imedi /  09 ივნისი 2018, 18:04 / სანდო წყარო

ზაზა სარალიძე სუბელიანის მეუღლისა და შვილის დაკავებასაც ითხოვს

ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დააკავონ მირზა სუბელიანის მეუღლე და შვილი, რადგან მათაც იცოდნენ საქმის დეტალები და ამის შესახებ ძალოვან უწყებას არ აცნობეს. მისივე თქმით, მირზა სუბელიანს ბრალი უნდა წაუყენონ არა მხოლოდ დანაშაულის დაფარვისთვის, არამედ საქმეში უხეშად ჩარევისთვისაც. 

„მივესალმები შსს-ს მიერ დღეს გადადგმულ ნაბიჯს, მაგრამ სუბელიანისთვის წაყენებული ბრალდება არანაირად არაა დამაკმაყოფილებელი, იმის გათვალისწინებით, რა წვლილიც მას მიუძღვის ამ საქმეში. მოგეხსენებათ, მას ბრალი შეუტყობინებლობაზე წარუდგინეს, მაგრამ ბრალი არ წაუყენებიათ ამ საქმეში უხეშად ჩარევისთვის. გარდა ამისა, როცა სუბელიანი კალანდიების ოჯახში მივიდა, იქ მანამდე მისი მეუღლე და შვილიც იმყოფებოდნენ. შვილი, რომელიც რამდენიმე საათში სუბელიანმა საგამოძიებო უწყებაში წარადგინა, რათა მას ჩვენება მიეცა. გამოდის, რომ დანაშაული მისმა შვილმა და მეუღლემაც დაფარეს. გარდა ამისა, მისი შვილი არაა დაკავებული ამ საქმის ორგანიზებისთვის. მეუღლემ კი, ასევე კარგად იცოდა, ვინ იყო მკვლელი. ამის შესახებ იცოდა მ.კ-ს დედამაც. მან იცოდა, სადაც იყო მკვლელი. როცა მე ეს პროკურატურაში ვთქვი, მითხრეს ასე: „კარგი რა, მთელ ოჯახს ხომ არ დავიჭერთ?". რას ჰქვია, ვერ დაიჭერ? ვინც დამნაშავეა, ყველა დასაჭერია.

მირზა სუბელიანის დაკავება ჩემთვის იყო გადმოგდებული საკენკი და უმეცარი ნაბიჯი, რათა მე გავჩერდე. მე თავიდანვე მქონდა საუბარი როგორც დანაშაულის დამფარავებსა და ორგანიზატორებზე, ისე საქმის პროკურორებზე, რომლებიც ასევე, პასუხისგებაში არიან მისაცემი“-თქვა სარალიძემ.

ზაზა სარალიძის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის თქმით კი, გამოძიებამ ახლა პასუხი უნდა გასცეს მთავარ კითხვას, - რა გავლენა მოახდინა სუბელიანმა გამოძიების მსვლელობაზე. „ამ კუთხით, დანაშაულის ნიშნები ნამდვილად იკვეთება. პასუხგაუცემელია კითხვა, რა იყო სუბელიანის უმთავრესი ინტერესი. მხოლოდ ის, რომ შვილის კლასელი დაეფარა? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა იძლევა საშუალებას, გაირკვეს, რა მოხდა ხორავას ქუჩაზე“ - თქვა ლონდარიძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ ცოტა ხნის წინ მირზა სუბელიანი დააკავა,  8 ივნისს კი - მერაბ მორჩაძე.

მათ გამოძიება მოწმეზე ზემოქმედებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

მირზა სუბელიანი საგამოძიებო ორგანოში დღეს უკვე მესამედ მიიყვანეს. ბოლოს, ორი დღის წინ, 9-საათიანი დაკითხვის შემდეგ, სუბელიანმა განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავდა მის მიმართ ბრალის წარდგენას.

2017 წლის დეკემბერში, მაშინ, როცა მკვლელობა მოხდა, სუბელიანი მთავარ პროკურატურაში ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში მუშაობდა. 2017 წლის 3 დეკემბერს სუბელიანმა პროკურატურაში თანამდებობა დატოვა და ვრცელი განცხადება გაავრცელა.

