Imedi /  09 სექტემბერი 2018, 18:13 / სანდო წყარო

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დამოუკიდებელ, უპარტიო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

"პარტიის პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მხარი დავუჭიროთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილილს კანდიდატურას. სალომე ზურაბიშვილი არის გამორჩეული ქართული ოჯახის წარმომადგენელი, ნიკო ნიკოლაძისა და ივანე ზურაბიშვილის შთამომავალი. მას აქვს გამორჩეული დიპლომატიური გამოცდილება. საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მოღვაწეობის პერიოდში მის სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა. რამდენიმეწლიანი ოპოზიციური მოღვაწეობის პერიოდში ის თავგამოდებით იბრძოდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სამართლიანობის დასაცავად. ყოველთვის იყო საქართველოს პარლამენტის ღირსეული წევრი და ყოველთვის გამოხატავდა თავის პრინციპულ დამოკიდებულებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. სალომე ზურაბიშვილს ზურგს უმაგრებს დიდი პოლიტიკური გამოცდილება, ასევე დიდი დიპლომატიური გამოცდილება და მას შეუძლია გახდეს საქართველოს ისტორიაში პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია დაამკვიდროს ახალი ტრადიცია ჩვენს კონსტიტუციურ სისტემაში - მას შეუძლია პრეზიდენტის უფლებამოსილებები განახორციელოს არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკური ჯგუფის, არამედ ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე დაყრდნობით. ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებთ, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მხარი დაუჭიროს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ გადაწყვეტდა თუ ვის დაუჭერდა მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში, ის თავის შემწირველებს ამ კანდიდატის ფინანსური მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. ირაკლი კობახიძემ მაშინ დასძინა, რომ ამ არჩევნებში მეორე ტური მოსალოდნელი არ არის.

ივლისში ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატს არ წარადგენდა.

6 აგვისტოს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად იყრის კენჭს. 16 აგვისტოს მან საარჩევნო კამპანია სიმბოლურად სოფელი დიდი ჯიხაიშიდან, თავისი წინაპრის ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზუმიდან დაიწყო, საიდანაც ამომრჩევლებს მიმართა.

მანამდე, პრეზიდენტობის კანდიდატმა „ქრონიკისთვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში თქვა, რომ არჩევის შემთხვევაში ავლაბრის რეზიდენციაში არ შევა და ამის მიზეზიც განმარტა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას სახელზე ცესკოში 46 განაცხადი შევიდა. მათგან 26 საინიციატივო ჯგუფის, ხოლო 20 პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატია. 8 სექტემბერს ცესკოში პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის ვადა ამოიწურა.

კანდიდატად რეგისტრაციის მსურველებმა 10 დღის ვადაში საარჩევნო ადმინისტრაციაში მხარდამჭერთა ხელმოწერები უნდა წარადგინონ. ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადა 18 სექტემბერია, ხოლო რეგისტრაცია 28 სექტემბერს დასრულდება.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

ყველა სიახლე

25 მაისი 2026, 09:25

ეკონომიკა

ევროკომისიამ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გააუმჯობესა - ანგარიშის დეტალები

ევროკომისია განახლებულ ანგარიშს - 2026 წლის გაზაფხულის ეკონომიკურ პროგნოზს აქვეყნებს. დოკუმენტში მიმდინარე ეკონომიკური ვითარება და სამომავლო პერსპექტივებია მიმოხილული.

25 მაისი 2026, 09:22

ტაბლოიდი

ინდოეთში ვიზიტისას მარკო რუბიოს დაბადების დღე წინასწარ მიულოცეს🎂

მარკო რუბიოს ინდოეთში ვიზიტისას დაბადების დღე გრანდიოზული ტორტით წინასწარ მიულოცეს. ეს აშშ-დამოუკიდებლობის 250 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოხდა, რომელიც აშშ-ის საელჩოში გაიმართა.

25 მაისი 2026, 09:19

ეკონომიკა

2025 წელს საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდა - ევროკომისიის ანგარიში

ევროკომისია განახლებულ ანგარიშს - 2026 წლის გაზაფხულის ეკონომიკურ პროგნოზს აქვეყნებს. დოკუმენტში მიმდინარე ეკონომიკური ვითარება და სამომავლო პერსპექტივებია მიმოხილული.

