Imedi /  04 სექტემბერი 2018, 14:09 / სანდო წყარო

ხორავას ქუჩაზე საგამოძიებო კომისია არა ორ, არამედ ერთ დასკვნას დადებს

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის  მუშაობა დასასრულს უახლოვდება. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ არა ორ, არამედ ერთ, საერთო დასკვნას დადებს.

მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპული საქართველოს მიერ მომზადებულ დოკუმენტში შევიდეს შესწორებები და ამის შემდეგ, ეს დასკვნა დარეგისტრირდეს ბიუროზე. დასკვნის საბოლოო ვერსიას დეპუტატები განიხილავენ, შესწორებებს შეიტანენ და როგროც კომისიის წევრები ამბობენ, იმ სადაო საკითხებზე, რომლებზეც ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები აქვთ კომისიის წევრებს, კენჭისყრა ჩატარდება. კენჭისყრის შემდეგ შევა საბოლოო დოკუმენტში შესწორებები.

"ევროპულმა საქართველომ" განაცხადა, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე გამოძიება კომპეტენტურად არ ჩატარებულა: გამომძიებლები მიკერძოებულები იყვნენ. ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან კომისიის ქართული ოცნების წევრები. მმართველი გუნდის წევრებმაც იპოვეს გამოძიების პროცესში გარკვეული ხარვეზები, თუმცა ამბობენ, რომ გამოძიების საბოლოო შედეგზე ამას გავლენა არ მოუხდენია.

3 სექტემბერს საგამოძიებო კომისიამ დასკვნის ახალი ნაწილი გაასაჯაროვა. დასკვნაში მირზა სუბელიანის შესახებ არის საუბარი და წერია, რომ სუბელიანის გამოჩენის შემდეგ საქმე ტენდენციურად წარიმართა.

დასკვნის პირველი და მეორე ნაწილი 1 და 2 სექტემბერსაც გასაჯაროვდა. დასკვნის არსებულ ნაწილებს არ ეთანხმება ქართული ოცნება.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, გამოძიებას უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი  გამოაცხადა,  რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის უწყების პოზიციაც სასამართლომ ბოლომდე არ გაიზიარა,  თანამდებობიდან გადადგა.

ყველა სიახლე

22 აპრილი 2019, 09:35

მსოფლიო

ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნა

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის სახელწოდების ცვლილების შემდეგ, ჩრდილოეთ მაკედონიაში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების 74 პროცენტი. არსებული მონაცემებით, მოქალაქეების 42- მა პროცენტმა ხმა სტევ პენდაროვსკის მისცა.

22 აპრილი 2019, 09:25

მსოფლიო

ცესკო: ზელენსკის ხმათა 73 პროცენტი აქვს

უკრაინაში ბიულეტენების 90 პროცენტი დათვლილია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს შედეგი უპრეცედენტოა.საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ოფიციალურ შედეგებს უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია სავარაუდოდ 30 აპრილს გამოაცხადებს.

მეგან მარკლი  დორია რეგლანდი

22 აპრილი 2019, 09:14

ტაბლოიდი

მეგან მარკლი მშობიარობისთვის ემზადება, დედამისი უკვე ლონდონშია

ტაბლოიდების მიხედვით, მომავალი ბებია, რომელიც 62 წლისაა, საკმაოდ ბედნიერია, რომ 37 წლის მარკლსა და 34 წლის პრინც ჰარის პირველი შვილი ეყოლებათ. ჯერჯერობით უცნობია ბავშვის სქესი. თუმცა, მედიაში წერენ, რომ სამეფო ოჯახში გოგოს ელოდებიან.

მამუკა ბახტაძე

22 აპრილი 2019, 09:03

საქართველო

მამუკა ბახტაძე ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას მსოფლიო ლიდერებიც ულოცავენ. მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნებიდან მალევე, ზელენსკის გამარჯვება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიულოცა. უკრაინის საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული პირველადი ოფიციალური მონაცემით, ვოლოდიმირ ზელენსკის 73% უჭერს მხარს.

