დავით ზალკალიანი: საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას მუდივად ვაკონტროლებთ
დავით ზალკალიანი
ფოტო: არქივი
საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულება დატოვა. ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია ახლახან მიიღეს. ეს პირი ამჟამად 14-დღიან საკარანტინო პირობებში რჩება. ზალკალიანმა იმედი გამოთქვა, რომ იგი ოჯახს მალე დაუბრუნდება.
„ჩვენ მუდივად ვაკონტროლებთ ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას. იცით, რომ გვქონდა ერთი შემთხვევა იტალიაში, როდესაც საქართველოს მოქალაქე იყო დაინფიცირებული. მოქალაქე, როგორც კი დაგვიკავშირდა, მას შესაბამისი დახმარება გაუწია საქართველოს საელჩომ. დავაკავშირეთ ის ჯანდაცვის შესაბამის სტრუქტურებთან. ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც მსგავსი სახის პრობლემა შეექმენება, ბუნებრივია, იგივე სახის მომსახურეობას გაუწევს ჩვენი საელჩო ნებისმიერ ქვეყანაში. ჩვენ დღეს მივიღეთ სასიხარულო ინფორმაცია სწორედ ამ მოქალაქესთან დაკავშირებით, რომ ის უკვე გამოჯანმრთელდა და გაწერილია საავადმყოფოდან, თუმცა საბოლოო გამოჯანმრთელებამდე მაინც რჩება 14-დღიან საკარანტინო პირობებში და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ჯანმრთელი დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს“, - განაცხადა ზალკალიანმა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მიერ იტალიიდან საფაერო რეისით გამოყვანილ მოქალაეებზე. მისივე თქმით, ორი საჰაერო რეისით სულ 164 საქართველოს მოქალაქე გამოიყვანეს იტალიიდან.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს საელჩომ რომში მოახდინა ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირება, რომლებსაც იმ პერიოდში უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ბილეთები ჰქონდათ დაჯავშნილი. ყველა მათგანი დღეს შესაბამის საკარანტინო თუ სამკურნალო პირობებში იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.
რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.
ყველა სიახლე
01 სექტემბერი 2026, 10:28
საზოგადოება
საქპატენტში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში 9 ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა
საქპატენტში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში 9 ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა
01 სექტემბერი 2026, 10:27
მსოფლიო
Reuters: აშშ-ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა თეთრ სახლს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა
აშშ-ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა თეთრ სახლს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა. ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 10:23
სამართალი
დღეიდან, საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმება, საერთაშორისო - ISO სტანდარტის შესაბამისი პორტატული მოწყობილობით განხორციელდება
სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით არის რეგულირებული. დადგენილების თანახმად, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში - 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბალს.
01 სექტემბერი 2026, 10:13
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში 400-მდე ვაკანსია გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში 400-მდე ვაკანსია გამოცხადდა.
01 სექტემბერი 2026, 10:01
მსოფლიო
Reuters: რუსეთის იერიშებს კიევსა და კიევის ოლქში ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 14-ზე მეტი კი დაშავდა
რუსეთის მიერ კიევსა და კიევის ოლქზე განხორციელებულ საჰაერო იერიშებს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 14-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
01 სექტემბერი 2026, 09:54
სამართალი
გურიის პოლიციამ ნასაკირალში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს ბრალდებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში განზრახ მკვლელობის მიზნით ფარულად შეიჭრა.
01 სექტემბერი 2026, 09:43
მსოფლიო
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი: ომის ყოველი დღე კაცობრიობას უკან ხევს. ჩვენ საომარი მოქმედებების დასასრულებლად უნდა ვიმუშაოთ
ომის ყოველი დღე კაცობრიობას უკან ხევს. ჩვენ საომარი მოქმედებების დასასრულებლად უნდა ვიმუშაოთ, - განაცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას. როგორც ინდოეთის პრემიერმა აღნიშნა, ის უკრაინაში ომის დასრულების ყველა სამშვიდობო ძალისხმევას მხარს უჭერს.
01 სექტემბერი 2026, 09:30
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა საავტომობილო გადაადგილების დროებითი სქემა შეიმუშავა.
