imedi /  18 მარტი 2018, 14:19 / სანდო წყარო

ზვიად დევდარიანი ანონიმი ქალების ბრალდებებს წერილით პასუხობს და სასამართლოში ჩივილს გეგმავს

ზვიად დევდარიანი

ზვიად დევდარიანი

„მინდა გამოგეხმაურო, როგორც ჩემს წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ყველაზე გავრცელებულ ამბავს, რომელიც სადღაც 2 წლის წინ მოხდა. თავიდანვე მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ გავრცელებული ინფორმაცია შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით არის სიცრუე“, - წერს წერილში „მიმართვა 21 წლის გოგოს" სამოქალაქო აქტივისტი ზვიად დევდარიანი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„მინდა გამოგეხმაურო, როგორც ჩემს წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ყველაზე გავრცელებულ ამბავს, რომელიც სადღაც 2 წლის წინ მოხდა. თავიდანვე მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ გავრცელებული ინფორმაცია შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით არის სიცრუე. შევეცდები მიმოწერის ჩვენებისა და ეთიკური ნორმების დაცვით ავხსნა რა მოხდა:

1. იმ ორგანიზაციაში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ 20 წლის განმავლობაში არავის არასდროს არ დაუწყია მუშაობა, ან გაუვლია სტაჟირება კონკურსისა და გასაუბრების გარეშე. ეს არის გაწერილი პროცედურა, რომელსაც მართავს არა ერთი ადამიანი, არამედ ადმინისტრაციული გუნდი. არ არსებობს ინდივიდუალური გასაუბრების ცნება, ყველაფერი ხდება ჯგუფურად;

2. ჩვენ სოციალური ქსელით გავიცანით ერთმანეთი მისი ინიციატივით და ამ გაცნობას და მიმოწერა არაფორმალური ხასიათი ჰქონდა; 

3. მიმოწერა დაიწყო დაახლოებით 21.00- ზე. 20 წუთში შევთანხმდით, რომ შევხვდებოდით, რომ უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი. მე ოფისში ვიმყოფებოდი, შემოგთავაზე იქ მოსულიყავი, რაზეც დამთანხმდი. ორივემ ვიცოდით, რომ იმ მომენტისთვის ჩემს ორგანიზაციაში ვაკანტურ თანამდებობაზე არანაირი კონკურსი გამოცხადებული არ ყოფილა;

4. ვიდრე მოხვედი ოფისში ტელეფონით რამდენიმე მესიჯიც გამოგიგზავნე, რომელსაც ასევე არაფორმალური ხასიათი ჰქონდა. მიუხედავად ამისა მაინც გადაწყვიტე მოსულიყავი;

5. ვისაუბრეთ დაახლოებით 40 წუთი, ყოველგვარი ჩარაზვების გარეშე, როგორც ამას აჟღერებ. ოფისში ისედაც მარტო ვიყავით;

6. არავითარი ფიზიკური კონტაქტი ჩვენს შორის არ მომხდარა;

7. როგორც კი დავასრულეთ საუბარი, რადგან ისედაც სახლში მივდიოდი, შემოგთავაზე სახლამდე ჩემი მანქანით მიყვანა, რაზეც დამთანხმდი. მიგიყვანე სახლამდე და მშვიდად დავემშვიდობეთ ერთმანეთს (და არა „როგორღაც თავი დამაღწიე“, როგორც ეს შენს ამბავში წერია);

8. რაც დავშორდით, კიდევ ერთი მესიჯი მოგწერე, რაზეც მიპასუხე, რომ ჩემთან ფორმალური სამსახურებრივი ურთიერთობა გსურდა, რაც ჩემთვის სრულიად ნათელი სიგნალი იყო და ამის შემდეგ, არცერთი ზარი და შეტყობინება, არანაირი ფორმით არ განმიხორციელებია (რაზეც შენს ამბავში არაფერია ნათქვამი).

