imedi /  14 იანვარი 2019, 12:13 / სანდო წყარო

ეკა ბესელია: მთავარია, რომ მოსამართლეობის 10-კაციანი სიის განხილვა შეჩერდა

ეკა ბესელია

ეკა ბესელია

ეკა ბესელიას თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-კაციანი სიის განხილვა შეჩერდა. მისი თქმით, ახლა მთავარია, ჩამოყალიბდეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც გარანტიას შექმნის, რომ სასამართლოში არ იქნებიან ისეთი მოსამართლეები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებოდნენ. ამის შესახებ ბესელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ამ ეტაპის მიზანი მიღწეულია, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგილი სია არ ყოფილიყო განხილული წლის ბოლო კვირას და შეჩერებულიყო საკითხის განხილვა. ეს მიზანი პირველ ეტაპზე მიღწეულია, ჩემი გადაწყვეტილების შედეგად. ამად ღირდა ყველაფერი. ეს იყო ჩემი და ჩემო მეგობრების მიზანი", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიამ განცხადება გუნდურობასთან დაკავშირებითაც გააკეთა და თქვა, რომ ამ პროცესმა არ უნდა შეიწიროს ღირებულებები და ფასეულობები.

"ოთახში ყოფნით და ჩურჩულით ვერ გადაწყდება ისეთი საკითხები, რომლებიც ეხება მოქალაქეებს. ეს საქართველოს პარლამენტია, ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო, სადაც ხალხმა უნდა იცოდეს მისი წარმომადგენელი რა გადაწყვეტილებას იღებს და რატომ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

"როდესაც თანამდებობის პირი მიდის პოსტიდან, მან არ უნდა მოატყუოს მოქალაქე და უნდა თქვას წასვლის მიზეზი", - განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დეკემბრის ბოლოს დატოვა. როგორც მაშინ მან თავად თქვა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 10-კაციანი სიის გამო დატოვა. თუმცა რამდენიმე დღის წინ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ გადაწყვეტილება ეკა ბესელიას პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარის თანამდებობიდან გადადგომისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების თაობაზე ჯერ კიდევ ზაფხულში მიიღეს.

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, გაუგებარი იყო ეკა ბესელიას განცხადება, როდესაც მან 27 დეკემბერს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა.

12 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა. 

კობახიძის თქმით, ორგანული კანონი დაადგენს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს, კანონის ამ დებულებას ექნება უკუქცევითი ძალა და სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარმოდგენილი მოსამართლეთა განახლებული სია.

4 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.

კანდიდატები არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

მოსამართლეთა სიამ მმართველ გუნდსა და საზოგადოებაში მწვავე კრიტიკა და დისკუსია გამოიწვია. 

კომენტარები ()

ყველა სიახლე

გიგი უგულავა

23 იანვარი 2019, 11:39

საქართველო

უგულავა: 100-ზე მეტი სკოლის ათასობით მოსწავლე სატრანსპორტო მომსახურების გარეშე დარჩა

მისი განმარტებით, მიზეზი პრემიერ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილება გახდა, რის მიხედვითაც რაიონებს ჩამოერთვათ სატრანსპორტო შესყიდვების ჩატარების შესაძლებლობა. გიგი უგულავას თქმით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 28 დეკემბერს გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერი სკოლის მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურების შესახებ არ შედგა.

სასტუმრო ბუდაპეშტი

23 იანვარი 2019, 11:38

საქართველო

კალაძე: თბილისის მერია ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რომ ვაკის პარკში სასტუმროს აშენება არ დაუშვას

„ჩვენ ვართ კატეგორიულები. კატეგორიულად მიუღებელია ამ შენობა-ნაგებობის განთავსება ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს მწვანე სივრცეში, ვაკის პარკში. ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მშენებლობა არ დავუშვათ ვაკის პარკში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აჭარა გრიპი

