ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან ხურჩასა და ენგურზე იმყოფება
ლინას ლინკევიჩუსი ენგურზე
ფოტო: ლევან სულაშვილი
საქართველოში ვიზიტით მყოფი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი დღეს სამეგრელოს ეწვია. უცხოელი დიპლომატი აფხაზეთის ე.წ. საზღვარზე არსებულ ვითარებას ხურჩასა და ენგურის ხიდზე გაეცნო. მინისტრის თქმით, რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მეზობელი ქვეყნის ანექსია უპასუხოდ არ დარჩება და ამას სათანადო შედეგები მოჰყვება.
"დასანანია ის რეალობა, რომელსაც ვხედავთ, რომ ადამიანებს ნორმალური ცხოვრების საშუალება არ აქვთ. დასანანია ასევე ის საერთაშორისო დანაშაული, რომელიც სახეზეა, რაც გამოიხატება დამოუკიდებელი სახელმწიფოს ანექსიაში, საზოგადოების შუაზე გახლეჩაში, რაც ადამიანებს პრობლემებს უქმნის. ჩემი შეფასებით, ეს ძალიან დასანანი და სამწუხაროა. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მეზობლის ტერიტორიების მითვისება არ დარჩება შედეგების გარეშე, ამ ქმედებებს შესაბამისი შედეგები მოჰყვება და არ არის საუბარი მხოლოდ საქართველოზე, საუბარია ყირიმსა და სხვა რეგიონებზე,"- განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.
მისივე თქმით, საერთშორისო ბერკეტი რუსეთის წინააღმდეგ არის არაღიარების პოლიტიკა, რომელიც უნდა გაგრძელდეს ფინანსური, პოლიტიკური და სხვადასხვა ასპექტებით. "ეს პოლიტიკა უნდა იყოს თანმიმდევრული და უნდა გაგრძელდეს მომავალშიც, სანამ სიტუაცია მოგვარდება", - განაცხადა უცხოელმა მინისტრმა.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოს გუშინ ეწვია. დაგეგმილია შეხვედრები ქართველ კოლეგასთან, პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პატრიარქთან.გაიმართება საქართველო-ლიტვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მე-4 სხდომა, ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების თანათავმჯდომარეობით.
ყველა სიახლე
11 სექტემბერი 2026, 18:35
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საქმიანობის ანგარიში მოისმინა
პარლამენტის ინფორმაციით, ანგარიში სხდომაზე სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ წარადგინა. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ კონკურენციის აღსრულების პოლიტიკაზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე და ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონის აღსრულებაზე ისაუბრა.
11 სექტემბერი 2026, 18:31
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი CGTN-თან ინტერვიუში: ჩინეთს ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოსთვის, როგორც საექსპორტო ბაზარს - ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 2,3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა და ახლაც სწრაფად იზრდება
ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გვაქვს სპეციალური მარეგულირებელი და საგადასახადო რეჟიმი, რომლითაც მრავალი საერთაშორისო კომპანია უკვე იღებს სარგებელს - შესაბამისად, ველოდებით ქართული ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრას ჩინელ კოლეგებთან, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინურ ტელეარხ CGTN-ისთვის (China Global Television Network) მიცემულ ინტერვიუში, სადაც საქართველოს ჩინეთის მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაში CIFTIS-ში მონაწილეობასა და ფორუმის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.
11 სექტემბერი 2026, 18:20
საზოგადოება
შრომის ინსპექციის სამსახურის ანგარიში პარლამენტში მოისმინეს
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქვეყანაში შეიქმნას ისეთი სამუშაო გარემო, სადაც თითოეული მოქალაქის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და შრომითი უფლებები იქნება დაცული. 2025 წლის მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ თანმიმდევრულმა ზედამხედველობამ და პრევენციულმა ღონისძიებებმა კონკრეტული, გაზომვადი შედეგები მოიტანა, უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებამ სამუშაო ადგილებზე ფატალური შემთხვევების მკვეთრი შემცირება უზრუნველყო,“ - განაცხადა ბექა ფერაძემ.
