დავით სერგეენკო: 2012 წლის შემდეგ, საქართველო ყველა მოთხოვნილ პირობას აკმაყოფილებდა C ჰეპატიტის პროგრამისთვის შესარჩევად
დავით სერგეენკო
ფოტო: არქივი
„ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა და ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „რა დროს ძილია“ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას, პარტნიორ კომპანიასთან ერთად, პროგრამის განხორციელების საშუალება იმ წინაპირობების გამო შეექმნა, რაც 2012 წლის შემდეგ, საქართველოში ხელისუფლების პოლიტიკამ შექმნა.
„იმისთვის, რომ ასეთი მასშტაბის პროგრამა განხორციელებულიყო, საჭირო იყო ქვეყანაში რამდენიმე ფაქტორის არსებობა: პირველი - შერჩეული ქვეყნის მმართველი ძალისთვის, ჯანდაცვა უნდა ყოფილიყო პრიორიტეტი, მეორე - ქვეყანაში უნდა ყოფილიყვნენ ისეთი ექიმები და მეცნიერები, რომლებიც ამ რთული პროექტის ტვირთის აწევას შეძლებდნენ, მესამე - ქვეყანას უნდა ჰქონოდა კარგი საერთაშორისო პარტნიორობა და მეოთხე- ქვეყანაში უნდა ყოფილიყო სტაბილური პოლიტიკური ვითარება. საბედნიეროდ, საქართველოს ყველა ეს პირობა უკვე დაკმაყოფილებული ჰქონდა და მეტიც - მაშინ საქართველოს მთავრობას არა მხოლოდ დეკლარირებული ჰქონდა, რომ ჯანდაცვა პრიორიტეტული იყო, არამედ, კონკრეტულად 2013 წელს, უკვე დაწყებული გვქონდა პატიმრების მკურნალობა - იმ დანიშნულებითა და მედიკამენტებით, რაც იმ დროს იყო.ერთობლიობაში, ყველა ეს ნაბიჯი გახდა იმის საფუძველი, რომ საქართველო შეერჩიათ. 2014 წლის ბოლოს კი, შევთანხმდით, რომ მედიკამენტს მინიმალური ღირებულებით გვაძლევდნენ“ - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
მისივე განცხადებით, 1990-იანი წლების შემდეგ საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობა იზრდებოდა, რაც წინა ხელისუფლებების პირობებში, ჯანდაცვის სისტემის უგულებელყოფით აიხსნება.
„1990-იანი წლების შემდეგ, საქართველოში C ჰეპატიტის შემთხვევათა ზრდის ტენდენცია არ შეჩერებულა. 2 000-იან წლებშიც არ შეინიშნებოდა გაუმჯობესება და ამის მიზეზი იყო დერეგულაცია - თავის ნებაზე მიშვება ჯანდაცვის სისტემისა და მაღალი რისკების სფეროების, სილამაზის, ტატუს სალონები და ა.შ. მაშინ ეს ასოცირდებოდა სტიგმასთან, რომ ესაა რაღაც სამარცხვინო დაავადება“ - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
მისივე განცხადებით, ქვეყანაში C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული 70 ათასზე მეტი ადამიანი უკვე განიკურნა, ნაწილი კი, კურსს ახლა გადის.
„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, საქართველოს გაუჩნდა შესაძლებლობა, რომ არამხოლოდ საკუთარი მოქალაქეების პრობლემა მოაგვაროს, არამედ, სხვა ქვეყნებს ასწავლოს, როგორ გააკეთონ ეს. სამწუხაროდ, 2015 წლამდე, საქართველო ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობით გამოირჩეოდა. ამას თავისი მეზეზები ჰქონდა, განვლილი პერიოდიდან. 2013 წელს გამოვიდა პრინციპულად ახალი ჯგუფის მედიკამენტი, რომელსაც შეუძლია, უმკურნალოს ამ დაავადებას. იქამდე არსებულ მედიკამენტებს ძალიან დაბალი ეფექტურობა ჰქონდა. 2013 წელს გამოსული მედიკამენტის, სოვალდის ერთი სამკურნალო კურსი ჯდებოდა 84 ათას დოლარამდე. იმ პერიოდში, მისით მკურნალობა სულ 12-მა ადამიანმა შეძლო, ვიდრე ჩვენ დავიწყებდით პროგრამას. 2014 წლის დასაწყისში, ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები ამ საკითხზე, რომ რაღაც ტიპის ფასდაკლება გაეკეთებინათ და მეტ-ნაკლებად, ხელმისაწვდომი ყოფილიყო. მწარმოებელი კომპანია მისთვის მომგებიან ვითარებას ეძებდა, რომ ენახათ ქვეყანა, რომელიც დააკმაყოფილებდა რამდენიმე პირობას და ამ ქვეყანაში ისინი განახორციელებდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის და არა კომერციულ პროგრამას, რათა თავად მათ საკუთარი კომპანიისთვის შეექმნათ მაღალი რეპუტაცია. ეს კომპანია ძალიან შორსმჭვრეტულად და მორალურად სწორად მოიქცა; უნდა შეერჩია სანიმუშო ქვეყანა, რომელსაც დაეხმარებოდა და ამით გაზრდიდა თავის რეპუტაციას. ასეც მოხდა; ჩვენი პროგრამის დაწყების შემდეგ, თითქმის გაორმაგდა მათი გაყიდვები მთელს მსოფლიოში. საქართველოში კი, ამ პროგრამის ფარგლებში, უკვე 70 ათასზე მეტი დაავდებული განიკურნა“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.