23 იანვარი 2019, 11:33

საქართველო

აჭარაში სავარაუდოდ H1N1 ვირუსით ქალი გარდაიცვალა

აჭარაში 48 წლის ქალი სავარაუდოდ H1N1 ვირუსით გაირდაიცვალა. ის სამედიცინო დაწესებულებაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, კლინიკაში კი 12 იანვარს შეიყვანეს. ეპიდემიოლოგები საკითხს სწავლობენ და ამის შემდეგ გახდება ცნობილი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

მანქანა

23 იანვარი 2019, 11:20

ეკონომიკა

ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების წესში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს

იორდანიშვილის თქმით, არის რიგები და მოცდის დრო საათზე მეტია. ეს კი როგორც ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, მოსახლეობის არაინფორმირებულობის ბრალია.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია

23 იანვარი 2019, 11:20

საქართველო

ევროსაბჭომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მხარი დაუჭირა

ევროსაბჭომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას დაუჭირა მხარი. ევროპული საქართველოს ინიციატივა საპარლამენტო ასამბლეაზე დავით ბაქრაძემ წარადგინა. რეზოლუციის თანახმად თავისუფლად გადაადგილებას ვერღარ მოახერხებენ მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებაში, წამებასა და მკვლელობაში დამნაშავე პირები.

23 იანვარი 2019, 11:12

ეკონომიკა

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება

შვეიცარიის ზამთრის კურორტი მსოფლიო ლიდერების და ცნობილ ბიზნესმენთა თავშეყრის ადგილია: დავოსი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს. ქართულ დელეგაციას საშუალება აქვს, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი წამყვანი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებს გააცნოს.

23 იანვარი 2019, 11:02

ძალოვნები

4 წლის გოგოს გარდაცვალების შემდეგ დაკავებულ დედას სახაზინო ადვოკატი დაიცავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გვაზაურის ქუჩაზე 4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ გოგოს დედაზე შემაკავებელი ორდერი იყო გაცემული.

23 იანვარი 2019, 10:46

მსოფლიო

პარიზში პრეზიდენტის რეზიდენციასთან მდებარე ბანკი დააყაჩაღეს

შეიარაღებულმა პირებმა ბანკის თანამშრომლები გაკოჭეს და დაუდგენელი სითხე შეასხეს. ამის შედეგ მათ ფული და ძვირფასეულობა გაიტაცეს. თანამშრომლებმა პოლიციის გამოძახება მხოლოდ მათი წასვლის შემდეგ შეძლეს.

ნიაგარა

23 იანვარი 2019, 10:24

მსოფლიო

აშშ-სა და კანადაში ნიაგარის ჩანჩქერის ნაწილი გაიყინა

„წყალი იყინებოდა ჰაერში“, „დილა მშვიდობისა, ულამაზესი სანახაობაა“, ჩანჩქერი გაიყინა და არნახული ფოტოები გადავიღეთ“- ასეთი კომენტარები ახლავს კადრებს, სოციალურ ქსელში, რომლებიც მომხმარებლებმა ცოტა ხნის წინ ატვირთეს.

წითელას აცრა

23 იანვარი 2019, 10:18

საქართველო

პენიტენციურ დაწესებულებებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს და პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებს, წითელას საწინააღმდეგო აცრა გაუკეთდებათ.

დროშები

23 იანვარი 2019, 10:16

მსოფლიო

სირია ისრაელს თელ-ავივის საერთაშორისო აეროპორტის დაბომბვით ემუქრება

გაეროში სირიის ელჩის, ბაშარ ალ ჯაფარის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ისრაელი სირიის ტერიტორიის დაბომბვას არ შეწყვეტს, დამასკო გამოიყენებს ყველა კანონიერ უფლებას დაიცვას თავი და პასუხი გასცეს ისრაელის იერიშს.

კრის ბრაუნი

23 იანვარი 2019, 10:09

მსოფლიო

გაუპატიურებაში ბრალდებული კრის ბრაუნი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ბრაუნი გასული წლის ივლისშიც დააკავეს. მაშინ მიზეზი ფოტოგრაფის ცემა იყო. 2009 წელს კი სასამართლომ მას რიანაზე ფიზიკური ძალადობისთვისთვის 5-წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა.

