პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციებს 6 აგვისტოდან დაიწყებს
გიორგი მარგველაშვილი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის პირველი მოსამართლის თანამდებობიდან გადადგომას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.
როგორც პრეზიდენტმა თქვა, ყველაზე ნიშანდობლივი არის ნინო გვენეტაძის განცხადება, როდესაც ქვეყნის პირველი მოსამართლე ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლია.
"მე მინდა, რომ ეს გადადგომაც არ იყოს ისევე მიჩქმალული, როგორც ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში. სასამართლო სისტემის გაჯანსაღება, იქ არსებული ვითარების შეცვლა ჩვენი დემოკრატიის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. თუ ჩვენ ამ გამოწვევას არ ვუპასუხებთ, დავრჩებით იმ მანკიერ წრეზე, რომელსაც არაერთი სერიოზული პრობლემა შეუქმნია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისა და სახელმწიფო სისტემისთვის“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციებს 6 აგვისტოდან დაიწყებს. მისივე თქმით, ეს იქნება ღია კონსულტაციები.
„დღეს განსაკუთრებით მინდა მოგიწოდოთ აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, იურისტებს, იმ ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაზე მუშაობდნენ, ჩაერთოთ ამ პროცესში, რომლის მიზანიც უნდა იყოს ისეთი ადამიანის შერჩევა, რომელსაც ექნება საკმარისი კვალიფიკაცია, მორალური ძალა და რომელიც შეძლებს დაიწყოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება", - განაცხადა პრეზიდენტმა.
უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა. მისი გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის, ასევე პოლიტიკოსებისთვის.
2017 წლის ნოემბერში ნინო გვენეტაძეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის მოსამართლეთა უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით კონფლიქტი წარმოიქმნა. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ დაპირისპირების გამო გვენეტაძემ თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა, რაც არ დადასტურდა და მან 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას ხელი მოაწერა.
ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 20 მარტს აირჩია. მან ამ პოზიციაზე კოტე კუბლაშვილი შეცვალა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად გვენეტაძე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეარჩია და პარლამენტს წარუდგინა.
2017 წლის ნოემბერში ნინო გვენეტაძეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის მოსამართლეთა უვადო დანიშნვნასთან დაკავშირებით კონფლიქტი წარმოიქმნა. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ დაპირისპირების გამო გვენეტაძემ თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა, რაც არ დადასტურდა და მან 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას ხელი მოაწერა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით წარადგენს ისევ საქართველოს პრეზიდენტი და ირჩევს საქართველოს პარლამენტი 10 წლის ვადით. პრეზიდენტს კანდიდატის წარდგენა ხვალვე შეუძლია, პარლამენტს კი მისი დამტკიცება - რიგგარეშე ან საშემოდგომო სესიაზეც. თუ პროცედურა გაჭიანურდა საპრეზიდენტო არჩევნებამდე და უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს პარლამენტი 2018 წლის ოქტომბრამდე არ აირჩევს, ახალი პრეზიდენტის ინუგურაციის შემდეგ ამოქმედდება ახალი კონსტიტუცია, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის განსხვავებულ პროცედურას ითვალისწინებს. მას 10 წლის ვადით ისევ პარლამენტი ამტკიცებს, მაგრამ არა პრეზიდენტის, არამედ უზენაესი სასამართლოს წევრთანაგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით. სასამართლოს ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე.
ყველა სიახლე
13 აპრილი 2026, 09:56
მსოფლიო
ტრამპი: აშშ 13 აპრილს, 10:00 საათზე ირანის პორტებში შემავალი ან გამომავალი გემების ბლოკირებას დაიწყებს
„ამერიკის შეერთებული შტატები ირანის პორტებში შემავალი და იქიდან გამომავალი გემების ბლოკირებას 13 აპრილს, აღმოსავლეთის დროით (ET) 10:00 საათზე. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისათვის“, - დაწერა ტრამპმა.
13 აპრილი 2026, 09:52
მსოფლიო
პრემიერი: ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას - მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს და მის გუნდს წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ინტერესების მტკიცე მხარდაჭერისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს და უნგრეთს აკავშირებს მეგობრობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება.
13 აპრილი 2026, 09:48
მსოფლიო
ილონ მასკი: სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო
სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო, - წერს ამერიკელი ბიზნესმენი, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი სოციალურ ქსელში.
13 აპრილი 2026, 09:44
მსოფლიო
დონალდ ტუსკი: უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო
„უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო! რუსებო, წადით სახლში!“, - წერს ტუსკი.
