imedi /  04 ივლისი 2018, 13:55 / სანდო წყარო

თბილისის გენგეგმა 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება

თბილისი

თბილისი

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.

კალაძის თქმით, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი მერიის წარმომადგენლებთან ერთად სექტემბრის ბოლომდე იმუშავებენ: "1-ელ ოქტომბრამდე მიღებული იქნება შესაბამისი რეგულაციები, რაც ამ გეგმას შეესაბამება. ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ 1-ელი იანვრიდან, ახალი გენერალური გეგმა ამოქმედდება", - თქვა კალაძემ თბილისის მერიაში გენგეგმის შესახებ გამართულ ბრიფინგზე.

ბრიფინგის შემდეგ მერის მოადგილემ მაია ბითაძემ რამდენიმე საკითხხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. კერძოდ, ბითაძის თქმით, გენგეგმის ავტორებთან და სპეციალისტებთან ერთად, დასახელდა 11 ადგილი, სადაც ქაოტური განაშენიანების პრობლემაა. ბითაძის განცხადებით, ქაოტური განაშენიანება აუცილებლად შეჩერდება. 

ასევე ცნობილია, რომ ვერეს ხეობასთან დაკავშირებით მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში სპეციალური ჩანაწერი გაკეთდა. 

"ვერეს ხეობას აქვს ორი ფენა, ერთი ეს არის რეკრეაციული ზონა, რაც ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიის ერთ ნაწილზე ეკოსისტემების შენარჩუნების მიზნით უნდა მოხდეს ლანდშაფტური განაშენიანება. გენგემაში არსებული ჩანაწერის მეორე ნაწილი ჰიდროლოგიური დატბორვის არეალებს უკავშირდება, კეთდება ცხაური თამარაშვილის მეორე მხარეს, სადაც ვერეს ხეობა თბილისის განაშენიანებულ ტერიტორიას უერთდება", - თქვა მაია ბითაძემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის შემდეგ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. 

კალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტმა და "სითი ინსტიტუტმა" დაასრულეს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა. მისი თქმით, დოკუმენტი საკრებულოში შემდგომი განხილვებისთვის გადაიგზავნება.

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტზე მუშაობა, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. დოკუმენტი თბილისის მერიას 3 იანვარს ჩაჰბარდა, თუმცა მერიას გარკვეული შენიშვნები ჰქონდა და გენგეგმა უკან დააბრუნა. საბოლოოდ "სითი ინსტიტუტმა საქართველომ" გენგეგმის გამოსწორებული ვარიანტი მერიას მაისის ბოლოსკენ გადაუგზავნა. 

ყველა სიახლე

ამინდი

20 თებერვალი 2019, 09:10

საქართველო

დღეიდან საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება

თბილისში ჰაერის ტემპერატურა 5-6 გრადუსამდე დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 4-9 გრადუსამდე, ხოლო დასავლეთში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 15 გრადუსი იქნება. კვირის განმავლობაში ტემპერატურა თანდათან მოიმატებს და დედაქალაქში 12 გრადუსამდე სითბოა ნავარაუდევი.

მაია ცქიტიშვილი

20 თებერვალი 2019, 09:04

საქართველო

პარლამენტის წინაშე მაია ცქიტიშვილი წარდგება

მინისტრი გასულ წელს შეაფასებს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, მინისტრის მოხსენება იქნება კომპლექსური, დეპუტატებს კი საშუალება მიეცემათ, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღონ მონაწილეობა.

20 თებერვალი 2019, 09:00

ძალოვნები

პროექტ „ჩვენი ჯარის“ მესამე ეტაპი დაიწყო

პროექტი 2018 წელს საქართველოს მასშტაბით ორ ეტაპად განხორციელდა. „ჩვენი ჯარის“ მესამე ეტაპი 28 მარტის ჩათვლით საქართველოს 9 რეგიონის (აჭარა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, თბილისი, კახეთი) 300-მდე სკოლას მოიცავს.

რაგბი

20 თებერვალი 2019, 08:54

სპორტი

მსოფლიო რაგბიმ საქართველოს ნაკრებზე ვიდეო გამოაქვეყნა

ვიდეოში საუბარია იმაზე, თუ რატომ არიან ბორჯღალოსნები ძლიერები შერკინებაში. ქართველთა შერკინებაზე ჯაბა ბრეგვაძე საუბრობს."ალბათ ეს სისხლში გვაქვს კავკასიელებს, ქართველებს, არ გვაქვს სისწრაფე, მაგრამ გვაქვს ძალა. უფრო ბრძოლა გვიყვარს, ჭიდაობა გვეხერხება“, - ამბობს ბრეგვაძე.

