imedi /  08 იანვარი 2018, 22:54 / სანდო წყარო

ჯანდაცვის სამინისტრომ გერმანული კლინიკისგან მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი მიიღო

ჯანდაცვის სამინისტრომ გერმანული კლინიკა “შარიტესგან” თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის გაგრძელების თაობაზე უარი მიიღო.

სამინისტროს ცნობით, უწყება კვლავ განაგრძობს კლინიკების მოძიების პროცესს და ასევე მზად არის მაჩალიკაშვილის ოჯახის მიერ შერჩეულ თურქულ კლინიკასთან მოლაპარაკება აწარმოოს.

ამ დროისთვის, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო სერვისები წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში მიეწოდება.მანამდე ჯანდაცვის სამინისტრომ ოჯახს პაციენტის გადაყვანა თურქეთში შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

5 იანვარს ერთ-ერთმა გერმანულმა კლინიკამ მაჩალიკაშვილის მკურნალობაზე უარი თქვა. ჯერ თანხმობა, შემდეგ კი უარი განაცხადა ავსტრიაში მდებარე საავადმყოფომაც.

თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მაჩალიკაშვილის მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილს კავშირს გამორიცხავენ.

კომენტარები ()

არქივი

27 აპრილი 2018, 10:34

ეკონომიკა

2017-2018 წლებში საქართველოს სამთო კურორტებზე ვიზიტორების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა

კურორტ გუდაურში 2017/2018 წლებში 345997 ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც გასულ წელთან შედარებით 25 პროცენტით მეტია. რაც შეეხება ბაკურიანს, 2017-2018 წლების სეზონის მაჩვენებლებით, 2016- 2017 წლებთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობამ 15 პროცენტით მოიმატა. კურორტს 2017/2018 წლის სეზონზე 132704 ვიზიტორი ეწვია.

27 აპრილი 2018, 10:33

ვიდეო

პენიტენციურ დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარების წესი დამტკიცდა

27 აპრილი 2018, 10:33

ეკონომიკა

ევროკავშირი ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში €1.5 მილიარდს დახარჯავს

ინიციატივა 2020 წლისთვის 1,5 მილიარდი ევროს ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს. მხოლოდ 2016 წელს ამ სექტორში ევროკავშირში 3 მილიარდი ევროს ინვესტიცია განხორციელდა, მაშინ როდესაც აზიაში ეს მაჩვენებელი 10 მილიარდ ევროს აღწევს.

27 აპრილი 2018, 10:30

საქართველო

ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში ხვალ შუალედური არჩევნები ჩატარდება

არჩევნებს 26 სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკვირდება. რეგისტრაცია გაიარა სამმა საერთაშორისო ორგანიზაციამ. არჩევნებში მონაწილეობას 6 კანდიდატი მიიღებს.

27 აპრილი 2018, 10:22

ეკონომიკა

Moody’s დაკრედიტებაზე ახალ საბანკო რეგულაციებს დადებითად აფასებს

საქართველოს ეკონომიკის და საბანკო სექტორის გამოწვევაა საცალო დაკრედიტება, რომელმაც ბოლო წლებში მკვეთრად გადააჭარბა ნომინალური მშპ-ს ზრდის ტემპს. რაც 2017 წელს 12 % იყო, საცალო დაკრედიტება კი, წლიურ ჭრილში 28%-იან ზრდას აჩვენებს.

27 აპრილი 2018, 10:18

მსოფლიო

ირანის სულიერი ლიდერი მუსლიმებს აშშ-ის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს

ეს განცხადება თეირანში მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვაშინგტონის დახმარების გარეშე ახლო აღმოსავლეთი ერთი კვირაც კი ვერ იარსებებს. "ასეთი სიტყვები დამამცირებელია მუსლიმებისთვის", - დასძინა ხამენეიმ. ქვეყნის სულიერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ "რეგიონში გრძელდება ომები იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ისლამი აერთიანებს."

27 აპრილი 2018, 10:14

ტექნოლოგიები

YouTube-ი მშობლებს შვილებზე კონტროლის საშუალებას აძლევს

YouTube-ი მშობლებს საშუალებას მისცემს გააკონტროლონ რას უყურებენ მათი შვილები. YouTube-ში განმარტავენ, რომ თუკი მშობლებს სურთ რომ ბავშვებს ვიდეოების ფართო სპექტრზე არ ჰქონდეთ წვდომა, შეზღუდვების დაწესებას თავადვე შეძლებენ, ისევე როგორც ძებნის ფუნქციის საერთოდ გაუქმებას.

27 აპრილი 2018, 10:12

ძალოვნები

თურქეთში გარდაცვლილი ლუხუმ ჯანჯარიას ოჯახი მკვლელობის ვერსიაზე ლაპარაკობს

შვილის მტკიცებით, კაცი მოკლულია ქართველების მიერ, თუმცა კონკრეტულად ვის მიერ ან რა მოტივით არ აკონკრეტებს. ის საქმის დროულად გამოძიებას ითხოვს. ცხედარი სტამბოლის ერთ-ერთ სკვერში იპოვეს. 47 წლის კაცი თურქეთში სამუშაოდ ნაცნობის დახმარებით 10 დღის წინ წავიდა.

