რომელი ჯგუფი იმუშავებს და როდიდან უზენაესის მოსამართლეების შერჩევაზე
გიორგი კახიანი
ფოტო: IMEDI
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით კონკრეტულ ცვლილებებზე საუბარი ახლა ნაადრევია. მისი თქმით, კრიტერიუმებსა და შერჩევის წესზე მუშაობას სპეციალური ჯგუფი დაახლეობით 10 დღეში დაიწყებს. ამის შესახებ გიორგი კახიანმა "ქრონიკის" ეთერში განაცხადა.
გიორგი კახიანის თქმით, საუბარია ისეთ სტანდარტებზე, რომელსაც ნებისმიერი მოსამართლე, მით უმეტეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, უნდა აკმაყოფილებდეს.
კახიანი ფიქრობს, რომ პარლამენტისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 10-კაციანი სიის წარდგენა, კანონდარღვევით არ მომხდარა, არამედ როგორც კახიანი ამბობს, კანონში გარკვეული ვაკუუმი აღმოჩნდა, რადგან პროცესი დაჩქარებულად, კანდიდატებზე ნაკლები მსჯელობის გარეშე მოხდა. კახიანის თქმით, სამართლებრივი ფილტრი, რომელსაც ყველა კანდიდატი უნდა გადიოდეს, უპირველეს ყოვლისა ჯერ თავად იუსტიციის საბჭოში უნდა იყოს მაღალი: "ჩვენ სწორედ ეს უნდა დავარეგულიროთ", - თქვა კახიანმა.
რაც შეეხება ჯგუფს, რომელმაც მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კრიტერიუმებსა და წესზე უნდა იმუშაოს, გიორგი კახიანი ამბობს, რომ ამ თემაზე სასამართლო რეფორმების საკითხზე მომუშავე 40-კაციანი ჯგუფი იმუშავებს.
როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, ამ ჯგუფში არიან როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის იუსტიციის საბჭო სრულად. ასევე ჯგუფში არიან საერთაშორისო ორგანიზაციები და არასამთავრობო სექტორი.
"მე ვფიქრობ, უახლოეს 10 დღეში შეიკრიბება ეს ჯგუფი და შეიმუშავებს გარკვეულ პროექტს ან შეიძლება კანონპროექტს, რომელიც წარედგინება პარლამენტს და პარლამენტი იმსჯელებს შემდეგ ცვლილებეზე. თუ ეს კანონპროექტი იქნება, მაშინ მსჯელობა იქნება ორგანულ კანონში ამ ცვლილებებზე", - განაცხადა გიორგი კახიანმა.
რაც შეეხება ვადებს, გიორგი კახიანი ფიქრობს, რომ ამ ჯგუფს შესაბამისი პროექტის ან კანონრპექტის მოსამზადებლად 2-3 კვირა დასჭირდება, შემდეგ ეს უკვე წარედგინება პარლამენტს, რომელიც თებერვალში, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დაიწყებს მსჯელობას. გიორგი კახიანის განმარტებით, თუ ეს პროექტი კანონპროექტის სახით იქნება, მაშინ პროცესი სრულად პარლამენტში, სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს დასრულდება კანონის მიღებით.
აქვე, გიორგი კახიანმა განმარტა, რომ პარლამენტში არ იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 10-კაციან სიაზე მსჯელობა, რომელიც ახლაა შესული. არამედ, კახიანის თქმით, პარლამენტი იმსჯელებს მხოლოდ მოსამართლეობის მხოლოდ იმ კანდიდატებზე, რომლებსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახალი კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად შეარჩევს. თუ დღეს არსებული სიიდან რომელიმე კანდიდატი ახალ სამართლებრივ ფილტრს გაივლის, მაგ შემთხვევაში პარლამენტი იმსჯელებს ასეთ კანდიდატზე.
"არსებულ 10-კაციან სიაში არიან ისეთი კანდიდატები, რომელთა მიმართაც მე პირადად პოზიტიური დამოკიდებულება მაქვს, არიან ისეთებიც, რომლების მიმართაც კითხვები მაქვს და მაქვს არიან ისეთი კანდიდატები, რომელთა მიმართაც ნეგატიურად ვარ განწყობილი.
მიზანი ისაა, რომ ვიმსჯელოთ მხოლოდ იმ კანდიდატებზე, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან ახალი წესით. არსებულ კანდიდატებზე საუბარი და განხილვა პარლამენტში არ იქნება. იქნება საუბარი მხოლოდ ახალ კანდიდატებზე, რომლებსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახალი წესის შესაბამისად წარუდგენს პარლამენტს.
საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს. არ ვიცი რომელი კანდიდატები დასახელდება განმეორებით ამ სიიდან, ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა. დარწმუნებული ვარ, რომ ის წესი, რომელიც შემუშავდება, იქნება საკმაოდ მკაცრი ფილტრი, რომ მართლაც ისეთი კანდიდატები იყვნენ წარმოდგენილი, რომლებსაც მაღალი კვალიფიკაცია გააჩნიათ და საზოგადოების მხრიდან გარკვეულწილად მაღალი ნდობა აქვთ",- განაცხადა გიორგი კახიანმა.
"სასამართოს დამოუკიდებლობა ჩვენი მნიშვნელოვანი მონაპოვარია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამას ჩრდილი არ მიადგეს. მაგრამ მნიშვნელოვანია ფაქტორია ისიც, რომ სასამართლოს მიმართ ნდობის მაღალი ხარისხი არსებობდეს. ამას კი პირველ რიგში მოსამართლეები თავისი საქმიანობით და რეპუტაციით ხელს უნდა უწყობდნენ.
პოლიტიკოსებმაც უნდა ავიღოთ ვალდებულება, რომ ჩვენი განცხადებებით რაიმე ჩრდილი არ მივაყენოთ სასამართლოს მიმართ ნდობას. მიზანი არის დამოუკიდებელი სასამართლო საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობის ხარისხით", - განაცხადა გიორგი კახიანმა "ქრონიკის" ეთერში.
დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა.
კობახიძის თქმით, ორგანული კანონი დაადგენს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს, კანონის ამ დებულებას ექნება უკუქცევითი ძალა და სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარმოდგენილი მოსამართლეთა განახლებული სია.
4 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.
კანდიდატები არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.
მოსამართლეთა სიამ მმართველ გუნდსა და საზოგადოებაში მწვავე კრიტიკა და დისკუსია გამოიწვია.
ყველა სიახლე
25 ივნისი 2026, 10:06
რეგიონი
ალავერდის მონასტრის მიმდებარედ ტურისტული და საპარკინგე ინფრასტრუქტურის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ალავერდის მონასტრის მიმდებარედ ტურისტული და საპარკინგე ინფრასტრუქტურის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
25 ივნისი 2026, 10:05
რეგიონი
მარნეულის მუნიციპალიტეტში 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა
შპს „საქართველოს მელიორაციამ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მდებარე სატუმბ სადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. შედეგად, 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა. რეაბილიტირებული სატუმბი სადგური კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა.
25 ივნისი 2026, 10:01
მსოფლიო
POLITICO: ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტს ნატოს სამიტში მონაწილეობის უფლება მისცა
ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დროებითი განჩინება გამოსცა, რომლის საფუძველზეც პრეზიდენტი პეტრ პაველი ივლისში ანკარაში დაგეგმილ ნატოს სამიტს დაესწრება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
25 ივნისი 2026, 09:55
ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) განახლებულ პუბლიკაციას „უნარების შეუსაბამობისა და სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლების გავლენა საქართველოს შრომის ბაზარზე” აქვეყნებს.
25 ივნისი 2026, 09:50
კულტურა
გრიბოედოვის თეატრში ანსამბლ „ალილოს“ საიუბილეო საღამო გაიმართა
ანსამბლის შემოქმედების 25 წლის აღსანიშნავი კონცერტი, რომელსაც გასულ წელს რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა, მსმენელთა თხოვნით, განმეორებით ჩატარდა. „ალილო“ ძველი, ყველასთვის კარგად ნაცნობი რეპერტუარითა და საგანგებოდ ამ დღისთვის შექმნილი სიმღერებით წარდგა. კონცერტში საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრი, ბენდი და მაესტრო დავით მაზანაშვილი მონაწილეობდნენ.
25 ივნისი 2026, 09:47
რეგიონი
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ახალციხის ციხეზე ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა
ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე დებატები გამართეს. მონაწილე გუნდებმა საკმაოდ არგუმენტირებულად და დამაჯერებლად იმსჯელეს, გამოვლინდნენ გამარჯვებულები. დებატები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.
25 ივნისი 2026, 09:46
მსოფლიო
მედია: უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ნავთობის საცავი დაბომბა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებით რუსეთის კრასნოდარის მხარეში ნავთობის საცავი დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
25 ივნისი 2026, 09:43
რეგიონი
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდასაუბნო გზების რეაბილიტაცია გრძელდება
ჯიღაურაში, ზაქაროსა და ნავაზში. იგება ასფალტის საფარი, გარკვეულ ადგილებში ეწყობა სანიაღვრე არხები და წესრიგდება მოსახლეობის ეზოებამდე მისასვლელი მონაკვეთები. შიდა გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს წეროვნის დევნილთა დასახლებაშიც, სადაც პარალელურად, ივანე მაჩაბლის სახელობის სკვერის კეთილმოწყობაც გრძელდება.
