Imedi /  05 მარტი 2020, 12:32 / სანდო წყარო

ეკატერინე ტიკარაძე: ხვალ გახდება ცნობილი, შეწყვეტენ თუ არა კერძო ბაღები სააღმზრდელო პროცესს

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე

ყველა რეკომენდაციას ჯანდაცვის სამინისტრო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობით გასცემს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, სადაც ჩვენ დროულად ვიწყებთ ყველა პრევენციულ ღონისძიებას, რაშიც მნიშვნელოვნად ჩამოგვრჩებიან ევროპის ქვეყნები, ვინაიდან მათ ეს ვირუსი არ აღიქვეს შესაბამისად და მნიშვნელოვნად. ჩვენ ვაპირებთ, რომ ადგილზე გავეცნოთ ყველა სიტუაციას და ჯანდაცვის უწყება იქნება პირადად ჩართული ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც იქნება გატარებული. მათ შორის, რაც შეეხება ასევე დასუფთავების საქმიანობას, ჩვენ შევისწავლით დეტალურად, ვახორციელებთ მონიტორინგს და ვიძლევით შემდეგ დამატებით რეკომენდაციებს, ან მკაცრ გაფრთხილებებს“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, კერძო ბაღების მუშაობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაზე სამინისტრო ხვალ იმსჯელებს.

„რაც შეეხება კერძო ბაღებს, განათლების სამინისტროს აქვს მუდმივი კომუნიკაცია ყველა სეგმენტთან, ვითვალისწინებთ რა მშობლების აღელვებს იმასთან დაკავშირებით, როგორ შეძლებენ ისინი მერე მუშაობას. ამასთან დაკავშირებითაც, როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე განათლების სამინისტრო ვმუშაობთ და დამატებითი ღონისძიებები განხორციელდება. ხვალ გვექნება ამაზე უფრო დეტალური კომუნიკაცია პრემიერის ხელმძღვანელობით და გავაკეთებთ განცხადებას", - განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე 29 თებერვალს, მეოთხე კი 5 მარტს დადასტურდა.

4 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსით იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3220 ადამიანი ემსხვერპლა, 51,193 კი გამოჯანრთელდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

ყველა სიახლე

ხათუნა სამნიძე

05 დეკემბერი 2023, 10:17

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: რეკომენდაცია ცალსახად ამბობს, რომ შესრულების პროცესში ჩართული უნდა იყოს როგორც ხელისუფლება, ასევე - ოპოზიცია

რეკომენდაცია ცალსახად ამბობს, რომ შესრულების პროცესში ჩართული უნდა იყოს როგორც ხელისუფლება, ასევე - ოპოზიცია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

ბექა დავითულიანი

05 დეკემბერი 2023, 10:17

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ყველას წყევლიდნენ - დაიშლებიან და უბედურებას მოხდებაო და სინამდვილეში თვითონ დაიშალნენ

„როცა არ აქვთ შესაძლებლობა, რომ აწამონ და დაგესლონ საქართველოს მოსახლეობა, მერე ერთმანეთს აწამებენ და ერთმანეთს ებრძვიან. ებრძოლონ ერთმანეთს, დაიშალონ - ეს მათთვისაც და ქვეყნისთვისაც კარგია, ამით ქართულ პოლიტიკას არაფერი დაუშავდება“, - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

05 დეკემბერი 2023, 10:06

საზოგადოება

გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი გეოგრაფიული აღნიშვნა „ბოლნისის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი გეოგრაფიული აღნიშვნა „ბოლნისის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

05 დეკემბერი 2023, 09:59

მსოფლიო

ტანზანიაში წყალდიდობასა და მეწყერს, ბოლო მონაცემებით, 63 ადამიანი ემსხვერპლა

სტიქიამ ყველაზე დიდი ზარალი ქალაქ კატეშს მიაყენა, სადაც რამდენიმე დასახლება დაიმეწყრა. ხელისუფლებამ სტიქიური უბედურების ზონაში 400 მაშველი გაგზავნა.

05 დეკემბერი 2023, 09:51

მსოფლიო

პარიზის გარეუბანში მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს შეეჯახა

საფრანგეთში, პარიზის გარეუბანში, მცირე ზომის, ორძრავიანი თვითმფრინავი, ავარიულად ეშვებოდა, რა დროსაც საცხოვრებელი კორპუსის კედელს შეეჯახა. ამის შესახებ BBC წერს.

05 დეკემბერი 2023, 09:37

რეგიონი

„მწვანე ბიუჯეტის“ პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

მიმდინარე პროექტს ზუგდიდის მერი საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრებთან ერთად გაეცნო. „მწვანე ბიუჯეტი“ არის პროცესი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის გარე იერსახის მოწესრიგებაში და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაში.

მეთიუ მილერი

05 დეკემბერი 2023, 09:24

LIVE ისრაელი

აშშ ისრაელს მოუწოდებს, ღაზის სექტორში მეტი საწვავი შეიტანოს

შეერთებული შტატები ისრაელს მოუწოდებს, ღაზის სექტორში მეტი საწვავი შეიტანოს. სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ვაშინგტონი ამ საკითხზე ისრაელის მმართველობასთან უწყვეტ მოლაპარაკებას მართავს.