3 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ თქვა, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე გარკვეული ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლის განაჩენის გამოცხადებას ზაზა სარალიძის მხარდამჭერი მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციების პირველივე დღეს გადადგა მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე. საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა, პარლამენტში კი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის უმრავლესობა უმცირესობის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

ნინო ფოჩხუა

16 მარტი 2026, 13:01

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: ქაცარავა არც ისეთი უჭკუოა, რომ ეს უბრალოდ წამოსცდენოდა - იცის რა ოპოზიციის უუნარობა და შესაბამისად, წაგებული თამაში; თავის გადარჩენის მიზნით ტექნიკურად „ჩაუშვა“ ორგანიზატორი, ბატონი უჩა ნანუაშვილი

„ტვ პირველის“ ეთერში სამოქალაქო აქტივისტმა დავით ქაცარავამ ისაუბრა მოსკოვის მექანიზმის შესახებ და ნებით თუ უნებლიეთ გაასაჯაროვა, თუ ვინ უწევდა ორგანიზებას მოსკოვის მექანიზმს. ეს იყო უჩა ნანუაშვილი, რომელიც დაჰპირდა მას მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გამოსაკითხთა სიაში ჩასმას, თუმცა შემდეგ „გადააგდო“ - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

16 მარტი 2026, 12:58

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ბელარუსის ვიცე-პრემიერს შეხვდა

პირისპირ შეხვედრაზე საუბარი ბელარუსსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.

შალვა პაპუაშვილი

16 მარტი 2026, 12:57

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ქართული პასპორტის მქონე „ისფედის“ თანამშრომლები წერენ „დანოსებს“, ბრიტანეთის მთავრობას აბარებენ ანგარიშს, რომ ნახეთ უფროსო, „იმედი“ და POSTV არ იხურება, ვინაიდან ნახეს გამოსავალი რათა გადარჩნენ და თავი დაიცვან თქვენგან

ქართული პასპორტის მქონე „ისფედის“ თანამშრომლები წერენ „დანოსებს“, ბრიტანეთის მთავრობას აბარებენ ანგარიშს, რომ ნახეთ უფროსო, „იმედი“ და POSTV არ იხურება, ვინაიდან ნახეს გამოსავალი რათა გადარჩნენ და თავი დაიცვან თქვენგან, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ლევან მაჭავარიანი

16 მარტი 2026, 12:55

პოლიტიკა

მაჭავარიანი: ირკვევა, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ცირკს კოორდინირებას სოროსისტი უჩა ნანუაშვილი უწევდა, ამაში მოულოდნელი არაფერია - ამდენი მოღალატეობრივი ნაბიჯით, ბოლომდე შეაძულეს თავი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას

რადიკალური ოპოზიცია და მათი მჭიდრო მოკავშირე მდიდარი ენჯეოები არიან საქართველოს მტრები. მთელი ამ წლების განმავლობაში, ისინი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლურ საქმიანობას ეწეოდნენ, - წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, სოციალურ ქსელში.

16 მარტი 2026, 12:54

ეკონომიკა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და WTO-ს ტექნიკური მხარდაჭერით, ვაჭრობაში დაცვითი ზომების, კერძოდ, ანტიდემპინგური ღონისძიებების თაობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრა გაიმართა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, WTO-ის ვაჭრობაში დაცვითი ზომების, კერძოდ, ანტიდემპინგური ღონისძიებების თაობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, სასტუმრო „ბილტმორში“, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

16 მარტი 2026, 12:52

საზოგადოება

17 მარტს თბილისში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება

HR hub–ის ორგანიზებით, 17 მარტს, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (მის. ლადო გუდიაშვილის 7) 17:00-19:00 სთ-ზე, ყოველწლიური დასაქმების და განათლების ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები აქტიური ვაკანსიებით, - ინფორმაციას HR hub–ი ვრცელებს.

დავით ქართველიშვილი

16 მარტი 2026, 12:51

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველო, შესაძლოა, დამკვიდრდეს არა მხოლოდ რეგიონულ მიმართულებად, არამედ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ალტერნატიულ ტურისტულ ჰაბად ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიას შორის

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში მიმოიხილავს ტურიზმის სფეროში პოზიტიურ პერსპექტივებს.