25 მაისი 2026, 09:15

მსოფლიო

ბრიტანეთი მაისისთვის რეკორდულად მაღალი ტემპერატურისთვის ემზადება🌡️

დიდი ბრიტანეთი რეკორდული სიცხისთვის ემზადება. ნისლიან ალბიონზე ჰაერის ტემპერატურამ სეზონისთვის უჩვეულო მაჩვენებელს უკვე მიაღწია. თერმომეტრი +31 გრადუს ცელსიუსს უჩვენებს და სინოპტიკოსების პროგნოზით, ის +34 გრადუსამდე გაიზრდება, რაც ამ პერიოდისთვის ლონდონის ჩვეულ ტემპერატურას 10 გრადუსით აჭარბებს.

25 მაისი 2026, 09:12

მსოფლიო

უნგრეთის პრემიერი პოლიტიკოსებისთვის ხელფასების შემცირებას გეგმავს

პრემიერის თქმით, დეპუტატების ხელფასების შემცირებით ქვეყანა 4 წელიწადში წლიურ ბიუჯეტს დაზოგავს. მადიარი იმედოვნებს, რომ გეგმა მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-იან ზრდასაც გამოიწვევს.

ალექსანდრ სტუბი

25 მაისი 2026, 09:09

მსოფლიო

ალექსანდრ სტუბმა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლის როლის მორგების მზადყოფნა გამოთქვა

„ამ თხოვნაზე უარის თქმა არ შეიძლება, მაგრამ მშვიდობაზე დისკუსია შეგვიძლია დავიწყოთ მაშინ, როდესაც რუსეთი ვალდებულებას აიღებს ცეცხლი შეწყვიტოს“, - აცხადებს სტუბი.

მოხსენ რაზაი

25 მაისი 2026, 09:06

მსოფლიო

ირანის სასულიერო ლიდერის სამხედრო მრჩეველი: თუ ამერიკა ჰორმუზის სრუტეში შემოჭრას გადაწყვეტს, მას მტკივნეული პასუხი გაეცემა - ისლამური რესპუბლიკა გეუბნებათ, რომ თუ ომს გააგრძელებთ, ამერიკელ ხალხს და ამერიკის ეკონომიკას გავაუბედურებთ

ირანის სასულიერო ლიდერის სამხედრო მრჩეველი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ირანის კონტროლქვეშ უნდა დარჩეს. მოხსენ რაზაის თქმით, ირანი ამერიკასთან სამართლიანი მოლაპარაკებისთვის მზადაა, თუმცა იმასაც ამბობს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან ჰორმუზის სრუტეში შეჭრის შემთხვევაში, თეირანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებას დატოვებს.

მასუდ პეზეშკიანი

25 მაისი 2026, 08:59

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ირანი მზადაა დაარწმუნოს მსოფლიო, რომ ბირთვული იარაღის შექმნას არ ცდილობს

ირანი მზადაა დაარწმუნოს მსოფლიო, რომ ბირთვული იარაღის შექმნას არ ცდილობს. ამის თაობაზე ირანის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს.

დონალდ ტრამპი

25 მაისი 2026, 08:52

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენი ურთიერთობა ირანთან გაცილებით პროფესიონალური და პროდუქტიული ხდება, თუმცა მათ უნდა გაიგონ, რომ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის ან ბომბის შექმნა ან შეძენა

შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანთან შეთანხმების გაფორმებას არ ჩქარობს და რომ ირანული პორტების ბლოკადა შეთანხმების მიღწევამდე სრული ძალით გაგრძელდება. ამის თაობაზე განცხადება დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელით გაავრცელა.

გურამ მაჭარაშვილი

25 მაისი 2026, 08:46

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი კანდელაკის „კვლევაზე“: მტკიცებულებები რომ ჰქონდეთ, თუნდაც ირიბი, საჯაროდ არ გამოაქვეყნებდნენ? - ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის დალაგების პროცესი მათთვის არის კოშმარი

მტკიცებულებები რომ ჰქონდეთ, თუნდაც ირიბი, საჯაროდ არ გამოაქვეყნებდნენ? რა თქმა უნდა გამოაქვეყნებდნენ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, რითაც გამოეხმაურა გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“ დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას.

რიმა ბერაძე

25 მაისი 2026, 08:38

პოლიტიკა

რიმა ბერაძე კანდელაკის „კვლევაზე“: ეს არის საქართველოს წინააღმდეგ გამოცხადებული მტრობა, მიზანმიმართული პროვოკაცია

ეს არის საქართველოს წინააღმდეგ გამოცხადებული მტრობა, იმიტომ რომ მსგავსი ფაქტი საქართველოში არ არსებობს და ისინი ვერანაირ ასეთ კონკრეტულ ფაქტს ვერ დაასახელებენ, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, რიმა ბერაძე ოპოზიციონერ გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“ დაყრდნობით, გამოცემულ სტატიას სადაც ამერიკული მედიასაშუალება საქართველოს ტერორისტული ოპერაციების ცენტრად მოიხსენიებს.

