ევროკავშირმა და საქართველომ საქართველოს გარემოს დაცვის სისტემის მხარდაჭერის 18-თვიანი პროექტის შედეგები შეაჯამეს
ფოტო: Shutterstock.com
ევროკავშირის პროექტი დაეხმარა საქართველოს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონმდებლობის შემუშავებაში, მოამზადა საზღვაო გარემოს ეროვნული სტრატეგიისა და მოქმედებათა პროგრამის სამუშაო ვერსია, ჩაატარა ტრენინგები ინსპექტორებისთვის და შეაფასა ჰაერის ხარისხის ასპექტები, აგრეთვე მოამზადა ზურმუხტის სამი ტერიტორიის მართვის გეგმა. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
დასკვნით ონლაინ კონფერენციაზე წარდგენილი იყო პროექტის „მხარდაჭერა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი დებულებების განხორციელებაში“ ძირითადი მიღწევები და სამომავლო გეგმები.
კონფერენციას ესწრებოდნენ პროექტის სამუშაო ჯგუფის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლები და დაინტერესებული პირები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. შეხვედრას უძღვებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების ჯგუფის ხელმძღვანელი ალექსანდრე დარასი.
„გარემოს დაცვა ის საკითხია, რომელიც ყველას ეხება. ევროკავშირი გარემოს დაცვის სფეროში მსოფლიო ლიდერია და ეს სფერო საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. სხვადასხვა პროექტების საშუალებით, როგორიცაა, მაგალითად, აღნიშნული პროექტი, რომელიც დასკვნით ეტაპზეა, ჩვენ საქართველოს მთავრობას მხარს ვუჭერთ მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევაში ისეთ სფეროებში, რომლებიც უშუალო ზემოქმედებას ახდენენ საქართველოში მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობაზე. მოუთმენლად ველით გარემოს დაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მომავალშიც გაგრძელებას“ - განაცხადა ალექსანდრე დარასმა.
“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ასოცირების შესახებ შეთანხმების ვალდებულებების დროული შესრულება. ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან, რომ ჩვენი კანონმდებლობა დავუახლოვოთ ევროკავშირის მოთხოვნებსა და სტანდარტებს. უცხოელი ექსპერტების ჩართულობით მოგვეცა საშუალება შეგვემუშავებინა ისეთი დოკუმენტები, როგორებიცაა საზღვაო გარემოს სტრატეგია და მოქმედებათა პროგრამა, ასევე გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონიდან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტები. ეს დოკუმენტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული მხარისთვის, რადგან ისინი ქმნიან ჩარჩოს ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმების გასაგრძელებლად, როგორიცაა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ეფექტიანი სისტემის დანერგვა და შავი ზღვის ეკოლოგიური სტატუსის გაუმჯობესება“- აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
პროექტის შედეგები:
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონის ოთხი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტი
საზღვაო გარემოს ეროვნული სტრატეგიისა და მოქმედებათა პროგრამის პროექტი
სამი ზურმუხტის ტერიტორიის (სამეგრელო 2, რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი-რაჭა) მართვის გეგმები
ანგარიშები ჰაერის ხარისხის ასპექტებთან დაკავშირებით (ბენზინის დისტრიბუციიდან და საღებავების წარმოებიდან და დისტრიბუციიდან ემისიების შესახებ ანგარიში; ჰაერის ხარისხის პოლიტიკის შესახებ ანგარიში)
დაცული ტერიტორიების მონიტორინგისა და მართვის შესახებ ანგარიშები.
პროექტის შედეგები საქართველოს ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირის შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი დებულებების შესრულებასა და ქვეყნის გარემოსდაცვითი სისტემის გაუმჯობესებას საქართველოს ბუნებისა და მოქალაქეების საკეთილდღეოდ.
დამატებითი ინფორმაცია პროექტის შედეგების შესახებ
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა
გარემოსათვის მიყენებული ზიანი უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ეკონომიკაზე არა მხოლოდ რემედიაციის ხარჯების ზრდის, არამედ ეკონომიკური შესაძლებლობების კლების თვალსაზრისით.
