გიორგი მარგველაშვილი ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წლისთავს ულოცავს
ილია მეორე
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს აღსაყდრებიდან 40 წლისთავს ულოცავს.
„თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ აღსაყდრებიდან საიუბილეო, მეორმოცე წლისთავს. ოთხი ათწლეულის წინ ცოტა ვინმე თუ აცნობიერებდა იმას, რაც დღეს ყველასთვის ცხადია – რომ თქვენი აღსაყდრება გახდებოდა ბოლო ათწლეულების უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი ერის ისტორიაში. ურთულესი, დრამატული მოვლენების ამ ეპოქაში თქვენი ბრძნული მეგზურობა და სიყვარულით აღსავსე მსახურება პიროვნული სრულქმნის, თანამოძმეთა სიყვარულისა და უანგარო მსახურების ფასეულობათა დამკვიდრებით მყარ ნიადაგს ქმნის ჩვენი საზოგადოების ერთიანობისა და წინსვლისათვის. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ ამ დღეს და ვუსურვებ მათ, რომ კვლავაც დიდხანს გეპყრათ ხელთ ჩვენი სულიერი ცხოვრების საჭე. დღეგრძელობასა და მხნეობას გისურვებთ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მილოცვაში.
ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წელი პარლამენტის თავმჯომარე ირაკლი კობახიძემ, დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმაც მიულოცეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წელი შესრულდა. საზეიმო ლიტურგიას პატრიარქი, მღვდელმთავრებთან ერთად, დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს. ლიტურგიის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და დღევანდელ დღეს მიულოცავს.
1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს ეკლესიას სათავეში ილია მეორე ჩაუდგა. მაშინ 15 ეპარქია და 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი იყო. დღეს 46 ეპარქია, პატრიარქის ჩათვლით 47 მღვდელმთავარი და 2 000-მდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია ქვეყანაში.
ყველა სიახლე
10 ივნისი 2026, 08:05
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: სტამბოლში გაიმართა თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა რეგიონული თანამშრომლობის მიმართ ჩვენი ერთობლივი მხარდაჭერა
სტამბოლში გაიმართა თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა რეგიონული თანამშრომლობის მიმართ ჩვენი ერთობლივი მხარდაჭერა, - განაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებაზე სტამბოლში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
10 ივნისი 2026, 08:00
რეგიონი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნარუჯაში გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება
ამ ეტაპზე მიმდინარეობს 2 440 მეტრი სიგრძის ასფალტის საფარის დაგება და ეზოებში შესასვლელების მოწყობა.
10 ივნისი 2026, 04:24
მსოფლიო
Reuters: ევროკავშირი ალბანეთისგან რეაგირებას მოითხოვს - ჯარედ კუშნერთან დაკავშირებული კურორტის პროექტი ევროპულ გარემოსდაცვით სტანდარტებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისიამ მოუწოდა ალბანეთს, დაუყოვნებლივ იმოქმედოს ევროკავშირის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, თუ მას ბლოკში გაწევრიანება სურს.
10 ივნისი 2026, 03:52
მსოფლიო
Axios: აშშ-მა ირანის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმების მეორე ტალღა დაიწყო
აშშ-მა ირანის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმების მეორე ტალღა დაიწყო. აღნიშნული ოპერაცია პასუხს წარმოადგენს ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანული ძალების მიერ ამერიკული სამხედრო ვერტმფრენის, Apache-ის ჩამოგდების ფაქტზე. ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
10 ივნისი 2026, 03:20
მსოფლიო
POLITICO: ტრამპს კვლავ მიაჩნია, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ახლოსაა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა ირანზე საპასუხო დარტყმები განახორციელა
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კვლავ მიაჩნია, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ახლოსაა, მიუხედავად იმისა, რომ სამშაბათს საღამოს შეერთებულმა შტატებმა ირანზე საპასუხო დარტყმები განახორციელა - განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.
10 ივნისი 2026, 03:15
მსოფლიო
ირანული მედია: ირანმა რეგიონში აშშ-ის ობიექტებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმა დაიწყო
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ირანმა რეგიონში არსებული ამერიკული სამიზნეების მიმართულებით რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა.
10 ივნისი 2026, 03:10
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ის არცერთი თავდასხმა არ დარჩება უპასუხოდ
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან არცერთი თავდასხმა არ დარჩება „უპასუხოდ“.
10 ივნისი 2026, 03:06
მსოფლიო
ბელფასტში ადგილობრივზე თავდასხმას მასობრივი გამოსვლები მოჰყვა
ბელფასტში 9 ივნისს ანტიიმიგრაციული პროტესტი დაიწყო მას შემდეგ, რაც ორშაბათს ადგილობრივ მცხოვრებ პირზე დანით თავდასხმა მოხდა. არეულობის მიზეზი გახდა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული თავდასხმის ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ეჭვმიტანილი დაზარალებულზე ზის და მას დანით ჭრილობებს აყენებს.
