ევროპარლამენტარი: ყოფილი რუსი ელჩი საქართველოს პრეზიდენტად მიუღებელია
ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა დაიწყო, რომელსაც ანგარიშის ავტორი ანდრეს მამიკინსი წარადგენს. ევროპარლამენტში ამ წუთებში დებატები მიმდინარეობს, რომლის დროსაც რომლის დროსაც ევროპარლამენტის რუმინელმა წევრმა ვიქტორ ბოშტინარუმ მოლდოვას და საქართველოს არჩევნებზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ყოფილი საბჭოთა დიპლომატი საქართველოს პრეზიდენტად კარგი არ იქნება.
„მჯერა, რომ საქართველო და მოლდოვა მნიშვნელოვანი ქვეყნები არიან ევროკავშირისთვის. ამაზე მეტყველებს პროგრესი, რომელსაც ორივე ქვეყანამ მიაღწია. გასაკუთრებით საქართველომ. ამაზე მეტყველებს ქვეყანაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები. ამასთან, გვინდა იმის თქმაც, რომ ყოფილი რუსი ელჩი და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ვერ იქნება მისაღები საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე“, - განაცხადა ვიქტორ ბოშტინარუმ.
„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი 1981 წელს დაამთავრა. 1981-1988 წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში, შემდეგ კი კოსმოსის და ბირთვული შეიარაღებების განყოფილებაში მუშაობდა.
ევროპარლამენტში საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანდრეს მამიკინსის ანგარიშის პროექტი 9 ოქტომბერს დაამტკიცეს. დოკუმენტს კომიტეტის 43-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
ანდრეს მამიკინსის ანგარიში სექტემბრის დასაწყისში საქართველოს შესახებ დებატების საგანი გახდა. ოპოზიციას ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, ანგარიშის ავტორისგან განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა. მოსაზრებების გასამყარებლად ისინი ბრიუსელში ჩავიდნენ. მმართველმა პარტიამ ეს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.
ყველა სიახლე
17 მარტი 2026, 17:15
სამართალი
„ქრონიკის“ ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულებს შორის არიან წარსულში ძალადობისთვის არაერთხელ გასამართლებული და სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული ძმები წულუკიძეები
„ქრონიკის“ ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ დაკავებულ ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფ 72 ადამიანს შორის არიან წარსულში ძალადობისთვის არაერთხელ გასამართლებული ძმები წულუკიძეები. ისინი სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.
17 მარტი 2026, 17:14
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე: ვლოცულობთ პატრიარქისთვის და ღმერთს ვთხოვთ მისთვის მხნეობასა და ჯანმრთელობას
როგორც ექიმების მსჯელობიდან ჩანს, აფასებენ როგორც მძიმეს. შემდგომი რაიმე მოქმედებები მხოლოდ იმის მერე განისაზღვრება, რას აჩვენებს დინამიკაში ორგანიზმი, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიასთან.
17 მარტი 2026, 17:13
საზოგადოება
ვახტანგ კალოიანი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე: სისხლდენა გაჩერებულია. ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ამ მედიკამენტების ფონზე წნევის შენარჩუნება ხერხდება
ვითარება რთულია, იმყოფება რამდენიმე მედიკამენტზე მისი გულის მუშაობის და წნევის შესანარჩუნებლად, - განაცხადა რეანიმატოლოგმა, „ნიუ ჰოსპიტალის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.
17 მარტი 2026, 17:13
მსოფლიო
ირანმა ისრაელზე ახალი სარაკეტო იერიში მიიტანა
ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ისრაელის მიმართულებით ახალი სარაკეტო იერიში მიიტანა. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.
17 მარტი 2026, 17:11
რეგიონი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შეტყობინების საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანში მსხვილფეხა საქონელზე ზედამხედველობა დააწესეს. ცხოველს აღენიშნებოდა გაძლიერებული ნერწყვდენა, უმიზეზო აგრესია, მადის დაკარგვა, კოორდინაციის დარღვევა. სააგენტოს ინსპექტორებმა პათოლოგიური მასალის ნიმუშები ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიული კვლევით, ცოფი დადასტურდა. ინფორმაცია ცხოველის ცოფით დაავადების შესახებ მაშინვე ეცნობა ჯანდაცვის ადგილობრივ სამსახურს.
17 მარტი 2026, 17:04
საზოგადოება
კახა აბულაძემ აბანოთუბანში შეკრებილ საზოგადოებას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა
აბანოთუბანში, თბილისის მერიის მხარდაჭერით, მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმისა და საქართველოში აზერბაიჯანელების უხუცესთა საბჭოს ორგანიზებით, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა.