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ‘დამბინძურებელი იხდის’ პრინციპს ემყარება. მისი მიზანია, იმ მომხმარებლებს, რომლებიც გარემოს არ აბინძურებენ, აარიდოს ისეთი ხარჯები, როგორიცაა, მაგალითად, მაღალი გადასახადები ან პირადი ზიანის ანაზღაურება. ევროკავშირში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დირექტივა საკანონმდებლო სისტემის ნაწილს წარმოადგენს. ისეთ ქვეყნებში, სადაც მოქმედებს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის რეჟიმი, აღნიშნული ვალდებულების შესრულება სადაზღვევო კომპანიების მიერ შეთავაზებული პროდუქტებით არის შესაძლებელი. ახლახან საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტი. ევროკავშირის პროექტის დახმარებით მომზადდა ოთხი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლებიც გათვალისწინებულია აღნიშნული კანონპროექტით და აუცილებელია მის განსახორციელებლად.
საზღვაო გარემოს ეროვნული სტრატეგია და მოქმედებათა პროგრამა
ზღვის დაბინძურების დონე სწრაფი ტემპით იზრდება, რაც უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ზღვის ორგანიზმებსა და ეკოსისტემებზე. ზღვის დაბინძურება ასევე უარყოფითად აისახება ეკონომიკურ დარგებზე (როგორიცაა თევზჭერა და ტურიზმი) და ადამიანების ჯანმრთელობაზე.
ზღვის დაბინძურება, კერძოდ წყლის მჟავიანობის დონის მატება და ევტროფიკაცია, წყალქვეშა ხმაური, პლასტმასის და სხვა ნარჩენების რაოდენობის ზრდა, ტოქსინების (პესტიციდების, ბიოციდების) მომატებული კონცენტრაცია გამოწვეულია სამრეწველო, საპორტო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებით, საზღვაო ტრანსპორტირებით, ტურიზმით, საავტომობილო მოძრაობით, ჩამდინარე წყლებითა და დანაგვიანებით. დამაბინძურებლების დიდი ნაწილი ზღვებში მდინარეებიდან ხვდება.
ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მომზადდა საზღვაო გარემოს ეროვნული სტრატეგია და მოქმედებათა პროგრამა, რომლის მიზანია შავი ზღვის გარემოს ხარისხის გაუმჯობესება ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის პრინციპების შესაბამისად.
ჰაერის ხარისხი
აქროლადი ორგანული ნაერთები (აონ-ები) ჰაერის ერთ-ერთი ძირითადი დამაბინძურებელია. აონ-ების ატმოსფეროში გაფრქვევების მთავარი წყაროებია ბენზინის დისტრიბუცია და საღებავებში, ლაქებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაღებვის საშუალებებში გამხსნელების გამოყენება.
აქროლადი ორგანული ნაერთები მზის სინათლეზე რეაქციაში შედის ჰაერში არსებულ ნივთიერებებთან და მიწისპირა ოზონს წარმოქმნის. აქროლადი ორგანული ნაერთები ჰაერის საშიში დამაბინძურებელია, რომელიც სმოგის წარმოქმნაშიც მონაწილეობს. აონ-ები იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ (ძირითადად სასუნთქი გზების და ალერგიულ) პრობლემებს და წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ, ნახშირორჟანგზე (CO2) ბევრად ძლიერ სათბურის აირს, რომელიც გლობალურ დათბობას იწვევს. აქროლადი ორგანული ნაერთები ზიანის მომტანია როგორც ეკოსისტემებისთვის, ასევე სოფლის მეურნეობისათვის.
ამჟამად საქართველო საკუთარი კანონმდებლობის ევროკავშირის საღებავებისა და ბენზინის ორთქლის აღდგენის I ეტაპის დირექტივებთან ჰარმონიზაციის პროცესშია. ამ პროცესის მხარდასაჭერად, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში შეფასდა საქართველოს შესაძლებლობები ბენზინის დისტრიბუციის და საღებავების დარგებში აქროლადი ორგანული ნაერთების ემისიების კონტროლის თვალსაზრისით, აგრეთვე ჩატარდა ტრენინგები ინსპექტორებისათვის.
