imedi /  16 აპრილი 2018, 16:24 / სანდო წყარო

ზარდიაშვილი: სხვაგან პრეზიდენტი ასეთი შეცდომის მერე გადადგებოდა

ვანო ზარდიაშვილი

ვანო ზარდიაშვილი

უმრავლესობის დეპუტატები პრეზიდენტის განცხადების შემდეგ მას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ. დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის თქმით, ნებისმიერ "ცივილიზებულ ქვეყანაში პრეზიდენტი ასეთი შეცდომის მერე გადადგებოდა".

"ჩვენ ვიხილეთ უპასუხისმგებლო განცხადებები, სადაც ის ყველასკენ იშვერს ხელს ოღონდ თვითონ არ აიღოს პასუხისმგებლობა, ჩვენ ვიხილეთ პრეზიდენტის მერ წარგზავნილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც შეეცადა საბჭოში ჩემი მეუღლის ხსენებით პრეზიდენტის არაკვალიფიციური და სუბიექტური შეწყალებები "გაეპრავებინა". ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში პრეზიდენტი ასეთი შეცდომის შემდეგ გადადგებოდა",- განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა და შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საქმეზე საგანგებო ბრიფინგი დღეს გამართეს. გიორგი მარგველაშვილმა ბაქრაძის გათავისუფლებისი მოტივად რამდენიმე წინაპირობა დაასახელა. მან თქვა, რომ სხვა დასკვნებს შორის, სასჯელაღსრულების სისტემიდანაც მსჯავრდებულის კარგი დახასიათება და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დადებითი დასკვნები შევიდა კომისიაში. 

მანამდე ცნობილი გახდა, ვეფხია ბაქრაძის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს ყოფილმა ცოლმა თავად მიმართა

ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 1972 წელს დაბადებული ბაქრაძე 2015 წელს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით იყო დაკავებული, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე, 2017 წლის 25 მაისს დატოვა, - ამის შესახებ 14 აპრილს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შინაგან მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს, საღამოს მოხდა. მოკლულია 1993 წელს დაბადებული თაკო გამრეკელაშვილი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვან შვილებთან ერთად დასთან იყო. ის სახლში ბავშვების თვალწინ მოკლეს.

დაღუპულის დედის მეგობარი კაცი, 1972 წელს დაბადებული ვეფხია ბაქრაძე, სოფელ თელეთში გუშინ დააკავეს. დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

16 იანვარი 2019, 08:39

ძალოვნები

რეგიონებში სიჩქარის მზომი კიდევ 18 სექციური „ჭკვიანი“ კამერა ამოქმედდა

ამ დროისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, 1 441 ვიდეოკამერა მუშაობს, რომლებიც სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული. მათ შორის 795 არის ზოგადი ხედვის, 646 კი - ე.წ. "ჭკვიანი" ვიდეოკამერა. სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით უკვე 375 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზა კონტროლდება.

პოლიცია

16 იანვარი 2019, 08:18

მსოფლიო

კენიაში სასტუმროზე თავდასხმას სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა

დაღუპულთა რაოდენობის შესახებ სხვა ვერსიებიც ვრცელდება. Reuters-ი წერს, რომ შესაძლოა სულ მცირე 15 ადამიანია დაღუპული.სროლისა და აფეთქებების ხმა სასტუმროში რამდენჯერმე გაისმა. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელებს შორის იყვნენ თვითმკვლელებიც.

დროშები

16 იანვარი 2019, 08:08

ეკონომიკა

ევროკავშირი „აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრი ქვეყნებისთვის €13 მილიარდის გამოყოფას აპირებს

გამოყოფილი თანხა ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. ამავე ცნობით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრ ქვეყნებში საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ინფრასტრუქტურის განვითარება ამ ქვეყნების ეკონომიკურ აღმავლობასა და სამუშაო ადგილების გაჩენას შეუწყობს ხელს.

გზა

16 იანვარი 2019, 08:02

საქართველო

ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან საავტომობილო გზის 85-ე კმ-მდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

16 იანვარი 2019, 07:50

სპორტი

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში გავიდა

1/16 ფინალში ბასილაშვილი სტეფანოს ციციპასს შეხვდება, რომელმაც პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ოთხ სეტში მოუგო სერბ ვიქტორ ტროიცკის – 6:3, 2:6, 6:2, 7:5.

შოვი

16 იანვარი 2019, 00:56

ძალოვნები

შოვში თოვლის ფესტივალზე დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ

ონის მუნიციპალიტეტში კურორტ შოვში დაკარგულ 23 წლის ბიჭს ეძებენ. სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14 იანვარს შევიდა. ახალგაზრდა ბოლოს თოვლის ფესტივალზე 12 იანვარს ნახეს. ფესტივალის ტერიტორიის დატოვების შემდეგ კი აღარავის უნახავს.

ბაყაყები

16 იანვარი 2019, 00:51

ტაბლოიდი

მსოფლიოში ყველაზე მარტოხელა ბაყაყმა მეორე ნახევარი იპოვა

მეცნიერები დიდი ხანის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ რომეო ამ ჯიშის უკანასკნელი ბაყაყი იყო დედამიწაზე. დიდი ხნის მანძილზე ის ბოლივიის მუზეუმში მარტო ცხოვრობდა. პარტნიორის მოსაძებნად მეცნიერებმა რომეოს სოციალურ ქსელში გვერდიც კი შეუქმნეს. მალევე მათ ბოლივიის მთებში ჯულიეტასაც მიაგნეს.

უკრაინის არჩევნები

16 იანვარი 2019, 00:31

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატთა სიას კიდევ სამი პოლიტიკოსი დაემატა

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კიდევ სამი კანდიდატი დაარეგისტრირა. ესენი არიან: თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარტია „სამოქალაქო პოზიციის“ თავმჯდომარე ანატოლი გრიცენკო, პარტია „ჩვენების“ ლიდერი ევგენი მურაევი და რადის ვიცესპიკერი ვიტალი კუპრი.

