imedi /  20 თებერვალი 2018, 15:29 / სანდო წყარო

ცნობილია თბილისის 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან

თბილისის მერიამ დედაქალაქში ის 14 ქუჩა განსაზღვრა, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილებში შეეძლებათ. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ის ქუჩები დაასახელა, სადაც პირველ ეტაპზე, საპილოტე პროექტი ამოქმედდება.  

თებერვლის ბოლოდან მიკროავტობუსები გაჩერებას ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველის, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, მარშალ გელოვანის გამზირებზე, მერაბ კოსტავას, პეტრე მელიქიშვილის, ვახტანგ გორგასლის, ჟიული შარტავას, პეკინის, ჯორჯ ბუშის ქუჩებზე, ასევე, დავით აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე მხოლოდ გაჩერებებზე შეძლებენ.

„პირველ ეტაპზე, თბილისის მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და ჩვენი ექსპერტების დახმარებით, თბილისში 14 ქუჩა შეირჩა, სადაც 2018 წლის თებერვლის ბოლოდან, სამარშრუტო ტაქსები ვალდებული იქნებიან, მგზავრთა აყვანა და ჩამოსხმა მხოლოდ მოსაცდელებზე მოახდინონ. აღნიშნული საპილოტე პროექტის, რომელიც მომავალი წლის განმავლობაში, მთელ თბილისზე ეტაპობრივად გავრცელდება, მთავარი მიზანია, ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოს და მეორე მხრივ, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დედაქალაქის ხელოვნური   საცობებისგან განტვირთვას”, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, ორი თვის განმავლობაში, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები დაახლოებით, 259 მოსაცდელს გააკეთებენ, მათ შორის, მათი გაფართოების კუთხით, შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები გატარდება, რათა ავტობუსებთან ერთად, სამარშრუტო ტაქსების გაჩერებამ საგზაო მოძრაობა არ შეაფერხოს.

მარშრუტზე მიკროავტობუსების მიერ მოძრაობის ახალი წესის ადმინისტრირებაში მერიის სამსახურებთან ერთად, საპატრულო პოლიცია მიიღებს მონაწილეობას.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი რეგულაციის შესახებ 20 დეკემბერს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა

ყველა სიახლე

ვატო ქიზიყურაშვილი

27 აპრილი 2026, 18:27

პოლიტიკა

ვატო ქიზიყურაშვილი: ევროკავშირის ელჩი არა მხოლოდ ვენის კონვენციის ფარგლებიდან გავიდა და სრულად არღვევს დიპლომატიური ურთიერთობების სტანდარტებს, უკვე მორალური სტანდარტებიდანაც არის გასული

თუ დავაკვირდებით ბოლოდროინდელ მოვლენებს და ევროკავშირის ელჩის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, აქ ჩვენ ვხედავთ, რომ აღნიშნული პიროვნება არა მხოლოდ ვენის კონვენციის ფარგლებიდან გავიდა და სრულად არღვევს დიპლომატიური ურთიერთობების სტანდარტებს, უკვე მორალური სტანდარტებიდანაც არის გასული, რადგან არ შეიძლება, როცა მეორე ქვეყანაში მივლინებული ხარ, ასე უხეშად ერეოდე მის საქმეებში და ცდილობდე, რომ გადაწყვიტო სხვა ქვეყნის ბედი, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო ქიზიყურაშვილმა „დღის ქრონიკასთან“.

აბას არაღჩი ვლადიმირ პუტინი

27 აპრილი 2026, 18:24

მსოფლიო

სანქტ-პეტერბურგში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა

რუსეთი მზად არის მაქსიმუმი გააკეთოს იმისათვის, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა რაც შეიძლება მალე დამყარდეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან შეხვედრაზე განაცხადა.

შალვა ოგბაიძე

27 აპრილი 2026, 18:24

საზოგადოება

შალვა ოგბაიძე ოპოზიციას: თქვენგან სიამოვნებით მოვისმენდი ხედვას და არა იმას, რომ საპარკინგე სივრცე არ გვყოფნის. თუ საქმიანი საუბარია, უნდა წარმოადგინოთ წინადადება

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერი კოლეგის მიერ თბილისში პარკირების ადგილებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

27 აპრილი 2026, 18:19

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ და „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საკითხი განსახილველად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.

გიორგი ვოლსკი

27 აპრილი 2026, 18:15

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ჰერჩნსკის განცხადებაზე: ეს არის მუქარა

გიორგი ვოლსკი „დღის ქრონიკაში“ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ ელჩის ქმედება მუქარაა.

27 აპრილი 2026, 18:13

რეგიონი

გორსა და ყარაღანდას შორის დამეგობრების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში გორსა და ყარაღანდას შორის დამეგობრების შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი.

ფრიდრიხ მერცი

27 აპრილი 2026, 18:11

მსოფლიო

მერცი აცხადებს, რომ ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს ამცირებს

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ირანის ხელმძღვანელობა ამცირებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და აიძულებს აშშ-ის ოფიციალურ პირებს ჩავიდნენ პაკისტანში, შემდეგ კი იქაურობა ყოველგვარი შედეგის გარეშე დატოვონ.

27 აპრილი 2026, 18:02

რეგიონი

აჭარის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების საკითხის საკომიტეტო განხილვები დასრულდა

აჭარის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების საკითხის საკომიტეტო განხილვები დასრულდა. მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ზურაბ პატარაძე მის მიერ დასახელებულ მინისტრთა კაბინეტის უცვლელ შემადგენლობასთან ერთად, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე, სამოქმედო გეგმითა და სამომავლო ხედვებით წარდგა.