გარდა ამისა, მომზადდა საქართველოს ჰაერის ხარისხის პოლიტიკის შეფასების ანგარიში, რომელშიც წარმოდგენილია ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის, ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებებისა და დარგების მოკლე დახასიათება, აგრეთვე, შესაბამისი რეკომენდაციები საჭირო ქმედებებთან დაკავშირებით.
დაცული ტერიტორიების ზურმუხტის ქსელი
„ზურმუხტის ქსელი“ წარმოადგენს დაცული ტერიტორიების ქსელს, რომელიც ევროპის ველური ფლორის, ფაუნისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის მიზნით, ევროპის საბჭოს მიერ 1989 წელს, 1982 წლის ბერნის კონვენციის ფარგლებში შეიქმნა.
ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ბერნის კონვენციის ხელმომწერი მხარეები არიან. კონვენციის ფარგლებში საკუთარი ვალდებულებების შესრულების მიზნით, ევროკავშირმა შეიმუშავა ჰაბიტატების შესახებ დირექტივა და შექმნა Natura 2000-ის ქსელი. კონვენციის მხარეა საქართველოც და, შესაბამისად, მასაც აქვს საკუთარ ტერიტორიაზე ზურმუხტის ქსელის შექმნის ვალდებულება. საქართველოში უკვე ოფიციალურად განისაზღვრა ზურმუხტის 46 ტერიტორია, რომლებისთვისაც მართვის გეგმები უნდა მომზადდეს. ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით ჩატარდა სემინარების სერია, მომზადდა მართვის პირველი სამი გეგმა და, აგრეთვე, ჩატარდა მონიტორინგისა და კონსერვაციის სამუშაოები
ყველა სიახლე
30 მაისი 2026, 18:50
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: როდესაც ხდება დანაშაული, რომელსაც სჩადის მოქალაქე თუ პოლიციელი, დღეს ქართული სახელმწიფო ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირებს
როდესაც ხდება დანაშაული, რომელსაც სჩადის მოქალაქე თუ პოლიციელი, დღეს ქართული სახელმწიფო ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ სუს-ის მიერ განხორციელებულ დაკავების ფაქტების შეფასებისას.
30 მაისი 2026, 18:38
რეგიონი
ღორჯომის კულტურის სახლში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი „სახლიდან სამშობლომდე“ გაიმართა
ღორჯომის კულტურის სახლში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი „სახლიდან სამშობლომდე“ გაიმართა.
30 მაისი 2026, 18:29
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე რადიკალებზე: ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის ერთობა. მათი ყოველი მოქმედება, ყოველი ნაბიჯი არის ანტისახელმწიფოებრივი
„ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის ერთობა. მათი ყოველი მოქმედება, ყოველი ნაბიჯი არის ანტისახელმწიფოებრივი“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ.
30 მაისი 2026, 18:08
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: ვფიქრობ, საქართველოს წინააღმდეგ არსებული შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი სწორედ ჩვენს საზოგადოებაში სიძულვილის ენის დამკვიდრება უნდა ყოფილიყო, რათა ადამიანი ადამიანს მხოლოდ გინებით, ბულინგით დალაპარაკებოდა
ვფიქრობ, საქართველოს წინააღმდეგ არსებული შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ჩვენს საზოგადოებაში სწორედ სიძულვილის ენის დამკვიდრება უნდა ყოფილიყო, ასევე პოლარიზაცია და რადიკალიზაცია, რათა მათი გათვლებით, ადამიანი ადამიანს მხოლოდ გინებით, ბულინგით უნდა დალაპარაკებოდა, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას.
30 მაისი 2026, 18:00
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: პოლიტიკური სურათი რომ გავადიდოთ, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ვერც „ნაცმოძრაობა“ და ვერც მისგან გამოყოფილნი ვეღარ წარდგებიან „მთავარ ოპოზიციურ ძალად“. ხალხს, მათ შორის, ოპოზიციურ ამომრჩეველს, არაერთი ალტერნატივა ეყოლება ასარჩევად
ბიძინა ივანიშვილის ექს-ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა როგორც იქნა გამოაცხადა მისი პოლიტიკური პარტიის 1ჯერ საქართველოს" დაფუძნება 21 ივნისს. დართეს როგორც იქნა ნება. სავარაუდოდ, ამ პარტიის შექმნით დასავლეთს ქართულ პოლიტიკურ ველზე თანდათანობით შემოჰყავს ახალი და მის მიერ თავიდან ბოლომდე მართული პოლიტიკური მოთამაშეები, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.