C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომანია „გილეად"-ის მხარდაჭერით. პროგრამა ითვალისწინებს დაავადების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პრევენციას. C ჰეპატიტის პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური და შემდგომი კვლევები ფინანსდება 100%-ით.
ყველა სიახლე
12 სექტემბერი 2026, 10:36
მსოფლიო
The New York Times: ახლო აღმოსავლეთის ენერგეტიკული დერეფნები სულ უფრო იკეტება
მსოფლიოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული დერეფნები სულ უფრო რთულად გასავლელი ხდება. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 10:33
საზოგადოება
გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
12 სექტემბერი 2026, 10:11
მსოფლიო
უკრაინული მედია: ზელენსკის პარტიის ყოფილ დეპუტატს ქრთამის აღების საქმეზე 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ დეპუტატ ალექსანდრე იურჩენკოს ქრთამის აღების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 09:47
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველო და ჩინეთი შეთანხმდნენ საქართველო-ჩინეთის საინვესტიციო დიალოგის სპეციალური მექანიზმის შექმნაზე, რომლის მიზანია ჩინური ინვესტიციების ხელშეწყობა ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა საქართველოში
საქართველოს ურთიერთობებს ჩინეთთან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სპეციფიკური ადგილი უკავია, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა პეკინში გამართულ მომსახურებით ვაჭრობის გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
12 სექტემბერი 2026, 09:41
მსოფლიო
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინის ომში რუსეთმა ნახევარი მილიონი სამხედრო დაკარგა
ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დაახლოებით ნახევარი მილიონი რუსი სამხედრო დაიღუპა, ხოლო დაჭრილების ჩათვლით რუსეთის არმიის საერთო დანაკარგი 1,5 მილიონს აღწევს. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 09:26
პოლიტიკა
ანტიამერიკული პროპაგანდა ოპოზიციის პროპაგანდისტული „ფორმულას“ ეთერში, პრეზიდენტ ტრამპის დაცინვა და მისი დადანაშაულება ამომრჩევლის მოსყიდვაში
რადიკალური ოპოზიციისა და მიხეილ სააკაშვილის პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებში ანტიამერიკული ნარატივების ტირაჟირება გრძელდება.
12 სექტემბერი 2026, 09:04
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 12 სექტემბერს საქართველოში
12 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +32 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.
12 სექტემბერი 2026, 08:32
მსოფლიო
Reuters: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ლინდსი გრემის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მომზადებულ კანონპროექტს მომავალი კვირიდან განიხილავს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა მომავალ კვირაში რუსეთზე ფართომასშტაბიანი სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტის განხილვას დაიწყებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 08:00
პოლიტიკა
ახალი სასწავლო წელი განათლების მასშტაბური რეფორმის ფონზე. რა სიახლეებს სთავაზობს სისტემა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს? - დღეს 20:00 საათზე „ღია ეთერი“ „იმედზე“
ახალი სასწავლო წელი განათლების მასშტაბური რეფორმის ფონზე. რა სიახლეებს სთავაზობს სისტემა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს?
11 სექტემბერი 2026, 23:25
მსოფლიო
მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა
საუდის არაბეთმა აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი დროებით გაითიშა მას შემდეგ, რაც რიადისა და მედინის რეგიონებში რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 21:10
ეკონომიკა
ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი
ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე გვაქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, რომელიც ძალიან მალე სატესტო რეჟიმში ჩაეშვება, - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დარსალიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ სტუმრობისას.
