ინაშვილი დეპუტატებს: ბესელიას, გოგიჩაიშვილის, ჩემი და სხვების ბრძოლის შედეგია დღეს პარლამენტში რომ ხართ
ირმა ინაშვილი
ფოტო: პარლამენტის ვებგვერდი
პარლამენტის ვიცესპიკერი ირმა ინაშვილი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე სოფო კილაძისა და ეკა ბესელიას შორის გამართულ დიალოგს ეხმიანება. ინაშვილი დეპუტატებს ახსენებს, რომ სწორედ ბესელიას, გოგიჩაიშვილის, გეგიძის, მისი და სხვა ადამიანების ბრძოლის შედეგია, დღეს ისინი პარლამენტში არიან.
ინაშვილის განცხადებით, ეკა ბესელია "ზოგიერთი დეპუტატის მხრიდან" ასეთ ტონალობას და დამოკიდებულებას არ იმსხურებს.
"დანარჩენ დეპუტატებს, სხვათა შორის, ამ დარბაზში მსხდომებსაც მინდა, შეგახსენოთ, რომ სწორედ ბესელიას, გოგიჩაიშვილის, ბიძინა გეგიძის, ჩემი და კიდევ სხვა ადამიანების ბრძოლის შედეგია, დღეს თქვენ პარლამენტში სხედხართ. საერთოდ იმ ღირებულებებზე რომ ვლაპარაკობთ, რასაც ჰქვია თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ა.შ", – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მან კომიტეტის წევრებს უთხრა, რომ კომიტეტში "შიდა გადატრიალებაა", რომელსაც ინაშვილი უზენაესის მოსამართლეების კანდიდატებს უკვშირებს.
დღეს ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით გუშინ შეჩერდა პროცესი, რომელიც, მისი აზრით, საზიანო იყო და შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის "ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს". ირაკლი კობახიძის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ დაუკავშირა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის თანამდებობიდან გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს.
ბესელიასთან ერთად თანამდებობა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმაც დატოვა.
24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.
კანდიდატები არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.
სიამ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში კრიტიკა გამოიწვია. 26 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესების გადაწყვეტილებას მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს.
ყველა სიახლე
07 ივლისი 2026, 10:12
ტაბლოიდი
ახალგაზრდობით შეპყრობილ ამერიკელ ბიოჰაკერს აუტოიმუნური დაავადება დაუდგინეს
„ცუდი ამბავი №1: აუტოიმუნური დაავადება მაქვს. ჩემი კუჭი საკუთარ თავს ჭამს. ცუდი ამბავი №2: ადამიანების 2-5%-ს ასევე აქვს ეს დაავადება. სავარაუდოდ, უფრო მეტსაც, რადგან ის ფარულად მიმდინარეობს“, - დაწერა მან.
07 ივლისი 2026, 10:09
მსოფლიო
სომხეთში ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი დააკავეს
სომეხმა სამართალდამცველებმა ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგი წარუკიანი დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
07 ივლისი 2026, 10:03
რეგიონი
ხარაგაულში ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირება გამოვლინდა
„თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები, რომლითაც სრულადაა აღჭურვილი რეგიონული სატყეო სამსახურები - იქნება ეს ფოტოხაფანგები, სამხრე კამერები თუ დრონები, საშუალებას იძლევა უფრო ეფექტიანი გავხადოთ სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები, რათა საბოლოო ჯამში მინიმუმამდე დავიყვანოთ ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები. კანონდარღვევის პრევენციის მიზნით, მუშაობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ “ - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.
07 ივლისი 2026, 09:54
პოლიტიკა
თაკო ჩარკვიანი სააკაშვილზე: უშიშროების საბჭოს მდივნად ჰყავდა ბოკერია, ამაზე დიდი შეცდომა რა გინდა? ბოკერია იყო ის ადამიანი, ვისაც არ მიჰქონდა ამბები პირველ პირამდე
„უშიშროების საბჭოს მდივანმა უნდა მიუტანოს [პრეზიდენტს] ყველა დაკეტილი სივრცის ამბავი. მე ობიექტურ, რეალურ, პოლიტიკაზე გესაუბრებით. პენიტენციური სისტემა ძალიან ჩაკეტილი სივრცეა, იქ თუ ვიღაც მაღალჩინოსანი გარედან შეკრულია ციხის მაღალჩინოსანთან, ძალიან რთულია ციხიდან ამბების მაღალთანამდებობრივ დონეზე გამოტანა“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
07 ივლისი 2026, 09:40
მსოფლიო
AXIOS: ირანმა ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებს ცეცხლი გაუხსნა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლებმა ჰორმუზის სრუტეში გამავალ კომერციულ გემებს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას AXIOS-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
07 ივლისი 2026, 09:29
მსოფლიო
Reuters: ვენესუელაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3 535-მდე გაიზარდა
ვენესუელაში 24 ივნისს მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 3 535-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
07 ივლისი 2026, 09:01
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სერბეთში გაემგზავრა, სადაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ (სადამფუძნებლო) კონფერენციაში, რომელიც სერბეთისა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეების ინიციატივით იმართება.
