Imedi /  15 მარტი 2019, 14:37 / სანდო წყარო

ხელისუფლების წარმომადგენლები ახალი ზელანდიის ტერაქტს ეხმიანებიან

ახალი ზელანდია

ახალ ზელანდიაში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალ ზელანდიას სამძიმარი გამოუცხადა და მსოფლიო მასშტაბით მუსლიმთა გაერთიანებას თანადგომა აღუთქვა.

„ახალ ზელანდიაში 49 მოქალაქის საზარელი მკვლელობა ტერორისტული აქტია, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით მოჰყვა რეზონანსი. საქართველო ზელანდიელი ხალხისა და მსოფლიო მასშტაბით მუსლიმთა გაერთიანების გვერდით დგას. იმედი მაქვს ტერორიზმის ტრაგედია ერთხელ და სამუდამოდ ყველასთვის აღმოიფხვრება“, - წერს სალომე ზურაბიშვილი მიკრობლოგ Twitter-ზე. 

ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისტჩარჩში, ორ მეჩეთზე თავდასხმას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. დავით ზალკალიანმა მიკრობლოგ Twitter-ზე მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. 

„საქართველო გმობს ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისტჩარჩში ორ მეჩეთზე თავდასხმას. ახალ ზელანდიას თანადგომას ვუცხადებთ. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს“, - წერს დავით ზალკალიანი მიკრობლოგ Twitter-ზე.

ბოლო ინფორმაციით, ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისტჩარჩში, ორ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე, 20 დაშავდა. ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრმა თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა, რომელიც „მემარჯვენე ექსტრემისტმა“ ჩაიდინა. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 4 ადამიანი, 3 კაცი და 1 ქალი. 

ტერორისტული აქტიდან მალევე ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა ტერაქტის ადგილიდან ამოღებული იარაღის ვიზუალური მასალა გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ იარაღს დავით აღმაშენებელი და დავით სოსლანი აწერია.

სუსმა ახალ ზელანდიაში ნაპოვნ ქართულწარწერიან იარაღზე სტრატეგიულ პარტნიორებს უკვე მიმართა.

ყველა სიახლე

სანდრა რულოვსი

19 მაისი 2019, 22:57

საქართველო

სანდრა რულოვსი: არ დაგვჭირდება მეორე ტური, ჩვენ პირველი ტური გვაქვს მოგებული

"ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციური გაერთიანების ზუგდიდის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ მეორე ტური საჭირო არ იქნება, რადგან პირველივე ტურში იმარჯვებს. ამის შესახებ სანდრა რულოვსმა განმუხურში განაცხადა. სანდრა რულოვისის თქმით, მას უბნებიდან "ძალიან კარგი ციფრები" მისდის.

სალომე ზურაბიშვილი ქეთი მელუა

19 მაისი 2019, 22:36

კულტურა

ქეთი მელუა საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას აპირებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე წერს, რომ მუსიკოსი ქეთი მელუა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე განცხადების შეტანას აპირებს, რაც პრეზიდენტის თქმით მას "აუცილებლად დაუკმაყოფილდება".

ახმეტის 24-ე საარჩევნო უბანი

19 მაისი 2019, 22:22

საქართველო

პანკისის ხეობაში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს

მთლიანობაში რეგისტრირებული 1,220 ამომრჩევლიდან დღეს საკუთარი არჩევანი 617-მა მოქალაქემ გააკეთა. ახმეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში სულ 11 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა. ხეობაში ორი საარჩევნო უბანი სოფელ ხალაწანსა და ომალოში იყო გახსნილი. მთელი დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესი დარღვევების გარეშე, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

მარნეული

19 მაისი 2019, 22:14

საქართველო

მარნეულის 39-ე საარჩევნო უბანზე ხმებს უკვე მეოთხედ ითვლიან

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ადგილი აქვს საარჩევნო კოდექსის დარღვევებს, რაზეც ცესკოს წარმომადგენლები პასუხობენ, რომ ხმების დათვლა ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