22 აპრილი 2019, 08:53

საქართველო

ნაციონალები სუსის ანგარიშის მოსმენაზე პანკისში არსებულ ვითარებაზე დასვამენ კითხვებს

"მაშინ, როდესაც სუსი თავის რესურსებს იყენებს პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის, ოპოზიციის დევნისთვის, რეალურად ქვეყანაში არის უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევები და ამ გამოწვევებს ვერ უმკლავდებიან თუ არ უმკლავდებიან სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები, მათ შორის სუსი“, - განაცხადა სამადაშვილმა.

იუსტიციის საბჭო

22 აპრილი 2019, 08:50

საქართველო

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს

განსახილველ საკითხებს შორისაა საშტატო ნუსხის განსაზღვრა. საუბარია სიღნაღის რაიონული სასამართლოს საშტატო ნუსხაში რამდენიმე ერთეულის დამატებაზე. ასევე ქუთაისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოების პალატებისა და კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრაზე.

პარლამენტი

22 აპრილი 2019, 08:47

საქართველო

პარლამენტში დღეს სუსის 2018 წლის საქმიანობაზე ანგარიშის განხილვაა დაგეგმილი

ლილუაშვილის მოსმენა სამი კომიტეტის თავდაცვის, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იგეგმება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 27-გვერდიანი ანგარიში პარლამენტს რამდენიმე კვირის წინ წარუდგინა.

ეკლესია

22 აპრილი 2019, 08:38

მსოფლიო

შრი-ლანკაზე დაღუპულთა რაოდენობა 290-მდე გაიზარდა

გუშინვე შრი-ლანკაზე, ბანდარანაიკეს აეროპორტში სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის მასშტაბით 8 ადგილზე აფეთქება მოხდა. შრი-ლანკის მთავრობამ მომხდარი აფეთქებების შემდეგ სოციალურ მედიაზე წვდომა დაბლოკა.

პეტრო პოროშენკო

22 აპრილი 2019, 08:32

მსოფლიო

პოროშენკო: ვტოვებ პრეზიდენტის პოსტს, თუმცა არ მივდივარ პოლიტიკიდან

"ამ მძიმე პირობებში ჩვენი მთავარი მიზანი ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება იყო. მე მზად ვარ დავეხმარო ახალ პრეზიდენტს მისი სურვილის შემთხვევაში. მზად ვარ, სამუშაო გავწიო საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის მხარდასაჭერად. დიდება გმირებს,“- თქვა პოროშენკომ.

22 აპრილი 2019, 08:25

მსოფლიო

თურქეთში ოპოზიციის ლიდერს თავს დაესხნენ. ვიდეო

შემთხვევა თურქი სამხედროს დაკრძალვის ცერემონიაზე მოხდა. მოგვიანებით, ქემალ კილიჩდარ-ოღლუ დაცვის წევრებმა ერთ ერთ საცხოვრებელ სახლში გადაიყვანეს, სადაც უცნობმა ადამიანებმა ფანჯრებს ქვები დაუშინეს. ოპოზიციური პარტიის ლიდერზე თავდასხმის მოტივი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

22 აპრილი 2019, 08:19

მსოფლიო

ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას მსოფლიო ლიდერები ულოცავენ

დონალდ ტრამპსა და უკრაინის ახალ ლიდერს შორის სატელეფონო საუბარიც შედგა. თეთრი სახლის ლიდერმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი კიევის დახმარებას მომავალშიც განაგრძობს.

22 აპრილი 2019, 08:12

მსოფლიო

სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს

გარდა ამისა, მან განაცხადა რომ კიევის მიმართულებით ავიაბილეთი შეიძინა. ოდესის ყოფილი გუბერნატორის თქმით, მას უკრაინაში ჩასვლა და ქვეყნის გარდაქმნაში მონაწილეობა სურს. არჩევნების მეორე ტურის შედეგებზე საუბრისას, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში შესვლაზე მისთვის დაწესებული აკრძალვა უკანონოა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

22 აპრილი 2019, 08:06

სპორტი

ახალ რეიტინგში ბასილაშვილი ერთი საფეხურით დაქვეითდა

ამ კვირას, ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ითამაშებს. ბასილაშვილი ბრძოლაში მერვედფინალიდან ჩაებმება და მისი მეტოქე იქნება გერმანელ პეტერ გოიოვჩიკსა და სამხრეთაფრიკელ ლოიდ ჯორჯ ჰარისს შორის გამარჯვებული.