01 სექტემბერი 2026, 09:22
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში, ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება
საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდი მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება.
01 სექტემბერი 2026, 09:18
საზოგადოება
დღეიდან ხმაურიან ავტომობილებზე კონტროლი მკაცრდება
დღეიდან ხმაურიან ავტომობილებზე კონტროლი მკაცრდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმებას, უწყების მიერ შეძენილ, საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაში არსებულ, ხმაურის დონის საზომი პორტატული მოწყობილობის კომპლექტის მეშვეობით განახორციელებენ.
01 სექტემბერი 2026, 09:13
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: გავაგრძელებთ ყველა იმ კანონის მიღებას, რაც ადამიანის უფლებებს, დემოკრატიული განვითარების ხარისხსა და ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას დასჭირდება
ქვეყანაში არის ეკონომიკური ზრდა, ქვეყანას აქვს ინვესტიციების მოზიდვის დიდი ამბიცია და ალბათ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება საკანონმდებლო საქმიანობისთვის, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
01 სექტემბერი 2026, 09:04
პოლიტიკა
დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება
დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება რა დღესაც საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა იმართება. პარლამენტის სესიის გახსნისას ტრადიციულად სრულდება საქართველოს ჰიმნი.
01 სექტემბერი 2026, 09:01
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ, პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით, სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 000-მდე ვაკანსიაზე.
01 სექტემბერი 2026, 08:56
საზოგადოება
საჯარო სკოლების პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი დღეიდან იწყება და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება
საჯარო სკოლების პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი დღეიდან იწყება და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პირველკლასელთა მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე - formebi.emis.ge შეეძლებათ.
01 სექტემბერი 2026, 02:17
მსოფლიო
AXIOS: აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი G20-ის სამიტის ფარგლებში რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა - აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოსკოვთან მაღალი დონის დიპლომატიური კავშირების აღდგენის მკაფიო სიგნალია
აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი G20-ის სამიტის ფარგლებში რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა - აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოსკოვთან მაღალი დონის დიპლომატიური კავშირების აღდგენის მკაფიო სიგნალია, - წერს ამერიკული გამოცემა AXIOS-ი.
01 სექტემბერი 2026, 01:30
მსოფლიო
„მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები კვლავ ხელსაყრელი რჩება“ - ბიშკეკში სი ძინპინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შედგა
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ორშაბათს ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრა უკრაინაში რუსეთის მიმდინარე ომისა და ირანის ირგვლივ გაზრდილი დაძაბულობის ფონზე შედგა.
01 სექტემბერი 2026, 01:23
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება გამორიცხა და ჟურნალისტის შეკითხვას „სულელური“ უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკაფიოდ გამორიცხა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ასეთ სცენარს, ტრამპმა უპასუხა, რომ გამორიცხავს, ხოლო თავად შეკითხვა მწვავედ გააკრიტიკა.
01 სექტემბერი 2026, 00:13
სპორტი
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მატჩში პორტუგალიის ნაკრები 98:90 დაამარცხა.
01 სექტემბერი 2026, 00:06
საზოგადოება
დღეიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება. ვიდეო
პირველი სექტემბრიდან პავლე ინგოროყვას ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი; ორმხრივი მოძრაობა დასაშვები ხდება 9 აპრილის ქუჩის ნაწილზეც, ინგოროყვას ქუჩის კვეთიდან ზურაბ ჟვანიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; ჟვანიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში (9 აპრილის ქუჩის კვეთიდან ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე) შესაძლებელი იქნება ორმხრივი მოძრაობა, ხოლო ბესიკის ქუჩის კვეთამდე გადაადგილება ცალმხრივი იქნება.
01 სექტემბერი 2026, 00:03
მსოფლიო
The Wall Street Journal: რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობს
რუსეთი ცდილობს, თითქმის შეუჩერებელი შეტევებით უკრაინის დედაქალაქი გატეხოს - ამ მიზნით მოსკოვი აქტიურად იყენებს რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატების გაფართოებულ ფლოტს, სადაც გაუმჯობესებულ შეიარაღებას ახალ საბრძოლო ტაქტიკას უხამებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით „რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობს“.