07 ივლისი 2026, 09:00
მსოფლიო
დღეს ანკარაში ნატოს სამიტი იხსნება
დღეს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ნატოს ორდღიანი სამიტი იხსნება.
07 ივლისი 2026, 09:00
მსოფლიო
რუსეთი და ჩინეთი ერთობლივ წვრთნებს ატარებენ
კრემლის ცნობით, სწავლება მხოლოდ რეგიონული უსაფრთხოების გამყარებას ითვალისწინებს და რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული.
07 ივლისი 2026, 08:54
მსოფლიო
უკრაინამ ომსკში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების პრესსამსახურის ცნობით, სპეციალური ოპერაციების ძალებმა ქარხანა დრონებით უკრაინის საზღვრიდან 3 ათას კილომეტრში დაბომბეს, რაც სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ყველაზე შორეული დარტყმაა.
07 ივლისი 2026, 08:43
სპორტი
ბელგიამ აშშ მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოთიშა
ბელგიელთაგან დუბლი შარლ დე კეტელარემ შეასრულა, თითო გოლი კი ჰანს ვანაკენმა და რომელუ ლუკაკუმ გაიტანეს. აშშ-ის ნაკრებიდან გოლი მალიკ ტილმანმა გაიტანა.
07 ივლისი 2026, 08:34
რეგიონი
ფოთში ჩოგბურთის ტურნირი „ფოთის თასი 2026“ ჩატარდა
საქართველოს ჩოგბურთის ასოციაციის ეგიდით გამართულ ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 64 მოყვარული ჩოგბურთელი მონაწილეობდა. შეჯიბრება ერთეულთა და წყვილთა თანრიგებში გაიმართა. ტურნირის გამარჯვებულები ფოთის მერმა დააჯილდოვა და მონაწილეებს წარმატება მიულოცა.
07 ივლისი 2026, 08:28
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან - ძლიერი, კახეთის რეგიონში- ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
07 ივლისი 2026, 08:25
რეგიონი
გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება
გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება. სოფელ ხიდისთავში გზის მონაკვეთი სრულად განახლდება.
07 ივლისი 2026, 08:19
საზოგადოება
ნაძალადევში სანიაღვრე ქსელისა და გზების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში სანიაღვრე ქსელისა და გზების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 692 800 ლარია.
07 ივლისი 2026, 08:18
საზოგადოება
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისის მერიის ცნობით, დროებითი შეზღუდვა შეეხება მოედნის ტერიტორიას - შოთა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე საგზაო მონაკვეთს. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ცვლილება შევა N359 ავტობუსისა და N457 მიკროავტობუსის მარშრუტში.
07 ივლისი 2026, 08:13
პოლიტიკა
საქართველოს დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მუშაობას განაგრძობს
სესიაზე ქართული დელეგაციის წევრები სიტყვით გამოვლენ და კიდევ ერთხელ გამოხატავენ ჩვენი ქვეყნის პოზიციას რეზოლუციასთან დაკავშირებით. მათივე განმარტებით, საქართველოზე საერთაშორისო ზეწოლა მიმდინარეობს და რეზოლუციაში ჩანაწერები პირდაპირ იმეორებს ოპოზიციის ბრალდებებს, რომლებიც მათივე თქმით, უსამართლოა.
07 ივლისი 2026, 08:04
პოლიტიკა
თურქეთში დღეს ღონისძიება „მოკავშირეები ანკარაში“ გაიხსნება, რომელშიც მაკა ბოჭორიშვილი მიიღებს მონაწილეობას
ღონისძიება, რომელსაც თურქეთის დედაქალაქი მასპინძლობს, დღეს გაიხსნება. შეხვედრებსა და პანელურ დისკუსიებზე უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. „მოკავშირეები ანკარაში“ თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ფონდისა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ორგანიზებით იმართება.
07 ივლისი 2026, 08:00
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში🌧️
თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.
07 ივლისი 2026, 02:30
მსოფლიო
AXIOS: ნეთანიაჰუმ ნატოს სამიტის წინ ტრამპს ერდოღანის შეკავება სთხოვა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარასკევს პრეზიდენტ ტრამპთან საუბარში უკმაყოფილება გამოთქვა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხრიდან ისრაელის საწინააღმდეგო რიტორიკის გამწვავების გამო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ისრაელურ და ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.


