სოზარ სუბარი: კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებზე ყველა თვითმმართველობას ზუსტი ინსტრუქცია მიეწოდა
სოზარ სუბარი
ფოტო: facebook
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებზე ყველა თვითმმართველობას ზუსტი ინსტრუქცია მიეწოდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განაცხადა.
მისი განმარტებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციაა, გაუქმდეს ყველა საჯარო ღონისძიება, რომელიც მასობრივ თავშეყრას გულისხმობს.
„კონტროლზე არის აყვანილი საქართველოს მთელი ტერიტორია, საზღვრებიდან მოყოლებული, ასევე ყველა ის ადგილი, სადაც შესაძლოა, ვირუსის გავრცელების საფრთხე იყოს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არასრულწლოვნების თავშეყრის დაწესებულებებს. ორი კვირით არდადეგები გამოცხადდა სკოლებში და საბავშვო ბაღებში და მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება, როგორც სასწავლო დაწესებულებების შენობების, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცია. ამასთანავე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციაა, გაუქმდეს ყველა საჯარო ღონისძიება, რომელიც მასობრივ თავშეყრას გულისხმობს, მათ შორის 3 და 8 მარტთან, დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები და ამის შესახებ ზუსტი ინსტრუქცია მიეწოდა ყველა თვითმმართველობას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.
ჩინეთში გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 870-ს მიაღწია, ინფიცირებულთა რიცხვი კი 79 824-ს შეადგენს. მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 64 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 109 შეადგინა. 86 993 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებული კი 42 334-ია.
26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით უწყებათაშორისი საბჭო მთავრობის მეთაურთან ინტენსიურ რეჟიმში იკრიბება.
ყველა სიახლე
03 ივნისი 2026, 16:10
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ განიხილეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
03 ივნისი 2026, 15:45
მსოფლიო
მედია: უნგრეთის საგარეო საქმეთა ახალი სამინისტრო ათობით ჩინოვნიკს ათავისუფლებს, თუმცა ინსაიდერები ასობით დათხოვნილსა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ
მიუხედავად ამისა, გამოცემა Telex-ის შიდა წყაროები ამტკიცებენ, რომ გათავისუფლებულთა რეალური რაოდენობა 200-ს აღწევს, ხოლო თავად დათხოვნილი თანამშრომლების ნაწილი მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს.
03 ივნისი 2026, 15:38
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ეკონომიკურ ზრდას განაგრძობს, რაც საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით არის განპირობებული
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,5%-ით გაზარდა და 2026 წლისთვის ის 6%-ით განსაზღვრა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეს ზრდა განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფონზე, როდესაც ბანკმა არაერთი რეგიონის, მათ შორის ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შეამცირა.
03 ივნისი 2026, 15:24
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აბაშაში რძისა და რძის პროდუქტების სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორებმა ინდივიდუალური მეწარმე ნ. ბ-ის (მისამართი: აბაშა, თავისუფალების N67) ობიექტი არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირებისას დადგინდა რომ ბიზნესოპერატორი რძის პროდუქტებს სავალდებულო აღიარების გარეშე აწარმოებდა. ამავდროულად, დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები; დარღვეული იყო მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც.
03 ივნისი 2026, 15:02
საზოგადოება
ზაქარია წიკლაური: მივიღე დაპირება, რომ №83 საჯარო სკოლის მოსწავლეები წლის ბოლომდე სწავლას გააგრძელებენ ახალ აშენებულ სკოლაში
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, ქვემო სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია წიკლაური, მუნიცაპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელთან ერთად თბილისის №83 საჯარო სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
03 ივნისი 2026, 14:53
მსოფლიო
ტრამპმა აღიარა, რომ ნეთანიაჰუს ერთ-ერთი სატელეფონო საუბრის დროს გიჟი უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ რამდენიმე დღის წინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს გიჟი უწოდა.
03 ივნისი 2026, 14:37
მსოფლიო
ტრამპს ირანის ახალ უზენაეს ლიდერთან შეხვედრა სურს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის შეხვდებოდა ირანის ახალ უზენაეს ლიდერს აიათოლა მოჯთაბა ხამენეის.
03 ივნისი 2026, 14:35
პოლიტიკა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილა
საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური მდგომარეობისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, გასულ წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში 2 მილიარდ 738 მილიონ ლარზე მეტია ათვისებული, რაც გეგმის 96.6%-ს შეადგენს.