19 მაისი 2019, 22:13

საქართველო

ცესკომ წყალტუბოსა და ტყიბულში ელექტრონული მონაცემების საინფორმაციო ფურცელი გამოაქვეყნა

დღეს წყალტუბოს და ტყიბულის 8 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით გაიმართა. ცესკომ აპარატიდან ამობეჭდილი ელექტრონული მონაცემების საინფორმაციო ფურცელი გამოაქვეყნა, თუმცა ცესკო აცხადებს, რომ ფურცელზე არსებული მონაცემები არ წარმოადგენს არჩევნების წინასწარ შედეგებს.

ზაურ დარგალი

19 მაისი 2019, 22:10

საქართველო

„ქართული ოცნებიდან“ მარნეულის მერობის კანდიდატი მილოცვებს იღებს

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პირველადი შედეგების მიხედვით მარნეულის მერობის არჩევნებში მათი კანდიდატი ზაურ დარგალი დიდი უპირატესობით ლიდერობს. მათი განცხადებით, რამდენიმე უბნიდან შემოსული შედეგები ცხადყოფს, რომ მეორე ტური მოსალოდნელი არ არის.

ირაკლი კობახიძე

19 მაისი 2019, 22:04

საქართველო

კობახიძემ არჩევნების პირველადი მონაცემები წარადგინა

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, რომელიც ოქმებს ეყდრნობა, ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის ოლქებში პირველივე ტურში იმარჯვებენ მმართველი პარტიის კანდიდატები.

Microsoft

19 მაისი 2019, 21:58

ტექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით Microsoft-ი 15,000 ადამიანს გადაამზადებს

Microsoft-ის ინფორმაციით, გადამზადების კურსი ფოკუსს ხელოვნურ ინტელექტზე, სამანქანე სწავლებაზე, მონაცემთა მეცნიერებაზე, ღრუბლოვან (Cloud) და მონაცემთა ინჟინერიაზე გააკეთებს. პროგრამის პირველ წელს ამ Microsoft-ი 2 ათას თანამშრომელს დაატრენინგებს. მთლიანობაში სამი წლის განმავლობაში კონცერნი 13 ათას ადამიანს აუმაღლებს კვალიფიკაციას ხელოვნურ ინტელექტთან (AI) დაკავშირებულ პროფესიებში.

ცესკო

19 მაისი 2019, 21:47

საქართველო

ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 89 საჩივარი შევიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, კენჭისყრის პროცესის შესახებ ჯამში, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 89 საჩივარი. აქედან მარნეულში დაიწერა 21 საჩივარი, ზესტაფონში 6, ხულოში 16, ზუგდიდში 44, ოზურგეთში 1, ხოლო თბილისის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში 1 საჩივარი.

ცესკო

19 მაისი 2019, 21:39

საქართველო

20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობის შედეგები გამოცხადდა

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ყველა მხარეს, ხელი შეუწყოს ადმინისტაციას რათა კომისიის მიერ მშვიდ ვითარებაში ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყო ხმის დათვლის პროცედურები.

საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე

19 მაისი 2019, 20:57

საქართველო

საია: ხმის მიცემის პროცესმა არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 20:00 საათისთვის კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგებს ავრცელებს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, ხმის მიცემის პროცესმა არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა.

ჰერმან საბო

19 მაისი 2019, 20:57

საქართველო

„გირჩმა“ თავის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები წარადგინა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „გირჩი“ ეგზიტპოლის შედეგები წარმოადგინა. მონაცემები ჟურნალისტებს მთაწმინდაზე „გირჩის“ კანდიდატმა ჰერმან საბომ გააცნო. საქართველოში პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნებზე კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა.