13 აპრილი 2026, 09:42
მსოფლიო
პიტერ მაგიარი: ჩვენ ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი და მოვიშორეთ ორბანის რეჟიმი. ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ ეროვნულ ასამბლეაში ძლიერი უმრავლესობა გვექნება
პიტერ მაგიარი - ჩვენ ეს შევძელით, ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი და მოვიშორეთ ორბანის რეჟიმი, ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ ეროვნულ ასამბლეაში ძლიერი უმრავლესობა გვექნება
13 აპრილი 2026, 09:37
მსოფლიო
პედრო სანჩესი: დღეს ევროპამ და ევროპულმა ღირებულებებმა გაიმარჯვა
„დღეს ევროპამ და ევროპულმა ღირებულებებმა გაიმარჯვა. ვულოცავ უნგრეთის ყველა მოქალაქეს ამ ისტორიულ არჩევნებს. მოუთმენლად ველი პიტერ მაგიართან ერთად მუშაობას ყველა ევროპელის უკეთესი მომავლისთვის“, - წერს სანჩესი.
13 აპრილი 2026, 09:33
მსოფლიო
„ეს ისტორიული მომენტია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპული დემოკრატიისთვისაც“ - კირ სტარმერი პიტერ მაგიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პიტერ მაგიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
13 აპრილი 2026, 09:32
მსოფლიო
ჯორჯია მელონი: გამარჯვებას ვულოცავ პიტერ მაგიარს. მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ვიქტორ ორბანს მჭიდრო თანამშრომლობისთვის
„მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ვიქტორ ორბანს ამ წლების განმავლობაში ინტენსიური თანამშრომლობისთვის და ვიცი, რომ ის ოპოზიციიდანაც განაგრძობს თავისი ერის სამსახურს. იტალია და უნგრეთი მჭიდრო მეგობრობით დაკავშირებული ქვეყნებია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ჩვენი ხალხების ინტერესების სასარგებლოდ და ევროპულ თუ საერთაშორისო დონეზე არსებული საერთო გამოწვევების დასაძლევად“, - წერს მელონი.
13 აპრილი 2026, 09:27
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი პიტერ მაგიარს: მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას ძლიერი, უსაფრთხო და ერთიანი ევროპისთვის
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა პარტია „ტისას“ ლიდერს, პიტერ მაგიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
13 აპრილი 2026, 09:22
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი: დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ პიტერ მაგიარს და პარტია „ტისას“ - მზად ვართ ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის ორივე ერის სასარგებლოდ
დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ პიტერ მაგიარს და პარტია „ტისას, - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „იქსზე“.
13 აპრილი 2026, 09:20
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი მიესალმება უნგრელი ხალხის ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულებას
„ახლახან ვესაუბრე პიტერ მაგიარს, რათა მისთვის გამარჯვება მიმელოცა. საფრანგეთი მიესალმება დემოკრატიული ჩართულობის გამარჯვებას, უნგრელი ხალხის ერთგულებას ევროკავშირის ღირებულებებისადმი და უნგრეთის ევროპაში ყოფნას. ერთად წავიდეთ წინ უფრო სუვერენული ევროპისკენ - ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობისა და დემოკრატიისთვის“, - წერს მაკრონი.
13 აპრილი 2026, 09:14
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით - ყველამ უნდა იცოდეს ერთი რამ - ჩვენ არასდროს დავნებდებით
როგორც არ უნდა დასრულდეს ყველაფერი, ჩვენ ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
13 აპრილი 2026, 09:12
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: უნგრეთმა ევროპა აირჩია. ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევდა
„უნგრეთმა ევროპა აირჩია. ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევდა. ქვეყანამ თავისი ევროპული გზა დაიბრუნა. კავშირი ძლიერდება“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში X.
13 აპრილი 2026, 09:09
მსოფლიო
„ტისა“ უნგრეთის პარლამენტში მანდატების 2/3-ზე მეტს იღებს
ოპოზიციონერ პიტერ მაგიარის პარტია უნგრეთის პარლამენტში ადგილების ორ მესამედზე მეტს იღებს. ხმების 99%-ზე მეტის დათვლის შედეგად, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ტისა“ ლიდერობს. ეს მონაცემები ახალ მთავრობას საკმარის სამოქმედო სივრცეს მისცემს კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესატანად და საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად.
13 აპრილი 2026, 08:57
რეგიონი
ნაქერალას უღელტეხილზე გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ნაქერალას უღელტეხილზე გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
13 აპრილი 2026, 08:55
რეგიონი
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
13 აპრილი 2026, 01:03
საზოგადოება
დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო
ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
13 აპრილი 2026, 00:50
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს
მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე ჭირისუფალთ ტრადიციისამებრ, სააღდგომო პასქები და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.
12 აპრილი 2026, 23:55
მსოფლიო
პიტერ მაგიარი: ვიქტორ ორბანმა ახლახან დაგვირეკა, რომ ჩვენთვის გამარჯვება მოელოცა
უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას გამარჯვება უკვე მიულოცა.
12 აპრილი 2026, 23:39
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია. მმართველობის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა. მე მივულოცე გამარჯვებულ პარტიას
არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მხარდამჭერებისადმი მიმართვისას.