25 მაისი 2026, 08:30

რეგიონი

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებებისთვის მზადება აჭარის რეგიონში მასშტაბური აქტივობებით გრძელდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებებისთვის მზადება აჭარის რეგიონში მასშტაბური აქტივობებით გრძელდება. 17:10 საათზე საქართველოს ყველა დიდი ქალაქის მსგავსად ექვსივე მუნიციპალიტეტში საზეიმოდ შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და გაიმართება საზეიმო ღონისძიებები.

25 მაისი 2026, 08:18

საზოგადოება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ეფუძნება კონცეფციას - 1700 წელია რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ეფუძნება კონცეფციას - 1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს.

25 მაისი 2026, 08:08

საზოგადოება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მთავარი ღონისძიებისთვის მზადება თავისუფლების მოედანზე დასკვნით ეტაპზეა

ეროვნულ დღესასწაულამდე 24 საათზე ნაკლები რჩება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მთავარი ღონისძიებისთვის მზადება თავისუფლების მოედანზე დასკვნით ეტაპზეა.

25 მაისი 2026, 08:03

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

25 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +20 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

თინათინ რუხაძე

25 მაისი 2026, 00:53

კულტურა

თინათინ რუხაძე ლევილის მამულის რეაბილიტაციაზე: საბოლოო, დამამთავრებელი ეტაპის სამუშაოებზე ვართ - ყველა ეს სივრცე მოხმარდება იმას, რომ საქართველოს კულტურა და ქართული ისტორია, ჩვენი ქვეყანა წარმოაჩინოს აქ - შუაგულ ევროპაში

დღეს ჩვენ პრაქტიკულად, საბოლოო, დამამთავრებელი ეტაპის სამუშაოებზე ვართ. ვემზადებით მუზეოგრაფიის მოსაწყობად, ბიბლიოთეკის აღსაჭურვად, ოდის მოსაწყობად, საბოლოო კოსმეტიკური სამუშაოებია დარჩენილი. აქაურობა უნდა იყოს მოვლილი, დაფასებული და ცოცხალი, - განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ ლევილის მამულის რეაბილიტაციის შესახებ „იმედის კვირასთან“.

გიორგი ვოლსკი

25 მაისი 2026, 00:10

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ჩვენ საგარეო კურსი არ შეგვიცვლია, ევროპამ შეცვალა საგარეო კურსი. ევროპული სტანდარტი ყოველდღიურად თუ არა, ყოველკვირეულად გამოქვეყნებულ მაჩვენებლებში ჩანს - სად ვართ, სად ვდგავართ

კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, ჩვენ საგარეო კურსი არ შეგვიცვლია - ევროპამ შეცვალა საგარეო კურსი. ევროპული სტანდარტი ყოველდღიურად თუ არა, ყოველკვირეულად გამოქვეყნებულ მაჩვენებლებში ჩანს - სად ვართ, სად ვდგავართ და მოუსმინეთ, რას ამბობს კაია კალასი ან კუბილიუსი საქართველოსთან დაკავშირებით - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

25 მაისი 2026, 00:09

საზოგადოება

გივი მიქანაძე კახეთის რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე გურჯაანში კულინარიული კოლეჯის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო და იყალთოში კოლეჯ „პრესტიჟის“ ძველ სასწავლო კორპუსს ეწვია, რომლის სრული რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.

გიორგი ვოლსკი

25 მაისი 2026, 00:01

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ევროპული სტანდარტი ჩვენთვის უცვლელი დარჩა, თავად ევროპა შეიცვალა. სტრუქტურული ცვლილების გარეშე ევროპული დამოკიდებულება ჩვენს მიმართ არ შეიცვლება

ევროპული სტანდარტი ჩვენთვის უცვლელი დარჩა, თავად ევროპა შეიცვალა. სტრუქტურული ცვლილების გარეშე ევროპული დამოკიდებულება ჩვენს მიმართ არ შეიცვლება, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვაზე საუბრისას.

24 მაისი 2026, 23:59

სპორტი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის 15-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობა ცხრა მედლით დაასრულა

ბულგარეთში 15 წლამდე მოჭიდავეებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობდა. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ჩემპიონატზე ასპარეზობა ცხრა - ოთხი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს - მედლითა და გუნდური მეორე ადგილით დაასრულა.