შოთა ბერეკაშვილი

16 მარტი 2026, 12:50

პოლიტიკა

ბერეკაშვილი: ჯაჭვში განსაკუთრებული ძალაუფლება საცალო ქსელებს აქვთ, რადგან ისინი არიან საფასო პოლიტიკის განმსაზღვრელი ბაზარზე, ამიტომ სექტორის გამჭვირვალე და ჯანსაღი მართვა უაღრესად მნიშვნელოვანია

უაღრესად მნიშვნელოვანი სხდომაა, რამდენადაც დღევანდელი სხდომით ჩვენ ვასრულებთ ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესწავლას საკვები პროდუქტების და სწრაფი მოხმარების საგნების სექტორში, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.უაღრესად მნიშვნელოვანი სხდომაა, რამდენადაც დღევანდელი სხდომით ჩვენ ვასრულებთ ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესწავლას საკვები პროდუქტების და სწრაფი მოხმარების საგნების სექტორში, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.

16 მარტი 2026, 12:47

მსოფლიო

ტრამპის განცხადების შემდეგ, ჩინეთმა ახლო აღმოსავლეთში ომის მონაწილეებს სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა

„ჩინეთი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მხარეს სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ. ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ დეესკალაციას“, - განაცხადა სპიკერმა

16 მარტი 2026, 12:45

საზოგადოება

აბანოს ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 17 მარტს, 00:00-დან 23:00 საათამდე აბანოს ქუჩაზე, იოსებ გრიშაშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

16 მარტი 2026, 12:42

პოლიტიკა

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და აფხაზ სეპარატისტებს შორის მდინარე გუმისთის სანაპიროზე მომხდარი ბრძოლიდან 33 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა და ვეტერანებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემულ მეომართა ხსოვნას პატივი მიაგეს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ჟოზეპ ბორელი

16 მარტი 2026, 12:37

მსოფლიო

ჟოზეპ ბორელი: ფონ დერ ლაიენი აგრძელებს თავისი უფლებამოსილების გადამეტებას. კალასმა კი უფრო მკაფიოდ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის დარღვევები, რადგან ევროკავშირი კარგავს ნდობას, როდესაც საერთაშორისო ნორმებს შერჩევითად იყენებს

POLITICO-სთან საუბრისას ჟოზეპ ბორელმა, რომელიც 2019-2024 წლებში ფონ დერ ლაიენის ვიცე-პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენელი იყო, განაცხადა, რომ აშშ-ის ომი ირანის წინააღმდეგ „უკანონოა საერთაშორისო სამართლის მიხედვით და არ არის გამართლებული გარდაუვალი საფრთხით, როგორც ამას ზოგიერთები ამტკიცებდნენ“.

შალვა პაპუაშვილი

16 მარტი 2026, 12:31

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: ბაია პატარაიას საჯარო პოსტი ჰქონდა. მან აღწერა როგორ იყო წინასწარი კოორდინაცია ამასთან დაკავშირებით, როლები როგორ გადაინაწილეს ქვეყნებმა

„ჩვენ ვნახეთ რამდენიმე „ენჯეოს“ განცხადება. მათ შორის, ქალბატონ ბაია პატარაიას საჯარო პოსტი ჰქონდა. მან აღწერა როგორ იყო წინასწარი კოორდინაცია ამასთან დაკავშირებით, როდესაც საუბრები იყო მექანიზმთან დაკავშირებით, იქ როლები როგორ გადაინაწილეს ქვეყნებმა“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „მოსკოვის მექანიზმზე“ საუბრისას.

კაია კალასი

16 მარტი 2026, 12:23

მსოფლიო

კაია კალასი: ჩვენს ინტერესებშია, რომ ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს

„ჩვენს ინტერესებშია, რომ ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს“, - განაცხადა კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.

