Imedi /  05 სექტემბერი 2018, 18:23 / სანდო წყარო

ვოლსკი: რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა შექმნის წარმოდგენას, თითქოს მისი გავლენის საშიშროება არსებობს

გია ვოლსკი

გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცესპიკერი და უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი რუსული პროპაგანდის შეზღუდვაზე ევროპული საქართველოს ინიციატივას ეხმიანება. გია ვოლსკის განცხადებით, რუსული პროპაგანდის საკანონმდებლო დონეზე აკრძალვასთან დაკავშირებით სერგი კაპანაძის ინიციატივა არასწორია. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ვოლსკი ფიქრობს, რომ თანამედროვე ტექნიკის პირობებში პროპაგანდის აკრძალვის რესურსი ნაკლებად თუ არსებობს. ვოლსკის თქმით, ქვეყანაში "აკრძალული ხილის სინდრომი არ უნდა გაჩნდეს".

"მე არ მინდა, რაც მთავარია, ისე წარმოვადგინოთ ჩვენი თავი, საზოგადოება და მთავრობა, თითქოს რამოდენიმე ჟურნალისტის ჩამოსვლამ რუსული პროპაგანდის საფრთხის წინაშე დაგვაყენა და ტვინების გამორეცხვის საფრთხის წინაშე დააყენა საზოგადოება, რომლებმაც დამარხეს 200 სამხედრო და ამდენივე სამოქალაქო პირი.

ვფიქრობ, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ახალ ნაციონალურ მოძრაობას“ გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს იმასთან დაკავშირებით, რაც თავს დაგვატყდა. პროპაგანდის წინააღმდეგ ასეთი ბრძოლა, როდესაც არსებობს ტექნიკის ყველანაირი საშუალება, რომ ინფორმაციამ შემოაღწიოს, მხოლოდ რუსების წისქვილზე დაასხამს წყალს, ვინაიდან, შექმნის გარემოებას და იმ წარმოდგენას, თითქოს, ჩვენთან არსებობს ამ პროპაგანდის გავლენის საშიშროება. მე არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა.

„აკრძალული ხილის“ სინდრომს ნუ გავაჩენთ საქართველოში და მეორეც, არ არის საქართველოში ის ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და თუ არის, ესა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც გარკვეულ პოლიტიკურ ნიშას ეძებს და მას პოლიტიკურად უნდა ვებრძოლოთ და დავამარცხოთ ,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისში ვლადიმერ პუტინის საგრანტო ფონდიდან დაფინანსებული მედიაფორუმის შესახებ გახდა ცნობილი. ღონისძიების რუს დელეგატებს აქციით დახვდნენ. ფორუმი პროტესტის ნიშნად ქართველმა მონაწილეებმა დატოვეს. ამასთან, შეიცვალა ღონისძიების დღის წესრიგიც.

ქვეყნის კანონმდებლების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს ფორუმი ოკუპაციასთან დაკავშრებით საზოგადოებრივ აზრს ვერ შეცვლის. თუმცა ოპოზიცია ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერებაზე მიუთითებს და ფორუმის ჩატარების წინააღმდეგია.

ევროპული საქართველოს წევრის, დეპუტატ სერგი კაპანაძის განცხადებით, იმისთვის, რომ რუსული პროპაგანდა შეიზღუდოს, საკანონმდებლო ცვლილებები უნდა გატარდეს. 