22 აპრილი 2019, 00:59

ტაბლოიდი

ცენტრალურ ევროპაში ყველაზე რომანტიკული ქალაქები დასახელდა

სიაში ჩეხეთის, პოლონეთის და უნგრეთის ქალაქები არიან. მაგალითად, ჩეხეთში ჩესკი-კრუმლოვი, მიკულოვი, მარიანსკე ლაზნე, კუტნა ჰორა. პოლონეთში - კრინიცა-ზდრუი, კაზიმიერ დოლნი. უნგრეთში - სენტენდრე, ეგერი. ჩესკი-კრუმლოვი - ჩეხეთის ამ ქალაქს, რომელსაც ქვეყანაში ყველაზე თვალწარმტაც ადგილად თვლიან, შთამბეჭდავი ციხე უფრო დომინანტს ხდის.

შემთხვევის ადგილი

22 აპრილი 2019, 00:53

ძალოვნები

ფოთში მანქანა ბოძს დაეჯახა რომელიც შემდეგ კაცს დაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

შრი-ლანკა

22 აპრილი 2019, 00:49

მსოფლიო

შრი-ლანკის აეროპორტში აფეთქებების სერიიდან მალევე ბომბი იპოვეს

შრი-ლანკაზე, ბანდარანაიკეს აეროპორტში სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის მასშტაბით 8 ადგილზე აფეთქება მოხდა. სპეციალისტებმა ბომბი გააუნებელყვეს. აეროპორტში ასეფეთქებელი მოწყობილობა აფეთქებების სერიიდან რამდენიმე საათის შემდეგ აღმოაჩინეს.

პანკისის ხეობა

22 აპრილი 2019, 00:40

საქართველო

თელავის საავადმყოფოდან დაშავებული პოლიციელების ნაწილი სახლში გაწერეს

მკურნალი ექიმის თქმით, არცერთ დაშავებულს ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა და საავადმყოფოში მყოფი ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. პანკისში დაპირისპირების დროს ჯამში 37 ადამიანი დაშავდა, ძირითადად პოლიციელები.

 სამეფო კარის თამაშები

22 აპრილი 2019, 00:33

კულტურა

„სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონის მეორე სერია პრემიერამდე გავრცელდა

როგორც ირკვევა, Amazon Prime-ის გერმანელმა მომხმარებლებმა, რომლებსაც სერიალის ყურებისთვის ფული აქვთ გადახდილი, პირველივე სერიის დასრულებისთანავე შეძლეს მეორე სერიის ნახვა. როგორც გერმანელი მომხმარებლები Twitter-ზე წერენ, მეორე სერია ტიტრებისა და გაფრთხილების გარეშე დაიწყო.

ტორნადო

22 აპრილი 2019, 00:17

მსოფლიო

აშშ-ში ტორნადოს ადამიანები ემსხვერპლნენ. ფოტო და ვიდეო

ბოლო კვირის განმავლობაში ამერიკის ზოგიერთ შტატს ძლიერმა შტორმმა გადაუარა, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. CNN-ის ცნობით, შტორმის შედეგად სულ ცოტა ხუთი ადამიანი დაიღუპა მისისიპის, ფლორიდისა და ალაბამის შტატებში. მისისიპის შტატში უამინდობას 3 ადამიანი ემსხვერპლა.

22 აპრილი 2019, 00:07

მსოფლიო

სტოლტენბერგი ვოლოდიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

სტოლტენბერგი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელმაც ზელენსკის წარმატება მიულოცა. „უკრაინა აღიარებულია ნატოს პარტნიორად. ველით ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას“, - დაწერა ტვიტერზე ნატოს გენმდივანმა. უკრაინის საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული პირველადი ოფიციალური მონაცემით, ვლადიმერ ზელენსკის 70,36% უჭერს მხარს, მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს - 27,29%.