თინა ბოკუჩავა

19 მაისი 2019, 20:44

საქართველო

თინა ბოკუჩავას ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანი დაატოვებინეს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინათინ ბოკუჩავა ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან გააძევეს. ბოკუჩავამ მათ წინააღმდეგობას უწევდა და ცესკოს თავმჯდომარესთან დარეკვას მოითხოვდა. როგორც უბანზე განაცხადეს,ბოკუჩავს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ ჰქონდა.

ალექსანდრე მოწერელია ჯულიეტა ჭანტურია გიორგი შენგელია

19 მაისი 2019, 20:41

საქართველო

გიორგი შენგელიამ გიგა ოთხოზორიას ოჯახი მოინახულა

„გიგას ოჯახის წინაშე ჩვენი ყველას უპირველესი ვალდებულებაა, ზუგდიდში, იმ ქალაქში სადაც მისი შვილები იზრდებიან, არ დავუშვათ რაიმე სახის პროვოკაცია და განვაგრძოთ წინსვლა!“ - განაცხადა გიორგი შენგელიამ. მანამდე ოთხოზორიას მკვლელობიდან სამი წლისთავზე განცხადება გაავრცელა სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმაც. გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს მოკლეს.

შალვა შავგულიძე

19 მაისი 2019, 20:32

საქართველო

შალვა შავგულიძემ ხმების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა

მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მეორე ტურის ჩატარების შესაძლებლობა არ გამორიცხა. შავგულიძემ არჩევნების პროცესიც შეაფასა. მისი თქმით, ხელისუფლება დაადგა იმ გზას რომ ნებისმიერ ფასად მიაღწიოს წარმატებას არჩევნებში. მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ხმების დაცვის აუცილებლობაზეც ილაპარაკა.

შუალედური არჩევნები

19 მაისი 2019, 20:20

საქართველო

„ქართული ოცნება“: ნაციონალების დამკვირვებლები სავარაუდოდ ხმის დათვლის პროცესის ხელშეშლას შეეცდებიან

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საარჩევნო უბნები დაიხურა. მან მთელი გუნდის სახელით გადაუხადა მადლობა ყველას ვინც არჩევნებზე თავისი პოზიციის დასაფიქსირებლად მივიდა. განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პარტიის მხარდამჭერებს და აქტივს, რომლებიც პროვოკაციებს სამაგალითოდ გაუმკლავდა.

გიორგი ვაშაძე

19 მაისი 2019, 20:17

საქართველო

გაერთიანებული ოპოზიცია კამპანიას „რიგითი ბიულეტენის გადასარჩენად“ იწყებს

„რიგითი ბიულეტენის გადასარჩენად“ - ასე ჰქვია გაერთიანებული ოპოზიციის ახალ სტრატეგიას, რომელიც ოპოზიციური გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგის დროს დააანონსა. ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ზუგდიდში ოპოზიციის კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს, მარნეულში კი მეორე ტური იქნება.

არჩევნები

19 მაისი 2019, 20:00

საქართველო

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დასრულდა

საქართველოში მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. 19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებული იყო დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.

ირაკლი სესიაშვილი

19 მაისი 2019, 19:41

საქართველო

ირაკლი სესიაშვილმა მარნეულის შტაბში საარჩევნო დღე შეაჯამა

შუალედური არჩევნების დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მარნეულის "ქართული ოცნების" ოფისის შტაბში ირაკლი სესიაშვილმა საარჩევნო დღე შეაჯამა. მისი ინფორმაციით, ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად, რომ წარმოეჩინათ თითქოს მარნეულში არჩევნები ყალბდება, პროცესმა მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა.

სანდრა რულოვსი

19 მაისი 2019, 19:23

საქართველო

სოფელ კოკში დავით ნარმანიამ და სანდრა რულოვსმა იკამათეს

სოფელ კოკში "ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციური ჯგუფის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსსა და თბილისის ყოფილ მერს, დავით ნარმანიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანზე, რომელიც დავით ნარმანიას ყოფილ სკოლაში მდებარეობს.