25 ივნისი 2026, 09:39
კულტურა
ხელოვნების სტუდია „არტ იბერიამ" და თეატრალურმა სტუდია „ბერიკამ" ერთობლივი, წლის შემაჯამებელი ქორეოგრაფიულ–თეატრალური კომპოზიცია წარადგინეს
ხელოვნების სტუდია „არტ იბერიამ" და თეატრალურმა სტუდია „ბერიკამ" თამარ ქორიძის ხელმძღვანელობით ერთობლივი, წლის შემაჯამებელი ქორეოგრაფიულ–თეატრალური კომპოზიცია წარადგინეს, რომლის სახელწოდებაცაა „მზისკენ’’და აგებულია ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებზე.
25 ივნისი 2026, 09:32
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა ყველა საჭირო მუნიციპალურ სერვისს სოფლიდან გაუსვლელად, კომფორტულ გარემოში მიიღებს. ამასთანავე, მარტყოფში ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სრული განახლება მიმდინარეობს, საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება სართიჭალაშიც.
25 ივნისი 2026, 09:28
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წალკის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს
მოქალაქეებს არარეგისტრირებული სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ დამონტაჟებული. ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
25 ივნისი 2026, 09:25
საზოგადოება
ბათუმში დღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღე მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება
საქართველოს საზღვაო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. დღეისათვის ქვეყანას 21 000-მდე სერტიფიცირებული მეზღვაური ჰყავს. ბოლო წლებში გატარებულმა რეფორმებმა, საზღვაო განათლების ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციამ, საერთაშორისო აღიარების გეოგრაფიის გაფართოებამ და სანავსადგურე ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციამ კიდევ უფრო გაზარდა ქართველი მეზღვაურების კონკურენტუნარიანობა გლობალურ ბაზარზე და გააძლიერა ახალგაზრდების ინტერესი ამ პროფესიის მიმართ.
25 ივნისი 2026, 09:20
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მიწისძვრით დაზარალებულ ვენესუელას დაეხმარება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკა მიწისძვრით დაზარალებულ ვენესუელას დაეხმარება.
25 ივნისი 2026, 09:18
პოლიტიკა
ბიუროკრატიის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-17 პოზიციაზეა და პოსტსაბჭოთა სივრცეში უპირობოდ ლიდერობს
ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, ბიუროკრატიის ხარისხის გლობალურ რეიტინგს აქვეყნებს.
25 ივნისი 2026, 09:03
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: მოლდოვას მცდელობა, საკუთარი სუვერენიტეტი დათმოს, დაკარგოს დამოუკიდებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ რუმინეთის დეპუტატთა პალატის გადაწყვეტილებას აფასებს.
25 ივნისი 2026, 09:00
მსოფლიო
ვენესუელაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. არიან დაღუპულები
ვენესუელის დედაქალაქ კარაკასთან ახლოს 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
25 ივნისი 2026, 08:56
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: კატასტროფულ მდგომარეობაშია მოლდოვა იქიდან გამომდინარე, რომ ჰყავთ ასეთი პრეზიდენტი, რომელიც მთლიანად ემორჩილება ბრიუსელს და მისთვის რა თქმა უნდა, არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს ქვეყნის სუვერენიტეტი. ის მზად არის, რომ გააუქმოს თავისი სახელმწიფო და შეუერთოს სხვა ქვეყანას
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ რუმინეთის დეპუტატთა პალატის გადაწყვეტილებას აფასებს.
25 ივნისი 2026, 08:48
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: ეს არის მიხეილ სააკაშვილის უცხოელი მეგობრების ყალბი პათეტიკით გაჟღენთილი პროცესი და დოკუმენტი
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ მორიგ რეზოლუციას აფასებს.
25 ივნისი 2026, 08:25
პოლიტიკა
„დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო
დოკუმენტს მხარი ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგი იყო, 4-მა კი თავი შეიკავა. კენჭისყრას წინ უძღოდა დებატები, გამომსვლელებმა ისაუბრეს საქართველოში პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისზე და ოპოზიციის ლიდერებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ისმოდა მოწოდებებიც ოპოზიციის მიმართ, პარლამენტის ბოიკოტირება შეწყვიტონ.
25 ივნისი 2026, 08:08
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 ივნისს საქართველოში
25 ივნისს ქუთაისში მცირე ნალექი იქნება, დღისით +29 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.


