მიხეილ ჩხენკელი: ადრონული თერაპიის ცენტრში ორი ციკლოტრონი გვექნება, რომელთა აწყობა უკვე დაწყებულია მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში და ეს პროექტიც მთლიანად დაფინანსებულია ფონდ „ქართუს“ მიერ

მიხეილ ჩხენკელი
ფოტო: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ქვეყნის განვითარება შეუძლებელია მეცნიერების განვითარების გარეშე, შესაბამისად, მეცნიერებასა და სამეცნიერო-კვლევით პროცესზე ზრუნვა იქნება ჩვენი გუნდის ცალსახა პრიორიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატური პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საგრძნობლად გაიზრდება მეცნიერების დაფინანსება.
„ეს შეეხება როგორც საგრანტო კონკურსებს, ასევე კვლევითი პროცესების ხელშეწყობას სახელმწიფოს მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქართული სამეცნიერო სათვისტომოს ჩართვა სამეცნიერო კვლევით პროცესში, ძალიან დიდი პოტენციალია საზღვარგარეთ. ქართველი მეცნიერები, რომლებიც საზღვარგარეთ მოღვაწეობენ, უფრო აქტიურად იქნებიან ჩართული სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში, ისევე, როგორც წამყვანი უცხოელი პროფესორები, მეცნიერები იქნებიან აქტიურად იქნებიან ჩართული ქართველ მეცნიერებთან ერთად კვლევებში. ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ გამოყენებითი მეცნიერების კომერციალიზაციას. აქ მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერება დაუკავშირდეს ეკონომიკას, რომ თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ის მნიშვნელოვანი ეფექტი, რომელსაც მეცნიერება იძლევა. როდესაც ჩვენ მეცნიერებაზე ვსაუბრობთ მინდა განსაკუთრებით გამოვყო ამ მიმართულების მთავარი მეგა პროექტი, რომელიც სულ რამდენიმე წელიწადში განხორციელდება. ეს გახლავთ ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე იფუნქციონირებს. ადრონული თერაპიის ცენტრში ჩვენ გვექნება ორი ციკლოტრონი, რომელთა აწყობა უკვე დაწყებულია მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში და ეს პროექტიც მთლიანად დაფინანსებულია ფონდ „ქართუს“ მიერ. პირველი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამდეროვე მეთოდებით, ეს გახლავთ პროტონული თერაპია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობისთვის, ხოლო მეორე ციკლოტრონი მთლიანად მოხმარდება სამეცნიერო კვლევით პროცესს ონკოლოგიაში, ბირთვულ ფიზიკაში და სამედიცინო ფიზიკაში. მე პირადად შევხვდი მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, ამ მიმართულებების წარმომადგენლებს და მათ დიდი ენთუზიაზმი და მზაობა დააფიქსირეს, რომ ჩამოვიდნენ ქუთაისში და ქართველ მეცნიერებთან ერთად აწარმოონ სამეცნიერო კვლევითი პროცესი. ეს ნიშნავს, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და ადრონული თერაპიის ცენტრმა საქართველო დასვა მსოფლიო აკადემიურ და სამეცნიერო კვლევით რუკაზე. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია განათლებული და წარმატებული საქართველოსთვის“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
ყველა სიახლე

15 მაისი 2025, 20:46
პოლიტიკა
მავნებლობა ე.წ მეგობარი აქტის შემქმნელებისგან და მორიგი შეტევა საქართველოზე კარგად ნაცნობი პოლიტიკური აქტორებისგან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მავნებლობა ე.წ მეგობარი აქტის შემქმნელებისგან და მორიგი შეტევა საქართველოზე კარგად ნაცნობი პოლიტიკური აქტორებისგან. მიზანი ამჯერად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთვის მონაწილეობის აკრძალვაა.

15 მაისი 2025, 20:39
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინა არ აპირებს საკუთარი ტერიტორიების სტატუსის განხილვას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არასდროს აღიარებს იურიდიულად რუსეთის ნაწილად იმ ტერიტორიებს, რომლებიც დროებით რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არის, მათ შორის ყირიმსაც.

15 მაისი 2025, 20:38
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მთელ მსოფლიოს ჰქონდეს მაქსიმალურად სწორი, ბევრი ინფორმაცია საქართველოსა და ჩვენი პოზიციების შესახებ
პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი MEGOBARI აქტს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატი აღნიშნავს, რომ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს. მისი განმარტებით, აშშ-ს მხრიდან საქართველოს მიერ პარტნიორული ურთიერთობების გადატვირთვის ინიციატივაზე დაგვიანებული პასუხი მსოფლიოში არსებულ მღელვარე პერიოდს უკავშირებდა.

15 მაისი 2025, 20:35
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე: ამ ფორმატში პრემიერის მონაწილეობა კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ევროპის ლიდერებისთვის არის საუკეთესო შესაძლებლობა უმაღლეს დონეზე წარიმართოს მსჯელობა ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

15 მაისი 2025, 20:34
პოლიტიკა
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების უხეში შელახვის ფაქტებზე რამდენიმე პირი გამოჰკითხა
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მორიგი სხდომა გამართა.

15 მაისი 2025, 20:30
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) 34-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე პრეზიდენტს, მატეო პატრონეს შეხვდნენ, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

15 მაისი 2025, 20:27
მსოფლიო
ერდოღანი: თურქეთი მზად არის, უმასპინძლოს ზელენსკისა და პუტინს, როდესაც ისინი მზად იქნებიან
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის, უმასპინძლოს უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს და ხაზი გაუსვა რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით შეთანხმებული გადაწყვეტილების გადაუდებელ აუცილებლობას.