ფრიდრიხ მერცი

27 აპრილი 2026, 17:45

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი: რაღაც ეტაპზე უკრაინა ხელს მოაწერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რაღაც ეტაპზე კი, იმედია სამშვიდობო შეთანხმებაც დაიდება. ამის შემდეგ შესაძლოა უკრაინის ტერიტორიის ნაწილი უკრაინული აღარ იყოს

„რაღაც ეტაპზე უკრაინა ხელს მოაწერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რაღაც ეტაპზე კი, იმედია, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებაც დაიდება. ამის შემდეგ კი შესაძლოა უკრაინის ტერიტორიის ნაწილი უკრაინული აღარ იყოს. თუკი პრეზიდენტი ზელენსკი ისურვებს, რომ ეს თავის მოსახლეობას აცნობოს, უმრავლესობის თანხმობა მოიპოვოს და თუ ამისთვის რეფერენდუმის ჩატარება დასჭირდება, მაშინ ხალხს ისიც უნდა უთხრას, რომ ამით ევროპისკენ გზა გაუხსნა“, - განაცხადა მერცმა.

თორნიკე ჭეიშვილი

27 აპრილი 2026, 17:45

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: არაერთხელ დაფიქსირდა კონკრეტული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების მხრიდან შიდა საქმეებში უხეში ჩარევა, მიუხედავად ამისა, დღის წესრიგში არ დგას ურთიერთობების სრული გაწყვეტა კონკრეტულ საელჩოებთან

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედ ელჩებთან მთავრობის მხრიდან ურთიერთობის გაწყვეტის აუცილებლობაზეა საუბარი.

არჩილ გორდულაძე

27 აპრილი 2026, 17:41

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობასთან დაკავშირებით ოპონენტების ქილიკს გამოეხმაურა, რომლებმაც თქვეს, რომ „მდინარაძის უწყებას საკუთარი შენობა, აპარატი და ბიუჯეტი არ ექნება"

ურსულა ფონ დერ ლაიენი

27 აპრილი 2026, 17:17

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: მიგვაჩნია, რომ ირანისთვის სანქციების მოხსნა ნაადრევი იქნება

„მიგვაჩნია, რომ სანქციების მოხსნა ნაადრევი იქნება. არსებობს მიზეზი, რის გამოც ირანს სანქციები დაუწესდა და ეს არის მათი ქმედებები საკუთარი მოსახლეობის მიმართ. ირანის რეჟიმმა წელს სულ მცირე 17 000 ახალგაზრდა მოკლა. სწორედ ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი ირანში ქალთა უფლებების დათრგუნვა გახდა სანქციების დაწესების მიზეზი“, - განაცხად ფონ დერ ლაიენმა.

27 აპრილი 2026, 17:16

ეკონომიკა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები პირველი მოსმენით წარადგინა.

ჟორდან ბარდელა

27 აპრილი 2026, 17:11

მსოფლიო

ჟორდან ბარდელა აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ევროკომისიას დაუპირისპირდება

საფრანგეთის მემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პირველ რიგში, ბრიუსელში გაემგზავრება და ევროკომისიას დაუპირისპირდება. ჟორდან ბარდელას თქმით, ის შეეწინააღმდეგება ევროკავშირის ინსტიტუტებზე გერმანიის გადაჭარბებულ გავლენას. ამ თემაზე ბარდელამ ფრანგულ გაზეთთან ინტერვიუში ისაუბრა.

ილიე ბოლოჟანი

27 აპრილი 2026, 17:11

მსოფლიო

რუმინელმა სოციალისტებმა და მემარჯვენეებმა პრემიერ-მინისტრის გადაყენების გეგმა გაამხილეს

რუმინეთში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება, სოციალ დემოკრატები და მემარჯვენეები მთავრობის უნდობლობის ვოტუმს ამზადებენ. ქვეყნის პარლამენტში ილიე ბოლოჟანის მთავრობის ნდობის საკითხის დასაყენებლად ტექნიკური სამზადისი ორმა პარტიამ დაიწყო.

27 აპრილი 2026, 17:02

რეგიონი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ჩინეთის ელჩს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს, მათ შორის მომოიხილეს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ჩინეთის პროვინციას შორის დამეგობრების საკითხი.

27 აპრილი 2026, 16:51

რეგიონი

წყალტუბოსა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში რაგბის სტადიონების მშენებლობა იწყება

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტების ფარგლებში, ქალაქ წყალტუბოში და ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში მოეწყობა რაგბის მაღალი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი სტადიონები, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები და განათების თანამედროვე სისტემები.

27 აპრილი 2026, 16:50

პოლიტიკა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა

თვითმმართველ ქალაქებში, მერის წარდგინებით, ადგილობრივ საკრებულოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესაძლებლობა მიეცემათ. აღნიშნულ ინიციატივას „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.

თამარ იოსელიანი

27 აპრილი 2026, 16:44

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: შანხაისთან დაკავშირება მოგვცემს დამატებით შესაძლებლობას, რომ ქვეყნებს შორის გამყარდეს როგორც ბიზნესის ურთიერთობები, ასევე მოვიზიდოთ დამატებითი ტურისტული ნაკადები

მისი განმარტებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტის ფარგლებში ავიაკომპანია China Eastern-თან წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი და მიღებულია გადაწყვეტილება ახალი მიმართულების დამატებასთან დაკავშირებით.

თამარ იოსელიანი

27 აპრილი 2026, 16:44

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: აქტიურად ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციაზე, რომ 2026 წელს მგზავრთნაკადის დადებითი დინამიკა შენარჩუნდეს

მიმდინარე წლის პირველი კვარტალი საავიაციო სექტორში წარმატებული იყო, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.