ჟან-კლოდ იუნკერი დონალდ ტუსკი

16 იანვარი 2019, 00:12

მსოფლიო

Brexit-ზე კენჭისყრას ევროკომისიისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტები გამოეხმაურნენ

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ისტორიული კენჭისყრა დასრულდა. კანონმდებლებმა Brexit-ის შესახებ ტერეზა მეის მთავრობის გეგმას მხარი არ დაუჭირეს. ტერეზა მეის გეგმას მხარდაჭერა 202-მა კანონმდებელმა გამოუცხადა, 432-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

კენჭისყრა ვესტმინსტერში

15 იანვარი 2019, 23:39

მსოფლიო

ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-ის სამთავრობო გეგმას მხარი არ დაუჭირა

Brexit-ამდე 73 დღით ადრე ტერეზა მეის გეგმას მხარდაჭერა 202-მა კანონმდებელმა გამოუცხადა, 432 კი წინააღმდეგი წავიდა. Brexit-ის საკითხზე დებატებმა მთლიანობაში სრული 8 კალენდარული დღე წაიღო. დებადებზე 55 საათი და 43 წუთი დაიხარჯა, რა დროსაც სიტყვის უფლება 425-მა კანონმდებელმა გამოიყენა.

ნიკოლას მადურო

15 იანვარი 2019, 23:25

მსოფლიო

ვენესუელის პარლამენტმა პრეზიდენტი უზურპატორად გამოაცხადა

ვენსუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ქვეყნის ეროვნულმა ასამბლეამ უზურპატორად გამოაცხადა, რაც ნიშნავს იმას, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება უმოქმედოა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

15 იანვარი 2019, 23:00

ძალოვნები

სუსის რეგიონულ სამსახურებში ახალი უფროსები დანიშნეს

სახელმწიფო უსაფრთხოების რამდენიმე რეგიონული სამსახურის უფროსის დანიშვნის შესახებ ბრძანებას უწყების ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ხელი უკვე მოაწერა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ადასტურებს.

ეიჰორნის ყინულის სახლი

15 იანვარი 2019, 22:24

ტაბლოიდი

აშშ-ში მამობილმა ეტლით მოსარგებლე ქალიშვილს ყინულის მოძრავი ქოხი აუშენა

Reddit-ის მომხმარებლები აღფრთოვანდნენ ოჰაიოში მცხოვრები გრეგ ეიჰორნის საქციელით, რომელმაც თავის ეტლით მოსარგებლე შვილს ნამდვილი თოვლის ქოხი აუგო. ისიც ეტლით გადაადგილდება.

პოლიცია

15 იანვარი 2019, 21:54

ძალოვნები

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ფოთში, ჭალადიდი-ყორათის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და წყლის არხში ჩავარდა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა.

სროლა ვერაზე

15 იანვარი 2019, 21:46

ძალოვნები

ვერაზე მომხდარი ინციდენტისას კიდევ ერთი პირი დაიჭრა

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე სროლას სავარაუდოდ წინ უძღოდა დაპირისპირება, რა დროსაც ორი ადამიანი დაიჭრა.ერთ-ერთ მათგანს, გირგი ადუაშვილს ცივი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობები - იღლიის არეში ორი და ფეხის არეში ოთხი ჭრილობა.

15 იანვარი 2019, 21:44

სპორტი

არაოლიმპიური სპორტის სახეობებში საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვეს

2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული უძლიერეს კაცთა ფედერაციიდან კოტე ჯანაშიამ მოიპოვა. პრიზი მას ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ გადასცა. მეორე და მესამე პოზიციები სუმოისტმა ლევან გორგოძემ, იგივე ტოჩინოშინმა და ლევან საგინაშვილმა, მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციიდან გადაინაწილეს.

Facebook Story

15 იანვარი 2019, 21:28

ტექნოლოგიები

Facebook „სთორი“ დაგეხმარებათ მეგობარი ღონისძიებაზე მიიწვიოთ

სოცქსელი ტესტავს ფუნქციას, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი პირდაპირ „სთორიდან“ შეძლებს მიიწვიოს მეგობარი ღონისძიებაზე. სოცქსელმა Facebook Story 2017 წლის 28 მარტს აამოქმედა. თავგადასავალის გამოსაქვეყნებლად „სთორის“ ყოველდღიურად 300 მილიონი მომხმარებელი იყენებს.

15 იანვარი 2019, 21:07

საქართველო

ირლანდიიდან და ავსტრიიდან დეპორტირებული ქართველები საქართველოში ჩამოფრინდნენ

ირლანდიიდან და ავსტრიიდან დეპორტირებული მოქალაქეები საქართველოში სპეციალური რეისით ჩამოფრინდნენ. სამშობლოში დაბრუნებულთა მტკიცებით, მათთვის არავის აუხსნია, რა მიზეზით დაატოვებინეს ქვეყანა.

15 იანვარი 2019, 20:58

ძალოვნები

სასამართლოში გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის მთავარი მოწმე დაიკითხა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ირაკლი თევდორაძე დაიკითხა. მან მეორე დაკითხვაზე ჩვენება შეცვალა. ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას ადვოკატს კითხვები სწორედ ამ თემაზე აქვს.

მამუკა ბახტაძე და ნიკოლ ფაშინიანი

15 იანვარი 2019, 20:45

საქართველო

ბახტაძე და ფაშინიანი ბოლნისში ერთმანეთს არაფორმალურად შეხვდნენ

ბოლნისში დღეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. მამუკა ბახტაძემ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დანიშვნა პირადად მიულოცა.