი ზავის ვადა ორშაბათს იწურება, თუმცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მტკიცე პოზიცია ირანის ბირთვული ამბიციების აღკვეთასთან დაკავშირებით უცვლელია. ამის შესახებ მან ორშაბათს დილით Fox News-ს განუცხადა და დაადასტურა, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) სამშვიდობო მოლაპარაკებების პირდაპირი, ფარული არხი მოქმედებს.

17 აგვისტო 2026, 21:49

კულტურა

19 აგვისტოდან მსმენელებს ფესტივალ „ღამის სერენადების“ საკონცერტო საღამოები ელოდებათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

19 აგვისტოდან ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ მსმენელთან შესახვედრად ემზადება. წელს ფესტივალი ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს მიეძღვნება. ტრადიციულად მრავალფეროვანი პროგრამითა და მოწვეული სტუმრების მონაწილეობით სამ ქალაქში შვიდი კონცერტი გაიმართება. ღამის სერენადები კულტურის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოს“, თბილისის, ბათუმისა და ბორჯომის მერიის მხარდაჭერით 20 სექტემბერს დაიხურება.

17 აგვისტო 2026, 21:37

მსოფლიო

Reuters: ირანი, აშშ-თან დიპლომატიის კრახის შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტეში შეტევაზე გადასვლით იმუქრება

როგორც ირანის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა ორშაბათს Reuters-ს განუცხადა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ომის საბოლოო შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის გამო, თეირანმა თავისი სტრატეგია თავდაცვითიდან „სრულმასშტაბურ შეტევით“ პოლიტიკაზე გადაიყვანა.

17 აგვისტო 2026, 21:34

სპორტი

ისტორიული შედეგი ზამთრის ოლიმპიადაზე და ღირსეული დაფასება სახელმწიფოსგან - მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ნაკრების წევრებს ფულადი პრიზები გადაეცემათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ისტორიული შედეგი ზამთრის ოლიმპიადაზე და ღირსეული დაფასება სახელმწიფოსგან - „მილანი-კორტინა 2026-ზე“ საქართველოს ნაკრების მიერ მიღწეული წარმატება ფულადი ჯილდოებით აღინიშნება.

17 აგვისტო 2026, 21:19

საზოგადოება

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექი პრობლემური აღმოჩნდა არაერთი რაიონისთვის; განსაკუთრებულად კი ლეღვთახევის ტერიტორიაზე.

ანდრის კულბერგსი

17 აგვისტო 2026, 21:18

მსოფლიო

POLITICO: ლატვია სერიოზულ შეცდომად მიიჩნევს ევროკავშირის უარს, აუკრძალოს წევრ სახელმწიფოებში შესვლა იმ პირებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ

როგორც გამოცემა POLITICO იუწყება, ლატვია სერიოზულ შეცდომად მიიჩნევს ევროკავშირის უარს, აუკრძალოს წევრ სახელმწიფოებში შესვლა იმ პირებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ.

17 აგვისტო 2026, 21:00

საზოგადოება

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მთავრობა თელავის მუნიციპალიტეტს 500 000 ლარს გადასცემს

ძლიერი წვიმისგან შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტში ამ დრომდე მუშაობენ. პარალელურად, მიმდინარეობს მსგავსი შედეგების პრევენციაზე მუშაობაც.

17 აგვისტო 2026, 20:52

ეკონომიკა

უპროცენტო სესხი სახელმწიფოსგან - პროგრამა ფართოვდება, იზრდება ხელმისაწვდომობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მეტი მხარდაჭერა მიკრო და მცირე მეწარმეებს - ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ ერთ-ერთი პოპულარული პროგრამის პირობები განაახლა.

17 აგვისტო 2026, 20:40

სამართალი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან - სასამართლო პროცესები ბათუმში შედგა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ორივე პროცესი ბათუმში ჩატარდა. რა შემთხვევებზე იმსჯელეს მოსამართლეებმა და როგორია გადაწყვეტილებები, დეტალებს მარიამ ქართველიშვილი გაგაცნობთ.

ნიკა გვარამია

17 აგვისტო 2026, 20:35

პოლიტიკა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - „ტრავმული მეხსიერება“, გვარამია-სამადაშვილის რიტორიკა მმართველი გუნდისთვის ღალატია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გვარამიას და სამადაშვილს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ნათქვამის გამართლება უწევთ. საქართველოს ნაწილი ერთმა „ტრავმულ მეხსიერებად“ შეაფასა, მეორემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს შეუთვალა, რომ ჩვენ მათ ვერაფერს შევთავაზებთ.