11 სექტემბერი 2026, 18:10
საზოგადოება
ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო 2026-ის გამარჯვებული მასწავლებელი გამოავლინა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ჯილდოს მფლობელი გახდა ამირან ხიმშიაშვილი, სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი.
11 სექტემბერი 2026, 18:09
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: ჯერჯერობით რაღაც პერსპექტივა, პოზიტიური სიგნალი ნამდვილად არ იკვეთება, რომ ბრიუსელი აპირებს გადახედოს საკუთარ პოლიტიკას საქართველოსთან თუ სხვა კანდიდატ სახელმწიფოებთან დაკავშირებით. შეიძლება გვქონდეს იმის განცდა და მოლოდინი, რომ მომავალშიც კვლავ გაგრძელდება არასერიოზული, აბსურდული ნარატივის ტირაჟირება მათი მხრიდან
ჯერჯერობით რაღაც პერსპექტივა, პოზიტიური სიგნალი ნამდვილად არ იკვეთება იმასთან მიმართებით, რომ ბრიუსელი აპირებს გადახედოს საკუთარ პოლიტიკას საქართველოსთან თუ სხვა კანდიდატ სახელმწიფოებთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.
11 სექტემბერი 2026, 18:06
პოლიტიკა
პარლამენტში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მიღება გაიმართა
„მსურს პარლამენტის სახელით ჩვენს დიასპორელებს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი საქმიანობისთვის. თითოეული თქვენგანი ჩვენთვის საამაყოა და თითოეული ქართველისთვის იმედის მომცემია. ჩვენ ვამაყობთ თქვენით და მომავალშიც ვიამაყებთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
11 სექტემბერი 2026, 18:05
სამართალი
სამართალდამცველებმა გიორგი ბარამიძე დააკავეს
საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა გიორგი ბარამიძე დააკავეს. „იმედის“ ინფორმაციით, დაკავებას სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლები დაედო საფუძვლად. გენერალურ პროკურატურაში ოფიციალური განცხადება 19:00 საათზე გაკეთდება.
11 სექტემბერი 2026, 18:04
რეგიონი
რევაზ სოხაძე: დღევანდელი გეგმით, დაახლოებით 2030-31 წელს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით დამაკავშირებელი დერეფანი სრულად უნდა დასრულდეს და ყველა მონაკვეთი უნდა იყოს აშენებული
დღევანდელი გეგმით, დაახლოებით 2030-31 წელს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით დამაკავშირებელი დერეფანი სრულად უნდა დასრულდეს და ყველა მონაკვეთი უნდა იყოს აშენებული, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ „დღის ქრონიკაში“.
11 სექტემბერი 2026, 17:58
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: მიილია ეს კვირაც და თუ მას ხელისუფლების და ჯერ კიდევ ზედაპირზე მოფართხალე რადიკალური ოპოზიციის პაექრობის კუთხით შევაფასებთ, ხელისუფლებამ, რომ იტყვიან, ჰოკეის ანგარიშით მოუგო
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და რადიკალურ ოპოზიციას შორის მიმდინარე პაექრობის თვალსაზრისით, გასული კვირა ხელისუფლების აშკარა უპირატესობით დასრულდა.
11 სექტემბერი 2026, 17:57
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: შეიძლება ითქვას, რომ მარტა კოსმა აბსურდული განცხადებების საკუთარ დეპოზიტს კიდევ ერთი დაამატა. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რასაც ჰქვია პირდაპირი ინტერვენცია, ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში
შეიძლება ითქვას, რომ მარტა კოსმა აბსურდული განცხადებების საკუთარ დეპოზიტს კიდევ ერთი დაამატა, - აღნიშნა „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, მარტა კოსის განცხადების შეფასებისას.
11 სექტემბერი 2026, 17:57
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: მხოლოდ და მხოლოდ სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს ეს ერთგვარი თვითწმენდის პროცესი, რომელსაც ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ
მხოლოდ და მხოლოდ სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს ეს ერთგვარი თვითწმენდის პროცესი, რომელსაც ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“, რადიკალურ ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენების განხილვისას.