05 დეკემბერი 2023, 09:09

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

5 დეკემბერს ქუთაისში +15 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

05 დეკემბერი 2023, 08:55

მსოფლიო

დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ სენატორებს მიმართავს

გამოცემა იუწყება, რომ ზელენსკი ამერიკელ კანონმდებლებს ომში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის და უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ ესაუბრება. ვიდეოკონფერენცია სენატში უკრაინისთვის საგანგებო დახმარების საკითხზე დაგეგმილ კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე შედგება.

05 დეკემბერი 2023, 08:44

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ატალანტასთან“ გატანილი გოლი 2023 წლის სერია A-ს საუკეთესო გოლად დასახელდა

გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ატალანტას“ კარში გატანილი ბურთი იტალიის სერია A-ში 2023 წლის საუკეთესო გოლად აღიარეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 08:25

მსოფლიო

დიდთოვლობამ გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს პრობლემები შეუქმნა

უხვი თოვლის გამო გამოწვეულ კრიზისს უმკლავდება ინგლისის სამხრეთით, კამბრიის რაიონიც. ავდარმა იქ ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. მოყინულია გზები, რის გამოც ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა. სკოლები დაიხურა შოტლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთითაც. იქ განგაშის ნარინჯისფერი ნიშნულია გამოცხადებული.

05 დეკემბერი 2023, 08:10

რეგიონი

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა დაიწყო

მისივე განცხადებით, წელს ბათუმში 10-ზე მეტი რეკრეაციული სივრცე ეწყობა. ახალ რეკრეაციულ სივრცეში საბავშვო ატრაქციონები, საპარკო ინვენტარი და სპორტული ტრენაჟორები განთავსდება. ასევე იგეგმება ცხოველებისთვის სპეციალური სივრცის მოწყობა.

05 დეკემბერი 2023, 08:00

LIVE ისრაელი

რა ხდება ისრაელ-„ჰამასის“ ომის მე-60 დღეს

გაეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პალესტინელებისთვის გასახიზნი ადგილი აღარ დარჩა. სექტორში უსაფრთხო ადგილი აღარ არის. საბრძოლო მოქმედებები პრაქტიკულად ყველგან მიმდინარეობს.

რუსტემ უმეროვი იენს სტოლტენბერგი

05 დეკემბერი 2023, 02:16

მსოფლიო

სტოლტენბერგი უკრაინის თავდაცვის მინისტრს: მოკავშირეები მზად არიან, გააძლიერონ უკრაინის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ორშაბათს ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის მინისტრს, რუსტემ უმეროვს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.

ჯეიკ სალივანი

05 დეკემბერი 2023, 02:06

მსოფლიო

ჯეიკ სალივანი: თუ კონგრესი არ დაამტკიცებს დაფინანსებას, უკრაინისათვის იარაღის მიწოდება შესაძლოა შეწყდეს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ თუ კონგრესი არ დაამტკიცებს დაფინანსებას, უკრაინისათვის იარაღის მიწოდება შესაძლოა შეწყდეს.

ჯეიკ სალივანი

05 დეკემბერი 2023, 01:51

მსოფლიო

ჯეიკ სალივანი კონგრესს: უკრაინის დამატებითი დაფინანსების წინააღმდეგ ხმის მიცემა დააზარალებს უკრაინას და დაეხმარება რუსეთს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ მიცემული ხმა პუტინის სტრატეგიული პოზიციების გასაუმჯობესებლად მიცემული ხმაა.

05 დეკემბერი 2023, 01:29

მსოფლიო

CNN: აშშ-ის ყოფილ ელჩს ბრალი წაუყენეს კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობაში

ბოლივიაში აშშ-ის ყოფილ ელჩს, ვიქტორ მანუელ როჩას, ბრალი წაუყენეს კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ანტონიო გუტერეში

05 დეკემბერი 2023, 01:00

LIVE ისრაელი

გაეროს გენერალური მდივანი: ისრაელმა თავიდან უნდა აიცილოს ისეთი ქმედებები, რომელიც გაამწვავებს ისედაც კატასტროფულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას ღაზაში

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ისრაელმა თავიდან უნდა აიცილოს ისეთი ქმედებები, რომელიც გაამწვავებს ისედაც კატასტროფულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას ღაზაში. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 00:35

საზოგადოება

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მესამე ლაივ შოუს არსენ გვენეტაძე გამოეთიშა

მეგა-პროექტის, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მესამე ლაივ შოუს რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი არსენ გვენეტაძე გამოეთიშა.

05 დეკემბერი 2023, 00:27

მსოფლიო

უკრაინის გენერალური შტაბი: რუსმა ოკუპანტებმა დღეს განაგრძეს შეტევა რამდენიმე მიმართულებით და უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის ხაზის გარღვევა სცადეს

რუსმა ოკუპანტებმა დღეს განაგრძეს შეტევა რამდენიმე მიმართულებით და უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის ხაზის გარღვევა სცადეს, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.