20 თებერვალი 2019, 08:46

ტექნოლოგიები

ტრამპმა კოსმოსური ძალების შექმნაზე ბრძანებას მოაწერა ხელი

ამ საკითხზე განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, ახალი კოსმოსური ძალების მისია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის გაძლიერებაა, მიზანი კი კოსმოსში დომინანტური პოზიციის მოპოვება.

კატა

20 თებერვალი 2019, 08:36

ტაბლოიდი

კარლ ლაგერფელდის ქონება შესაძლოა მის კატას დარჩეს

კატა სახელად შუპეტი დიზაინერს 2011 წლიდან ჰყავდა და განსაკუთრებულ ფუფუნებაში აცხოვრებდა. უფრო მეტიც, მას აქსესუარების საკუთარი ხაზი და წელიწადში 3 მილიონი ევროს შემოსავალი აქვს. ის ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელშიც.

20 თებერვალი 2019, 08:20

მსოფლიო

მოზარდმა გოგომ, რომელიც ISIS-ს შეუერთდა, შესაძლოა ბრიტანეთის მოქალაქეობა დაკარგოს

გოგოს ოჯახი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. 19 წლის შამინას ახლა უკან ლონდონში დაბრუნება სურს. მას ISIS-ისთან უკანასკნელი ბრძოლისას მიაგნეს სირიელ მიგრანტთა ბანაკში. ბრიტანელ გოგოს გასულ კვირას შვილიც შეეძინა.

20 თებერვალი 2019, 08:14

მსოფლიო

პარიზში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ორგანიზატორების განცხადებით, მანიფესტაციაში 20 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. დემონსტრანტების თქმით, აქციის მიზეზი ქვეყნის მასშტაბით გახშირებული ანტისემიტური ხასიათის თავდასხმები გახდა. ბოლო ასეთი შემთხვევა სტრასბურგთან ახლოს მოხდა. ვანდალებმა ებრაელების საფლავებს შეურაცხმყოფელი სიმბოლოები დაახატეს.

20 თებერვალი 2019, 08:11

მსოფლიო

ესპანეთში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ცნობით, სპეცოპერაციის ფარგლებში ძალოვნებმა სულ 66 ადამიანი დააკავეს, მათ ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობაში ადანაშაულებენ. პოლიციის ცნობით, ამოღებულია შვიდი ტონა ჰაშიში და იარაღი.

ხმის მიცემა

20 თებერვალი 2019, 08:07

მსოფლიო

უკრაინა: რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას შეეცდება

სწავლება ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით გაიმართება. კიევში აცხადებენ, რომ ინიციატივა უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს ეკუთვნის. უწყებაში განმარტავენ, რომ რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე უკრაინის კიბერსფეროს გაძლიერება უმნიშვნელოვანესია.

სალომე ზურაბიშვილი

20 თებერვალი 2019, 07:58

საქართველო

დღეს სალომე ზურაბიშვილი ანგელა მერკელს შეხვდება

ასევე დაგეგმილია აუდიენცია გერმანიის პრეზიდენტთან, რის შემდეგაც პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. მანამდე სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთს სტუმრობდა, სადაც რამდენიმე მაღალი რანგის შეხვედრა გამართა. მათ შორის შეხვდა ემანუელ მაკრონსაც.

მოდელი

20 თებერვალი 2019, 00:55

კულტურა

Burberry ყულფიანი ჰუდის გამო ბოდიშს იხდის

Burberry-ი 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში გამოყენებული ერთ-ერთი ელემენტის გამო კრიტიკის ობიექტი გახდა. საუბარია ჰუდიზე, რომლის კაპიუშონის თასმაც საზოგადოებამ თვითმკვლელობისთვის გამზადებულ ნასკვს მიამსგავსა. როგორც Burberry-მ განაცხადა, კრიტიკის შემდეგ მათ ეს პროდუქტი კოლექციიდან ამოიღეს.