აქცია

23 იანვარი 2019, 09:57

მსოფლიო

ვენესუელაში აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

კარაკასში ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ დემონსტრაციები ერთდროულად რამდენიმე ადგილას მიმდინარეობდა. დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში აქტივისტებმა ბარიკადებიც აღმართეს.

მამუკა ბახტაძე

23 იანვარი 2019, 09:49

საქართველო

მამუკა ბახტაძემ Deutsche Welle-ს ინტერვიუ მისცა

"გვინდა ხელი შევუწყოთ მზარდ სავაჭრო ტვირთბრუნვას აზიასა და ევროპას შორის. ამ მიზეზით ვახორციელებთ დიდი მოცულობის ინვესტიციებს ჩვენს ინფრასტრუქტურაში და ძალიან მახარებს დავოსში იმის ნახვა, რომ სულ უფრო მეტი კომპანიაა დაინტერესებული საქართველოში კაპიტალდაბანდებით, ამ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამებსა და პროექტებში მონაწილეობით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დროშები

23 იანვარი 2019, 09:44

მსოფლიო

გერმანიამ შესაძლოა ლიბიის ჰუმანიტარულ მისიაში მონაწილეობაზე უარი თქვას

ამავე ცნობით, ევროკავშირის მიერ წარმოებულ სამხედრო საზღვაო ოპერაცია „სოფიას“ ფარგლებში გერმანია ახალ გემს აღარ გაგზავნის. ფრეგატი „აუგსბურგი“ ლიბიის სანაპიროსთან თებერვლამდე გაჩერდება, რის შემდეგაც მას სამშობლოში დააბრუნებენ.

პოლიცია

23 იანვარი 2019, 09:35

მსოფლიო

მექსიკა მკვლელობების რაოდენობის მიხედვით რეკორდსმენია

მხოლოდ 2018 წელს ქვეყანაში 33 341 მკვლელობა მოხდა. 2017 წელს ეს მაჩვენებლი 28 866 იყო. მკვლელობათა უმრავლესობა სასტიკი მეთოდების გამოყენებითაა ჩადენილი და ძირითადად ნარკოკარტელებს უკავშირდება.

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი

23 იანვარი 2019, 09:21

ტაბლოიდი

მეგან მარკლმა ბავშვის ოთახის მოსაწყობად დიზაინერი დაიქირავა

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი პირველ საერთო შვილს აპრილში ელოდებიან. პრინც ჰარის მეუღლე მეგან მარკლი ექიმების რეკომენდაციების მიუხედავად, სახლის პირობებში მშობიარობის საკითხსაც განიხილავს.

სამხედრო

23 იანვარი 2019, 09:11

მსოფლიო

ზიმბაბვეს არმიას დემონსტრანტების წამებაში ადანაშაულებენ

საპროტესტო აქციები ზიმბაბვეში მას შემდეგ დაიწყო, რაც საწვავის ფასი 2-ჯერ გაიზარდა. CNN-ის ინფორმაციით, ბენზინზე $1.24-დან ლიტრზე ფასმა $3.31-მდე, ხოლო დიზელზე $1.36-დან $3.11-მდე მოიმატა.

23 იანვარი 2019, 09:06

კულტურა

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს

თურგაი ველიზადე თბილისის აზერბაიჯანული თეატრში რამდენიმე წლის განმავლობაში მსახიობად და რეჟისორად მუშაობდა. ის საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.

ფლოიდ მეივეზერი

23 იანვარი 2019, 09:00

სპორტი

ფლოიდ მეივეზერმა ფილიპინელი მენი პაკიაოს გამოწვევა არ მიიღო

"მას არ აქვს მოტივაცია, აღარ გააჩნია ბრძოლის სურვილი. ის უკეთესი ცხოვრებით ცხოვრობს, მოგზაურობს, მართავს თავის ბიზნესს და ხარჯავს მძიმე შრომით ნაშოვნ ფულს. თებერვალში ფლოიდი 42 წლის გახდება და მას კრივი აღარ უნდა“, - განაცხადა მეივეზერის წარმომადგენელმა ლეონარდ ელერბიმ.