10 ივნისი 2026, 02:01
მსოფლიო
ტრამპი ირანზე საპასუხო დარტყმების შესახებ: ვფიქრობ, პასუხის გაცემა ძალიან მნიშვნელოვანია
ტელეკომპანია ABC News-ის მთავარი კორესპონდენტი ვაშინგტონში, ჯონათან კარლი პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარს მართავდა ზუსტად იმ მომენტში, როდესაც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ირანის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმების დაწყება გამოაცხადა.
10 ივნისი 2026, 01:53
მსოფლიო
მადიარი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ადრეც გარკვევით ვთქვი და ახლაც შემიძლია გავიმეორო - ჩვენ არანაირ ორმაგ სტანდარტს არ მივიღებთ, ვერ ვხედავთ დაჩქარებული გაწევრიანების აუცილებლობას
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ბუდაპეშტი კიევის დაჩქარებული წესით გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს.
10 ივნისი 2026, 01:31
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანზე საპასუხო დარტყმები დაიწყეს
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ძალებმა, მთავარსარდლის განკარგულებით, დღეს, აღმოსავლეთის დროით (ET) 17:00 საათზე, ირანის წინააღმდეგ თავდაცვითი დარტყმების განხორციელება დაიწყეს.
09 ივნისი 2026, 23:37
მსოფლიო
ესპანური გამოცემა El País: მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
გერმანიაში პოლიტიკური ძალადობის მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულზეა - 2025 წელს მკვეთრად და თანმიმდევრულად იმატა როგორც პარტიების წარმომადგენლებზე თავდასხმებმა, ისე პოლიტიკური მოტივით ჩადენილმა დანაშაულებმა მოსახლეობაში, - წერს ესპანური გამოცემა El País-ი სტატიაში სათაურით „მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია“.
09 ივნისი 2026, 22:43
პოლიტიკა
ნიკა გვარამია: ვუშვებ, რომ მე და მელია ერთად აღარ ვიყოთ
პარტია „ახალის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, არ გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ისინი ერთ პოლიტიკურ გუნდში აღარ იყვნენ.
09 ივნისი 2026, 22:38
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ დიპლომატიის ენა გვირჩევნია, თუმცა სხვა ენებზეც ვსაუბრობთ
უცხოური ძალები, რომლებიც ჩვენი ტერიტორიის სიახლოვეს იმყოფებიან, მუდმივი რისკის ქვეშ არიან საკუთარი ადამიანური შეცდომების, ჩვეულებრივი უბედური შემთხვევების ან, შესაძლოა, ორმხრივ ცეცხლში მოყოლის გამო, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.
09 ივნისი 2026, 22:20
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძეზე: მოსაწყენი „ტუპიაკი". უფასოდაა ასეთი
„ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძის განცხადებას პასუხობს, რომლის თქმითაც, „ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ტყუილებში და არათანმიმდევრულობაში ჩემპიონი არის პარტია „ფედერალისტები“.
09 ივნისი 2026, 22:09
მსოფლიო
ზელენსკი: რუსები უკრაინის ომს ზუსტად ისევე იგრძნობენ, როგორც ამას ახლა ყველა უკრაინელი განიცდის
რუსები უკრაინის ომს ზუსტად ისევე იგრძნობენ, როგორც ამას ახლა ყველა უკრაინელი განიცდის, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
09 ივნისი 2026, 22:04
საზოგადოება
ლევან მაისურაძე საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებულ ჯარიმებზე: განხილვის პროცესში შეფასდება როგორც საგზაო უსაფრთხოებაზე არსებული გავლენა, ისე მოქალაქეებისთვის ჯარიმებით გამოწვეული ფინანსური ტვირთი
განხილვის პროცესში შეფასდება როგორც საგზაო უსაფრთხოებაზე არსებული გავლენა, ისე მოქალაქეებისთვის ჯარიმებით გამოწვეული ფინანსური ტვირთი, - განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლევან მაისურაძემ.
09 ივნისი 2026, 21:56
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია განულების პირასაა. ჩვენ მათ პოლიტიკურ გასვენებას ვუყურებთ
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ოპოზიციის ალიანსში არსებულ დაპირისპირებას აფასებს. იგი პროცესს ოპოზიციის პოლიტიკურ გასვენებას უწოდებს.
09 ივნისი 2026, 21:50
მსოფლიო
CNN: ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-ის არმიის ვერტმფრენი ირანულმა დრონმა ჩამოაგდო
ომანის სანაპიროსთან, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტესთან ახლოს, აშშ-ის არმიის კუთვნილი Apache-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამერიკელი მაღალჩინოსნებისა და ინციდენტში ჩახედული წყაროების ცნობით, ვერტმფრენის ჩამოგდება ირანულმა დრონმა გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
09 ივნისი 2026, 21:45
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე გლობალური ფონდის რეგიონული პროგრამების დირექტორ დუმიტრუ ლატიჩევსკის შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი გლობალური ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის პროგრამების დირექტორს შეხვდა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