27 აპრილი 2018, 10:04

საქართველო

რა შემთხვევაში არ შეიძლება ჯანმრთელობის შესახებ პერსონალური მონაცემის გახმაურება

სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, დაიცვას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა და არ დაუშვას მისი მესამე პირებისათვის მიწოდება ან/და გასაჯაროება.

27 აპრილი 2018, 10:02

ვიდეო

რუსუდან კვირიკაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

27 აპრილი 2018, 09:55

მსოფლიო

პოლიციელებზე რეალითი შოუს გადაღებისას ხმის ინჟინერი მოკლეს. ვიდეო

ერთ-ერთი გადაღების დროს, პოლიციაში შევიდა შეტყობინება გამოძახების თაობაზე. გადამღები ჯგუფი, პოლიციასთან ერთად, შემთხვევის ადგილზე გავიდა. ამ დროს ხმის ინჟინერს ესროლეს და 38 წლის ბრაის დიონი გარდაიცვალა.

27 აპრილი 2018, 09:40

სპორტი

ევროპის მოედნებზე ევროპალიგის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა

ლონდონში "ემირატ სტედიომზე" არსენალი მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდა და 10-კაციანი მეტოქე ვერ დაამარცხა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. 61-ე წუთზე ლონდონელების ლაკაზეტენ დააწინაურა, თუმცა 82-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

27 აპრილი 2018, 09:35

მსოფლიო

მედია: მარკ ცუკერბერგი ევროპარლამენტში, სავარაუდოდ, მაისში მივა

როგორც ანონიმური წყარო მედიასთან აცხადებს, ცუკერბერგის ევროპარლამენტში მისვლის შესახებ მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. აღსანიშნავია, რომ ცუკერბერგმა აშშ-ის სენატის კითხვებს უპასუხა. თუმცა, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წინაშე გამოსვლაზე უარი განაცხადა.

27 აპრილი 2018, 09:21

მსოფლიო

ირლანდიელი წმინდანის მოპარული გული 6 წლის შემდეგ იპოვეს

უჩვეულო ქურდობა 2012 წელს ქრისტეს სახელობის ტაძარში მოხდა. ტაძრიდან გასვლამდე ქურდმა წმიდა სამების საკურთხევლის წინ ორი სანთელი აანთო. გულის გატაცებამდე ერთი თვით ადრე, მოიტაცეს პატარა ყუთი, რომელშიც წმინდა ბრიჯიტის თავის ქალის ფრაგმენტი იდო. ქურდობა დუბლინის გარეუბანში მოხდა.

27 აპრილი 2018, 09:20

საქართველო

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჩამოდის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელი მომავალ კვირაში საქართველოში ჩამოვა. ამავე ვიზიტის ფარგლებში ის უკრაინასა და ბრიუსელსაც ეწვევა. მიტჩელის საქართველოში ვიზიტის ზუსტი თარიღი უცნობია.

27 აპრილი 2018, 09:04

მსოფლიო

ანგელა მერკელი აშშ-ში ჩავიდა

როგორც ცნობილია, მერკელი თეთრი სახლის ლიდერ დონალდ ტრამპს შეხვდება. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ორი ლიდერის შეხვედრა მხოლოდ 20 წუთს გაგრძელდება. მოლაპარაკების თემებს შორის გაზსადენი “ჩრდილოეთის ნაკადი-2” იქნება.

27 აპრილი 2018, 08:54

ტაბლოიდი

მელანია ტრამპს დონალდ ტრამპმა დაბადების დღეზე არაფერი აჩუქა

როგორც ტრამპმა განაცხადა, ის ზედმეტად დაკავებულია იმისთვის, რომ მელანიას საჩუქრის შერჩევისთვის დრო გამონახოს. 26 აპრილს მელანია ტრამპი 48 წლის გახდა. მელანია დონალდ ტრამპის მეუღლე 2005 წელს გახდა.

27 აპრილი 2018, 08:40

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელად ჯინა ჰესპელი ოფიციალურად დაინიშნა

ჯინა ჰესპელი პირველი ქალია ისტორიაში, რომელიც ამერიკულ დაზვერვას უხელმძღვანელებს. ჰესპელი 2000-იანი წლების დასაწყისში ტაილანდში CIA-ს "საიდუმლო ციხეს" ხელმძღვანელობდა. ამ ციხის პატიმრები ტერორიზმში ეჭვმიტანილები იყვნენ და მათ აწამებდნენ.

27 აპრილი 2018, 08:33

ძალოვნები

თურქეთში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს დღეს გადმოასვენებენ

ისინი სატელევიზიო კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ 47 წლის ლუხუმ ჯანჯარიას სხეულზე ძალადობის კვალი ემჩნევა. მისი შვილი მამის დაღუპვის მიზეზებზე მედიასთან არ ლაპარკობს, თუმცა „ქრონიკასთან“ ადასტურებს, რომ გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და მისი პასუხები ორ თვეში გახდება ცნობილი.

27 აპრილი 2018, 08:27

საქართველო

ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელებს მოუსმინეს

ევროპარლამენტში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეექვსე სხდომა გაიმართა, რომელიც ასოცირების კომიტეტმა თანათავმჯდომარეების, მათ შორის საქართველოს ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ჩაატარა.