"ეს ყველაფერი ფინანსდება რუსული ფულით და ეს არის ჩვენი ქვეყნის დაცინვა რუსეთის მხრიდან. სამწუხაროა, რომ ეს ხდება დღეს, 21-ე საუკუნეში, აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც მთელმა მსოფლიომ ნახა, თუ რას წარმოადგენს რუსეთი. სამწუხაროა, რომ ეს ხელისუფლება ამას უშვებს. მე მაქვს წინადადება და ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამ წინადადებას ოფიციალურად გააჟღერებს, რომ გარკვეული ნაბიჯები იქნას გადადგმული, მათ შორის საკანონმდებლო ნაბიჯები, რომ რუსული პროპაგანდა საქართველოში იყოს შეზღუდული. ეს მძლავრი პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც მოქმედებს მთელი გაქანებით, საქართველოში იყოს ფრთებშეჭრილი და შეზღუდული", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2026, 11:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ენერგეტიკა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და სამომავლოდაც ენერგეტიკის განვითარება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დარჩება

„გასული თვეების განმავლობაში, წელიწადზე მეტია, ხორციელდება უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ეკონომიკის სამინისტროში კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით და ამ ცვლილებებმა უკვე მოიტანა კონკრეტული ხელშესახები შედეგები, თუმცა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება ეს ყველაფერი მომდევნო წლებში, როდესაც შეიქმნება ახალი ენერგეტიკული ობიექტები და თვისებრივად ძლიერდება ჩვენი ენერგეტიკული სისტემა. იცით, რომ განხორციელდა ოპტიმიზაცია მრავალი მიმართულებით და საფუძველი ჩაეყარა ახალ ხედვას, რომლის მიხედვითაც განვითარდება ჩვენი ენერგეტიკული სისტემა მომდევნო 10 წლის განმავლობაში“, - აღნიშნა პრემიერმა.

17 სექტემბერი 2026, 11:18

ეკონომიკა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გარემოსდაცვით შეფასების კოდექსსა და სამრეწველო ემისიების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ შესატანი ცვლილებები და „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონში დაგეგმილი სიახლეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან ნინო თანდილაშვილთან ერთად განიხილეს.

ლაშა მაღრაძე

17 სექტემბერი 2026, 11:07

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა მაღრაძე პროფესიით იურისტია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.

თენგო თევზაძე

17 სექტემბერი 2026, 11:06

პოლიტიკა

თენგო თევზაძე: ოპოზიციური ალიანსი რა შემადგენლობითაც შეიქმნა, არ არსებობს

ოპოზიციური ალიანსი იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც შეიქმნა, არის დისფუნქციური, - განაცხადა პარტია „ახალის” გენერალურმა მდივანმა, თენგო თევზაძემ, გადაცემაში „დღის თემა”.

17 სექტემბერი 2026, 11:04

მსოფლიო

FT: ევროპელი ავტომწარმოებლები იაფი ჩინური ავტომობილების შედინების ფონზე სამუშაო ადგილებს მასობრივად ამცირებენ

ევროპელი ავტომწარმოებლები მასობრივად ამცირებენ სამუშაო ადგილებს, მაშინ როდესაც ჩინეთში წარმოებული იაფი ავტომობილები ევროპულ ბაზარზე სულ უფრო დიდი რაოდენობით შედის. სტატიას ამ შინაარსით Financial Times-ი ავრცელებს.

17 სექტემბერი 2026, 11:02

რეგიონი

2026 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 536 377 ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები დასრულდა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2026 წელს განხორციელებული კაპიტალური პროექტების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და საირიგაციო მომსახურების ხარისხი, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

17 სექტემბერი 2026, 10:51

კულტურა

სამხრეთ კორეაში გამოუშვეს ანიმაციური სერიალი, რომელიც ძაღლებსა და კატებს უყვართ🐶🐱

„სელაპები“ სამხრეთკორეული უდიალოგო ანიმაციური სერიალია სელაპების ჯგუფის შესახებ. ის 2022 წლის 1 დეკემბერს კომპანია The Pinkfong Company-მ გაუშვა. კომპანიის სხვა ცნობილ ნამუშევრებს შორის არის ვირუსული მუსიკალური კლიპი სიმღერაზე Baby Shark, რომელმაც YouTube-ზე 17 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. „სელაპების“ თითოეული სერია დაახლოებით 90 წამს გრძელდება.