11 სექტემბერი 2026, 17:56
პოლიტიკა
ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი უსკოს ახალ თავმჯდომარეს და აჭარის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს შეხვდნენ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მდივანი გიორგი ჯავახიშვილი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ახალ თავმჯდომარეს პაატა კეშელავას შეხვდნენ.
11 სექტემბერი 2026, 17:55
ეკონომიკა
ნინო ჯელაძემ ჩინეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, გამოფენაში მონაწილეობა და შეხვედრები ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთის საფინანსო სექტორებს შორის კავშირების გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განსაზღვრას. მისივე თქმით, ღონისძიება ქართულ კომერციულ ბანკებს შესაძლებლობას მისცემს ჩინურ ფინანსურ ინსტიტუტებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილონ.
11 სექტემბერი 2026, 17:49
მსოფლიო
ევროკომისარი ციფრული ტექნოლოგიების საკითხებში ხელოვნური ინტელექტის სფეროში გლობალური წესების შემოღების ინიციატივით გამოდის
ევროკომისიის ციფრული ტექნოლოგიების ხელმძღვანელი ჰენა ვირკუნენი ხელოვნური ინტელექტის სფეროში გლობალური წესების შემოღების ინიციატივით გამოვიდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 17:48
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი დიასპორის წარმომადგენლებს: საქართველოს სჭირდება თავისი დიასპორა და დიასპორას სჭირდება ძლიერი საქართველო. სახელმწიფოს ამოცანაა, ეს კავშირი ყოველდღიურად უფრო მტკიცე და შედეგიანი გახადოს
მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში ვმასპინძლობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. განსაკუთრებით მინდა მივესალმო მათ, ვინც ამ დღისთვის შორი გზიდან ჩამოვიდა საქართველოში, საკუთარ სამშობლოში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
11 სექტემბერი 2026, 17:43
საზოგადოება
გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და კრიოსფეროს ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სამინისტროს ინფორმაციით, თანამშრომლობის მიზანია საქართველოს საერთაშორისო ანტარქტიდულ და კრიოსფერულ სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვის ხელშეწყობა და ამ მხრივ სამეცნიერო შესაძლებლობების გაძლიერება.
11 სექტემბერი 2026, 17:25
ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების ნაცვლად, მხარდაჭერა თანამედროვე ბაღების გაშენებისკენაა მიმართული
2026 წლიდან სახელმწიფო არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას აღარ გააგრძელებს. პროგრამის გაგრძელება სექტორის გრძელვადიანი განვითარების მიზნებთან შეუსაბამოა და შესაძლოა არაპირდაპირ ხელს უწყობდეს დაბალი ხარისხის პროდუქციის წარმოების შენარჩუნებას, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
11 სექტემბერი 2026, 17:18
მსოფლიო
Euractiv: ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის ირგვლივ შექმნილი კრიზისი გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილებამ გამოიწვია
გამოცემა Euractiv-ის ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის ირგვლივ შექმნილი კრიზისი გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილებამ გამოიწვია.
11 სექტემბერი 2026, 17:05
მსოფლიო
ევროკომისიამ უკრაინის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვისთვის 6,1 მილიარდი ევრო დაამტკიცა
ევროკომისიამ უკრაინისთვის დამატებით 6,1 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა. თანხა უკრაინის მიერ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების, საბრძოლო მასალის, დრონებისა და ელექტრონული ბრძოლის საშუალებების შესაძენად იქნება გამოყენებული.
11 სექტემბერი 2026, 16:38
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2025 წლის ანგარიში მოისმინა
მომხსენებლის, მთავარი შრომის ინსპექტორის, ბექა ფერაძის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების აღსრულებაზე განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში: 7111 პირველადი და შემდგომი ინსპექტირება ჩატარდა, გაიცა 28 ათასზე მეტი მითითება, შედგა 2584 გაფრთხილების ოქმი, 100-ზე მეტ შემთხვევაში მიღებული იქნა საქმიანობის შეჩერებისა და დაახლოებით 800-მდე შემთხვევაში გადაწყვეტილება საჯარიმო სანქციის გამოყენების თაობაზე, ასევე 352 შემთხვევაში შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება, შესაბამისი დარღვევის არარსებობის გამო.