მელანია ტრამპი და კარლ ლაგერფილდი

20 თებერვალი 2019, 00:39

საქართველო

მელანია ტრამპი კარლ ლაგერფილდს დაემშვიდობა

აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი კარლ ლაგერფილდის ხსოვნას პატივს მიაგებს. მის შესახებ პოსტი მელანიამ Twitter-ზე გამოაქვეყნა. „დღეს მსოფლიომ შემოქმედი გენიოსი დაკარგა. მოგვენატრები, კარლ!“, წერს აშშ-ის პირველი ლედი.

სეფსისი

20 თებერვალი 2019, 00:29

ტექნოლოგიები

შექმნეს სეფსისის დასადგენი ახალი ტესტი, რომელიც პასუხს 2.5 წუთში იძლევა

მეცნიერების თქმით, მათ მიერ დაპროექტებული ექსპერიმენტული მიკროელექტროდი მოწყობილობა პაციენტის სისხლს აანალიზებს და შედეგს 2.5 წუთში იძლევა. სეფსისზე არსებული ახლანდელი ტესტირების მეთოდს პასუხისთვის დაახლოებით 72 საათი სჭირდება.

სიკვდილი

20 თებერვალი 2019, 00:11

ტაბლოიდი

ბრიტანელმა ახალდაბადებული შვილი გარდაცვალებამდე 3 საათით ადრე გაიცნო

ბენ კინლოკის ცოლი ნიკოლა ბავშვის გაჩენისთანავე საავადმყოფოდან გაეწერა და იმ კლინიკაში წავიდა, სადაც მისი ქმარი მკურნალობდა. "ორი აზრი არ არსებობს, ის ქალიშვილს ელოდებოდა", - ამბობს ნიკოლა და დასძენს, რომ მან შვილი ბენს მკლავებში დააჭერინა და სამახსოვროდ რამდენიმე ფოტოს გადაღებაც მოასწრო.

ავტოდაზღვევა

19 თებერვალი 2019, 23:49

ეკონომიკა

კერძო ავტოდაზღვევის მფლობელებს მათი სადაზღვევო პაკეტის ახალ რეგულაციებზე მორგება მოუწევთ

ირაკლი თუთარაშვილის თქმით, კანონპროექტი პარლამენტში უკვე გადაგზავნილია და განხილვა მიმდინარეობს. კანონპროექტის მიხედვით, სავალდებულო დაზღვევა 1 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა ეს დამოკიდებულია საპარლამენტო საქმიანობასა და პარლამენტის მიერ კანონპროექტის დამტკიცების დროზე.

ტრამვაი

19 თებერვალი 2019, 23:24

ეკონომიკა

მაია ბითაძე: თბილისში ტრამვაის კომპენსირება 18-მეტრიანი ავტობუსებით იგეგმება

თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ თქვა, რომ თბილისში "სამწუხაროდ ტრამვაის ინფრასტრუქტურა აღარ არსებობს". მაია ბითაძის განმარტებით, მერია ტრამვაის კომპენსირებას 18-მეტრიანი ავტობუსებით იგეგმება. ამ საკითხზე კომენტარი კახა კალაძემაც გააკეთა.

19 თებერვალი 2019, 23:23

საქართველო

სესის შემოწმებული 4700 ობიექტიდან დარღვევა 125-ში აღმოჩნდა

საქართველოს მასშტაბით სულ 4700-ზე მეტი საკონტროლო გასვლითი ღონისძიებაა ჩატარებული. ამის შესახებ გადაცემაში „პირისპირ“ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა განაცხადა.

მშენებლობა

19 თებერვალი 2019, 23:05

საქართველო

თბილისის მერია: მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დაცვის დინამიკა გაუმჯობესდა

მერის მოადგილის თქმით, კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილების შემუშავება გარემოს დაბინძურების პრევენციისთვის დაიწყო და კანონპროექტი პარლამენტში მალე დარეგისტრირდება. ბითაძის თქმით, ეს ეხება მშენებლობის დროს სამშენებლო მასალის გამოყენების, დასაწყობებისა და ტრანსპორტირების საკითხებს.

კოსმოსი

19 თებერვალი 2019, 22:56

ტექნოლოგიები

მზის სისტემაში ახალი მთვარე იპოვეს

ის პლანეტის ყველაზე პატარა მთვარეა. როგორც გამოცემა წერს, ჰიპოკამპის გამოსახულებები ნეპტუნის ფოტოებზე ადრეც ჩანდა, თუმცა დღევანდელ დღემდე მეცნიერებს არ ჰქონდათ ისეთი ტექნიკური საშუალებები, რომლითაც მთვარეს კარგად დააფიქსირებდნენ.