სამარცხვინოა, ქალთა მოძრაობის წევრების მხრიდან ჩემი როგორც დამნაშავის და მოძალადის წარმოჩენა მხოლოდ ერთი მხარის პოზიციის ჩვენებით. გაუგებარია ქალთა მოძრაობის მთავარი მიზანი რატომ უნდა იყოს ჩემი - როგორც ქალთა მოძრაობა მიწოდებს „გავლენიანი“ კაცის (როგორც თავად მიწოდებთ), რეპუტაციის განადგურება;

სამარცხვინოა, პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ამ შემთხვევის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და საკუთარი საინფორმაციო არხების ჩართვით, ჩემი როგორც სამოქალაქო აქტივისტის განადგურება;

სამარცხვინოა, რომ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის და პოლიტიკური გავლენების ქვეშ, დაივიწყეს ჟურნალისტური ეთიკა და მინი სამსჯავროებად აქციეს საკუთარი გამოცემები;

სამარცხვინოა, რომ ადამიანები რომლებიც ჩემ გვერდით იდგნენ, მიცინოდნენ, მემეგობრებოდნენ, დღეს ამბობენ რომ 3 წელია იციან „ეს ამბები“ და დღეს დროშით ხელში ჯვაროსნულ ომს მიცხადებენ სოციალურ ქსელში მიმოწერის გამო.

მადლობა ჩემს მეგობრებს, თანამშრომლებსა და პარტნიორებს, რომლებიც ახლა ძალიან მჭირდებიან, ისევე როგორც ის ადამიანები, რომლებსაც არ ვიცნობ და თანადგომას მიცხადებენ.
მადლობა იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც არ დაივიწყეს პროფესიონალიზმი და სწორედ ამით იხელმძღვანელეს ამ კამპანიის გაშუქებისას.

ვაღიარებ, რომ ჩემი შეცდომაა ჩემი ურთიერთობა ოჯახს გარეთ, მაგრამ კატეგორიულად უარვყოფ ძალადობის ან ზეწოლის რაიმე ფაქტის არსებობას!

და ბოლოს, ვწუხვარ რომ ამ ყველაფრის გავლა უწევს ჩემს ოჯახს, ჩემს თეონას, ჩემს სოლომონს (11 წლის), ჩემს დანიელს (9 წლის) ჩემს ანასტასიას (5 თვის, რომელიც 2 დღე არ მინახავს, იმიტომ რომ მრცხვენია, რომ მის მამის ირგვლივ ეს ყველაფერი ტრიალებს). მე გავცემ ამ ყველაფერს პასუხს და დავბრუნდები.

და თქვენ, ვისაც კიდევ რამე დაგრჩათ სათქმელი, თქვით, გამოდით და დავასრულოთ ეს შანტაჟი და განუკითხაობა. მე არ ვაპირებ თქვენთან ბრძოლას იმ მეთოდებით, როგორც თქვენ მებრძვით. მე არ ვაპირებ პირადი მიმოწერისა და სხვა დეტალების გასაჯაროობას. სასამართლომ დაადგინოს მტყუან-მართალი", - წერს ზვიად დევდარიანი.

17 მარტს, გამოცემა „ტაბულამ“ 4 ანონიმი რესპონდენტი ქალის ნაამბობი გამოაქვეყნა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცია CiDA-ს დირექტორს და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა საბჭოს კანდიდატად წარდგენილ ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. მანამდე დევდარიანი სექსუალურ ძალადობაში ქალთა მოძრაობამ დაადანაშაულა და სახალხო დამცველს პარლამენტიდან მისი კანდიდატურის გამოწვევა სთხოვა. დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა კონკურსს თავად გამოეთიშა.

ერთ-ერთი ვერსიით, დევდარიანთან დაკავშირებული სკანდალი არასამთავრობო სექტორში საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა საბჭოს წევრობისთვის კონკურენციას მოჰყვა. ამ პოზიციისთვის რამდენიმე უფლებადამცველი ერთდროულად იბრძოდა, მათ შორის ქალთა უფლებების დამცველი, ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია. 16 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივის ბორდის წევრად პარლამენტს ზვიად დევდარიანის კანდიდატურა წარუდგინა. სკანდალის შემდეგ ომბუდსმენმა დევდარიანის კონკურსიდან ჩამოშორება მიზანშეწონილად მიიჩნია, კონკურსს გამოეთიშა ბაია პატარაიაც. ზვიად დევდარიანის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ეს ვერსია სიმართლეს არ შეესაბამება.