შალვა პაპუაშვილი

16 მარტი 2026, 12:20

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: პოლიტპატიმრების სია რატომ არ აქვთ?! ალეკო ელისაშვილი უნდა გათავისუფლდეს, ტერორისტული აქტის ბრალდება რომ აქვს წარდგენილი?! ხომ ვიცით რატომ არ აკეთებენ ამ სიას

ალეკო ელისაშვილი უნდა გათავისუფლდეს, ამ სიაშია ტერორისტული აქტის ბრალდება რომ აქვს წარდგენილი?! ხომ ვიცით რატომ არ აკეთებენ ამ სიას. როგორც კი ერთი სახელი და გვარი მაინც გამოჩნდება, ნახავენ, რომ არსებობს დანაშაულზე მტკიცებულებები ყველასთან დაკავშირებით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

16 მარტი 2026, 12:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბატონი პეტერი თავს უფლებას აძლევს ისაუბროს ევროკავშირის ელჩის ნაცვლად, შეიძლება მას ჰგონია, რომ მეტი ეთქმის, ვიდრე ევროკავშირის ელჩს, მაგრამ ბატონ ჰერჩინსკის რამის თქმა თუ უნდა, იტყოდა ყველაფერს

ბატონი პეტერი თავს უფლებას აძლევს ისაუბროს ევროკავშირის ელჩის ნაცვლად, შეიძლება მას ჰგონია, რომ მეტი ეთქმის, ვიდრე ევროკავშირის ელჩს, მაგრამ ბატონ ჰერჩინსკის რამის თქმა თუ უნდა, იტყოდა ყველაფერს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან გერმანიის ელჩზე საუბრისას.

შალვა პაპუაშვილი

16 მარტი 2026, 12:10

პოლიტიკა

პაპუაშვილი: შარშან მივწერე ევროკავშირის ელჩს - ფაქტები გავუზიარე, როგორ იყენებდნენ ზიზღის ენას ევროკავშირის დაფინანსებული NGO-ები პარლამენტის წევრებზე. ვუთხარი, რომ ეს შეწყდება, თუ კი ის მკაფიო პოზიციას დაიკავებს. არც კი გამომეხმაურა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, ზიზღის ენის და ძალადობის წახალისებაზე საუბრობს.

16 მარტი 2026, 12:09

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: თავადვე აღიარეს, რომ ჭორებზეა დაფუძნებული. წერია, რომ ერთ-ერთმა პირმა გვითხრა როდესაც დამიჭირეს, პოლიციაში მიმიყვანეს, გამაშიშვლეს და იატაკზე ვიწექიო. გადაამოწმე აბა ახლა მოხდა თუ არა

მთლიანად დოკუმენტი არის ცილისწამება, თავადვე აღიარეს, რომ ჭორებზეა დაფუძნებული. დოკუმენტში ამბობს [ექსპერტი], რომ არის მონათხრობები. მაგალითად წერია, რომ ერთ-ერთმა პირმა გვითხრა როდესაც დამიჭირეს, პოლიციაში მიმიყვანეს, გამაშიშვლეს და იატაკზე ვიწექიო. გადაამოწმე აბა ახლა [მოხდა თუ არა], - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

დავით ქაცარავა

16 მარტი 2026, 12:08

პოლიტიკა

დავით ქაცარავას თქმით, უჩა ნანუაშვილი წინასწარ დაჰპირდა, რომ „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მოწმედ გამოიკითხებოდა - ქაცარავას წამოცდენა ადასტურებს, რომ გამოსაკითხ პირთა სიას კოორდინაციას, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნანუაშვილი უწევდა

ოპოზიციონერმა აქტივისტმა, დავით ქაცარავამ, „ტვ პირველის" ეთერში „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მის გამოკითხვაზე ისაუბრა.

16 მარტი 2026, 12:06

მსოფლიო

ისრაელმა სამხრეთ ლიბანში „ლიმიტირებული და მიზნობრივი“ სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა

IDF-ის განცხადებით, სამხრეთ ლიბანში ჯარების შესვლამდე, ტერიტორიაზე განხორციელდა დარტყმები „მრავალ ტერორისტულ სამიზნეზე“. ოპერაციის მიზანია „წინა ხაზის თავდაცვის ზონის გაძლიერება“ და რეგიონში „ტერორისტული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი“.