დარიო ვიტალე

17 სექტემბერი 2026, 10:40

ტაბლოიდი

დარიო ვიტალე Emporio Armani-სა და Giorgio Armani Accessories-ის ახალი კრეატიული დირექტორი გახდა

„Armani-ს აქვს ძლიერი მემკვიდრეობა და ცნობადი სტილი - ტრადიციები, რომლებიც ათწლეულებს ითვლის და რომლებმაც მოდის ისტორია ჩამოაყალიბა. მე ამ ყველაფერს უდიდესი პასუხისმგებლობითა და აღფრთოვანებით ვუდგები, რადგან ჩვენ ერთად ვეყრდნობით ამ მდიდარ საძირკველს და ახალ ეპოქას ვხსნით“, - განაცხადა ვიტალემ.

17 სექტემბერი 2026, 10:35

სამართალი

სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 5 პირი დააკავეს.

დონალდ ტრამპი

17 სექტემბერი 2026, 10:33

მსოფლიო

The Guardian: ტრამპი კანადისთვის ევროკავშირის ასოცირებული წევრობის შეთავაზებას „სასაცილოს“ უწოდებს და ბრიუსელს ტარიფებით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირს „სერიოზული ტარიფებითა და სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტით“ დაემუქრა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა კანადას ბლოკის პირველი ასოცირებული წევრობის შეთავაზება გაუკეთა. მან ინიციატივას „სასაცილო“ უწოდა, იუწყება The Guardian-ი.

17 სექტემბერი 2026, 10:33

სპორტი

ირაკლი დოლაბერიძე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომას დაესწრო

აღმასკომის სხდომაზე სხვადასხვა საკითხი განიხილეს, მათ შორის მე-4 ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების საკითხი. ახალგაზრდული ოლიმპიადა 2026 წლის 31 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით სენეგალის დედაქალაქ დაკარში გაიმართება.

17 სექტემბერი 2026, 10:32

სამართალი

პოლიციამ თბილისში სარეალიზაციოდ გამზადებული 70 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

17 სექტემბერი 2026, 10:31

კულტურა

ვატიკანი ისტორიაში პირველად „ოსკარზე“ ფილმს წარადგენს

„ჯაკომოს ისტორია იმსახურებს, რომ მის შესახებ ყველამ შეიტყოს, ამიტომ მოხარულნი ვართ, რომ გვექნება შესაძლებლობა, ფილმი „ოსკარის“ პრემიის ნომინანტთა სიაში ჩავრთოთ“, - განაცხადა ვატიკანის საზოგადოებასთან ურთიერთობის დიკასტერიის ხელმძღვანელმა, პაოლო რუფინიმ.

17 სექტემბერი 2026, 10:27

სამართალი

პოლიციამ თბილისში არაერთგზის ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

17 სექტემბერი 2026, 10:20

სამართალი

სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი დააკავეს.

17 სექტემბერი 2026, 10:11

რეგიონი

გივი მიქანაძემ ბათუმში მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026 გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, მეცნიერების რეგიონული ფესტივალი გახსნა, რომელსაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

17 სექტემბერი 2026, 10:07

მსოფლიო

მედია: კიევზე რუსეთის სარაკეტო და დრონებით თავდასხმის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია

რუსეთმა გვიან ღამით კიევზე დრონებითა და რაკეტებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად უკრაინის დედაქალაქში სულ მცირე 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი, იუწყება უკრაინული მედია.

17 სექტემბერი 2026, 09:49

ეკონომიკა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში ინოვაციური პროტოტიპების კონკურსი „Smart Stay“ გაიმართება

26-27 სექტემბერს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში ჰაკათონი სახელწოდებით „Smart Stay“ მესამედ ჩატარდება.

17 სექტემბერი 2026, 09:40

რეგიონი

კახეთში რთველი ორგანიზებულად მიმდინარეობს - ამ დროისთვის გადამუშავებულია 11 ათასამდე ტონა ყურძენი

წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია. რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს.

17 სექტემბერი 2026, 09:35

ჯანდაცვა

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი 30 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.