ყველა სიახლე

11 სექტემბერი 2026, 08:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

11 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

11 სექტემბერი 2026, 01:16

მსოფლიო

The New York Times: ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა ხუთშაბათს საპროცენტო განაკვეთები ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაზარდა, რათა ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ინფლაცია შეაკავოს

ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა ხუთშაბათს საპროცენტო განაკვეთები ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაზარდა, რათა ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ინფლაცია შეაკავოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

ტომაშ ფროელიხი

11 სექტემბერი 2026, 00:30

პოლიტიკა

ალტერნატივა გერმანიისთვის წევრი, ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ყოველთვის, როდესაც პარტია უფრო და უფრო პოპულარული ხდება და იწყებს საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვას, მას იარლიყს აკრავენ, როგორც პუტინის მარიონეტებს. ბრიუსელი ადანაშაულებდა „ქართულ ოცნებას“, რომ პრორუსული პარტიაა. სისულელეა. „ქართული ოცნება“, როგორც AfD ვიცავთ ჩვეულებრივი ხალხის ინტერესებს

ყოველთვის ერთი და იგივე ხდება. როდესაც პარტია უფრო და უფრო პოპულარული ხდება და იწყებს საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვას, ამ პარტიას იარლიყს აკრავენ, როგორც პუტინის მარიონეტებს. იგივე ხდება საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა, ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხიმ.

11 სექტემბერი 2026, 00:26

მსოფლიო

კანადა უკრაინას მასშტაბურ თავდაცვით და ენერგეტიკულ პაკეტს გამოუყოფს

კანადა უკრაინას მასშტაბურ თავდაცვით და ენერგეტიკულ პაკეტს გამოუყოფს. კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ ალბერტას პროვინციის ქალაქ კალგარიში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

ტომაშ ფროელიხი

11 სექტემბერი 2026, 00:21

მსოფლიო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: თუ ეცდებიან აკრძალონ AfD -ი, ამით დასრულდება დემოკრატია. ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, რომელსაც 10 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს. ამ პარტიის დასასრული ნიშნავს დემოკრატიის დასასრულს

თუ ეცდებიან აკრძალონ AFD-ი, ამით დასრულდება დემოკრატია. ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, რომელსაც 10 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს. ამ პარტიის დასასრული, ნიშნავს დემოკრატიის დასასრულს, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პოლიტიკური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა ტომაშ ფროელიხმა, გადაცემაში „იმედი LIVE“.

11 სექტემბერი 2026, 00:18

საზოგადოება

თამარ ჭოველიძის ქუჩიდან, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთზე, საავტომობილო მოძრაობა აღდგა

ამჟამად, ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტროტუარებზე მიმდინარეობს. ეწყობა გარე განათების ახალი ქსელი, რომლის დასრულების შემდეგაც, LED სანათები დამონტაჟდება. საფეხმავლო ტერიტორიაზე კი დაიგება ფილები და მოეწყობა ბორდიურები. პროექტის საბოლოო ეტაპზე, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის ზედა ფენა, განხორციელდება შესაბამისი საგზაო მონიშვნები, დამონტაჟდება შუქნიშნები და შესრულდება გამწვანების სამუშაოები.