17 მარტი 2026, 16:51
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ
იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
17 მარტი 2026, 16:50
სამართალი
პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 77 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 77 პირს ბრალდება წარუდგინა.
17 მარტი 2026, 16:33
საზოგადოება
თამარ მემანიშვილი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესს 2026 წლის აპრილის დასაწყისში გახსნის
„რეფორმის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება - ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის პრინციპით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა პროგრამები და ადგილების რაოდენობა. აბიტურიენტებისათვის განკუთვნილი ცნობარი, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოაქვეყნებს, იქმნება უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის საფუძველზე“, - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა.
17 მარტი 2026, 16:31
საზოგადოება
თამარ მემანიშვილი: აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თამარ მემანიშვილმა, „იმედის დღის“ ეთერში 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.
17 მარტი 2026, 16:08
ჯანდაცვა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკითხებთან ერთად.
17 მარტი 2026, 15:54
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველო აფასებს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო-თურქეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრობასა და სანიმუშო სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ეფუძნება ნდობას, ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას.
17 მარტი 2026, 15:52
მსოფლიო
ირანი აშშ-ისა და ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ადამიანების სიკვდილით დასჯას განიხილავს
ირანი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ადამიანების სიკვდილით დასჯას განიხილავს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
17 მარტი 2026, 15:50
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: როდესაც მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი რატომ დგებით უცხოელების მხარეს და არა თქვენი ქვეყნის მხარეს?
როდესაც მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი რატომ დგებით უცხოელების მხარეს და არა თქვენი ქვეყნის მხარეს?- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს შალვა კერესელიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
17 მარტი 2026, 15:46
მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ირანი დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების სურვილს გამოთქვამს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, ირანი დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების სურვილს გამოთქვამს.
17 მარტი 2026, 15:44
სამართალი
პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბის და ქრთამის აღების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბის და ქრთამის აღების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
17 მარტი 2026, 15:37
პოლიტიკა
მაია ბითაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში Georgia Rubberized Asphalt Summit 2026
„შეიძლება თამამად ითქვას, რომ დღევანდელი დღე იმ მნიშვნელოვანი რეფორმის შედეგია, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ 2015 წელს დავიწყეთ, როდესაც ქვეყნის საკანონმდებლო სივრცეში ნარჩენების მართვის კოდექსი შეიქმნა. სწორედ ამ პერიოდიდან იქცა ნარჩენების მართვა ეკონომიკის განვითარების ახალ მიმართულებად, რაც იმით დასტურდება, რომ დღეს ვსაუბრობთ საბურავის, როგორც ნარჩენის გადამუშავებასა და კვლავ ეკონომიკურ ციკლში დაბრუნებაზე, რაც მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის გაძლიერებაში“. - აღნიშნა მაია ბითაძემ.
17 მარტი 2026, 15:33
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა უარყოფს თეირანის მიერ გავრცელებულ ცნობას, რომ ირანმა რამდენიმე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით ჩამოაგდო
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა უარყოფს თეირანის მიერ გავრცელებულ ცნობას, რომ ირანმა რამდენიმე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით ჩამოაგდო.
17 მარტი 2026, 15:33
ჯანდაცვა
სოფიო ასპანიძე პატრიარქზე: პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო, მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა
პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო, მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა, - განუცხადა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დირექტორმა სოფიო ასპანიძემ.
17 მარტი 2026, 15:25
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე: კონსილიუმზე ითქვა, რომ მკურნალობა მიმდინარეობს სწორედ ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს. ასაკის, მდგომარეობის გათვალისწინებით ბევრი რამ დამოკიდებულია ორგანიზმზე
„შეფასდა მიმდინარე მკურნალობის ეფექტიანობა და პერსპექტიულობა. ითქვა, რომ მკურნალობა მიმდინარეობს სწორედ ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს. სხვა ალტერნატივა ამ წუთას რეალურად არ არსებობს. თავს შევიკავებ რაიმე ფორმულირებების მოძებნისგან. რა თქმა უნდა, ყველანი უკმაყოფილონი ვართ არსებული მდგომარეობით, ყველას გვაქვს მეტისა და უკეთესის მოლოდინი და სურვილი. ამისთვის უნდა გავაკეთოთ უკლებლივ ყველაფერი. სხვას არაფერს ამაზე მეტად მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა მინისტრმა.