15 მაისი 2025, 20:24
პოლიტიკა
ჯო უილსონის აქამდე უცნობი წერილი ირაკლი კობახიძის სახელზე - კონგრესმენის გამოაშკარავებული მიზნები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კონგრესმენი, რომელიც ხელისუფლების დასჯას ითხოვს და ოპოზიციას ლობირებს, 4 წლის წინ ამავე ხელისუფლებას თანამშრომლობის სრულ მზადყოფნას სთავაზობდა.

15 მაისი 2025, 20:23
სამართალი
კახა წერეთელი ქოლცენტრების საქმეზე: ბათუმის ფილიალშიც ჩატარდა ჩხრეკა, წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა და მიმდინარეობს შესწავლა, ველოდებით, რომ დაიწყება გამოკითხვები
ბათუმის ფილიალშიც ჩატარდა ჩხრეკა, წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა და მიმდინარეობს შესწავლა, ველოდებით, რომ დაიწყება გამოკითხვები, - განაცხადა ადვოკატმა კახა წერეთელმა ქოლცენტრების საქმეზე საუბრისას.

15 მაისი 2025, 20:00
პოლიტიკა
eTN: გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის მამის საიდუმლო საბანკო ანგარიში საუდის არაბეთში
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის მამის საიდუმლო საბანკო ანგარიში საუდის არაბეთში, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა eTN. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 2020 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ ნინუა გადადგა, რათა მის თანამემამულეს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს აეყვანა ის სამსახურში. ის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ფინანსური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ნინუა პოლოლიკაშვილის სკოლის მეგობარია და სწორედ აქ შეიძლება განვითარებულიყო კრიმინალური შეთქმულება.

15 მაისი 2025, 19:56
მსოფლიო
ზელენსკი მოელის, რომ რუსეთს კიდევ უფრო მეტი სანქცია დაუწესდება, თუ მოსკოვი არ გადადგამს ნაბიჯებს უკრაინაში ომის დასასრულებლად
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მოელის, რომ რუსეთს კიდევ უფრო მეტი სანქცია დაუწესდება, თუ მოსკოვი არ გადადგამს ნაბიჯებს უკრაინაში ომის დასასრულებლად.

15 მაისი 2025, 19:12
რეგიონი
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები შიდა ქართლში მცხოვრები აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ
აფხაზეთის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსი გიორგი დათუაშვილი, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ თემური ჭელიძესთან ერთად, შიდა ქართლის მხარეში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის დავალებით რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

15 მაისი 2025, 19:03
რეგიონი
ლევან მგალობლიშვილი ოსური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი სოფელ შავშვების საჯარო სკოლაში ოსური ენის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

15 მაისი 2025, 18:41
მსოფლიო
ვლადიმირ მედინსკი: რუსული მხარე მზად არის, 2022 წელს სტამბოლში შეწყვეტილი მოლაპარაკებების პროცესის განახლებისთვის და მოლაპარაკებების დროს შესაძლო კომპრომისების განხილვისთვის
უკრაინასთან მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ რუსული მხარე მზად არის, 2022 წელს სტამბოლში შეწყვეტილი მოლაპარაკებების პროცესის განახლებისთვის და მოლაპარაკებების დროს შესაძლო კომპრომისების განხილვისთვის.

15 მაისი 2025, 18:30
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: კუბილიუსმა, უკრაინაში მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ რუსეთი 2030 წელს ახალი ომისთვის მოემზადებაო - მეტი როგორ თქვას, რომ უკრაინაში ომი აწყობთ?
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ სურდა „დიფ სთეითს“ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.

15 მაისი 2025, 18:25
პოლიტიკა
გივი მიქანაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
„ელჩს მივაწოდე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვგეგმავთ, სომხეთის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობის და სპორტის კომიტეტის საქართველოში მოწვევას და ერთობლივი სხდომის გამართვას ორმხრივი შეთანხმებების შესრულების ზედამხედველობის თვალსაზრისით. ასევე, ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას სამომავლო ურთიერთობებში. ელჩი მიესალმა ამ ინიციატივას და პროცესის ხელშეწყობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

15 მაისი 2025, 18:24
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთს, როგორც ჩანს, ამჟამად სერიოზული მოლაპარაკებები არ სურს - ამას შედეგები მოჰყვება
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ზედმეტად ზრდის ფსონებს სტამბოლში უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებებზე არგამოცხადებით.

15 მაისი 2025, 18:19
პოლიტიკა
გივი მიქანაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
„განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის მიმართულება გვაძლევს შესაძლებლობებს, რომ მრავალმხრივ ჭრილში ურთიერთობებს კიდევ უფრო ახალი დინამიკა შევძინოთ. ელჩს ვთხოვე, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიგეგმოს კომიტეტის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში, სადაც შეხვედრები გვექნება თურქეთის დიდი მეჯლისის ანალოგიური კომიტეტის წარმომადგენლებთან, სამინისტროში, მეცნიერებათა აკადემიაში“.

15 მაისი 2025, 18:16
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა დარწმუნდა იმაში, რომ ყველა ტიპის გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება“ იღებს საქართველოში
ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა დარწმუნდა იმაში, რომ ყველა ტიპის გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება“ იღებს საქართველოში, რაც კი ჩვენს ქვეყანას ეხება. რჩევასაც გავითვალისწინებთ, თხოვნასაც, მაგრამ არაფერს გავითვალისწინებთ, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

15 მაისი 2025, 18:11
სამართალი
პროკურატურამ თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.