ტომაშ ფროელიხი

11 სექტემბერი 2026, 00:15

პოლიტიკა

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი, ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ევროკავშირი მთელ მსოფლიოს უკითხავს ლექციებს და თქვენც გასწავლით ჭკუას. გული მტკივა ამაზე. ჩვენ ვუპირისპირდებით ევროპარლამენტს. საბოლოოდ უნდა გაიგონ, რომ ეს არ არის 91 წელი, როდესაც დასრულდა ცივი ომის ისტორია და დასავლეთმა დაიწყო მთელი მსოფლიოს დიქტატი

ევროკავშირი მთელს მსოფლიოს უკითხავს ლექციებს და თქვენც გასწავლით ჭკუას. გული მტკივა ამაზე. ჩვენ ვუპირისპირდებით ევროპარლამენტს. საბოლოოდ უნდა გაიგონ, რომ ეს არ არის 91 წელი, როდესაც დასრულდა ცივი ომის ისტორია და დასავლეთმა დაიწყო დიქტატი მთელი მსოფლიოსი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა, ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხიმ.

11 სექტემბერი 2026, 00:15

პოლიტიკა

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: ბრალდებები ჩვენს წინააღმდეგ არის სისულელე. ჩვენ არ ვართ პრორუსები და არც პროუკრაინულები, არც პროამერიკულები. ჩვენ ვართ პროგერმანულები. ვფიქრობთ, რომ იაფი ენერგეტიკა გვჭირდება, ამიტომ, ხანგრძლივი თვალსაზრისით, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება გვჭირდება

ბრალდებები ჩვენს წინააღმდეგ არის სისულელე. პრორუსებს გვეძახიან. ჩვენ არ ვართ პრორუსები და არც პროუკრაინულები, არც პროამერიკულები. ჩვენ ვართ პროგერმანულები. ვფიქრობთ, რომ იაფი ენერგეტიკა გვჭირდება, ამიტომ, ხანგრძლივი თვალსაზრისით, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება გვჭირდება, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პოლიტიკური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა ტომაშ ფროელიხმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ლევან მაჭავარიანი

10 სექტემბერი 2026, 23:42

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე: ეს ნაკლებად სავარაუდოა. ისინი ამ ტყვიას არ გაისვრიან ვინაიდან იციან, რომ ფუჭად გასროლილი ტყვია იქნება

ჩემი ვარაუდია, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა. ისინი ამ ტყვიას არ გაისვრიან ვინაიდან იციან, რომ ფუჭად გასროლილი ტყვია იქნება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით.

ლევან მაჭავარიანი

10 სექტემბერი 2026, 23:33

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: რაც ბატონმა ტრამპმა დახურა USAID-ი და NED-ი, ბრიუსელის ფონდების ამარა დარჩნენ, ერთმანეთის დაჭმაზე არიან, რომ გარე პატრონებს დაანახონ, ვინ უფრო „ამინდს ქმნის“ ოპოზიციურ ველზე

რაც ბატონმა ტრამპმა დახურა USAID-ი და NED-ი, ბრიუსელის ფონდების ამარა დარჩნენ, ერთმანეთის დაჭმაზე არიან, რომ გარე პატრონებს დაანახონ, ვინ უფრო „ამინდს ქმნის“ ოპოზიციურ ველზე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ლევან მაჭავარიანი

10 სექტემბერი 2026, 23:24

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ღარიბაშვილის წერილზე: თურმე ძალიან მსხვილი ე.წ. „ატკატები“ ტყდებოდა ბატონი ღარიბაშვილის კაბინეტში. იგი ელოდა ახალი ბრალის წარდგენას, მან წინასწარ იცოდა ბატონი ბურჭულაძის თანამშრომლობის შესახებ და ორი დღით ადრე იყო ის პირველი წერილი, როდესაც გამოუშვა და ეცადა სამართლებრივი საკითხი გადაეტანა პოლიტიკურ ჭრილში

ბატონი ღარიბაშვილის მხრიდან ორმაგად გულდასაწყვეტი იყო ეს ყველაფერი. ჩვენ ხომ ეს სერიალი ბევრჯერ გვინახავს?! გვარამიათი დაწყებული, მელიათი გაგრძელებული და გიგი უგულავათი დამთავრებული - ვის მიმართაც კონკრეტული ბრალი იყო წარდგენილი, აბსოლუტურად ყველა ხდებოდა შემდეგ პოლიტიკური დევნილი. შემდეგ ეს საქმეები წავიდა სტრასბურგის სასამართლოში და ასიდან ასივე შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ჩვენი მართლმსაჯულება მოქმედებდა ძალიან მაღალი სტანდარტით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი

10 სექტემბერი 2026, 23:16

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: გუნდისთვის თავდაპირველად, სერიოზული დარტყმა იყო, როდესაც ბატონმა ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა, ჩხრეკა ჩატარდა მის სახლში და ყველამ ვიხილეთ რაც ამოიღეს და რამდენ მილიონზეც იყო საუბარი. შემდეგ ამბობს, მე არაფერი ჩამიდენიაო

გუნდისთვის თავდაპირველად, სერიოზული დარტყმა იყო, როდესაც ბატონმა ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა, ჩხრეკა ჩატარდა მის სახლში და ყველამ ვიხილეთ რაც ამოიღეს და რამდენ მილიონზეც იყო საუბარი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ლევან მაჭავარიანი

10 სექტემბერი 2026, 23:13

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებულ ყალბ განცხადებაზე: ეს მორიგი ტყუილია, რომელიც გამჟღავნდა ნახევარ საათში. ბატონ გახარიასთან დაკავშირებული გვერდია ეს. გახარიასგან მიჩვეულები ვართ ზოგადად თაღლითობას

ეს მორიგი ტყუილია, რომელიც გამჟღავნდა ნახევარ საათში. ბატონ გახარიასთან დაკავშირებული გვერდია ეს. გახარიასგან მიჩვეულები ვართ ზოგადად თაღლითობას - აღნიშნა გადაცემაში „იმედი LIVE,“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გახარიას პარტიის მიერ ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებულ ყალბ განცხადებაზე.

ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში

10 სექტემბერი 2026, 23:02

მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: თუ ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმა მოხდება, ვარშავამ ნატოს წესდების მე-5 მუხლის ამოქმედება უნდა მოითხოვოს

თუ ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმა მოხდება, ვარშავამ ნატოს წესდების მე-5 მუხლის ამოქმედება უნდა მოითხოვოს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.

10 სექტემბერი 2026, 22:36

მსოფლიო

Bloomberg: არქტიკაში მდებარე რუსეთის ობიექტებზე უკრაინის დარტყმებმა შეშფოთება გამოიწვია ევროპაში, რომელიც იამალის ნახევარკუნძულიდან დღემდე დიდი რაოდენობით თხევად ბუნებრივ გაზს იძენს

არქტიკაში მდებარე რუსულ გაზის ობიექტებზე უკრაინის უპრეცედენტო იერიშებმა რუსეთის ენერგოსექტორის ახალი სუსტი წერტილები და გლობალური გაზის ბაზრისთვის მოსალოდნელი საფრთხეები გამოკვეთა. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

დონალდ ტუსკი

10 სექტემბერი 2026, 21:57

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: პოლონეთი მოელის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა შესაძლოა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მიიტანოს იერიში უკრაინის სავაჭრო ბლოკადის კამპანიის ფარგლებში

პოლონეთი მოელის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა შესაძლოა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მიიტანოს იერიში უკრაინის სავაჭრო ბლოკადის კამპანიის ფარგლებში. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

10 სექტემბერი 2026, 21:51

მსოფლიო

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ განჟა იუწყება.

10 სექტემბერი 2026, 20:49

პოლიტიკა

განიხილავს თუ არა ბრიუსელი საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უბიძგებს თუ არა გერმანიის ფედერალურ მიწაზე, საქსონია-ანჰალტში, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვება ევროკავშირის ხელმძღვანელობას სადამსჯელო ზომებისკენ.

10 სექტემბერი 2026, 20:44

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო ,1886 საბავშვო ბაღს შეამოწმებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უსაფრთხო, ბალანსირებული და ჯანსაღი კვება საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის. სურსათის ეროვნული სააგენტო ბაღების მონიტორინგს აწარმოებს. შემოწმდება 1886 ბაღი, მათ შორის 241 კერძო ბაღია.

10 სექტემბერი 2026, 20:43

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაალ მიქელაძე, ქობულეთის მერი ირაკლი ცეცხლაძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.