30 მაისი 2026, 18:00
პოლიტიკა
სოსიაშვილი: გიორგი კანდელაკი ყორღანაშვილის სულიერი შთამომავალია - გამოდის თავისი დაზუთხული ინგლისურით, რაღაცებს ბოდავს და ხალხი შეცდომაში შეყავს, თავისი სამშობლოს მომავალს ძირს უთხრის
„ჩვენი ქვეყანა ცამდე მართალია, არანაირი სამხილები არ გააჩნიათ, მაგრამ ერთი სული აქვთ თავიანთი ქვეყანა დააბეზღონ, როგორღაც დააინტერესონ ეს ძალები, რომ თურმე საქართველოში რაღაც ხდება. საკუთარი ქვეყანა ბიზნესპროექტად მიაჩნიათ, ეს არის ამათი უბედურება, რომ ბიზნესპროექტად გადააქციეს თავიანთი პოლიტიკური საქმიანობა“.
30 მაისი 2026, 17:55
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი რადიკალებზე: თავის დროზე, ძალიან დიდი ფული იშოვეს ქართველი ხალხის გაყიდვის ხარჯზე. საკუთარი სამშობლო მათ ბიზნესპროექტად ჰქონდათ გადაქცეული
თავის დროზე, მათ ძალიან დიდი ფული იშოვეს ქართველი ხალხის ხარჯზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა.
30 მაისი 2026, 17:43
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს
ახალგაზრდების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში აქტიური ჩართულობა სახელმწიფოს წარმატებული განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ ტურნეებს, რომლებიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, უშუალოდ გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები, დააფიქსირონ პრობლემები და მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის მომავლის ფორმირებაში - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
30 მაისი 2026, 17:40
პოლიტიკა
მაია ბითაძე რადიკალებზე: კვლავ განაგრძობენ ერთმანეთთან დაპირისპირებას, შეურაცხყოფას, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ესენი არიან არასერიოზული ადამიანები, რომლებიც საკუთარ დაგეგმილ ვაი გეგმასაც ვერ მიუყვებიან
კვლავ განაგრძობენ ერთმანეთთან დაპირისპირებას, შეურაცხყოფას, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ესენი არიან არასერიოზული ადამიანები, რომლებიც საკუთარ დაგეგმილ ვაი გეგმასაც ვერ მიუყვებიან, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ რადიკალურ ოპოზიციაში გაჩენილ მწვავე დაპირისპირებაზე საუბრისას.
30 მაისი 2026, 17:38
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ცოტნე ივანიშვილის ჩართულობა ჩვენი საზოგადოების ახალგაზრდული სეგმენტის გაერთიანებაში მამულის, ენისა და სარწმუნოების გარშემო - არა თუ მისასალმებელია, არამედ მხარდასაჭერია, როგორც ხვალინდელი ერთიანი და სანიმუშო ქართველობის მომავლის ფუნდამენტის აღმშენებლობა
საქართველოს ჰყავს უგანათლებულესი და უნიჭიერესი ახალგაზრდობა, რომლებსაც ნაკლებად წარმოვაჩენთ ხოლმე. ძირითადად, თითქოს ვიღაცის ანგაჟირებული ნება გვალაპარაკებს მხოლოდ მის გენმოდიფიცირებულ ნაწილზე - რომელთა სამშობლოსაკენ და ქართველობის ფესვებისაკენ შემობრუნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციებს, რომელშიც აქტიურად იღებს მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი.
30 მაისი 2026, 17:32
სპორტი
წყალბურთში საქართველოს თასის ფინალი „დინამომ“ მოიგო
წყალბურთში საქართველოს თასის ფინალი „დინამომ“ მოიგო. დედაქალაქის გუნდმა „ოლიმპიკის“ აუზზე ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „აპოლო“ 20-19 დაამარცხა.