11 სექტემბერი 2026, 21:00
საზოგადოება
სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
46%-ით შემცირებული ფატალური შემთხვევები სამშენებლო ობიექტებზე, შემოწმებული ობიექტების გაზრდილი რაოდენობა და ჯარიმების გამოყენების შემცირებული მაჩვენებელი - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა.
11 სექტემბერი 2026, 20:55
სამართალი
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დაკავებულია ორი ადამიანი. ისინი იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც ერთ-ერთი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სარელიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდნენ.
11 სექტემბერი 2026, 20:53
პოლიტიკა
ზაზა დობორჯგინიძე: კაციშვილს არ ახსოვდა, რა თქვა გია ბარამიძემ იაგოსთან პოდკასტში, ვიდრე თავად ოპოზიციის აქტივისტებმა არ დაატრიალეს ნაწყვეტი, ლანძღეს და მოღალატე ეძახეს, პრორუსულ განცხადებაზე „ნაცის“ დაჭერისთვის ნიადაგი შეუმზადეს ხელისუფლებას
კაციშვილს არ ახსოვდა, რა თქვა გია ბარამიძემ იაგოსთან პოდკასტში, ვიდრე თავად ოპოზიციის აქტივისტებმა არ დაატრიალეს ნაწყვეტი, ლანძღეს და მოღალატე ეძახეს, პრორუსულ განცხადებაზე ნაცის დაჭერისთვის ნიადაგი შეუმზადეს ხელისუფლებას, - წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე.
11 სექტემბერი 2026, 20:48
სამართალი
სასამართლო პროცესები სიძულვილის ენის წინააღმდეგ - რა გადაწყვეტილებები მიიღეს მოსამართლეებმა? „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ. მოსამართლეებმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები განიხილეს. სასამართლომ სოციალური ქსელის ის მომხმარებლები, რომლებმაც შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს, სამართალდამრღვევებად ცნო.
11 სექტემბერი 2026, 20:47
ჯანდაცვა
დაავადებათა კონტროლისა ცენტრს ჯანმო-ს კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორედ მიენიჭა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვირუსული ჰეპატიტების აღმოფხვრის გამო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ჯანმო-ს კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორე ვადით მიენიჭა.
11 სექტემბერი 2026, 20:44
პოლიტიკა
უმძიმესი კრიზისი შიდა დაპირისპირების ფონზე - ოპოზიციის თვითგანადგურება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
პოლიტიკური ანგარიშსწორება და საჯარო ურთიერთბრალდებები ყოფილ თანაგუნდელებს შორის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან მკაცრ განცხადებებს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პასუხობს. ყოფილი თანამებრძოლები კი მას დებატებისთვის თავის არიდებასა და სერიოზულ კითხვებზე პასუხების არქონაში ადანაშაულებენ.
11 სექტემბერი 2026, 20:32
პოლიტიკა
ლაზარე ჯორბენაძის სუიციდისა და დავით გარეჯის საქმე - სპეკულაციები არარსებული ამბებით. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მმართველი გუნდი ოპოზიციასა და ცალკეულ მედიასაშუალებებს სახელმწიფო ინტერესების შელახვასა და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
11 სექტემბერი 2026, 20:22
პოლიტიკა
რას ფიქრობს შეერთებული შტატების დიპლომატიური მისია ბრიუსელის მოთხოვნასა და „მაგას“ წინააღმდეგ მიმართულ განცხადებაზე - ბრიუსელის ულტიმატუმი, ვაშინგტონის დუმილი და თბილისის მკაცრი პასუხი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკომისარი ევროკავშირის მომავალი წევრებისგან დონალდ ტრამპის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციასთან ურთიერთობის გაწყვეტას ითხოვს.
11 სექტემბერი 2026, 20:18
საზოგადოება
რევაზ სოხაძე: კარგად გვესმის, რას ნიშნავს ბავშვისთვის და მისი ოჯახისთვის სკოლის მშენებლობის ან რეაბილიტაციის თითოეული გადაცილებული დღე - ჩვენი ამოცანაა, არსებული პრობლემები ეტაპობრივად გადავჭრათ, მიმდინარე პროექტები ხარისხიანად დავასრულოთ და პროცესი ისე გავმართოთ, რომ მომავალში მსგავსი პრობლემები აღარ დაგროვდეს
28 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და მოსწავლეები მალე ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში დაიწყებენ. წლის ბოლომდე კი კიდევ 25 სკოლის დასრულებას ვგეგმავთ“, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტების განხილვისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“.