03 ივნისი 2026, 14:33
მსოფლიო
ტრამპი: ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არ ექნება
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით მოლაპარაკებების დროს ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები დათანხმდნენ, რომ ისლამური რესპუბლიკას ბირთვული იარაღი არ ექნება.
03 ივნისი 2026, 14:20
მსოფლიო
ნატოს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა
ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 14:17
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ ოპოზიციის სრული უსახურობა და მათი პოლიტიკური სტრატეგია, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციაზე აგებული
კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ ოპოზიციის სრული უსახურობა და მათი პოლიტიკური სტრატეგია, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციაზე აგებული, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის დაპირისპირებაზე საუბრისას.
03 ივნისი 2026, 14:12
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: სწორედ ამის მოლოდინი გვქონდა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან იქნებოდა სამართლიანი დამოკიდებულება, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს რადიკალიზაცია, პოლარიზაცია
სწორედ ამის მოლოდინი გვქონდა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან იქნებოდა სამართლიანი დამოკიდებულება, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს რადიკალიზაცია, პოლარიზაცია, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა „ქრონიკასთან“.
03 ივნისი 2026, 14:05
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილმა ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის საკოორდინაციო საბჭოს პირველ სხდომაში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის საკოორდინაციო საბჭოს პირველ სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
03 ივნისი 2026, 13:54
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო. ახლა ვიღაც კიკნაძე, აქციებზე ძალადობის გამო დაპატიმრებული რიგითი აკაცუკი, ხვიჩას ადამიანობას უწუნებს და მოუწოდებს, კაცობა და ვაჟკაცობა მისი უკრაინელი თანაგუნდელისაგან - ზაბარნისაგან ისწავლოს, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა X-ზე.
03 ივნისი 2026, 13:53
ეკონომიკა
თამარ იოსელიანმა ევროპის მეტროლოგიური ინსტიტუტების ასოციაციის გენერალური ასამბლეა გახსნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ევროპის ეროვნული მეტროლოგიური ინსტიტუტების ასოციაციის (EURAMET) მე-20 გენერალურ ასამბლეის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 13:51
მსოფლიო
Reuters: პორტუგალიაში საყოველთაო გაფიცვამ ტრანსპორტის, აეროპორტებისა და სკოლების მუშაობის პარალიზება გამოიწვია
პორტუგალიაში საყოველთაო გაფიცვის გამო მატარებლების მოძრაობა გაჩერდა, ასობით ავიარეისი გადაიდო, ხოლო სკოლები დაიხურა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 13:48
პოლიტიკა
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაურის უფლებადამცველმა ბექა გულედანმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის პოზიცია საზოგადოებას გააცნო, რომელსაც სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი ეხმიანება.
03 ივნისი 2026, 13:28
საზოგადოება
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე განახლდება
მიუხედავად არახელსაყრელი ამინდისა, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით უკვე დამუშავებულია 8 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი; განთავსებულია 70 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური. პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მავნებლის პოპულაციის მონიტორინგი. ფაროსანას გავრცელების არეალისა და სიმჭიდროვის განსაზღვრის მიზნით, განთავსებულია 4000-მდე მონიტორინგის სისტემა. მიღებული მონაცემები თავს იყრის ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრში და აისახება სპეციალურ ინტერაქტიულ რუკაზე.
03 ივნისი 2026, 13:25
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი: საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვისწრაფვით ავაშენოთ თანამედროვე სატრანსპორტო ქსელი, რომელიც რეგიონს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მოემსახურება
საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვისწრაფვით ავაშენოთ თანამედროვე სატრანსპორტო ქსელი, რომელიც რეგიონს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მოემსახურება, - აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის 372 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის შეფასებისას.
03 ივნისი 2026, 13:22
პოლიტიკა
პაპუაშვილი: როდესაც ბრიუსელი გვაკრიტიკებს სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, ახალაიას, „რუსთავი-2“-ის საქმეზე და ბოლოს ყველა ამ გადაწყვეტილებაზე ყველგან მარცხდება ბრიუსელი, ყველა არგუმენტი განულებულია და შემდეგ იმალები ბავშვივით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ
„არ მეგულება დედამიწის ზურგზე სხვა ასეთი ქვეყანა, რომელშიც საქმე ასეთ დიდი პოლიტიკურ რეესტრში არის აყვანილი,, არის ყველა თეთრი, ფუმფულა ხალხის კრიტიკის ობიექტი და საბოლოო ჯამში ყველა ეს თეთრი, ფუმფულა ხალხი და ქვეყნები მარცხდებიან სტრასბურგის სასამართლოში“.