30 მაისი 2026, 17:31
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: სააკაშვილიც, მელიაც და უსამშობლო რადიკალების მთელი ეს კასტა, სინამდვილეში, წარმოადგენს ერთ მთლიან ძალას, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება
„ისინი ერთიანდებიან საქართველოს სიძულვილში, თუმცა ამბიციები ერთმანეთის მიმართ ალაპარაკებთ იმას, რასაც საზოგადოება ისმენს. სააკაშვილიც, მელიაც და მთელი ეს კასტა უსამშობლო რადიკალებისა, წარმოადგენენ სინამდვილეში ერთ მთლიან ძალას, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან და საქართველოს პროგრესის, წარმატების შეფერხებას ემსახურება. დაე, ეძახონ ის უშვერი სიტყვები ერთმანეთს, რასაც ეძახიან. ამით კიდევ ერთხელ ჩამოიხსნიან ნიღაბს და უფრო უკეთ დაანახებენ საზოგადოებას თავიანთ სახეს“, - აცხადებს მათიკაშვილი.
30 მაისი 2026, 17:19
სამართალი
„ქრონიკა“ სუს-ის მიერ ჯაშუშობისთვის დაკავებულ გულბაათ რცხილაძის საცხოვრებელთან იმყოფებოდა - ახლობლებმა რცხილაძის შეხვედრები რუსეთის წარმომადგენლებთან დაადასტურეს, თუმცა სხვა მიზნებს ასახელებენ
„ქრონიკა“ სუს-ის მიერ ჯაშუშობისთვის დაკავებულ გულბაათ რცხილაძის საცხოვრებელთან იმყოფებოდა. ახლობლებმა რცხილაძის შეხვედრები რუსეთის წარმომადგენლებთან დაადასტურეს, თუმცა სხვა მიზნებს ასახელებენ.
30 მაისი 2026, 16:56
მსოფლიო
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ნატოში ქვეყნის გაწევრიანების იდეას მოქალაქეები არ ემხრობიან
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის მიხაი პოპშოის განცხადებით, ქვეყნის მოქალაქეების უმეტესობა ნატოში გაწევრიანებას არ ემხრობა.
30 მაისი 2026, 16:39
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი: ჩვენ უკრაინისგან უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების თვალსაზრისით ბევრი რამ ვისწავლეთ
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების კუთხით ბევრი რამ ისწავლა უკრაინისგან.
30 მაისი 2026, 16:18
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი უკრაინაზე: ჩვენ ვიპოვით საშუალებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათი დახმარება შეგვიძლია
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, ამერიკა ეძებს საშუალებას, რათა დარწმუნდეს, რომ უკრაინის დახმარებას შეძლებს.
30 მაისი 2026, 16:16
პოლიტიკა
ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებთან უშუალო კომუნიკაცია ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია
მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებთან უშუალო კომუნიკაცია და მათი მოსაზრებების მოსმენა ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
30 მაისი 2026, 16:10
სპორტი
20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის დასკვნით შეხვედრაში უმცროსი „ბორჯღალოსნები“ დღეს, 16:30 საათზე, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დაუპირისპირდება
სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის დასკვნით შეხვედრას უმცროსი „ბორჯღალოსნები“ დღეს ჩაატარებენ.
30 მაისი 2026, 16:08
რეგიონი
ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბათუმში ორდღიანი მუშაობა შეაჯამა
ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბათუმში ორდღიანი მუშაობა შეაჯამა. შეხვედრაზე ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევაზე ისაუბრეს.
30 მაისი 2026, 16:06
სპორტი
მარიამ ალავიძემ მხატვრულ ცურვაში „მსოფლიოს თასზე“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მხატვრული ცურვის „მსოფლიოს თასი“ მიმდინარეობს. საერთაშორისო ტურნირზე მხატვრულმა მოცურავე მარიამ ალავიძემ თავისუფალ პროგრამაში 257,7213 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


