imedi /  05 მარტი 2020, 11:50 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იტალიიდან ბრუნდებიან, გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საქართველოს იმ მოქალაქეებს მიმართა, რომლებიც იტალიიდან ბრუნდებიან. მან ამ მოქალაქეებს მოუწოდა, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.

ამირან გამყრელიძის თქმით, განსაკუთრებით მაღალ რისკს წარმოადგენს იტალიასთან მიმოსვლა.

„მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იტალიიდან ბრუნდებიან, გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა; რომ არ დაიმალოს სიმპტომები; ყველა მათგანი ექვემდებარება ინფექციურში გადაყვანას, თუ მათ საეჭვო სიმპტომები დაუდასტურდათ. ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი; შესაძლებელია, იყოს კიდევ ყელის და თავის ტკივილი, რაც ზოგადად რესპირაციული ინფექციის სიმპტომებია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული 44 წლის კაცია, საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიიდან პირველ მარტს ჩამოვიდა. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა. 4 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსით იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3220 ადამიანი ემსხვერპლა, 51,193 კი გამოჯანრთელდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

ყველა სიახლე

გიორგი კვესელაძე

01 დეკემბერი 2020, 08:43

სპორტი

გიორგი კვესელაძე „შემოდგომის ერთა თასის“ მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

კვესელაძემ 29 ნოემბერს, ირლანდიასთან გამართულ შეხვედრაში ლელო დადო და გახდა პირველი ქართველი მორაგბე, რომელმაც „შემოდგომის ერთა თასზე“ მეტოქის ჩათვლის მოედანი აიღო. საქართველოს ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 28 შეხვედრაში მის ანგარიშზე 5 ლელოა.

01 დეკემბერი 2020, 08:37

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 1-ელ დეკემბერს ქუთაისში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +6. ოზურგეთში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5. ბათუმში +16 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ასლან ვაშაყმაძე

01 დეკემბერი 2020, 08:25

რეგიონი

ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრმა სოციალურ ქსელში პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფის მუქარა გაავრცელა

ვიდეო შეიცავს მუქარას პოლიციელების მისამართით და უცენზურო გამონათქვამებით, ვაშაყმაძე ხალხს მოუწოდებს „პოლიციელების აჩეხვას“ მოუწოდებს. მძიმე შინაარსის ხუთ წუთიან ვიდეოში ის ერთგვარ მსხვერპლ შეწირვაზე ამახვილებს ყურადღებას.

დავით ზალკალიანი

01 დეკემბერი 2020, 08:10

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

დავით ზალკალიანი ვარშავაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ვიდეო კონფერენციის ფორმატში დღეს და ხვალ გაიმართება. საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრაში, პოლონელ კოლეგასთან ერთად ჩაერთვება.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

01 დეკემბერი 2020, 01:20

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელს, აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის შეთქმულება მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობით დასრულდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ ისრაელს, აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის შეთქმულება ირანელი ბირთვული ფიზიკოსის, მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობით დასრულდა.

01 დეკემბერი 2020, 00:53

ტაბლოიდი

კანადელმა კაცმა ჯეკპოტი მოიგო, თუმცა ერთი თვე ამის შესახებ არაფერი იცოდა

კანადაში კაცმა, რომელმაც აგვისტოს დასაწყისში ლატარეის ბილეთი შეიძინა, მხოლოდ სექტემბერში შეიტყო, რომ ჯეკპოტი $75 000-ზე მეტი მოიგო. როგორც ირკვევა, გათამაშების ყურებისას მან მხოლოდ ძირითადი რიცხვები შეამოწმა, თუმცა, თითქმის თვენახევრის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ბონუს რიცხვების წყალობით, ის $76 924-ის მფლობელი გახდა.

01 დეკემბერი 2020, 00:52

მსოფლიო

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანი თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

01 დეკემბერი 2020, 00:37

COVID19

ჯანმოს დირექტორი: პანდემია დასრულდება და ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ მის დასრულებაში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია დასრულდება და მის დასრულებაში ყველამ გარკვეული როლი უნდა ითამაშოს.

01 დეკემბერი 2020, 00:29

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 87 ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 308 ადამიანს ჩუტარდა, საიდანაც 87-ს ინფექცია აღმოაჩნდა. ამასთან, 3 პაციენტი გარდაიცვალა. დღე-ღამეში ვირუსისგან 167 ადამიანი განიკურნა. პანდემიის დაწყების დღემდე, ოკუპირებულ რეგიონი კორონავირუსის 5 970 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 84 პაციენტი, 3 845 კი გამოჯანმრთელდა.

30 ნოემბერი 2020, 23:52

ეკონომიკა

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მზადყოფნას ადასტურებენ, რომ საქართველოს მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძონ

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, 28 ნოემბრიდან ამოქმედებული გამკაცრებული შეზღუდვები, მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებების პაკეტი და ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაოები იყო მთავარი თემები ონლაინფორმატის შეხვედრაზე, რომელიც ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და დონორებთან გაიმართა.

30 ნოემბერი 2020, 23:32

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 4 005 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 005 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 406 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ანდრეი პლენკოვიჩი

30 ნოემბერი 2020, 23:19

COVID19

ხორვატიის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხორვატიის პრემიერ-მინისტრს, ანდრეი პლენკოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

30 ნოემბერი 2020, 23:07

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 63 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 63 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 63 029 075 შემთხვევა გამოვლინდა, 1 464 232 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 40 333 589 - გამოჯანმრთელდა.

30 ნოემბერი 2020, 23:04

ტექნოლოგიები

იტალიის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კომპანია Apple-ი 10 მილიონი ევროთი დააჯარიმა

იტალიის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კომპანია Apple-ი 10 მილიონი ევროთი დააჯარიმა. მარეგულირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ კომპანიამ მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანა iPhone-ების წყალგაუმტარობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას.

მალხაზ თორია

30 ნოემბერი 2020, 22:22

COVID19

სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული: დაწესებული შეზღუდვები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულებასთან დაკავშირებით, სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმსჯელეს. სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას განცხადებით უნდა მოხდეს დაწესებული შეზღუდვების მკაცრად გაკონტროლება, რათა მოხდეს ვირუსის გავრცელების შენელებ

30 ნოემბერი 2020, 22:16

პოლიტიკა

ირანის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა, აქბარ ყასემი ალიაბადიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოში ირანის ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.

30 ნოემბერი 2020, 22:12

COVID19

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 19 979 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 19 979 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 401 ადამიანი გარდაიცვალა.

30 ნოემბერი 2020, 22:10

საზოგადოება

სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო, თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა ერთი თვით ნაწილობრივ შეიზღუდება

მაჭავარიანის ქუჩაზე პირველიდან 30 დეკემბრამდე, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. შეზღუდვა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის („112“) შენობიდან ვაშლიჯვრის და უკუმიმართულებით, მაჭავარიანის ქ. N1 კორპუსიდან BP-ის ბენზინგასამართ სადგურამდე იმოქმედებს.

30 ნოემბერი 2020, 21:47

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, თურქეთში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი იმოქმედებს

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, თურქეთში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი იმოქმედებს.

კორონავირუსი

30 ნოემბერი 2020, 21:43

COVID19

კახეთში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 147 გამოჯანმრთელდა. სპეციალისტებმა ახალი ინფიცირებულების 375 კონტაქტი უკვე მოიძიეს, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ყველა მათგანი გადაყვანილია თვითიზოლაციაში. დღეს ცხელების ცენტრს 81- მა პაციენტმა მიმართა.